შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო თასზე გამოცდილი ფულბეკი, 31 წლის ჰუგო საუთვილი დააკლდება
საქართველოს ნაკრების მეტოქეს, შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო თასზე გამოცდილი ფულბეკი, 31 წლის ჰუგო საუთვილი დააკლდება.

"ნარშავების" ერთ-ერთმა წამყვანმა მორაგბემ, რომელმაც 2007 წლის მსოფლიოს თასზე ხუთ მატჩში ითამაშა, ტრავმა მაისში მიიღო. მიუხედავად დიდი მცდელობისა, მან ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ შეძლო და ახალ ზელანდიაში არ ითამაშებს.

"ძალიან ვწუხვარ ჰუგო საუთვილის გამო. ასეთი გამოცდილი მორაგბეს არყოფნა გუნდის შემადგენლობაში, ჩვენთვის დიდი დანაკლისია. ჰუგომ ძალღონე არ დაიშურა, ბევრი იშრომა, მაგრამ ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ შეძლო. მას გუნდთან ერთად, ფაქტობრივად, არ უვარჯიშია და გადავწყვიტეთ ახალ ზელანდიაში სავარაუდოდ წამსვლელთა სიაში აღარ შეგვეყვანა" - თქვა შოტლანდიის ნაკრების თავკაცმა ენდი რობინსონმა.

"სკოტების" საწვრთნელ ბანაკში ახლა 38 მორაგბეა. მსოფლიო თასზე წამსვლელთა 30-კაციან სიას რობინსონი 22 აგვისტოს გააცხადებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა