სამი ერის გათამაშებაში ახალი ზელანდიის ნაკრები მსოფლიოს თასის მფლობელ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
სამი ერის გათამაშებაში, შაბათს ახალი ზელანდიის ნაკრები მსოფლიოს თასის ამჟამინდელ მფლობელ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ოლ ბლექსისთვის" მიმდინარე შეჯიბრებაში ეს პირველი შეხვედრაა და პრობლემებით აღსავსე "ბოკეს" შესაძლოა, ექსპერიმენტული შემადგენლობით დახვდეს.

ექსპერიმენტი კი, შესაძლოა, არც მეტი, არც ნაკრლები, ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანს და ლიდერს, რიჩი მაკქოუს შეეხოს. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, გამორიცხული არ არის, სამხრეთაფრიკელებთან მატჩში რვა ნომრის პოზიციაზე დააყენონ. თუმცა ამას უარყოფს "ოლ ბლექსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სტივ ჰანსენი, თუმცა ამავე დროს კატეგორიულიც არ არის.

"რიჩი მაკქოუ მსოფლიოში საუკეთესო ფლანკერია (N:7), ამიტომ მისი რვა ნომერზე გადაყვანა თუნდაც ერთ შეხვედრაში სწორი არ იქნებოდა. ჩვენ გვჭირდება, რომ წინა ხაზში მოძრავი, სწრაფი და შრომისუნარიანი მოთამაშე გვყავდეს. მაკქოუ სწორედ ასეთია. ის თავისი თამაშით რვა ნომერს გარჯას უადვილებს, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი გუნდის წარმატების საწინდარია.

ისე, მაკქოუს სიდიადე იმაშიცაა, რომ რვა ნომერზეც არანაკლებ ეფექტურად შეუძლია თამაში და ზოგადად, გაჭირვების ჟამს, სათადარიგო რვა ნომრად მოვიაზრებთ" - თქვა სტივ ჰანსემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა