Sport.kz Sputnik Azerbaijan-ზე დაყრდნობით წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩზე, სადაც "ასტანამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 1:1 ითამაშა, რეკორდი დამყარდა.

როგორც ირკვვევა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ დაპირისპირებას დაესწრო.

Astana Arena-ზე 27 328 ადამიანი შეიკრიბა. იმედია და ამის დიდი სურვილი გვაქვს, რომ ხვალ თბილისში, განმეორებით შეხვედრაში, ტრიბუნებზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება და "დინამოს" შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარება.

Sport.kz-მ ვეტერანი ყაზახი ფეხბურთელის, იუსუფ შედიევის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელსაც თავისი ქვეყნის კლუბის გასვლის არ სჯერა.

"ვფიქრობ, უპირატესობა ქართველებს ექნებათ. ისინი ხელოვნურ საფარს მიჩვეული არ იყვნენ, მაგრამ ყაზახეთშიც მოედანზე თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ.

მგონია, რომ სახლში კიდევ უფრო უკეთ ითამაშებენ. მათ გუნდში ჰყავთ პერსპექტიული, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც სურთ წავიდნენ ძლიერ ევროპულ ლიგებში სათამაშოდ. ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე "დინამო" გავა", - ამბობს შედიევი.

ინფორმაციისთვის, "დინამოსა" და "ასტანას" მატჩი 19 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

რა მზე ყავხარ გამჩენს, რით არ დაიღალე სხვისი სახელით წერით, რა შეგურაწყო ასეთი?
Odala-ს
წადი რა მოსკოვის სპარტაკს “უბალელშიკე”,შე რუსოფილო!
ახწ
აზერბაიჯანი რა შუაშია?
G.LA
მე ასტანაში ჩემი სომხური დესანტის დიდი იმედი მაქ.წიიიინ გამარჯვებისკენ ჩემო სომეხო არწივებო,ჩემო ზემლიაკებო.ცრემლი მომივიდა ელი
bftdghvm
ეს ასტანა ხელწამოსაკრავი გუნდი არ ჩანს, ბიჭებს სრული მობილიზება მართებთ
საქმე
ბევრი უპირატესობა ექნება დინამოს პირველთან განსხვავებით, 1)სახში თამაშობს 2)ხელოვნურის ნაცვლად ბუნებრივზე ითამაშებს. და 3) ბევრი ფეხბურთელი ეკლდა და სავარაუდოდ ისენი ახლა იქნებიან
Ნიკოლოზი
"მატჩი იქნება დაძაბული, შემდეგ ეტაპზე გავა ევროპის საუკეთესო გუნდი თბილისის დინამო" ც.მენოტი
სოსო
ასტანაში ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ და ჩვენი შეცდომების გამოყენებას შეეცდებიან.მოძრავი გუნდიც ჩანს და ცალსახად თქმა,რომ ჩვენ ვაჯობებთ,სისულელე იქნება.თუმცა მასპინძლები ვართ,მაყურებელიც დავეხმარებით და მეტი შანსი,ჩვენ უნდა გვქონდეს.სავარაუდოდ,ბევრი მომენტები არ იქნება და დახურული თამაში წავა.მანდ კი,უკვე ინდივიდუალური ოსტატობა გახდება მნიშვნელოვანი.ლორიას გამოცდილება და კლასი,დიდი საყრდენია,ჩვენი ბიჭებისათვის,შეტევაში კი,თვითონ უნდა ივარგონ და მომენტები მაქსიმალურად გამოიყენონ.მათ ეს,ნამდვილად შეუძლიათ.იმედი მაქვს,ასეც იქნება და ჩვენ გავაგრძელებთ გზას.წარმატებები ბიჭებო!
სიმართლე
რასაც ამბობს სავსებით ლოგიკურია, მაგრამ ამას განგებ აკეთებს რათა ჩვენი ბიჭები (და დინამო ზოგადად) მოდუნდნენ. გულში სულ სხვა რამეს ფიქრობს
მწარე
ჩემზე კარგად იცით, როგორც კი გადამწყვეტი, მნიშვნელოვანი მომენტია და მოგება აუცილებელია, ეგრევე ვაგებთ. თან დინამომ იმდენჯერ მოგვჭრა თავი, ასე მგონია თავში აუვარდებათ და ცუდად ითამაშებენ. ისინი კი პირიქით დაცვაში ჩადგებიან. კონტრშეტევა ეხერხებათ, ჰოდა თუ ვერ გაიტანეს, პენლებამდე გაძლებენ მაინც.
odala
რა მალე გავიწყდებათ დინამოს გაფარჩაკების ამბები. ეს ოპტიმიზმიც არ არის, რაღაც უფრო სხვა სახელი ჰქვია.
ilar10N YouTube
სპეციალურად ბაზრობს ეგრე, ვითომ განწირულები არიან და 1 გოლი თუ გაუვარდათ მერე ძალიან რთული იქნება ემოციებით თამაში, ამიტომ მაქსიმალური კონცენტრაცია ბიჭებო
გ.შ.
დინამო ამ ეტაპს ყველა მიზეზ გარეშე გადალახვლავს, მერე ,მერე არ ვიცი , გეტყვით ...
რაბუ
იყოჩაღეთ რა ბიჭებო ეს ეტაპი აუცილებლად გასავლელია. დავიღალეთ, წაგებული პოზიციიდან ყურებით.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"ასტანას" მწვრთნელი: გაგვიმართლა, რომ ორ წუთში ორი გოლი გავიტანეთ
"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]
ჩვენთვის არასასიამოვნო კადრები - რა ხდებოდა "ასტანას" გასახდელში "დინამოს" დამარცხების შემდეგ [VIDEO[
"ასტანას" ნახევარმცველი: "დინამოსთან" მატჩის შესვენებაზე მწვრთნელმა ეს გვითხრა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"ასტანას" კარში გოლის ავტორმა კამარამ კარიერის ყაზახეთში გაგრძელების ვარიანტი არ გამორიცხა
"ქართველები ფეხბურთს სიამოვნებისთვის თამაშობენ, რუსებისა და უკრაინელებისგან განსხვავებით..." - ვეტერანი ყაზახი ფეხბურთელი "დინამოსა" და "ასტანას" დაპირისპირებაზე
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამოს" მძლეველი "ასტანა" განადგურდა - მათი მწვრთნელი რევანშით იმუქრება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა