ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U20. ლელოები და მარცხი ახალ ზელანდიასთან - საქართველომ მსოფლიო თასზე სარეკორდო მერვე ადგილი დაიკავა [VIDEO]

U20. ლელოები და მარცხი ახალ ზელანდიასთან - საქართველომ მსოფლიო თასზე სარეკორდო მერვე ადგილი დაიკავა [VIDEO]

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან 26:50 დამარცხდა.

მეტოქემ შეხვედრა აშკარად უკეთ დაიწყო, ჩენი გუნდის უხეში შეცდომებით ისარგებლა და 33:0 დაწინაურდა. პირველი ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრები გააქტიურდა და ორი ლელო-გარდასახვით ანგარიში შეამცირა. ლელო მიქაძემ და ხონელიძემ დადეს, ორივე გარდასახვა კი ხუციშვილმა გამოიყენა. თანაც, მსაჯმა უმცროსი „ოლ ბლექსის“ მორაგბე გაასინბინა.

„უმცროსი ბორჯღალოსნები“ მეორე ტაიმშიც აქტიურები იყვნენ, 51-ე წუთზე მესამე ცდიდან მოლი ჩაგვიქციეს, მსაჯმა ყვითელი ბარათი ჩვენი მოწინააღმდეგის მორაგბეს უჩვენა, მრავალფაზიანი შეტევის შედეგად აბრამიშვილის აშკარა ლელო არ ჩაგვითვალეს. თუმცა, ქართველები ისევ მიეძალენ, ი. აფციაურმა ლელო გაიტანა, ხოლო ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა. კილასონიას შეგირდებმა ზეწოლა გააგრძელეს, გააძლიერეს, ხონელიძემ მოლიდან ლელო გაიტანა, ხუციშვილმა ვერ გარდასახა და ანგარიში 26:33 გახდა. სამწუხაროდ, შემდეგ ახალზელანდიელებმა ანგარიშის გაზრდა მოახერხეს და გაიმარჯვეს.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“

საქართველო – ახალი ზელანდია 26:50

საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გიორგი ნიკოლაძე (აია), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა ხორბალაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

• ნოდარ

ხორბალაძეს რა მაგარი ბოჭვები ჰქონდა. კარგი დაცვა აჩვენა.

• სოსო

"ათას ცოცხალსა ზოგჯერა,ბევრად სჯობს,ერთი მკვდარია!"

• სოსო

6 ერი,კომერციული ტურნირია და ცოცხალი თავით არ უნდათ,ჩვენი იქ შეშვება,რაგბი ევროპაზე კი,დიდი ხანია,მეტოქე აღარ გვყავს და რომ არც დაუმალავთ მიზეზი,გათამაშების ფორმულა შეცვალეს,იქნებ ვინმემ,როგორმე დაამარცხოსო,საქართველოს ნაკრები!მსაჯებიც ეხმარებიან და შეძლებისდაგავარად ეხმარებიან ჩვენს მეტოქეებს,მაგრამ ამაოდ.ჩვენებს,გართულებულ პირობებში ვარჯიში გამოსდით და კიდევ უფრო ძლიერდებიან.ასეთივე სურათია შავი ლომის თამაშებშიც და ეს,განსაკუთრებით,ამერიკულ ტურნეში გამოჩნდა,სადაც საუკეთესო მორაგბეები,მეტოქის რიგებში,ჩვეულებრივ,შეხვედრის მსაჯი იყო და მეტოქის ნახევარი გუნდის საქმეს აკეთებდა!ჩვენები ამას ირონიული ღიმილით ხვდებოდნენ და უფრო შეკრული და ენერგიული თამაშით ებრძოდნენ შეთქმულებს.კი,გვამარცხებდნენ კიდეც,მაგრამ ისეთ გამოცდილებას და სათამაშო პრაქტიკას იღებდნენ ბიჭები,რომ ახლა ვეღარაფერი შეაშინებთ.რაც არ გკლავს ის გაძლიერებსო და ჩვენც თვალდათვალ ვძლიერდებით.მსოფლიოს თასზე,არა მგონია გაბედონ ასე გადავლა,სხვაგან კი,რაც უნდათ ის ქნან,ჩვენთვის უკეთესიცაა!

• თენგაბი

აბსოლიტურად ვეთანხმები სოსო-ს. არავის უხარია კონკურენტის წარმატება და ხშირად მსაჯების დახმარებით გვიპირისპირდებიან, გვძირავენ. სამწუხაროდ ეს უმსგავსოება შემდგომშიც გაგრძელდება. ან უნდა გავხადოთ მსაჯების მიკერძოებული მსაჯობა რაგბის ხელმძღვანელ ორგანოებში მსჯელობის საგანი, ან მსაჯიანად უნდა ვისწავლოთ მეტოქის დამარცხება.

• რეზოს და სხვა ''პროფესორებს''

რადგან თქვენს შეხედულებებს არ შეესაბემება სხვისი კომენტარი, ეს იმას არ ნიშნავს რომ აზრი არ უნდა დაიწეროს!! მე რაგბის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მესმის, რომ გარკვეული პროგრსის მიუხედავად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა წინ. შედეგია სპორტში მთავარი და არა კარგად წაგებული თამაში! მაგიტომ ვამბობ, რომ ასეთი გადამეტებული ქება დიდება წაგების შემდეგ, არ მიმაჩნია სწორი რეაქცია!

• გიორგი

ახალი ფურცელი გადაშალეს ამ ბიჭებმა ქართული რაგბის. მოუთმენლად ველოდები ეროვნულში მაგათ გამოჩენას.

• ალექს

ვაიმე მართლა რა სირტანჯულა ხარ შე საცოდავო.. პატივცემულო ადმინისტრაციავ რომ გადმოდგა ეს მართლა ფალ..სი და პატრონებს გვიხსენებს აქ ყველას ვისაც რაგბი გვიყვარს, ნაკრები გვიყვარს და ბიჭებს ვგულშემატკივრობთ, იქნებ დაბლოკოთ და გააჯ..ნოთ ამ საიტიდან საერთოდ.

• სოსო

აუცილებლად ასე იქნება!სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს,სულ უფრო მეტ საწვრთნელ ბაზაზე,სულ უფრო მეტად განსწავლულ ახალგაზრდა მწვრთნელებთან ერთად და სულ უფრო უადვილდებათ,მსოფლიოს წამყვან სარაგბო ქვეყნებთან თამაშების ჩატარება.მათ ბავშვობიდანვე პროფესიონალებად ზრდიან და ეს,აუცილებლად გამოიღებს შედეგს.მთავარია,თვითონვე არაფერი ავრიოთ(როგორც გვჩვევია)

• სოსო

დაახლოებით 10 წუთის შემდეგ,ნერვიულობა შევწყვიტე და ზელანსიელების თამაშით ტკბობა დავიწყე.მართლაც დიდებულად თამაშობდნენ.33-მდე რომ ავიდნენ და საქმე მოთავებულად ჩათვალეს,უკვე ჩვენები გაბრაზდნენ და მთელი 35 წუთი,ახლა მათი თამაშით ვიყავი აღტაცებული.ზელანდიელები წავშალეთ მოედნიდან და რომ არა მსაჯის,განსაკუთრებით კი,ვარის არაობიექტურობა,ზელანდიელები,ფეხქვეშ საყრდენს ვეღარ იპოვიდნენ.ჯერ ტაიმის ბოლოს,გასაძევებელი ზელანდიელი არ გააძევა და მხოლოდ გაასინბინა,მერე რამდენიმე წვრილი,მაგრამ აშკარა დარღვევა არაობიექტურად შეაფასა და ბოლოს,ჩვენი მეოთხე ლელოს დადებამდე ორიოდე წუთით ადრე,ისეთი ლელო გაგვიუქმა,ვარმა,ჩვენც სრულიად აშკარად რომ დავინახეთ,მისი დამიწება.ამან,ზელანდიელებს იმედი დაუბრუნა,ჩვენ კი,რწმენა შეგვირყია და მიუხედავად იმისა,რომ ორ წუთში მაინც დავდეთ ეს ლელო,ორივე გუნდი,უკვე სულ სხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო.ნერვიულობა,ხუციშვილსაც შეეტყო და გარდასახვა გაუფუჭდა,ამის შემდეგ კი,შეცდომას,შეცდომა მოჰყვა.ბიჭებმა,გამარჯვების შესაძლებლობა იგრძნეს და ანერვიულდნენ,ზელანდიელებმა კი,პირიქით,თამაში კვლავ იპოვეს.ორი წუთით ადრე დადებული კანონიერი ლელო რომ ჩათვლილიყო,იმ ორ წუთშიც კი,უფრო მეტად დემორალიზებულ ზელამდიელებს,სავარაუდოდ თავის წამოწევის საშუალებას აღარ მივცემდით და შეხვედრას,ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანდით.ისევ სამხრეთ აფრიკასთან წაგების ისტორია განმეორდა:გრანდთან გამარჯვების შანსი ვიგრძენით,ავღელდით და თამაში აგვერია.შეგვიძლია ვთქვათ,რომ აფრიკასთანაც და ზელანდიასთანაც,უელსისაგან განსხვავებით,თამაში,ჩვენ წავაგეთ.დიახ,ჩვენ წავაგეთ!მაგრამ რაკი ჩვენ წავაგეთ,გამოდის რომ მათი დამარცხება,უკვე ჩვენს ხელშია და მალე,აუცილებლად დავამარცხებთ.ბევრია ისეთი ქვეყანა,რომელიც ერთ თვეში,ინგლისს,არგენტინას და იტალიას დაამარცხებს,სამხრეთ აფრიკასთან და ზელანდიასთან კი,მხოლოდ საკუთარი და მსაჯის შეცდომების გამო დამარცხდება?მხოლოდ უელსმა გვაჯობა თამაშით და ალბათ ირლანდია საფრანგეთი თუ დაგვამარცხებდა(ძალიან დალაგებულად თამაშობდნენ ორივე ნაკრები).ასე რომ ჩვენ,ამ ასაკში მაინც,უკვე ვართ ტიერ 1 გუნდი და იმედია იგივე სტატუსის ამბიციას,პირველი ნაკრებიც დაადასტურებს,თავისი კარგი თამაშით. ნაკლოვანებებზე,გულშემატკივრებიც და სპეციალისტებიც,ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ,ახლა კი,მადლობა გუნდს,მადლობა მწვრთნელებს და მადლობა ყველას,ვინც ამ ნაკრების მომზადებაში რაიმე წვლილი დაიდო.შესანიშნავი ჩემპიონატი ვნახეთ და იმედით სავსეები ვემშვიდობებით,ამ ფორმაციის ნაკრებს.ორიოდე წელიწადში,ბევრი მათგანი,უკვე პირველ ნაკრებში ითამაშებს და დარწმუნებული ვარ,რეიტინგის პირველ ათეულშიც მალე შევაბიჯებთ!თქვენს გასავლელ გზას დაგილოცავთ,ბიჭებო და უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ,მომავალში!

• ქორ-პარიკმახერი

მიუხედავად ხელიდან გაშვებული შანსია, (ეგ არაფერი სპორტია ბოლოს და ბოლოს) ბიჭებს დიდი მადლობა, კარგები ხართ ძმებო! ღმერთმა ხელი მოგმართოთ. აწი თქვენს შემდეგ თაობას ველოდებით უფრო მეტი წარმატების იმედით.

• დ

ასეთ განსწავლულ ნაკრებში გასაკვირია ხორბალაძისნაირი თამაშის სტილი. პირველად ვნახე რაგბისტი, რომელიც პასს საერთოდ არ იძლევა?! სწრაფია, მაგრამ პასის გარეშე რაგბი არსებობს?

• მიხო

არა და პირველ შეხვედრაში ამდენი შეცდომა რომ არ დაგვეშვა რეალური იყო სამ აფრიკის დამარცხება და ოთხეულში მოხვედრა

• ანონიმური

კარგი ბრძოლა გამოვიდა მეორე ტაიმში, მაგრამ ერთი უნდა ითქვას ჯიღაურმა ძალიან შეანელა თამაშის ტემპი

• ბესო-ს

მოკლედ,სპორტის აზრზე არ ხარ!)))

• დიმა

გუშინწინ ტყემალაძემ,თუ ასე გავაგრძელეთ 8-10 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონები გავხდებითო! მეთქი უბერავს თქო,მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ არ ტყუოდა! დიდი მომავალი გვაქვს!

• იპონი

მადლობა ბიჭებო ბრძოლისთვის!

• Simartle

aleqsas shen shens patrons mixede tu gyolia rodesme shen martla sxvarameze zixar da sxvas miirtmev nab .... varo ar damblokot

• რეზო

არ არის აუცილებელი ყველაგერზე აზრი გამოთქვათ. რაც არ გესმით, იმაზე. უელსთან ნაკლები გვქონდა საქებარი, მაგრამ მოსალოდნელი იყო, პირველ რიგში, ლიდერების გადაღლის გამო. აქ კიდევ საოცარი შემოტრიალება იყო. ბოლო ოცი წუთი არა, ათი წუთი გვიჭირს, ოღონდ უძლიერეს გუნდებთან. იდიოტური სისტემა რომ არა, ან სულ ოდნავ გამართლება, მინიმუმ მეოთხე ადგილი ჯიბეში გვედო. საფრანგეთი და ირლანდია ერთი თავით სჯობდნენ ყველას, მაგრამ ინგლისთან მოგება ნამდვილად შეგვეძლო. დიდი მადლობა მწვრთნელებს და ბიჭებს! ეს იყო გარდამტეხი ჩემპიონატი. არანაირი- ელიტაში შევალთ! უკვე ვართ ელიტა

• Რაგბის ფანი

ახალ ზელანდიელების პანიკური შიში როგორ მოგეწონათ ჩვენი მე-3 მე-4 ლელოს დროს?

• გიორგი777

მადლობა ბიჭებს დავდადებისთვის გულიანი ბრძოლებისთვის,უფლის წყალობა და მადლი გქონოდეთ მუდამ

• ჯონდო

თამაშს უყურე? არ მგონია

• გულშემატკივარი

ზუსტად საჭირო დროს უჯიგრა მსაჯმა ზელანდიას,ისე როგორც პირველ თამაშში აფრიკასთან, მაგრამ რაც ახლა იკადრა ამ ნახიშტარმა მსაჯმა, რაგბის კავშირის ადგილზე,ვუჩივლებდი ამ არაკაცს,იმათ მაგივრად ჩვენ გვაჯარიმებდა, რამდენი წინ პასი გაუტარა.... მოკლედ სენი სენად რჩება,დიდ გუნდებს მსაჯმა უნდა უჯიგროს

• Mr.kostaia

სპრინტის სპეციალისტები კი არა, კავკასიურ ნაგაზი უნდა გამოაბა 100 მეტრი სიგრძის თოკი და დაადევნო უკან.აბა ვნახავთ თუ არ გაიქცევიან:))) ისე,ამ ბიჭებს დიდი მადლობა, ვისიამოვნე რიგ ეპიზოდებში ახლა და საერთოდ,იტალია, არგენტინასთან გამარჯვებით დიდი სიტყვა თქვეს.

• rigiti

ამ ჩემპიონატის სიკარგე არის ის რომ ეს იყო გარდამტეხი. აქამდის თუ ჩვენი მიზანი იყო ერთი თამაშის უეჭველი მოგება და ადგილის შენარჩუნება ხოლო და დანარჩენი წაგებები საპატიო, ახლა თამასა აწეულია და უშეღავათო ბრძოლა გამარჯვებისთვის ნებისმიერ ე.წ. ელიტასთან. წინასწარ უეჭველი წაგებების სერია დასრულებულია, იოლი ლუკმა აღარავისთვის აღარ ვიქნებით. ეს უკვე "ტიერ 1"-ია. გილოცავთ სუყველას ამ დიდ წარმატებას! ნამდვილად საამაყო ბიჭები გვყავს, თქვენი წყალი გადასხმოდეთ დიდებსაც!!!!

• ბესო

ამხელა ანგარიშით თამაში წააგო და მაინც გაქებდნენ, ცოტა არ იყოს და გაუგებარია ჩემთვის!... უელსთან დავმარცხდით და იქაც ქება დიდება იყო... კი, რათქმაუნდა კარგია რომ ერთი-ორი ნაბიჯით წინ წავიწიეთ, მაგრამ ჩემპიონობა თუ გვსურს წაგებაზე ასეთი გადაჭარბებული ქება არ ივარგებს

• გიორგი 11

ხუმრობს ერთაოზი

• ალექს

ვაიმე, კაცურად, მიდი რა ბადმინტონს ან კერლინგს უყურე რა. საერთოდ ტყემალზე ზიხარ და ბალს ჭამ, გაგნებაში არ ხარ რაგბის მინიმალურადაც და ბოდავ რაღაცას. საკუთარ პატრონს მიხედე ნამდვილად მასეთი სულელი რომ ყავხარ.

• ერთაოზი

ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ბევრი გააკეთა რაგბის განვითარების მხრივ

• თენგაბი

საგრძნობი წინსვლა არის. ცოტა ხანში უკეთესი შედეგები იქნება. მთავარია ბაზები, აკადემიები. განვითარება უნდა გავაგრძელოთ.

• Kommarkos

ერთი ის ნა bi шу ვარი ვინაა დისლაიქებს რომ წერს

• კიკი

საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გურამ კაშია

• გიორგი

ვულოცავ ჩვენი რაგბის ქომაგებს ამ ისტორიულ შედეგს. გუნდის თავი (კაპიტანი) ისეთი უნდა იყოს როგორც ციხისთავია.

• 1964 ავთო

უცხოეთიდან სასწრაფოდ ჩამოსაყვანია სპრინტის სპეციალისტები როგორც მორაგბეების ასევე ფეხბურთელების მოსამზადებლად!!!

• Simartle

ar damblokot vai tqvens patrons cagebashic ro progres ezebt rageshvelebat

• ალექს

მართლაც ქებათა ქება ამ ბიჭებს. ყველაფერი აქვთ, რომ ქართული რაგბი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანონ. თვისობრივად ისინი უკვე არიან ტიერ1. დღევანდელი თამაში ალბათ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ვიდრე თუნდაც ის ორი გამარჯვება. ზელანდიას 33-0 ამოუქაჩო და გამარჯვებაზე იფიქრო ეს ზღაპრის სცენარი უფროა ვიდრე რეალობა ნებისმიერი გუნდისთვის. მადლობა და უფრო დიდი წარმატებები.

• O.K.

ყოჩაღ ბიჭებო, მართალია დავმარცხდით მაგრამ დიდი სიამოვნება მივიღე.. მადლობა..

• ლაშა

ახალ ზელანდიას რომ მოვუგოთ კიდევ უფრო უნდა განვითარდეს საქართველოში რაგბი, ბავშვთა აკადემიების ჩათვლით. მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არაა საკმარისი. მეტი ბაზები და აკადემიები ყველა უმაღლესი (და არამარტო) ლიგის კლუბს!

• ოლეგი

არაუშავს ყველაფერი წინაა

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად

18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან