ძალიან კი ვეცადეთ, მოზომილი ოპტიმიზმი გვქონოდა, თუმცა მაინც დიდი იყო განცდა, თბილისის "დინამო" ამჯერად შეძლებდა, ჩემპიონთა ლიგაზე, მინიმუმ, ერთი გუნდი დაეჯაბნა. რა თქმა უნდა, განვლილზე მსჯელობა უფრო მარტივია, მაგრამ პირველი მატჩის შემდეგ შემოგთავაზეთ წერილი, სადაც მაქსიმალურად აღვწერეთ ის, რა პრობლემებიც არსებობდა. ისევ და ისევ გაუგებარია ეს მითიური "გაძლიერება" ევროტურნირების წინ, რომელიც უფრო გვასუსტებს. შეცდომები, რომლებიც უკვე დაშვებულია და სხვისაზე ვინ ჩივის, საკუთარზეც ვეღარ სწავლობენ...

შესაძლოა, ორრაუნდიან დაპირისპირებაში გარკვეული მონაკვეთები მეტოქეზე უკეთ ჩაატარო, მაგრამ ამით თავის დამშვიდება არ გამოვა. ფეხბურთს წლებია ვუყურებთ, რაღაცას ინტუიციის დონეზე ვგრძნობთ - საწყისი 45 წუთის ბოლოს, როცა ჯერ კიდევ ანგარიში მიგვყავდა, იყო ზუსტად ამის განცდა, რომ მოწინააღმდეგე, რომელსაც დასაკარგი ბევრი არაფერი ჰქონდა, ფიზიკური გამძლეობით ჩვენ დაჩაგვრას მოახერხებდა. ცოტათი გაუგებარი დარჩა, გიორგი მოისწრაფიშვილის შემოსვლა რატომ დაგვიანდა ან რატომ არ შეიძლებოდა, ყაზახებისთვის მეტი ტაქტიკური სიახლე შეგვეთავაზებინა...

და მაინც, სათქმელი ბევრი არაფერია, არც ერთი ეტაპის გავლით იხსნებოდა ყველა პრობლემა და კონფერენს ლიგაზე გადართვითაც ვხედავთ იმას, რასაც აქამდეც ვიმეორებდით - ქართული საკლუბო ფეხბურთის მთავარი გასაღები ძლიერი ლეგიონერებისა და ეროვნული გუნდისთვის საძირკვლის ჩაყრა გამოდის. გამოდის კი არა, გამოსულია და ესაა... უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საქმეში თბილისის "დინამო" სხვაზე "კეთილშობილია", ამას ახალგაზრდული ნაკრების ბოლო მაგალითზეც ვხედავთ. მეორეა, რომ ყველაფერმა ამან გუნდის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი როგორც ფინანსურად, ასევე სპორტული შედეგებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ზაფხულის თვეები ქართული კლუბების ხელმძღვანელობის მიმართ "სიყვარულის" გამოხატვის პერიოდად დარჩება!..

დღეს ჩვენი 3 გუნდი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს და წარმატებას ვუსურვებთ!

21:00 სთ. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

"დილა" - "დუნაიკა სტრედა" (სლოვაკეთი)

(პირველი მატჩი 1:2)

21:00. ბათუმი. "ბათუმი არენა"

"დინამო" - "ტირანა" (ალბანეთი)

(1:1)

23:00. სარაევო. "ასიმ ფერვატოვიჩი"

"სარაევო" - "ტორპედო"

(2:2)

დავით 67
მაგ იმპოტენციას კიდევ ეშველება, ვიაგრას დალევს ის მოხუცი, მაგრამ ფიფიას არაფერი უშველის ფეხბურთის წესებიც რომ მას მოარგონ))
დავით 67
მომბაძეთ მე. ხმა გაუთიშეთ ტელევიზორს და ისე უყურეთ. ისედაც საშინელებას ვუყურებთ და კიდევ კომენტატორების ბოდვა დავიმატოთ სრული ბედნიერებისთვის?
გულშემატკივარი
კარგია, მაგრამ გლეხური.
გულშემატკივარი
...და ქვეყნისა და ხალხის პატივისმცემელი ადამიანი.
გულშემატკივარი
....წინდა (ჩულქი) თავზე. გასაგებია?
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
ხვიჩას უნდა ეთამაშა დინამოში, რა მოხდებოდა მაგით? ერთი თამაში არაფერს უზავდა, ეთამაშა, მოიგებდა დინამო და მერე გააგრძელებდა ნაპოლიში, მართალს არ ვამბობ? იყო მეორე ვარიანტიც, საიდუმლოდ გამანდო ერთმა სპეციალისტმა; ასტანას თერთმეტი ფეხბურთელიდან შვიდი მაინც რომ მოგვეწამლა, ან სულაც მოგვეკლა, შვიდი კაცი რაია? ნახევარი უკრაინა გაწყვიტეს და აფეერი სიმონ! მოკლედ; დაგვებრიდა შვიდი და ოთხს რავა ვერ მოუგებდით? მარა იმ ოთხისთვისაც რომ ვერ მოგვეგო, მაშინ მოგვიწევდა ჩვენი თერთმეტივეს დახვრეტა ამაზე კი ფედერაცია არ წავიდა, ამდენ ტყვიას ვერ გავაფუჭებთ, თვლით გვაბარიაო. თან ხელფასები გაცემული ქონიათ უკვე და რა აზრი ექნებოდა მათ დახვრეტას? მესამე ვარიანტია; არსად არ ვთქვათ, რომ ფეხბურთელები და გუნდი გვყავს. ფეხბურთს ცხენბურთი გადავარქვათ, ან ძუნძულსპორტი. . ააა, მესამე რავარი აზრია სიმონ?
Robert22
ეხ დინამომ როგორ წაგო რა.სომხური გუნდებისგან მაინც ისწავლე დინამო.
ფეხბურთის განვითარებას მიხედეთ
ფეხბურთის განვითარება თუ გვინდა საქართველლოს გუნდები მთლიანად უნდა კომპლექტდებოდნენ ადგილობრივი ფეხბურთელებით.დაანებეთ თავი სუპერკლუბების მიბაძვას,ამასთან სად მათი და სად ჩვენი გუნდების ლეგიონერები.
Levani
მე მგონი ჩვენმა გუნდებმა თამაში იციან,გოლების გატანა კიდე არა. მთავარი გოლის გატანას,გაიტანე 3-4-5 გოლი,სულ ერთია როგორ მიიტანა ბურთს კარებამდე,მთავარია გოლის გატანა,ეს არ იციან
ნიშადური
კარგი სისტემაა ოლიმპიური სისტემა.წააგე წადი სახლში.დაისვენე.
გენა
ასტანაც კაი ბანდა იყო. ზაგრების დინამო გახევს შუაზე
ფიფია კაი.
ფიფია ოკ ბიზნესის კუთხით უყურებს ფეხბურთს, ნარა ის ჭიაბრიშვილი რას იბღინძება? სამტრედიას და გაგრას თუ მოუგო ღავი მართლა ფეოლა გონია, მენტორული და დამრიგებლური, თვითკმაყოფილი რომ გვმოძღვრავს ტელეეთერით.
არც გვარი ვიცი მაგის
აი მაგ მოგუდულის ხმას რო გავიგონებ რაც გინდა კარგი შედეგი დადგეს ცუდ ხასიათზე ვარ, ან რეებს ბაზრობს ან რას იჭინთება?!)
გიო
კომენტატორები საერთოდ საშინელებაა. მე ხმას საერთოდ ჩავუწევ ხოლმე ფეხბურთელებისგან ნერვების მოშლას კიდე ეს კრახი კომენტატორების ხმა რო არ დაემატოს.
jorj
თვითონ წაგება არ არის კატასტროფა, კატასტროფა განწყობაა, წავაგეთ და კიდევ წავაგებთ ასეთი განწყობით, შიშით თამაში ყოველთვის წაგებაა, მოგებისათვის შეტევა და შემართებაა საჭირო, თუ გუნდი შეტევაში წავა მოწინააღმდეგეს ნაკლებად ექნება ფიქრის დრო შეტევისთვის, თუ კონტრშეტევა გაგიძვრა და გოლი გაგიტანეს ეს უკვე ისეთი კატასტროფა არ არის რაც გუშინ იყო, "კარგად ორგანიზებულმა" დაცვამ რომ ორი ბურთი ერთად გაუშვა. მარტო ბურთის გორება- დაჭერა ფეხბურთი არ არის.
უნივერსალი
მესამე წელია ვწერ, რომ გასაკეთებელია ფონდი სადაც შეგროვდება თანხა ფიფიასგან დინამოს გამოსასყიდად და ხალხზე გადასაცემად. ერთი-ორი ცნობილი სახე არ გამოჩნდა რომელიც ამის ორგანიზებას და პიარს აიღებდა თავის თავზე... ამიტომ ეხლა მთავრობას მივმართავ, იქნებ თქვენს შორის თუ არის ვინმე პატრიოტი დარჩენილი, იქნებ მოიძებნოს საშუალება, რომ გამოისყიდოთ დინამო ამ უთავმოქვარეო ვაჭრისგან და შემდეგ ეს კლუბი გაიყიდოს ხალხზე, აქციების სახით!
იბერია
გუშინ კომენტატორმა ფერენცვარიშზე თქვა ასე სამარცზვინოდ აგებს კლაკსკვიკთან 0-3 -ო და დინამომ რომ კლაკსვიკთან 6-1 წააგო რომელი კომენტატორმა ეს ეპიტეთი თუ იხმარა? რა შუაშია, მაგრამ იქნება სადღაც მაინც იყოს შუაში? როდემდე უნდა შეუძვრეთ და ეფეროთ ამ მართლა სამარცხვინოებს? ან ვაბშე რა სიტყვებით მიგყავთ კომენტარი რეებს ბოდიალობთ რას ულტრასობთ და წავედით აბა წავედით წავედით? ამოიღეთ ხმა და შეასრულეთ ჟურნალიატური მოვალეობა ბლ...ად
giorgi
მეკარეს წითელი ხასხა ფერი ვინ ჩააცვა? თუ იციით საერთოდ მეკარეებს მწვანე მუქი ფერი რატო აცვიაათ შეგნებულად აკეთეებთ თუ ესეთი უნტელკტოების ჯგრო ხაართ?
კახა
ფიფიას სულ არ ადარდებს დინამო. ფულს ათეთრებს მისი მეშვეობით.
პაატა
კობიაშვილის თამადობით გაუნათლებელი და უვიცების ფედერაციამ რა უნდა გააკეთოს?! მაგათზე დახარჯული თანხები წყალში გადაყრილი ფულია! სანამდე ფედერაციას არ ეყოლება მცოდნე და საქმის წარმატებისთვის მოტივირებული მენეჯმენტი, მანამდე სულ ასეთ სამარცხვინო დღეში ვიქნებით!
status quo
60 ს გადაცილებული კაცი რომ ახალგაზრდა გოგოს აწვალებს საწოლში თავისი იმპოტენციის გამო,მაგას მაგონებს ფიფიას წვალება ფეხბურთში.
გუსანი
არ ვიცი ვის რა მოლოდინი გაქვთ, რეალობა ცალსახაა-ძალიან შორს ვართ საშუალო ევროპული დონისგან, სამწუხაროა, ფაფხურს პროგრესათ ვერ შევაფასებთ, ტემპი არ არის, ტექნიკაც დაბალია ბურთს ფეხებთან ვერ ვაჩერებთ და იძულებული არიან ნელა უგორონ ბურთი ერთმანეთს და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო? მთავარი კი იწყება ფიზიკის და მენტალიტეტის დაბალი დონით...
ვაჟა
სანამ ფიფია არ წავა დინამოდან არაფერი არ ეშველება გუნდს
1.2.3.4.5.6.
მორიგი სირცხვილი 1 ტაიმის ლეგიონერების მონაწილეობით და ფიზიკას აქ თუ ვერ ასწავლიან იქნებ უცხოელი მწვრთნელი მოგეწვიათ და მწვრთნელებისთვის და ფეხბურთელებისთვის ერთად ესწავლებინა
გიზოგ
ზურგზე წამოკიდებული და წინ შეკრული ჯენპრი, თუ ჟაკეტი 30 გრადუს სიცხეში. ალბათ გაციებული იყო.
giorgi
რაუნდა ჩაეცვა?
ლაშა
ერთგან კომენტარში წაკითხულმა შემდეგმა ფრაზამ დამაფიქრა ჭიაბერაშვილთან მიმართებით: "ჯერ რა ფორმაშია, მწვრთნელი ხარ თუ უბნის ბირჟაზე ასასტავებ?!" პიროვნებასთან მიმართებით ზოგიერთი რამ ჩაცმულობიდან გამომდინარეც ფასდება...
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა