რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპატუტ რომან ტერიოშკოვს მიაჩნია, რომ მათ ქვეყანაში ფეხბურთში ლეგიონერებზე შეზღუდვა უნდა დაწესდეს.

მისი თქმით, რუსული კლუბები აგრძელებენ უცხოელი ფეხბურთელების ყიდვას, კარგი ლეგიონერები კი დასავლურ გუნდებს ირჩევენ, ადგილობრივი ივანოვები და პეტროვები კი იჩაგრებიან.

"რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა, რომ დაასაქმოს საკუთარი მოქალაქეები, აშკარად არ ვრცელდება ფეხბურთზე.

რუსული გუნდების წინასასეზონო მომზადება მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. კლუბები აგრძელებენ უცხოელი ფეხბურთელების ყიდვას, ხოლო კარგი უცხოელი ფეხბურთელები დასავლურ გუნდებში გადადიან. ჩვენი ივანოვები და პეტროვები კი სათადარიგო სკამის ხეხვას აგრძელებენ.

ამიტომ საჭიროა აკრძალვა დავაწესოთ რუსულ პრემიერლიგაში უცხოელი ფეხბურთელების თამაშზე და მივბაძოთ ხანტი მანსიისკის ავტონომიურ ოლქს, სადაც 2022 წელს აკრძალვა დააწესეს უცხოელების დასაქმებაზე გარკვეულ სექტორებში, როგორიცაა განათლება, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და ასე შემდეგ.

ყველა გუნდი, რომლებიც ადგილობრივი ან რეგიონული ბიუჯეტიდან ან ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი კომპანიებიდან ფინანსდებიან, უნდა აეკრძალოთ გუნდში ლეგიონერების ყოფნა და ფინანსები სრულად უნდა მოხმარდეს მხოლოდ რუსი ფეხბურთელების გუნდში აყვანას და რუსული ფეხბურთის რეპუტაციის განვითარებას", - თქვა ტერიუშკოვმა.

ინფორმაციისთვის, რუს სპორტსმენებზე ახლახან კიდევ ერთი იდეა გაჟღერდა. რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი სვიშჩევმა RBC SPORT-ს განუცხადა, რომ ახალ კანონპროექტზე დაიწყეს მუშაობა, რომლის მიხედვითაც, ის სპორტსმენები, რომლებმაც მოქალაქეობა შეიცვალეს და წარსულში სახელმწიფოსგან ფინანსდებოდნენ, მიღებული თანხის დაბრუნება მოუწევთ.

tf.
ნუ წერთ საერთოდ ამ რუსულ ნოვოვსწებს ნუ აბანძებთ ამ საიტს
რრრ
ამაზე ჭკვიანურს ვერაფერს იზამთ, ეგებ მერე მაინც არ იყურონ ჩვენებმა მაქეთ.
ბუჯანგა
ჩაქუჩს მე დაგაჭედებთ.
მონადირე
აჰააა - ბახ, ბახ, ბახ, აგერ ტყვია.აჰა ბახ, კიდევ ტყვია
ვაი თქვენს პატრონს
კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო. ვის რაში სჭირდებით თქვე ნაგვებო.
უნივერსალი
ესენი მე მგონი საბჭოთა კავშირის ეპოქას უბრუნდებიან. ეს კანონი თუ მართლა მიიღეს იქნება ნაბიჯი 50 წლით უკან, ანუ "საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი - 2" ოღონდ 14 ქვეყნის გამოკლებით. უეფას რეიტინგში ათეული სანატრელი გაუხდებათ შემდეგი 50 წლის განმავლობაში. ამას ჰქვია ხარაკირი რუსულად :D
აკინ
საერთოდ რომ აკრძალონ ლეგიონერები აჯობებს მგონი მერე ეშველება უნიჭო ვირგლა ივანოვებს და დურაკოვებს და ირბენენ ღრუისისტანის (ვაღიარებ ალაგ-ალაგ კარგ სტადიონებზე) ატალახებულ მინდვრებზე აიდიფანით ნაყიდი ბილეთებიანი კრემლის აქტივი გულშემეტკივრების წინაშე

ნეტა აკრძალონ,აღარ ჩამოვლენ ჩვენი ფეხბურთელები თქვენ კლუბებში სათამაშოდ!!!!!!!
zura222
აუუ ნეტავი ეს ამბავი არ გამეგო და ტყვია ესროლაათ DDD
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა