"ნაპოლი" წინასასეზონო შეკრებას დიმაროში განაგრძობს, ხვიჩა კვარაცხელია საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს და დამატებით ტრენაჟორებზეც. დღეს გუნდის საზეიმო ტრადიციული პრეზენტაცია გაიმართა, სადაც უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა. პირველი სცენაზე გუნდის ახალი მწვრთნელი რუდი გარსია გავიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ტიფოზებმა თავიდანვე გააოგნეს, ეს ბედნიერებაა, მადლობელია ასეთი გულთბილი მიღებისთვის და იმედების გამართლებას შეეცდება.

შემდეგ ქომაგების წინაშე ტექნიკური პერსონალი და ფეხბურთელები ამპლუების თანმიმდევრობით წარსდგნენ. ხვიჩას გამოჩენამ პუბლიკის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მას ოვაციებით და გამაყრუებელი ყიჟინით მიესალმენ, ისევე როგორც ვიქტორ ოსიმენსა და კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს.

ბოლოს, რა თქმა უნდა, სცენაზე ჩემპიონის თასით კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გავიდა და დამსწრე საზოგადოებას შეატყობინა, რომ დი ლორენცოსთან თანამშრომლობა 2029 წლამდე გააგრძელეს.

სხვა სიახლეების შესახებ: ოსიმენი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარს არაა, მაგრამ კონტრაქტის გამოსასყიდი ფასის 200 მილიონ ევრომდე გაზრდის წინააღმდეგია. ეს საკითხი შეკრების დასრულებამდე უნდა გადაწყდეს. Sky Sport-ის მტკიცებით, მას პსჟ-ში გადასვლის და კილიან მბაპეს შეცვლის პერსპექტივა არ ხიბლავს. პიოტრ ზილენსკის გუნდიდან წასვლა არ უნდა, ხელფასის შემცირებაზე დათანხმდება, განახევრებაზე - არა. მარიო რუი საუდის არაბეთს არ მიაშურებს და სავარაუდოდ, არც მატეო პოლიტანო არ აიბარგება.

გუნდში ყველა ჯანმრთელადაა, მხოლოდ ჟუან ჟეზუსმა ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო და საწვრთნელი ბაზა დატოვა.

"ნაპოლი" 24 ივლისს დიმაროში ამხანაგურ მატჩში "სპალს" შეხვდება, კიდევ რამდენიმე სპარინგს ჩაატარებს, 19 აგვისტოს კი იტალიის პირველობის პირველ ტურში სტუმრად "ფროზინონეს" დაუპირისპირდება. ახალი სეზონი იწყება - სკუდეტოს მოპოვება ძნელია, ხოლო მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთული. ნეაპოლურ გუნდს ზედიზედ ორჯერ არასოდეს არ მოუპოვებია ჩემპიონობა - მოახერხებს ტიტულის დაცვას?

დავით
ბარქაია სიჭინავა ახლა კვარაცხელია. ცოტაა?
soso
მაგ ყველაფერს ის ჯობია წვერი გაიპარსოს .
ქორ-პარიკმახერი
მაგაშია სწორედ პრობლემა, გაუნათლებლობის და პროვინციალიზმის ბუმია დღეს საქართველოში.
ლმ.ს. მაჩი
მართალი ხარ,როცა გელაშვილი,დვალიშვილი,უჩა ლობჟანიძე დავით სირაძე,ოთარ მარცვალაძე გყავს გუნდში და პლუს ამას ჟირნალისტები ჯაბა დვალის თამაშს გთხოვენ დაჟინებით მაშინ ავტობუსის დაყენება კი არა საერთოდ არ უნდა გახვიდე მოედანზე.მაგრა მიქარა თემურმა ამ გუნდს რომ ჩაუდგა სათავეში
MARGALONA
აუ რა თქვა..
Ირაყლი-ს
ვინც შენ ჩამოთვალე მაგათ გადაარჩნეს ქართული ფხბურთი?მართლა მასე ფიქრობ? კოსტავამ და გაბელიამ?
თედო
დიდი ალბათონით მე ბარსელონაში გადავალ
გიორგი
სად'ნაპოლის პრეზენტაცია' და სად მეგრული ენის თემა? ყველაფერი უკუღმართის ატაცება რა უბედურებაა. მაგრამ საკუთარი უტვინობით და ვაი პატრიოტიზმით მოგვდის. მეგრული ენის ან გინდა სვანური ენის ხმარება ვის აუკრძალავს საქართველოში? არ არის ჩვენი ენები? უსწავლელების გასაგებად გავიმეორებ. ქართული ჩვენი ეროვნების ენაა, ქართლული, კახური, მეგრული, სვანური, რაჭული, მესხური,... ჩვენი ისტორიული კუთხურ-ტომობრივი ენებია. ერთი მეორეს არ უშლის, პირიქით გვამდიდრებს, თუ უმეცრებით და ვაი პატრიტიზმით ჩვენვე არ ვაქცევთ სიმდიდრეს რეალურ პრობლემად. პროვოკატორებს მარტო ჩვენი გაუნათლებლობის იმედი უნდა ჰქონდეთ.
Skeleton
გეთანხმებით ყველაფერში მაგრამ მეგრულად დაკომენტარებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუ ვერ გავიგებ და დამაინტერესებს მივწერ რომ მითარგმნონ და არ დაეზარებათ. მაგდენი ზრდილობა ნამდვილად აქვთ. რატომ უწერთ ეგრე უხეშად? არაფერს აშავებს მეგრული კომენტარები და თუ ცუდს წერს ვინმე, ვინც მიუხვდება ის გასცემს პასუხს. ვცეთ პატივი ერთმანეთს რა. რაც გასაპროტესტებელია ის გავაპროტესტოდ.
გიორგი
შენ რაც საღიარებელი გქონდა უკვე აღიარე.
ირაკლი
გაბელია, კოსტავა, შენგელია.. ნაწილობრივ ალბათ დარასელიაც
bs
რეებსა აქვეყნებთ? რას ემსახურება ეს ყველაგერი?
ირაკლი
აუუუ.. არ გეწყინოს, მაგრამ ძალიან სისულელე თქვი . რა ხნის ხარ, მეგობარო?
ზაზა
დიდი ალბათობით ხვიჩა ნაპოლის დატოვებს
გუბაზა
მისი მეგრელობა რა შუაშია?! ძალიან გულდასაწყვეტი იყო ევროპაზე რომ არ ითამაშა. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი მეგრელია, სვანი, რაჭველი თუ კახელი. ეტყობა თქვენ გაქვთ მეგრელებთან პრობლემა თორემ ამ ქვეყანაში აბსულიტურ უმეტესობას არ აინტერესებს თქვენი გვარის დაბოლოვება.
ელგუჯა
ვისაც არ მოგწონთ ხვიჩა არავინ გაძალებთ მის შესახებ სტატიები იკითხოთ და კომენტარები აკეთოთ, ვიღაცეები კიდევ პროვოკაციულად მეგრულად დებენ კომენტარებს და არასასიამოვნო პოლემიკას აჩაღებენ, არა მგონია ამას შეუგნებლად აკეთებდენ, გთხოვთ ყველამ ემოციები და ეგო მოთოკოთ და აცადოთ ჩვენს მართლაც და თვითნაბად ალმასს მშვიდად გააგრძელოს განვითარება და მიზნისკენ სწრაფვა. იმედია ყურადღებას არ მიაქცევს ამ უაზრო გამოხდომებს.
მ.მ
ხვიჩა რაჭველი რომ იყოს რათქმაუნდა ბევრად წარმატებული იქნებოდა…
თენგო
რაღაც სისულელე ნუ აღვივებთ რა შუაშია აქ მეგრელობა?!
კასპსკი
უმეტესობა მათგანი ვინც ხვიჩას ლანძღავს სწორედ მისი მეგრელობის ვერ მიმღებლობაა,მოდით ვაღიაროთ ეს... არის ჩვენს ქვეყანაში მეგრელების,მათი ენის მიუღებლობა და ეს შეუიარაღებული თვალყურითაც ნათლად ჩანს და ვააღიაროთ ეს...
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
ისევ მეგრელები თუ გადაარჩენენ ჩვენს ფეხბურთსო-აქ ერთმა დაწერა და რომელია ის მეგრელი,რომელმაც უკვე გადაარჩინა ქართული ფეხბურთი? ყველაზე წარმატებული როცა იყო ქართული ფეხბურთი რაღაც მაშინ არ მახსენდება და ყველაზე წარუმატებელი როცა იყო კი მახსენდება,ავტობუსს რო ჩავაყენებდით ხოლმე 22 კაცი კარში ვიდექით
კასპსკი
მეცი რატომ გაინტერესებთ უფრო მეტად,მიქაუტაძემ ახალგაზრდულში რომ ითამაშა და კვარამ ეო არ ითამაშა იმიტომ?
ირაკლი
ბევრად მარტივადაა საქმე… ხალხის ამ კატეგორიას, დავალება აქვს მიცემული, ჩვენი სამშობლოს “გულმხურვალე ქომაგებისგან”, რომ მათი ვიწრო ინტერესი შესრულდეს და შუღლი გაღვივდეს, თორემ… რას გაუყვია გინდ ის და თუნდაც ის… ყველას, თითოეული კუთხის შვილს გვიყვარს უარნგაროდ ჩვენი ქვეყანა
ზ.მ.
რას ნიშნავს ცხოვრებაში რაღაცის მიღწევას-არაფერს,სიტყვების ბრახა-ბრუხს.ყველა სიცოცხლის ბოლოა-სიკვდილი,სვლა ნაცარტუტიდან ნაცარტუტამდე.და რაც არ უნდა უზადოდ ფლობდე შენს საქმეს,რაც არ უნდა მეტი შემოსავალი და დიდი ძალაუფლება გქონდეს სხვებთან,სხვებზე შედარებით,შესაშური მაინც ვერა გაგაჩნია რა,ხალხისგან..დასკვნა:ქართველო ჯერ იქართველე სამშობლოს გასაძლიერებლად მართლად თუ ,ეცადე ნაკლებად,მცდარად,ვამბობ ყველა ქართველისთვის გასაგებს,მგონი,მერე ყველაფერი დანარჩენი აკეთე, ამ მოკლე სტუმრობისას ამა სოფლად.
ლუზერ ს
რატომ ელოდები, უგოლო თამაში რომ ჩაატაროს რომელიმე და იიიი გოლი ველ გაიტანა რაის ფეხბურთელიაო რომ დაწეროთ თქვენნაირმა საცოდავებმა? შარშანაც ეგრე იძახდით და კი ჩაგივარდათ კოვზი. საერთოდ რომ აღარაფერი გააკეთოს კვარამ აწი, ნაპოლისთვის ის დარჩება ლეგენდად მარა აი თქვენ სად იქნებით და რომელ ჭაობში ეგ უკვე მარტო თქვენ შეგაწუხებთ და სხვას არავის. მოძულე ადამიანზე საცოდავი არავინ არ არის. სხვისი სიძულვილით რომ ცხოვრობ და ცხოვრებაში არაფრისთვის მიგიღწევია , ამაზე მეტი რაღა უნდა დაგემართოს.
ზ.მ ს
არავინ გთხოვთ ხვიჩა კვარაცხელიას გულშემატკივრობას. როდის არ ითამაშა ნაკრებში, როდის დააღალატა ნაკრები, ერთი მიზეზიც არ არსებობს ამ უაზრო შეთქმულების თეორიების შესათხზავათ მაგრამ მაინც იგივეს აკეთებთ. 21 წლამდელების დონეზე მას დასამტკიცებელი არაფერი ჰქონდა და ვისაც ჰქონდა ის გამოვიდა ასპარეზზე. დღეს მსოფლიო ქართველ ფეხბურთელებს საერთოდ რომ ყურადღებას აქცევს, კვარაცხელიას დამსახურებაა. იმხელა ბოღმა და სიძულვილი გაქვთ ჩადებული გულში გამორჩეული ადამიანების მიმართ, როგორ მოვედით აქამდე მართლა მიკვირს. ისტორია გვიჩვენებს, გამორჩეულებს როგორ ჭამდა საკუთარი ქვეყანა. ილიას ისე ახსენებთ, ვითომ ერთ დროს ამ ქვეყანას სატრაბახოდ არ ჰქონოდა ილია მოვკალითო. ისტორიული ცნობები არსებობს, როგორ დადიოდნენ მისი მკვლელები სოფლებში კარდაკარ და როგორ უმსაპიმძლდებოდა ხალხი "გმირებს". თქვენც იგივეს აკეთებთ, სიტყვით კლავთ გამორჩეულ ხალხს ამ ქვეყანაში. ის სიტუაცია არ არის ახლა ვინმე იარაღით ხვდებოდეს მათ, თუმცა სიტუაცია რომ იყოს დარწმუნებული ვარ არ დაიხევდა უკან არავინ. და ბოლოს, თუ კვარაცხელია ახალგაზრდულში არ თამაშის გამო შეიძულეთ, მის გულშეატკივრობასაც არავინ გავალდებულებთ. რაც უფრო მალე მოშორდება თქვენნაირი ვითომ გულშეატკივარი მით უკეთესია. ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა მას რომ 21 წლამდელებში ეთამაშა. იცი მერე რას იტყოდით? ჩამოვიდა და იტალიის საუკეთესო ფეხბურთელმა ადგილი წაართვა სხვებსო. ენას ძვალი არ აქვს. მოშორდით ხვიჩას გვერდს და ვინც თქვენს სიყვარულს იმსახურებს იმაზე გააკეთეთ კომენტარები!. წარმატებები ჰეითში

თუ არ გვაინტერესებს კომენტარს რატომ აკეთებ აქ? მეცის გვერდზე გააკეთე. სადაც მიქაუტაძეზე სტატია დაიწერება ორი კომენტარიც არ აქვს და ურეიტინგობის გამო აღარავინ წერს მერე მასზე. ხვიჩას ბრალი არაა მისი რეიტინგი ცას რომ წვდება და ყველა რომ მასზე ცდილობს დაწერას. წადი და სხვას დაუტოვე კომენტარები. ხვიჩას შეეშვით. ისედაც არ აკლია რეიტინგი. იმას მიუმატეთ ვისაც აკლია
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
მოუთმენლად ველოდები იტალიის ჩემპიონატის დაწყებას.ბევრ კითხვას გაეცემა პასუხები.მე კი ვიცი პასუხები მაგრამ სექტამ მინდა გაიგოს.
გურული news-ს
საქმეც მაგაშია რომ მე დასამალი ენა არ მაქვს,ვიცი შენ გაღიზიამებს და ამიტომ მე ეს არ მაინტერესებს,შენი და შენნაირების მიდგომოს პასუხადაც შეგიძლია ჩათვალო.ყველას შეგიძლიქატ ასე ჩაატ ალოთ,ერთი რამ ხომ იცით რომ მეგრულად წერით მე არავის შევურქცხყოფ,პირიქით ვეფერები მარა თქვენ შინაარსი კი არ გაინტერესებთ არამედ მეგრულის მიმართ გაქვთ მიუღებლობა და სიმართლე არის ეს...
მუსკიას
სრულფასოვან ენას დამწერლობაც უნდა ჰქონდეს!
MARGALONA
აზვიადებ ახლა შენ,მეგრულად ვწერ,ვისაც არ ესმის გაატაროს,ყველამ უნდა იცოდეს რომ მე მაგ მეგრულით არავის არ შევურაცხყოფ,აქ უბრალოდ მეგრულის მიუღებლობაა,რა ენაზეც გინდა წერე აქ ყველას მიიღებენ მეგრულის გარდა და ეს არის სიმართლე. ვიმეორებ მე ჩემი მეგრულად წერით არავის ვაყენებ შეურაცხყოფას,მეგრულად მე ვეფერები არა მხოლოდ ხვიჩას,არამედ ჩაკვესაც,მამარდასაც,მიქაუტაძესაც და ყველას,მორჩა და გათავდა,ადისლაიქეთ რამდენიც გინდათ,მე დასამალი ენა არ მაქვს თქვენგან განსხვავებით...
ზ.მ.
GB,არ გსმენია?"ვაშლი ვაშლის ხიდან შორს არ ვარდებაო"მამა,გაუბრაზდა საქართველოს არ მაფასებენო და აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა,ეხლაც ურჩიეს კარიერაში ჯერ,ფეხებს გაუფრთხილდით,მერე ეროვნულ ნაკრებში თამაშიო,ზოგიერთი სათავეში მყოფი უვარგისთა მთავრობას აიგივებს სამშობლოსთან,ჩვენს შემთხვევაში ეროვნულ ნაკრებში თამაშ-არ თამაშთან,ქვეყანამ რა მომცა? ,რომ თავი შ ევაკლაო,მაგრამ ეგრე რომ,ვერ არი! აღზრდიდან მოდის ყველა ავკარგი,ილია და აკაკი,ქლა ოკუპანტის "დუმაში" ბჭობდნენ იმპერიის მომავალს სწყვეტდენ,მაგრამ მიაფურთხეს დამუნჯებული სამშობლოს "გასაღვიძებლად" ჩამოვიდნენ,გაღატაკებულ,ქართული "ელიტის"- ვე მიერ გაყიდულ სამშობლოში...მაგრამ ბევრი "ქართველი" ,სპორტს ვგულისხმობ:მამიაშვილს,კავაზაშვილს და ჯიქიას,ქე ვჯობივართ,რომ გაიძახიან,ჩვენ ქართველები კი არა,"გრუზინები" ვართო,აბჟუტურებენ,საუბედუროდ,თავიანთი თავების და ყველასათვის -ქართველთათვის საზიანოდ.....
MARGALONA
მეგრული ისეთივე ქართული რომ იყოს როგორც ხევსურული ან ქართლური გაგებინების დონე იქნებოდა 99%. მეგრული ენა არის მეგრული ენა და ის არცერთი ენის დიალექტი არ არის ხევსურულისა და ქართლურისგან განსხვავებით. კოლხეთის და ეგრისის სახელმწიფო ენა არ არის არცერთი ენის დიალექტი,კოლხეთისა და ეგრისიშ სახელმწიფო ენა იყო მდიდარი და ტკბილი მეგრული ენა.დანარჩენი ყველაფერი არის პოლიტიკა...
jaagazz
გურული news და სხვებმაც შეხედეთ ქართული ანბანიდან ამოღებული ასოებით სჭირდება მეგრულად წერას.ეჰჰ კიდევ რამდენ საგანძურს უნახავს მეგრული ენა ქართულ ენას. მეგრულად კომენტარების წერას რაც შეეხება მთავარია ხვიჩას ესიამოვნოს, გაეღიმოს და არ იწყინოს თორემ არავის საქმე არაა ვინ რა ენაზე დააკომენტარებს მეგრულად თუ სვანურად. გინდ აფხაზურად იყოს საქებარი და გამამხნევებელი სიტყვები რა პრობლემას ქმნით ან ხედავთ ვერ ვხვდები.
ოქსფორდი GB
ნაპოლი ნაკლებად მაინტერესებს,უფრო ბორდო და მეცი,უვარგისო,ძალად ჟურნალისტებო,რატომ არ წერთ მეტს,ქართველ ნიჭიერი ბიჭებზე,ეროვნულად აუფრო თავდადებულებზე ,სულით ძლიერებზე, კარიერის ციება ცხელებას არ გადაყოლილებზე,ვიდრე სხვებია .. ..
ბაბაია
მეგრული ისეთივე ქართულია როგორც ქართლური ან ხევსურული, კახური .., საერთოდ პატრონი არა ჰყავს ქვეყანას თორემ სალიტერატურო ქართულში ბევრი მეგრული ძველი ლექსიკის გადმოტანა შეიძლება , თურქულის არაბულის თუ სპარსულის სანაცვლოდ.
Gio-T
მამარდა რანაერი კახელია, ხონელია). ისე გეთანხმები
დათა თუთაშხიას
ვინმემ ფრანგულად და ინგლისურად რომ დაწეროს აქ კომენტარი, ნამდვილად ცუდად გვხდება თვალში. მეგრულზე ბევრად ცუდად.
ტანუ
ისევ მეგრელები თუ გადაარჩენენ ჩვენს ფეხბურთს )

მამარდაშვილი კახური გვარი არაა. ლეჩხუმიდანაა ეგ გვარი.
გურული NEWS !
ქართულად რომ დაგეწერა ხვიჩა ვერ"გაიგებდა"???
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
რა პრობლემას ხედავ მეგრული კომენტარი?! ან რა სისულელეა, " ყურში ცუდად მხვდება" ვიღაცამ ინგლისურად ან ფრანგულად,რომ კომენტარი დაწეროს ეგეც ცუდად მოგხვდება ყურში? ეხლა არ თქვა, ესენი სხვა ენებიაო!მეგრული სრულფასოვანი ენაა, ხვიჩა კვარაცხელია და მათ შორის მილიონზე მეტი მეგრელის მშობლიური ენა, ხოლო ჩვენი ქართული სახელმწიფო ენაა!მორჩა ბაზარი! ვინმეს რამე თუ არ მოსწონს, ცივი წყალი დალიოს!!+
G.LA
შახრუდინს რატომღაც მაგ პიროვნებას გონია რომ ვინმე მეგრულ ენას არ სცემს პატივ და იმიტომ დისლაიქებს უწერთ. რაც დიდი სისულელეა. სიმართლე კი თქვენც დაუწერეთ რა თქმა უნდა თუ მოუნდა და მიხვდა. ეს ბიჭი იმხელაზე უყვარს ერს, რომ მისი მისაკუთრება ასე კუთხურად, რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდად გამოიყურება. მე ერთხელ სპეციალურად მამარდას კახელობას გაუსვი ხაზი რომ მიმხვდარიყო, რა არის დაყოფა. მაგრამ მის თავში არ შედის.
შახრუდინი
მე თვითონ მეგრელი ვარ მაგრამ ცუდად მხვდება თვალში ეს მეგრულად დაწერილი კომენტარები ხვიჩაზე იქ სადაც ხალხს არ ესმის რაზე წერ!!!პირველ რიგში ხვიჩა არის ქართველი!საქართველოს სიამაყე!!!და მერე უკვე შეგიძლია იამაყო მაგალითად კახელზე ან იმერელზე ოდნავ მეტად.მაინც შენი კუთხიდან რომ არის უფრო გახარებს ეგ ფაქტორიც რათქმაუნდა!მაგრამ არ მიმაჩნია სწორი ეს მეგრულად წერა…ამით თითქოს რაღაც აცალკევებ მას დანარჩენი ქართველებისგან!მეც ვწერ მეგრულად ჩემს მეგრელ მეგობრებს ხვიჩაზე საქებარ სიტყვებს მაგრამ აქ ისეთ სივრცეში სადაც მეგრელების გარდა კიდევ ბევრი საქართველოს სხვადა სხვა კუთხის წარმომადგენელია არ მიმაჩნია სწორად.იმედია სწორად გამიგებთ.არანაირ აგტაციას არ ვეწევი ვინმეს წინააღმდეგ ან პირიქით…უბრალოდ ჩემი აზრია მეტი არაფერი
MARGALONA
ონდო მარგალი ჸუნანი ჩემპიონობა გარანტირებულჲ რე. წჷმოძინეფი ხვიჩას✊❤️
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია