ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე ესტონეთში მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილი გუნდი მასპინძელ ესტონეთს შეხვდა და 58:74 დამარცხდა. პირველი პერიოდი ფრედ – 21:21 დასრულდა, მომდევნო ათწუთეულები კი მასპინძლებმა, შესაბამისად, 6, 4 და 6 ქულით მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს.

ესტონეთთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის იყო რიგით მესამე მოსამზადებელ ციკლში. 8-16 ივლისს ცინცაძე-ტყეშელაშვილის გუნდი ლატვიაში იმყოფებოდა და ამ ქვეყნის 16-წლამდელთა ნაკრებთან 2 სპარინგ-მატჩი გამართა - პირველი შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით – 81:74 დასრულდა, ხოლო მეორეში ლატვიელებმა 80:73 იმარჯვეს.

ესტონეთში საქართველოს ნაკრები კიდევ 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ცინცაძე-ტყეშელაშვილის გაწვრთნილი გუნდი 21 და 23 ივლისს უკრაინას დაუპირისპირდება. ამით ჩვენი 16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის მოსამზადებელ ეტაპს დაასრულებენ, 25 ივლისს თბილისში დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ემზადება, რომელიც 4-13 აგვისტოს, რუმინეთის ქალაქ პიტეშტში გაიმართება. ტურნირში მონაწილე 21 ქვეყნის ნაკრები 4 ჯგუფშია გადანაწილებული. საქართველო A ჯგუფში, მასპინძელ რუმინეთთან, ისლანდიასთან, ბოსნიასთან და ავსტრიასთან მოხვდა. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის. ფინალისტები და ტურნირის მე-3 ადგილის მფლობელი A დივიზიონის საგზურებს მიიღებენ.

GBF.GE

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა