ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ქართველებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა გვახასისათებს, ჯოხს ნუ გადავტეხთ 22 წლის ბიჭზე" - თემურ ქეცბაიას ინტერვიუ

"ქართველებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა გვახასისათებს, ჯოხს ნუ გადავტეხთ 22 წლის ბიჭზე" - თემურ ქეცბაიას ინტერვიუ

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან და მწვრთნელთან თემურ ქეცბაიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ჟურნალისტმა რატი შელეგიამ და კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. მათ შორის - ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ.

- კვარაცხელიამ ძველი, "რომანტიკული" ფეხბურთი გაგვახსენაო, რომ ამბობენ, ფურორის გამომწვევი სეზონი სწორედ მისი არაორდინარული სათამაშო სტილის დამსახურებაა, არა?

- თანამედროვე ფეხბურთში ფული ბევრია, ისეთი მოთამაშე კი, ვისაც რამდენიმე მეტოქის მოტყუება, ერთდროულად სანახაობრივი და სასარგებლო თამაშის ჩვენება შეუძლია, ძალიან ცოტა. ამდენი ტაქტიკური სქემის, კარის დაცვაზე გადამეტებული ფიქრის გამო ინდივიდუალიზმი თითქოს გაქრა ფეხბურთიდან... ამ დროს გამოჩნდა კვარა, რომელსაც შეუძლია ისე თამაში, როგორიც მაყურებელს მოსწონს. ხვიჩას შთამბეჭდავმა თამაშმა დიდი სამსახური გაუწია ქართულ ფეხბურთს, სხვა ქართველ მოთამაშეებსაც დიდ სტიმულს აძლევს. შესაძლოა კვარაზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო შედარებით "ჩრდილში" არიან მამარდაშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე და სხვები, თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და ეს თაობა აუცილებლად იტყვის ხმამაღალ სიტყვას!

- საქართველოში დიდი კრიტიკა მოჰყვა მის გადაწყვეტილებას, არ ეთამაშა 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.

- სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა. ხვიჩას თამაშის ნახვა ყველას გვინდა - ყოველდღე! მაგრამ სიტუაცია ყოველთვის ობიექტურად უნდა შევაფასოთ - კვარამ არ ითამაშა, სამაგიეროდ, სხვას მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძალიან მაგარი შედეგი აჩვენა ქვეჯგუფში, სადაც სამივე მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო. კვარაცხელიას რომ ეთამაშა, შესაძლოა ჩვენს გუნდს სხვანაირი ტაქტიკა და შედეგი ჰქონოდა, იქნებ ვერც გასულიყო ჯგუფიდან და კრიტიკა მერე გენახათ. ამიტომ ვიღაცებისთვის გადაბრალება, რომ ეთამაშათ, აუცილებლად გავიდოდით ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში და ოლიმპიადის საგზურიც ჩვენი იქნებოდაო, არასწორი მგონია. ტურნირის დაწყებამდე ვერც კი ვინატრებდით შედეგს, რაც საბოლოოდ მივიღეთ. მესმის, რომ "მადა ჭამაში მოდის", მაგრამ ჯობს საბოლოო შედეგით გავიხაროთ და ჯოხს ნუ გადავტეხთ 22 წლის ბიჭზე, რომელზეც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ "მზე და მთვარე ამოგვდიოდა"... ხვიჩას მთელი კარიერა წინ აქვს და საქართველოს კიდევ ბევრჯერ გაახარებს! გული დაგვწყდა, ჩვენთვის ისტორიულმა ევროპის ჩემპონატმა კვარას გარეშე რომ ჩაიარა, მაგრამ რადგან არ ითამაშა, ყველაფერს ხაზი გადავუსვათო, არასწორია. იმისთვის, რომ მომავალ სეზონში უფრო კარგად ითამაშოს, დაკარგული ენერგიის აღდგენა უნდა შეძლოს.

განაგრძეთ კითხვა

• ბუხუტი

ნუ წაიღეთ ტვინი თქვენი პროფესორობით და პატრიოტიზმით ნუ გოუხურეთ მაგ ბიჭს საქმე რა რაფერც საჭირო იყო ისე მოიქცნენ და თქვენ ვინ ხართ ამდენ ბოღმას რო ანთხევთ მიხედეთ რა თქვენ გაქსუებულ ტრ..კბს შეეშვით ხვიჩას ლანძღვას თქვე არასწორებო თქვენი პატრონი დედებს რო ჩოვუარე ახლოში ვა ვინარიან ეს ტრა..კ..ბი !!!!! მიდი ხვიჩა არ მიაქციო ამ გაბოროტებულ ხალხს ყურადღება სულ წარმატებული იყავი ჯიგო

• გოგია

თემურის ჩემი პატივისცემა. ყველაზე ჯიგარიანი და თავდადებული ფეხბურთელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ცოტა ჩვენს ხალხზეც მინდა ვთქვა. ისტორიულად რომ არ გვაკლდნენ შურიანი და ბოროტი ხალხი ქართველებს, ახალი არაა. ერთმანეთს მხოლოდ პირში ვეფერებით. წარსული და აწმყო ჯანდაბას, მაგრამ თუ ეს მომაკვდინებელი თვისებები ჩვენს ეროვნულ გენშია, არ ექნება ქვეყანას არც მომავალი.

• კოლა

კიდევ კარგი, შენნაირი დემაგოგი დიდი ჭკუით არ გამოირჩევა, თორემ მართლა საშიში იქნებოდი. თეთრი ძაფითაა ნაკერი შენი კომენტარი კოლეგა. ვითომ პატრიოტიზმს ეფარები, არადა, ერთი შურიანი ინდივიდი ხარ. ეგაა სულ.

• სიმართლის მოყვარული

ვისაც უნახავს თემურ ქეცბაიას თამაში, დამეთანხმება, რომ მოედანზე ეს კაცი ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. იმ გუნდების ჩამოთვლა, რომლებშიც უთამაშია თემურს (და ყოველთვის წარმატებით) არ გვიტოვებს ეჭვს, რომ ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ რთულ დროს მოუწია თამაში. სპორტული კარიერისთვის საუკეთესო პერიოდი გაუცდა - გახსოვთ, საქართველოს არ იღებდნენ არც უეფაში და არც ფიფაში. თავს უფლებას მივცემ დარწმუნებით ვთქვა - რომ არა ასეთი სერიოზული შეფერხებები, თემური პლატინის დონის ვარსკვლავი იქნებოდა. პიროვნულად ის მხოლოდ უდიდეს პატივისცემას იმსახურებს - ყოველთვის თავმდაბალი, უღალატო და პირდაპირი. კაცი, რომელიც ყოველთვის საქმის ინტერესებიდან გამოდის. ცხადია, არ არის დაზღვეული შეცდომისგან, მაგრამ მისგან გამორიცხულია შეგნებული მავნებლობა პირადი ინტერესების სასარგებლოდ (მგონი, არაერთი ეპიზოდი გაგვახსენდება სხვა პერსონაჟების მონაწილეობით). თემურის აუგად და, თუმდაც, არასაკმარისად პატივისცემით ხსენება, ჩემის აზრით, არა მარტო უმადურობაა, არამედ პირდაპირ არის მავნებლობა. ამიტომ, ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივრისგან მე ამას გამოვრიცხავ.

• სოსო

სხვისთვის ბრალის დადება,ადვილია,მაგრამ შენც ხომ აგორებდი ბურთს,თავის დროზე?გამოხვიდოდი მაგარი ფეხბურთელი და ითამაშებდი ყველგან,სადაც სამშობლოს დასჭირდებოდა!შენც გექნებოდა ტრავმა,ან ავად გახდებოდი და ჩვენ გინებას დაგიწყებდით,აფერისტობს,მოიგონაო!ვნახავდით,როგორი იქნებოდა!პრობლემა ისაა,რომ საკუთარ თავს ვერ გაუჭირვე,ძნელია ყველაფერზე უარის თქმა და რეჟიმში ცხოვრება.მაგას ისევ სხვების გაშავება არ სჯობია?კოდალას დიდი თავი აქვს,იმან იტიროსო!არა? რაც მე თავში დავწერე,რა თქმა უნდა არასწორია!უბრალოდ მინდა,მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან და ვარაუდებიდან არ შეაფასო სხვები.ვის,ვის და თემურ ქეცბაიას მაინც ვერავინ დააბრალებს,არაობიექტურობას და ვინმეზე ხელის დაფარებას,მაგრამ გამოდის,რომ თუ არ მოგწონს,არც ეგ იქნება პრობლემა?ჰოდა,სწორედ ეგ გაქვს პრობლემა.

• აკოს

ეს ხალხი კვარაცხელოვს ეძახდა ხვიჩას აქ და ღლიცინებდა, ნაპოლიში ბურთის მიმწოდებლად მიჰყავთო, ელმასის ზამენა იქნებაო, ბოლოს სამპდორიაში ან ბოლონიაში გაანათხოვრებენო. ნიკნეიმებით ვცნობ და ხელწერით უკვე ვინ ვინ არის. ზოგმა წერაც არ იცის და იმით ამჟღავნებს თავს. შეიძლება მართლა ერთი და იგივე ხალხია არვიცი მაგრამ ფაქტია ლუზერები არიან. სხვის მარცხს რომ ადამიანი ელოდება, ესე იგი თავისით არაფერი მოუღწევია არასდროს და თავს იმით იმშვიდებს, იქნებ სხვასაც არ გამოუვიდესო. ეგრევე იშიფრებიან პატარა კაცები. ცოტა განვითარებული და რეალიზებული ჰეითერები რომ ჰყავდეს ხვიჩას კარგი იქნებოდა, აფრიკის დონის ჰეითერები ჰყავს საქართველოში, ასე მგონია შეჭამენ რომ მიუშვა :დ ჰეითერი ყველა ვარსკვლავს ჰყავს და ჭირდება მარა ამათნაირი რავიცი აბა.ფსკერზე არიან

იქნებ ჯერ წერა-კითხვა გესწავლა :დ პატარა ადამიანები ხართ ვინც ხვიჩას მარცხს და კარიერის ცუდად წასვლას ელოდებით. ეგ რომც მოხდეს და დღეის მერე ვეღარაფერი გააკეთოს ხვიჩამ ფეხბურთში, ნეაპოლელები მას როგორც ლეგენდას მაინც ისე გაიხსენებენ წლების მერე, რომელმაც ნანატრი ტიტული მოუტანათ. საფეხბურთო პრესა დაწერს, რომ აი როგორი საოცრად ნიჭიერი იყო და არ გაუმართლა ან რაიმე მსგავსი. უამრავი ვარსკვლავი ვიცი, ვისაც შემდეგ ეტაპებზე აღარ გაუმართლა და ისე ვერ ითამაშა როგორც ელოდნენ. აი მართლა რომ ეგ მოხდეს და თქვენს უბადრუკ ცხოვრებას ოდნავი სიხარული მიენიჭოს, ხვიჩა მაინც მუდამ გასახსენებელ ნათელ წერტილად დარჩება მსოფლიო ფეხბურთში, რომელმაც ტიერი ანრი, ვან ბასტენი და სხვა უამრავი ფეხბურთის ლეგენდა მასზე აალაპარაკა და თქვენ? თქვენ რას უზამთ მაგ ღარიბ-ღატაკ სულიერ მდგომარეობას? როცა იმით ცხოვრობ, ოღონ ვინმემ, თან ქართველმა, წარმატებებს არ მიაღწიოსო, იმაზე მეტი რაღა უნდა დაგემართოს. ამიტომ არც გეჩხუბები, უბრალოდ თანაგრძნობას გამოვხატავ, რადგან ამის იქეთ აღარაფერია, უფრო ქვემოთ ვეღარ წახვალ. ძალიან კარგია მსგავსი კომენტარები რომ ქვეყნდება, უნდა ვიცოდეთ ვინ გვყავს ირგვლივ. ამას საზოგადოება არ ქვია, ამას აფრიკის ტომებიც არ იკადრებე, რასაც თქვენ კადრულობთ. საბოლოოდ მაინც გაუნათლებლობა მგონია ყველაფრის მიზეზი და სიღატაკე.

• აკო

ნეტა ესეთი ხალხი მანახა პირადად. ამდენი ხანი გავიდა და ჯერ არც ერთი თქვენგანი არ შემხვედრია. ალბათ ერთი კაცია და სხვადასხვა სახელებით წერს. ბოღმამ არ დაგახრჩოს წყალი მიაყოლე.

• შულაია

ქეცბაც კვარას და მიქაუტაძის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე არ მონაწილეობის გაპრავებას ცდილობს,მაგრამ გამორიცხულია, არ მოეწმინდებათ ნამუსი-აქ მხოლოდ ერთია რეალობა, მათი მონაწილეობა მართლა არ ნიშნავდა რომ აუცილებლად ოლიმპიადის საგზურს მოვიპოვებდით. ისე ახლა რომ წერთ მაგარ ფორმაშია და თანაგუნდელებს არ ინდობსო,რაში მჭირდება?? თავისთვის შეინახოს და გაართოს იტალიელი ქომაგები-ჩვენ რაში გამოგვადგა შედეგობრივად მაგის ვასკვლაობა, მაკედონიასთან ისტორიული თამაში წავაგეთ-კოვიდი მოიგონა თუ მოუგონეს-მიმდინარე გათამაშებაში გადამწყვეტი თამაშებიში ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან ჩააგდო და დიდი ალბათოდით ტრადიციულად ბოლოდან მეორე ადგილზე გავალთ-ისტორიული ახალგაზრდული ევროზე საქართველოში თამაშზე უარი თქვა-მეტი უპატივცემულობა ქართველი ქომაგებისა და ქვეყნისა არ არსებობს. ეხლა ვართ ისევ ერთა ლიგის იმედათ, უკანა კარიდან რომ მაინც მოვხვდეთ მომავალ ევროზე, სადაც აუცილებლად მოსაგებია ორივე თამაში და კაცმა არ იცის ხომ არ გადაიკვეთება ისევ ნაპოლისა და ნაკრების ინტერესები, ხოლო ვის მხარეს აირჩევს ესეც საკითხავია. არა და ერთ კვირა ზედმეტი დასვენება არჩია, შანს- ოლიმპიადის საგზური პლიუს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში თამაში,რისი ვარიანტიც მას ამ სიცოცხლეში უკვე აღარ ექნება. კიდევ! ღმერთმა იცის როდის ვუმასპინძლებთ კიდევ საქართველოში ამ ევროპის ჩემპიონატს რომ შესარჩევის გარეშე გვათამაშონ.......და მოვლენები ისე დაეწყოს, ოლიმპიადის საგზურის მოპოვებისა და ფინალში თამაშის შანსი ერთად გქონდეს.

• არტ

თემურ ქეცბაიას ხალხის გული დიდი ხანია მოგებული აქვს - თავისი ნაღდი, პირდაპირი , ვაჟკაცირი ქცევით და გულიანობით. არანაირი დამატებითი რაღაცეები არ ჭირდება ამისათვის! წარმატენები თემურ!

• aron

ქეც ქეც ქეც ქეც ქეც ქეც დიდება უფალს

• Skeleton

ახალგაზრდულ ნაკრებს სკაუტები სპეციალურად აკვირდებიან რომ უცნობი სახეები აღმოაჩინონ. კვარას კი არაფერი ჰქონდა დასამტკიცებელი. მართლაც სათამაშო სქემა უნდა შეცვლილიყო და ვინც ვარჯიშებზე თავს იკლავდა ის ბიჭები სკამებზე გადამჯდარიყვნენ სერია ა ს ემ ვი პის გამო. რთული სეზონი რომც არ ჰქონოდა, მარტო ამ ბიჭების გამო შეიკავებდა კვარა თავს. სოსოს ვეთანხმები და ამ თემაზე უკვე იმდენი დავწერე ვისაც გაგება არ უნდა მაინც ვერ გაიგებს. აგერ ქეცბაიაც მეთანხმება. წარმატებები

• ქართველი

ზუსტი სახელი აგირჩევია.

• MARGALONA

შენნაირებით და რომ არის სავსე ეს ქვეყანა მაგიტომაც არ ყავს დედა

• MARGALONA

ხალხი არ ვართ ჩვენ,ჩაჩნები ვართ,ამიტომაც არ ვართ არაფრის ღირსი

• ბაჩო

თემური როგორც ყოველთვის 100%-იანი არის

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

ნუთუ ამ ქვეყანაში კიდევ დარჩა ადამიანები,თუ შეიძლება მათ ესე ეწოდოთ, ვინც ხვიცა კვარაცხელია ღვაწლს ქვეყნის წინაშე ვერ ხედავს! რა ერი ვართ ეს ქართველები, ესე რომ ვერ ვეგუებით ჩვენი ხალხის წარმატებას,რომ ვერ ვგულშემატკივეობთ?! (ყველა არა რა თქმა უნდა) ბიჭო,ვინმე თუ რომელიმე ქვეყანას გამოერია, გინდა 3ს ჭოკით ხტომა იყოს, ხალხი უფრთხილდება, ლოცულობს და პატივს სცემს, ჩვენ რა ჭირი გვჭირს!!! ვისაც გვიყვარს და პატივს ვცემთ ამ ბიჭს და მის უსაზღვრო შრომას და ტალანტს, გაგვატარეთ და ხელს ნუ გვიშლით! თემო მართალი ხარ, როგორც ყოველთვის! ხვიჩუ გურს ქგგალე! ✊

• უვიცი

ხვიჩას ავტორიტეტით და მისი ქებით ცდილობ ბატონო თემურ ხალხის გულის მოგებას უკვე კარგა ხანია ვატყობ. ხალხს მეხსიერება ცუდი აქვს და შენი მოქმედებები მწვრთნელობის დროს მიავიწყდა უკვე დიდ ნაწილს.

• რატი

კარგი, ახლა აქოთებულ სოროში შებრუნდი, ხელმოცარულო. :)

• ასეა ეს

ქეცბაია თავის სტიქიაშია.რა შუაშია ბოღმა და შური.როდესაც მთელი საქართველო შემოგცქერის იმედის თვალით,ნეაპოლში უამრავი ქართველი ჩამოდის შენ მხარდასაჭერად მოვალე ხარ მეტი პატივისცემა გამოიჩინო და სიყვარული დაუბრუნო.

• maqsimum

ჯიგარო ქეც გენაცვალეტ მაგარო წინ მხოლოდ წინ

• ზურაბ

ატკატებზე რომ არ გაგებინეს პასუხი და ხახვივით შეგრჩა, მაგიტო იგესლები ტიმურ

• o o n

ბოგმა ბოგმა სური სური ავოეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

• H

ასეთი აზროვნებით საერთოდ როგორ ცხოვრობ? რა საზოგადოებაში ტრიალებ? ვინ გიყვარს ან ვის უყვარხარ? საერთოდ ასეთი დაბალორგანიზებული არსება როგორც ხარ შენივე დაწერილი ტირეებიანი ტექსტივით.

• svano magarski

ბატონო-ტემურ-ხვიჩას-ბევრი-ისეტი-ტვისება-აქვს-რომელიც-ცარმატებულ-ადამიანებს-არ-ახასიათებთ!!!მგალიტად-ლივერპულში-პატარა-ხვიჩუნამ-ფეხქვე-დაგებულ-ემბლემას-რომ-არ-დაადგა-ფეხი-და-კედელზე-გაიარა-ამიტ-ლივერპულის-გულშემატკივარზე-იზრუნა-და-დაანახა-ადგილობრივებს-რომ-ნაპოლიში-ერტია-ნამდვილი-დედიკოს-კაი-ბიჭი-და-მას-ხვიჩა-კვარაცხელია-ჰქვია!!!სასაცილოს-სატირალი-ემატება-როცა-ხვიჩუნა-ეს-პაწია-კაცი-ქარტველ-გულშემატკივრებს-თავზე-აფურთხებს-და-არაკაცულად-იძახის-ნაკრებში-ვერ-ვითამაშებ-დავიღალეო!!!მაშ-ლუკა-მოდრიჩმა-ან-იმ-ახალგაზრდა-ბიჭებმა-რა-ტქვან-ვინც-ძირითადში-თამაშობდა-მთელი-სეზონი-ესპანეტში-ინგლისში-გერმანიაში-პორტუგალიაში-და-შემდეგ-ნაკრებებში-ითამაშეს-ჰა-შე-პატარა-ბიჭო-შენა!წელს-როგორ-ითამაშებ-ნაპოლში-ამასაც-ვნახავ-პატარა-კაცები-საერტოდ-დიდ-ფეხბურთს-ვერ-თამაშობენ!ასე-რომ-მოგიწევს-მალე-რუბინში-დაბრუნება-ბაცან!!!ბატონო-ტემურ-ტქვენ-კი-დააყეტ-არავის-ხვიჩასი-არ-შურს-შურთ-მოცარტების-ფეხბურთში_მაგალითად:პუშკაშის-კრუიფის-ვან-ბასტენის-აღარაფერს-ვიძახი-ფეხბურთის-ბეთჰხოვენებზე:-პელეზე-მარადონაზე-დისტეფანოზე-გარინჩაზე-ხვიჩას-კი-შესაშური-არაფერი-აქვს-წლევანდელი-სეზონის-შემდეგ-დაივიჭყეტ-ხვიჩა-მისი-დფასი-კვლავ-10-მილიონამდე-დაეცემა!!!

• dato

კომენტარი სად არი პაპი

• dato

ცუდი სენზე ვინც ტქვას დაუბრუნდეს 1000

• margalona-ს

ტიკტოზეა ერთი თქვენიანი კიდევ იმითაც იამაყე

• margalona-ს

თქვენია და თქვენ უნდა იამაყოთ თორე მე თქვენი საამაყო არავინ ვიცი

• kaka

ჯიგარ ქეც პირსი მტქმელი კაცი წარმატებები

• რობი

თითქმის ყველა ხეიტერი არის ზარმაცი, გაუნათლებელი და უზრდელი! ცხოვრებაში არაფრის მაქნისები, არ იციან შრომის ფასი და პატრიიოტოზმის მნიშვნელობა ! ძაან მახარებს ხვიჩა ფსიქურად ასე რომ ძლიერია! მას არ ეშინია კრიტიკის და კიდია დოყლაპია ხეიტერები, აკეთებს იმას რაც საჭიროდ მიაჩნია, მისი კარიერისთვის და ქვეყნისთვის!

• სოსო

კამათი,საბოლოო ჯამში,მაინც ღირებულებების გარშემო გამოდის.რა უფრო ღირებული იყო,ჩემპიონატში უფრო წინ წასვლა და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება თუ ევროპელი სკაუტებისათვის რაც შეიძლება მეტი ქართველი ტალანტების ნახვა, მიქაუტაძის და კვარას წარმატებული გამპოსვლები ნაკრებში და კლუბში?გიორგის,ეს ნაკლებად ეხებოდა,მაგრამ ხვიჩას,ზედიზედ მესამე სეზონი მოუწევდა შესვენების გარეშე თამაში და შარშან თუ მარტში დაეწყო ჩავარდნა,თანაც იმ პირობებში,როცა შემოდგომით,ჩემპიონატი შეჩერებული იყო და სულის მოთქმის საშუალება ჰქონდა,წელს უკვე მაგის საშუალებაც აღარ ექნება.ალბათ უფრო მალე დაიღლებოდა,არა?შესაძლოა სააერთოდაც ვეღარ აეკრიფა ფორმა და გადატვირთვის გამო,ტრავმაც მიეღო.როგორც აქ წერენ,ნაკრებში ყოფილიყო და არ ეთამაშაო,მაშინაც კი,მაინც ხომ მოუწევდა ვარჯიში და ფორმაში ყოფნა?ესე იგი,ვერ დაისვენებდა,ასე არ არის?ბელგიასთან 0-2 რომ ვაგებდით,არ გამოიყვანდა შეცვლაზე მას და მიქაუტაძეს?ხომ ააფეთქებდით,მწვრთნელს?გამოიყვანდა და მთელი სათამაშო სქემა უნდა შეცვლილიყო.შესაზლოა თამაში ამათაც გადაერჩინათ,მაგრამ ვინც ითამაშეს და თავი გამოიჩინეს,ისინი ხომ უცნობები დარჩებოდნენ,სკაუტებისთვის.ოლიმპიადაზე,23.წლამდელები და 2-თუ 3 ასაკოვანი ფეხბურთელის დამატება შეუძლიათ.უკვე დიდი ხანია ფეხბურთში ოლიმპიურ ჩემპიონობას,დიდი ფასი აღარ აქვს და ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატს,ახლოსაც კი ვერ ეკარება.უღირდათ ამის გულისათვის მთელი სეზონის ჩაგდების საფრთხეში თავის ჩაგდება?ნაკრების ორი მეგობრისათვის კარიერულ წინსვლაში ხელის შეშლა?ჩემი აზრით,თემურის აზრით,თუნდაც სკელეტონის აზრით,არ უღირდათ.უარყოფითი ფაქტორები,გაცილებით უფრო ფასეული იყო,ვიდრე დადებითი.ფედერაცია და ნაკრების ხელმძღვანელობა,ამას ღიად ვერ იტყვის,ოლიმპიადაზე გამოსვლა,მნიშვნელოვანი არ იყოვო,მართლაც მნიშვნელოვანია,მაგრამ არა იმდენად,რა უარყოფითიც მას შეიძლებოდა მოეტანა.

• MARGALONA

ვინც საამაყოა იმათით ვამაყობ მე,შენ მიერ ხსენებული ხალხით იამაყე შენ და კიდევ კესარიათი

• margalona-ს

დემნაც ხო თქვენია ჯიგარ?მასხულიაც.რატო მაგათით არ ამაყობ?თუ ამაყობ?

• Skeleton-ს

საქართველოს ნაკრებში თუ ვინმე რამის დასამტკიცებლად ჩამოდის,სხვაგან მოხვდა.დაამტკიცონ კლუბებში.საქართველოს ნაკრებში მე პირადად მჭირდება ფეხბურთელი ვინც სამშობლოს სახელისთვის ითამაშებს და არა იმისთვის რომ ვინმე რამე დაუმტკიცოს.ზოგადად სამწუხაროდ 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრებში ესე იყო,ნაკრებს იყენებდნენ ტრამპლინად რომ კარგ კლუბში წასულიყვენენ და შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ხან ტრავმას და ხანაც სხვა პრობლემას იმიზეზებდა ნაკრებში არ ჩამოდიოდა,რომ კლუბში პრობლემა არ შექმნოდა,ან ტრავმა არ მიეღო.(კვარას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა და ამ თაობას მაინც ნაკლებად ეხება ეს) მე რა მაქვს კვარასთან ჯიბრში ჩასადგომი,მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის კვარას ქართველებისგან,მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ,რომ ჩემი აზრით კვარა და ჟორჟი ნაკრებთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ ამ შემთხვევაში, თუნდაც ძირითადში არ ეთამაშათ,წარმოგიდგენია რამხელა მოტივაცია იქნებოდა სიგუასთვის და მისთანა პატარა ბიჭებისთვის 2-3 კვირა კვარას გვერდით ვარჯიში და ცხოვრება.

• MARGALONA

მეგრულ ენაზე დაკომენტარება ჯობია თუ ამ მტრების არსებობა,თქვი კაცურად...

• pepe

დიდება უფალს გაუმარჯოს ალალ მარტალ კაცს დიდება უფალს

• Skeleton

ჩემი აზრით საერთოდ არ იყო შეცდომა და პირიქით უკეთესი იყო რომ არ ითამაშა, რადგან თვითონ 21 წლამდელებში დასამტკიცებელი არაფერი აქვს და სხვები გამოაჩინა ასპარეზზე და დაგვანახა,რომ მარტო ერთი კაცი არ უნდა გვეგონოს ნაკრები. მითუმეტეს ახალგაზრდული... თუმცა თქვენს აზრს ისე კორექტულად გამოთქვამთ სრულიად მისაღებია ჩემთვის ამგვარი აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ჯიბრში ჩამდგარი და ჩასაფრებული არ წერთ და იმიტომ.

• G.LA

ხვიჩაზე ვინც ცუდს იძახის ან წერს, პირადად მე ქცეყნის მტერი მგონია. მეც დამწყდა გული ახლაგაზდულში რომ არ იყო და სერთოდაც სულ მინდა ვუყირო მის თამაშს. მაგრამ ჩემ სურვილზე ხომ არაა. სხვადა სხვა მიზეზთა გამო, ვერ/არ ითამაშა და მორჩა ამით. ეს ვიღაცეები ამ ვითომ მიზეზს იმიზეზებენ და აგორებენ ნეგატივს. სინამდვილეში კი ეს მოშურნე და ბოღმიანი ხალხი, ჩვენი ყველას მტერბი არიან. ჩემი და თქვენი. რომ ეთამაშა, მერე იტყოდნენ. აგერ რა შეგვმატა ჩემპიონები გავხდითოო? წარმატებული სეზონის და იმ ხმაურიანი საერთაშორისო პრესისი დროსაც ხომ იყვნენ, რომ ამბობდნენ ყველაფერ სისაძაგლეს?

• მირო

თემო ვენაცვალე,ისე ნუ გამოვა შენ გიყვარს ხვიჩა და ჩვენ ვინც რამის ყველას სახში ან პლაკატია ან მარტო ნაპოლის თამაშს აჩვენებს ტვ,ჩვენ გადავატეხეთ ჯოხი..არაა ესე..ევროპა ოლიმპიადა ასაკი დრო თბილისი ბათუმი ყველაფერი ისე დაემთხვა შეეძლო ეთამაშა...ეს იყო და ეს.PS შენ ხო ითამაშებდი? თან დაუფიქრებლად?

• კონსტანტინე გამსახურდია

გამოგვერევა ვინმე ნიჭიერი,წარმატებული და ეგრევე დავკორტნით

• MARGALONA

ზუსტად ასეა,დროული პოსტია

• ირაკლი

გენაცვალე! ნაღდი ადამიანი კაცი და პიროვნება! ყოველთვის მართალს ამბობს!

• გია

აი, საღი ადამიანის აზრი. საღად მსჯელობს სხვაზე იმიტომ რომ თვითონაც საქმის კაცია, პროფესიონალია, ცხოვრებაში რაღაცისთვის თავისი შრომით, და არა პარაზიტობით მიუღწევია და კარგად იცის რა შრომა დგას თვითოეულ ასეთ მიღწევის უკან. ამიტომაც განსხვავდება მაგისი შეფასება უსაქმურ ბოღმიანთა ბანდის ლანძღვა წყევლისგან. თვითონაც მოხვედრია ამათგან.

• გიორგი

ეგაც არის, ცმნობილია 'მკლავი მამჭრეს კარგი რატომ აგიგია'. მაგრამ მარტო ეგ არ არის. შავ პიარსაც აგორებენ გამიზნულად რომ ქართველმა არ გაიხაროს იმითაც (ბევრი არა გვაქვს, ფაქტია, მაგრამ ეს სხვა თემაა) რიტაც კანონიერად გახარების უფლება აქვს. დროა გავიგოთ რომ მტრები გვყავს, და მუშაობენ. აი, პირველი კატეგორია ქართველების ამათი საყრდენი ძალაა. რამდენჯერ გავიმეორო.

• გეგი

თემო შენ ხარ კაცური კაცი ნამდვილი ქართველი და შენი ქვეყნის პატრიოტი.უდიდეს პატივს გცემ გენაცვალე შენ გულში!

• საქართველო

როგორ შეიძლება კვარაზე ბოღმა,შური და ბოროტება გამოძრავებდეს. უბრალოდ კვარა არც წმინდანია რომ შეცდომას არ უშვებდეს და ჩემი აზრით შეცდომა იყო ის რომ U21 წლამდელებს არ დაეხმარა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს კვარა მიწასთან გავასწორო,ღმერთმა დამიფაროს,კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ და მეტად ვუგულშემატკივრებ წელს. რათქმაუნდა კვარა რომ ყოფილიყო არავინ იცის ჯგუფიდან გავიდოდით თუ არა,მაგრამ შანსი რომ მეტი იქნებოდა,კვარა-მიქაუტაძით მემგონი რომ ამაზე დავა არც ღირს,ისევე როგორც ჩრდ. მაკედონიათან,რომ გულშემატკივარი დასწრებოდა თამაშს,შეიძლება 4-0 წაგვეგო ამას ვერავინ იტყვის ეხლა,მაგრამ შანსი ხომ უფრო დიდი იქნებოდა იმის რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ გავსულიყავით. ხოდა უბრალიდ როდესაც ვიღაც შეცდომას უშვებს,ამის აღიარება უნდა შეეძლოს კიდეც, ვინც იყო თითოეულ მომენტზე პასუხისმგებელი,მათ შეცდომას ვგულისხმობ, არ აქვს მნიშვნელობა იყო ეს კვარა,ჟორჟი, ფედერაცია,მთავარი მწვრთნელი თუ კლუბები ან ყველა ერთად,

• Skeleton

მუდრიკი შარშან გადავიდა ჩელსიში და პირველი გოლი წუხელ გაიტანა ჩელსის შემადგენლობაში. მთელი უკრაინა მხარში ედგა და ამხნევებდა. აბა წარმოიდგინეთ ახლა შარშან ნაპოლიში გადასულ ხვიჩას ახლა რომ გაეტანა პირველი გოლი, მანამდე რა ფურთხება-გინების კორიანტელი ექნებოდათ ქართველს დატრიალებული. ხვიჩას ბრალი არ არის ცხოვრებით შეუმდგარი ლუზერი რომ არის ქვეყნის უდიდესი ნაწილი მაგრამ რატომღაც საკუთარ სულიერ თუ მატერიალურ სიღატაკეს ეს ხალხი სხვაზე აგრესიით გამოხატავს. განსაკუთრებით გამორჩეულ ადამიანებზე. ხვიჩას მიმართ დამოკიდებულებამ ძალიან ბევრი სიმახინჯე გამოავლინა ერში. მალე გვიჩვენებს ისტორია, რომ მისი დონის სპორტსმენის ღირსი არ ვიყავით.

• სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".

ქართველებს სხვა ათასი რამეც გვახასიათებს! ზვიადის მოკვლა თუნდაც,ხვიჩა გოჩას გაყიდვა,სამშობლოს დაუფასებლობა,გამზრდელის ამაგის და ლევან სალუქვაძემ როგორც თქვა:,,საბანს რო უკეცავდნენ და შუბლზე ხელს ადებდნენ,სიცხე ხო არა გაქვსო"-ასეთი ხალხის დაუფასებლობა და ა.შ.

100% ით ვეთანხმები. ვინც ვერ გაიგებს, თავიდან გადაიკითხოს. წაკითხულიდან აზრი თუ ვეღარ გამოიტანა მერე უკვე თავად აქვს პრობლემა და ვეღარაფერს ვუზამთ

• Kutaisi

Ram dagboymat xalxo ver vxvdebi

• სოსო

ამ კაცს მაინც დაუჯერეთ!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ