ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზაიზენბახერი იაპონიიდან იმედიანად დაბრუნდა

ზაიზენბახერი იაპონიიდან იმედიანად დაბრუნდა

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები კვირას დაბრუნდა იაპონიიდან, სადაც თვეზე მეტ ხანს შეკრებაზე იმყოფებოდა
ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები კვირას დაბრუნდა იაპონიიდან, სადაც თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა შეკრებაზე. გუნდის თავკაც პეტერ ზაიზენბახერს ინტერვიუსთვის ძიუდოს აკადემიაში ვესტუმრეთ, სადაც ინტენსიური წვრთნა მიმდინარეობდა.

ავსტრიელი შეუსვენებლად ავარჯიშებს ბიჭებს. იმ დილით შტანგებზე ემზადებოდნენ, რის საშუალებასაც საკუთარი ბაზა აძლევთ - მწვრთნელის მოთხოვნით, ფედერაციამ შტანგები შეიძინა თავისი ატრიბუტიკით, თუმცა ცალკე დარბაზის მოწყობა ფართის სიმცირის გამო ვერ ხერხდება. ამიტომ შტანგები საშეჯიბრო არენაზეა განთავსებული.

გუნდთან ერთად ვარჯიშობდა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეც (100) - ზაიზენბახერმა სიტყვა შეასრულა და სადამსჯელო ვადის ამოწურვის შემდეგ, მსოფლიოსთვის მზადების დასკვნით ეტაპზე ის კვლავ დააბრუნა გუნდში. ცირეკიძე ნაკრებს იტალიაშიც მიჰყვება თვის ბოლოს. მწვრთნელმა ის გუნდს შეკრების თვითნებურად გაცდენისთვის ჩამოაშორა. ცირეკიძის გარდა, იტალიაში ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (60), დავით ასუმბანი, შალვა ქარდავა (ორივე-66), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ირაკლი ცირეკიძე (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი (+100) წავლენ. მსოფლიოსთვის მზადებაზე, იაპონიაში ჩატარებულ შეკრებაზე თუ ცალკეულ ფალავნებზე პეტერ ზაიზენბახერი გვესაუბრება.

- დასახული გეგმიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებთ იაპონიაში გავლილ შეკრებას?

- ტოკაის უნივერსიტეტში დაახლოებით 100 სპორტსმენი შედიოდა ტატამზე და ყველა მათგანი ემზადებოდა წმინდა იაპონურ სტილში, რაც გულისხმობს კარგ ჩავლებებს, კარგ დაცვას და დიდ სისწრაფეს ლეიბზე. ბიჭებიც იაპონიაში სავარჯიშოდ სწორედ ამ კომპონენტების გამო წავიყვანე. სამწუხაროდ, აუტანლად ცხელოდა და პირველ კვირაში ძალიან გაუჭირდათ, ბევრი სითხე დაკარგეს, მაგრამ ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა კარგად იმუშავა და მალევე გამოიყვანა მდგომარეობიდან.

- უცხოელები სხვებიც იყვნენ ტოკაის უნივერსიტეტში?

- ტოკაიში არა, სხვაგან კი იყვნენ და იქაც გვინდოდა ვარჯიში, მაგრამ დარბაზების გადატვირთვის გამო ვერ მოვახერხეთ. ტოკაიში ერთი ინგლისელი და ერთიც ნორვეგიელი იყო მხოლოდ.

გუნდი დღეში ორჯერ ვარჯიშობდა. ერთი ეთმობოდა ძიუდოს იაპონელებთან ერთად, მეორე - შტანგაზე ვარჯიშს, ფიზიკურ გამძლეობას, რბენებს... ამასთან დღეში თითოეული 12-12 შეხვედრას ატარებდა გადაბმულად, შეუსვენებლად. უმეტესობა უძლებდა ასეთ ტემპს. იყო შემთხვევები, როცა ვინმე, ვთქვათ, მეშვიდე სპარინგზე იღლებოდა, ვიღაც უფრო მეტზე ან ნაკლებზე, ამ დროს მათ 5-წუთიანი შესვენება ეძლეოდა. მთლიანობაში, იტანდნენ ასეთ დატვირთვას.

- ავსტრიელმა ექიმებმა გუნდს სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარეს. იყო თუ არა პროგრესი წინა ტესტირებასთან შედარებით?

- სირბილში გამძლეობა საკმაოდ იყო მომატებული. ბიჭებს სხვადასხვა ტესტები ჩავუტარეთ. მაგალითად, ერთ-ერთი იყო სისხლში გლუკოზის შემოწმება, რაც იმის გამორკვევას ისახავდა მიზნად, რამდენად სწორად იკვებებოდნენ ისინი და მიიღეს ვიტამინები. ორი ტესტი კუნთების დაღლილობაზე ჩავატარეთ და ორზე ცუდი შედეგიც მოგვცა. შევუმოწმეთ ლაქტატის გამოყოფა უშუალოდ ჭიდაობის პროცესში და 200 მეტრზე რბენაშიც. პროგრესი არის და მსოფლიოს პირველობისთვის ნელ-ნელა შედიან ფორმაში. იქამდე ოთხი კვირა დარჩა და სპეციფიკურ გეგმაზე გადავდივართ, უფრო სწრაფძალოვან ვარჯიშებს ვამუშავებთ. თუ ბიჭებმა განწყობა და სავარჯიშო ჟინი შეინარჩუნეს, ყველაფერი კარგად იქნება.

- ძირითად გუნდთან დააბრუნეთ ირაკლი ცირეკიძე...

- ორი შეკრების განმავლობაში ცირეკიძე ცალკე ვარჯიშობდა თავისი გეგმით, თუმცა, ვფიქრობ, ეს ის გრაფიკია, რამაც მას ამხელა ტიტულები მოაპოვებინა. ირაკლი ძალიან გამოცდილი სპორტსმენია, ჩინებულად გრძნობს თავს და მჯერა, კარგად მოემზადებოდა. ის იტალიაშიც წამოვა შეკრებაზე.

- გუჯეჯიანზე რას იტყვით, რომელიც ყველაზე ბოლოს ჩაერთო ნაკრებში, შეეგუა თქვენეულ დატვირთვებს?

- ჯერ არაა ფორმაში, რაც ტესტებმაც აჩვენა - ადრინდელთან შედარებით, 20%-ით უარესი სურათი მივიღეთ. მას 5 თვე არ უვარჯიშია. გუჯეჯიანი მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, ეს კი იოლად არ მოდის. თუმცა ამ ეტაპზე არაა ფორმაში, ნამდვილად აქვს დაბრუნების შანსი. შეუძლია, კარგად ვარჯიშით შევიდეს ფორმაში, მაგრამ ამ მსოფლიოსთვის ეს ვერ მოესწრება.

- ბოლო თვეებში ავთანდილ ჭრიკიშვილი ქომაგს სანერვიულოდ ექცა. როგორ ფიქრობთ, დამთავრდა მისი კრიზისი?

- მისი განვითარება გეგმაზომიერად წარიმართა ახალგაზრდებიდან უფროსებისკენ, მაგრამ ასეთი ტიპის ვარჯიშები შედეგს ერთბაშად არ იძლევა. ის ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი სპორტსმენია, თან უსიტყვოდ ვარჯიშობს. მებრძოლი სული აქვს - შიში არ ახასიათებს.

- 66 კილოგრამი დღემდე სუსტ წერტილად გვრჩება. ამ წონაში დავით ასუმბანის გადანაცვლებას როგორ აფასებთ - გაამართლებს?

- ჯერ არ ვიცით მას 66-ში რა შეუძლია. იქ სულ სხვა ატმოსფეროა, სულ სხვა დატვირთვები, გაცილებით ძლიერი მეტოქეები დახვდებიან. საერთოდ, წონის შეცვლა იოლი საქმე არაა. მართალია, ასუმბანმა ფიზიკურად მოუმატა, მაგრამ ჯერ კიდევ არაა მზად.

- ზვიად გოგოჭური გუნდში ყველაზე ახალი კადრია. მასზე რას იტყვით იმ პერიოდიდან გამომდინარე, რაც თქვენს თვალწინ ვარჯიშობს და აკვირდებით?

- კარგი ხასიათის სპორტსმენია - თავის საქმეს აკეთებს, ბევრ კითხვას არ სვამს. წყნარი ბიჭია, კარგი ნერვები აქვს და შეჯიბრებაზეც დაუძაბავად გამოდის, რაც დაამტკიცა ბუქარესტში გამარჯვებით - ხასიათი და შრომისმოყვარეობა შედეგში გარდასახა. არიან ფალავნები, ეგრეთ წოდებული ვარჯიშის ჩემპიონები, რომლებიც კარგად კი ემზადებიან, მაგრამ შედეგში ვერ გადაჰყავთ, გოგოჭურმა კი ეს მოახერხა.

- მსოფლიომდე ტურნირებში აღარ გამოხვალთ. როგორ ფიქრობთ, გუნდს საშეჯიბრო პრაქტიკის დეფიციტი ხომ არ ექნება?

- 1 აგვისტოს იტალიაში მივდივართ შეკრებაზე, სადაც, შესაძლოა, მასპინძლებსაც შევხვდეთ გუნდურში. მოგეხსენებათ, ახლა კარტების გახსნას ყველა ერიდება. თან ეშინიათ, ვინმე არ დაუშავდეს. იქიდან დაბრუნებულები შინ გავმართავთ სპარინგებს. არა მგონია, დეფიციტი შეექმნათ. გასაგებია, რომ ევროპელებზე ნაკლები შეჯიბრება გამოგვივიდა, მაგრამ ეს ტერიტორიული საკითხია - ისინი ერთ საათში ჩადიან ერთი ქვეყნიდან მეორეში, ჩვენგან კი შორსაა. ამიტომაც მეტ ტურნირში მონაწილეობენ. შეჯიბრებებში გამოსვლა ლამის ერთ კვირას გვაკარგინებდა - აქედან მივდიოდით ხუთშაბათს ღამე, უკან კი სამშაბათს ვბრუნდებოდით. დასვენებაც ხომ უნდოდათ. ამიტომ გადავწყვიტე, ტურნირებზე აღარ წავსულიყავით. შეჯიბრებებში მონაწილეობა გამოცდილებას კი შეგვძენდა, მაგრამ ამათ ჭიდაობას რომ ვუყურებდი, გამოუცდელობით არ აგებდნენ.

P.S. ამ საუბრისას ირაკლი ცირეკიძეც დარბაზში იყო და ჩვეულებრივად ვარჯიშობდა შტანგებზე. როგორც წესი, ის ამჯერადაც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და თავისი მზადების შესახებ ეს გვითხრა: "იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე ნაკრები იაპონიაში ემზადებოდა, მე თბილისში ვვარჯიშობდი აქ დარჩენილ გუნდთან ერთად, აქაური მწვრთნელების მეთვალყურეობით. იაპონიაში წასვლის წინ ზაიზენბახერმა მათ მოსამზადებელი გეგმა დაუტოვა და წვრთნებიც იმის მიხედვით მიდიოდა. ამიტომ არა მგონია, დიდი განსხვავება იყოს ჩემსა და იაპონიაში მომზადებულთა შორის. გუნდი ორი დღეა, რაც დაბრუნდა თბილისში და მწვრთნელს ჯერ ჩემთვის არაფერი უთქვამს, კმაყოფილია თუ არა, თუმცა მე მთელი დატვირთვით ვვარჯიშობ. ვნახოთ, წინ იტალიის შეკრებაა, იქ უფრო მოვუმატებ. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, ყველაფერი მოგვარდა, ჩვეულებრივი დამოკიდებულება გვაქვს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა

ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს