girondins4ever-ი Bleu Gironde-ის ჟურნალისტის, კლემან კარპენტეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ბორდოს" ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილის სამსახურით ალპებს იქით დაინტერესდნენ.

გამოცემა წერს, რომ ქართველმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავი წარმოაჩინა, მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა და რამდენიმე კლუბს და მათ შორის, იტალიურებს, მისი ხელში ჩაგდება სურს:

"ის იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ზოგიერთი კლუბი "შეტევაზე" გადმოვიდა. ქართველი ჟირონდულ გუნდში პირველივე სეზონში საკმაოდ შესამჩნევი იყო, 5 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და იტალიური კლუბების წარმომადგენლებმა მასზე დაკვირვება დაიწყეს.

ერთმა ტრანსალპიურმა გუნდმა "ბორდოს" დავითაშვილში 9 მილიონი ევრო შესთავაზა. transfermarkt-ის მიხედვით, ფეხბურთელის ფასი 3 მილიონია და წინადადება ძალიან მომგებიანი იყო, მაგრამ უმალ უარით გაისტუმრეს.

ჯერ კიდევ უცნობია, დიდხანს შეძლებენ თუ არა ჟირონდელები მაცდუნებელ შეთავაზებებზე წინააღმდეგობის გაწევას, რათა კლუბის პრეზიდენტ ჟერარ ლოპესის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ნაწილი დაფარონ. ამ ეტაპზე მათი მიზანი ზურიკოს შენარჩუნება და "არასასურველებთან" დამშვიდობებაა, ვიდრე ისეთ წინადადებას არ მიიღებენ, რომელზეც უარის თქმა ძნელი იქნება".

მოკლედ, ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი იზრდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, არაა გამორიცხული, სერია A-ში კიდევ რამდენიმე ჩვენებური ვიხილოთ.

დუდუ
ტყუილად ნერვებს ნუ იშლი ძმაო!უმადური და ბოღმა ერი ვართ!ზურიკოს რომ აკრიტიკებენ ეს გიკვირს???ხვიჩას აკრიტიკებენ ხვიჩას!!!!საოცარი ხალხი მიყვარხართ ყველა))
კომბლეს
შენ მგონი კომბლეს მსხვერპლი ხარ )) რას ეღჩ *ამას* ? შენი მოკლე ჭკუით ,ვერც საფრანგეთში ერკვევიან ფეხბურში ? )))
ლაშა
არ არის რო მაგარი?, ბულგარეთთან ჭიდაობაში და თავით შენ გაიტანეს გოლი?
შახრუდინი
ქართველზე უმადური ერი არ არსებობს) კვიპროსთან იყო და ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლი….კოსოვოსთან გასვლაზე იყო და ბოლო წუთებზე გამარჯვებოს გოლი….ბულგარეთთან იყო და პირ ელივე წუთებზე გოლი…ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი იყო და მთელი ჰოლანდია …..ერთ ადგილზე… და გოლი გაიტანა….რა გააკეთოს ამ ბიჭმა კიდევ რომ თქვენი კრიტიკა მოიშოროს თავიდან!!!!???შეეშვით ბიჭო!!!!!უმაგრესი ფეხბურთელია!ჩვენი ოქრო!მიდი ზურიკო შეუბერე შენ გენაცვალე!გვიმრავლოს ღმერთმა შენი დონის ფეხბურთელები ჩვენს პატარა საქართველოში!
კ ო მ ბ ლ ე
ვინც ამას ფეხბურთელობა დააბრალა რაა... ირბინოს და გაწვრთნილი მაჩვივით ბურთს სდიოს მარტო ეგ საკმარისი არ არის ფეხბურთელი გერქვას, ფეხბურთის თამაში თავით თამაშია, გუნდთან თამაშია, გუნდისთვის თავდადებაა. ეგ კი მხოლოდ მაყურებელზე თამაშობს, სულ იმის დამტკიცებას ცდილობს ხედავთ რა მაგაარი ვარო..
გოგია
გუნდური თამაშის უნარები ნამდვილად გამოსასწორებელი აქვს. ისე, ჰოლანდიასთან გოლის გატანისას, არც ისე თავდახრილი მოძრაობდა. აკონტროლებდა, მის სიახლოვეს რა ხდებოდა და ოპტიმალური მარშრუტი აირჩია. აშკარად უკეთ წარმოჩინდა ამ მხრივ.
კარგით რააა!!!
ხელში ჩაგდება უნდათ თუ ტყვეთ აყვანა არ ვიცი, მაგრამ სანამ ეს ბიჭი გუნდურ თამაშს და პასის გაცემას არ ისწავლის არა მგონია,რომელიმე სერიოზულმა გუნდმა შეიძინოს. მოწინააღმდეგე გუნდის მთელი დაცვა მოატყუო და გოლი გაიტანო-- შეიძლება ათასში ერთხელ გამოგივიდეს ყარაულის თოფივით-კიდევ..სულ რაღაც ერთი თვის წინ მისი კონტრაქტი მგონი მილიონად გამოისყიდეს და 9 მილიონად არ გაყიდესს???
zura222
სხვათა შორისც ერთერთი ის კლუბი ნაპოლიცაა ! კალჩონაპოლი24 ზე თქვეს რომ ჯერ კიდევ ევრო21 მდე აკვირდებოდნენ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებიო და ნეორე წამყვანმა დანანებით თქვა--როცა 2-3 მილიონად შეეძლოთ გადმოეყვანათ მაშინ უარი თქვესო და ეხლა 10 მილიონზე ნაკლებად ვერ გადმოიყვანენო ! არადა რა მაგარი იქნებოდა მარჯვნიდან ზურიკო მარცხნიდან კვარა და შუაში ოსიმენი ! ძალიან მაგრა ათამაშდებოდა ეს ტრიო--პირველ რიგში ფსიქოლოგოურო წნეხი არ ექნებოდაზურიკოს საუკეთესო ძმაკაცთან რომ ითამაშებდა !
აკაკი
რუსეთის აგენტები არიან თორე ლიგა ხო გაყიდიდნენ. დდდდდ
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
დავითაშვილი დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" "რედ სტარს" მნიშვნელოვან მატჩში სძლია
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა