საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შემოერთებულმა თად მაკფადენმა დაადასტურა, რომ ვენესუელაში მხოლოდ დროებით წავიდა და იქაურ კლუბში ითამაშა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთგულია და ეს ტრევიზოში გაკეთებულ კომენტარებში კიდევ ერთხელ დააფიქსირა:

"ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში, აქაურობა ჩემი მეორე სახლია. ვერ ვიხსენებ ბოლო თამაშს, რომელიც გამოვტოვე. აქ ჩამოსვლა ყოველთვის მინდა. ყოველ ჯერზე, როცა ამის შანსი მეძლევა, მე თქვენთან ვარ. მე ვიცნობ ქვეყანას, ვიცნობ ბიჭებს, რომლებიც ყოველთვის კეთილ სურვილებს მიგზავნიან. აქაურობა ჩემი ოჯახია. შესაბამისად, არ მინდა, რომ ოჯახს ვუღალატო. საქართველო ძალიან ბევრ კარგ რაღაცას აკეთებს ჩემთვის. გულშემატკივრები "ფეისბუქზეც" კი მირეკავენ. რამდენიმეს ველაპარაკე კიდეც, მეუბნებიან, რომ ვენატრები. იმ სიყვარულის გამო, რომელსაც თქვენგან ვიღებ, ვნატრობ, რომ 60 წლამდე თამაში შემეძლოს! აქ დაბრუნება და თამაში ყოველთვის სასიამოვნოა.

ჩვენს შანსებს ძალიან იმედიანად ვაფასებ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ვერ დავასახელებ ერთ კონკერტულ ნაკრებს, რომელიც მგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს. წელს ძალიან კარგი გუნდები იღებენ მონაწილეობას, კალათბურთი ვითარდება. წინა მსოფლიო, თუ არ ვცდები, ევროპულმა გუნდმა მოიგო. აუცილებელია, სათამაშოდ გამოხვიდე და ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. ძალიან დარწმუნებული ვარ ჩვენს გუნდში. მხოლოდ მსოფლიოზე ყოფნით არ დავკმაყოფილდებით, კმაყოფილები კარგი თამაშით და ასპარეზობით ვიქნებით და ვეცდებით, რაც შეიძლება შორს წავიდეთ.

მგონია, რომ ჩვენს ჯგუფში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. გულწრფელად რომ გითხრათ, ვენესუელაზე ბევრი არაფერი ვიცი, ვიცნობ ერთ-ერთ გამთამაშებელს, რომელიც ძალიან კარგი კალათბურთელია. მითამაშია მათ მაღალ(big boy) ცენტრთან ერთად, რომელიც ასევე მშვენიერი მოთამაშეა. ბევრი არაფერი მსმენია მათ სისტემაზე, თუმცა შეხება მქონია ამ მოთამაშეებთან და გუნდს აუცილებლად ძალიან, ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, როგორც ყველა ნაკრებს მსოფლიო ჩემპონატზე. აქ შემთხვევით არავინ თამაშობს. მჯერა, რომ ჩვენს ჯგუფში ყველა თამაშის მოგება შეგვიძლია.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის თამაში ჩემთვის ყოველთვის ნომერი პირველი იყო. არასდროს მიფიქრია ვენესუელისთვის თამაში, არც ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა. ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ეს იყო სამსახური, სადაც მეტის გამომუშავება შემეძლო და სანამ შემოთავაზებას დავთანხმდებოდი, ვიკითხე, შემექმნებოდა თუ არა ეროვნულ ნაკრებთან პრობლემები. მხოლოდ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ დავთანხმდი მათ წინადადებას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთვის თამაშში ხელი შემეშლებოდა, ვენესუელაში არ წავიდოდი. ამ ჭორის შესახებ არც კი გამიგია რაიმე, მე ქართველი ვარ!"

GBF

ურა პატრიოტებს!
ამ ქართველობას ასე ჰაიჰარალად ნუ ურიგებთ ყველა ჩამოსულებს!
გიგა
ქართველო, აბსოლუტურად მართალი ხარ! მე რო აფრიკაში წავიდე და იქ დავიწყო მუშაობა, ვიტყვი აფრიკელი ვარო? არავითარ შემთხვევაში. იმასაც ვერ ვიტან, აქ უცხო ტომები გვარს გაიდაიკეთებენ და უნდა ნახოთ რა გვარზე გადადიან: ბაგრატიონები, წერეთელი და ასე შემდეგ. ეს არის ერის ტრაგედია.
მამუკა
"წინა მსოფლიო, თუ არ ვცდები, ევროპულმა გუნდმა მოიგო" - ????
123-ს
გეთანხმები!
ქართველი.
კაცო! რა ეროვნებაც ხარ ის უნდა იყო, არავითარი ქართველი და ესეთი რამეები! კი ბატონო, კარგი პიროვნება ხარ, კარგი კალათბურთელი, ვინ დაობს? მაგრამ არ მიყვარს როცა სხვა ეროვნების ადამიანი, ჩემულობს სხვა ეროვნებას. ქართული ფეხბურთის გუნდებში იმდენი ზანგია, მგონი ქართველებიც არ არიან მაგდენი და ყველამ რო სთქვას ქართველები ვართო (ცოტა ხანში ეგ საშიშროებაც გველის) აღარც ეგ გამიკვირდება! აქ ზოგ- ზოგიერთებს "ეამაყებათ", როცა აფრიკელი "ქართველობს". მე კი ვიტყვი, საამაყო ნამდვილად არ არის, რადგანაც ემანდ "საფრანგეთის სინდრომი" არ დაგვემართოს, სადაც უკვე თითზე ჩამოსათვლელია ნაღდი ფრანგი, პარადი მიყავთ აფრიკელებს.
ბექა
ზოგი რა უნამუსო კომენტარს წერთ, მიკვირს რა შეგნება ან რა გაგება გაქვთ თქვე დალოცვილებო. კაცი თამაშობს მთელი გულით და სულით ჩვენ ნაკრებში ,გვეხმარება რაც შეუძლია, სითბოთი და სიყვარულით მოიხსენიებს ჩვენ სამშობლოს. მეტი რა გაააკეთოს ვერ ვხდები? მაინც და მაინც ბიძინას ან მიშას მხარ დამჭერი უნდა იყოს რომ მოგეწონოსთ? ღმერთმა ყველა დალოცოს და გაუმარჯოს რომელიც ჩვენ სამშობლოს დაეხმარებიან წინ წასვლაში.
123
არ ვემხრობი ნაკრებში არაქართველის თამაშს. იმედი მაქვს საფრანგეთის ნაკრებს არ დავემსგავსებით.
გ.შ.
მიხეილ "მანდელა"-ზე მეტი ქართველი ნაღდად ხარ გენაცვალე შენ , წარმატებები ძმაო
rigiti
გაიხარე ჩვენო პატრიოტო ვაჟკაცო!!!!
ზურაბ
მალე თქვენ დაგრჩებათ საქართველო.
გამეცინა
ქოც ბანდა ხომ უკეთესია ამ ბიჭზე რას ამბობ
zura222
მაგარი კაციიიიი !!! ამის ფეხის ბრჩხილის ფასი არაა ბევრი ვითომ "ქართველი" ნაც ბანდის და მათი ნახირის მეთაურობიით !
ქორ-პარიკმახერი
ვახ შენ გენაცვალე კაკაო გულში ❤️
ტტტ
ქართველი ხარ და არავითარი მაშასადამე?DDDDDDDDDDDDDDDD
გიორგი IV
ოქრო კაცი!ყოველთვის ბოლომდე იხარჯება!თამაში თუ წაუვიდა ხო საერთოდ შეუჩერებელია!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის