კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ გასვლაზე „ჰამრუნ სპარტანსთან“ 1:2 დამარცხდა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი არ გამოიწვია, 17 797-იან სტადიონზე შეკრებილი მცირერიცხოვანი მაყურებლის „მყუდროებას“ მხოლოდ სასულე ორკესტრი არღვევდა, ცხელოდა (ტემპერატურა 33 გრადუსი იყო), თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი არ გახლდათ, ხშირი იყო პაუზები, სტუმრებს პრესინგისას მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდათ, შეტევების ორგანიზება და მომენტები არ იქმნებოდა.

„დინამომ“ მეორე ტაიმი უკეთ დაიწყო, უპირატესობას დაეუფლა და პირველი შანსი მიეცა, როდესაც სხირტლაძემ ბარნსი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მიზანს ვერ უწია. შემდეგ ტრავმირებული სხირტლაძე მარუშიჩმა შეცვალა და სერბმა ბურთზე პირველივე შეხებით ჩვენი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში მარუშიჩის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მასპინძლებმა სახიფათო კონტრიერიშებით გვიპასუხეს და ორჯერ გატანასთან ახლოს იყვნენ, მესამე ცდიდან კი ანგარიში გაათანაბრეს - საჯარიმოდან ბიელიჩიჩის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას მბონგმა დაასწრო. ბოლოს ჭიაბრიშვილის შეგირდები შეტევაზე გადავიდნენ, ოსეის მეკარემ არ გაატანინა, მარუშიჩმა ბურთი ისევ ძელს გაარტყა და... ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მბონგმა მარგველაშვილს დაასწრო და ლორიას კარი დალაშქრა.

საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს ჩატარდება.

ტა ქალი. „ნაციონალი“

ჰამრუნ სპარტანსი - დინამო (თბ) 2:1

გოლები: 0:1 მარუშიჩი (60), 1:1 მბონგი (81), 2:1 მბონგი (90+8)

დინამო (თბ): ლორია, მაისურაძე (ოსიყმაშვილი 68), ხვადაგიანი, ტაბიძე (მალი 69), კალანდაძე, ხარაიშვილი, მექვაბიშვილი, იმრანი (მარგველაშვილი 69), ბარნსი (მოისწრაფიშვილი 87), სხირტლაძე (მარუშიჩი 59), კამარა

სტალინი
დავით 67–ს აი ეგ სიტყვები ამტკიცებს სწორედ რომ მზამზარეული გინდათ ახალგაზრდობას ყველაფერი
დავით 67
რეებს ბოდავ? სად გვაქვს ეროვნული ჩემპიონატი და საერთოდ რა გვაქვს ეროვნული???? თამაშებზე დასწრებას რომ ითხოვ, კაცს უნდა მიგიხაროდეს სტადიონზე მისვლა. მაგრამ რომ ვიცი იქ რა დამხვდება, რატომ უნდა წავიდე? ბილეთის ფული კი არ მენანება? თან კიდევ რომ გამახსენდება ფიფია ,კობი,კლაკსვიკი გაბალა არარატ-არმენია და ა.შ იქ მიმსვლელი ვარ ?
Js
საგორე
მინდია
ხომ ამბობდა ფიფია,გაყიდვა მინდაო.რაღაც მიჩუმათდა ეს ამბავი.ან რაღაცას მაიმუნობდა,ან აკლებს რაღაცას და სათანადოდ არ ირჯება.როცა გაყიდვა გინდა რაიმისა,მეტს ინდომწბ,უფრო მეტ წრეს აცნობ გასაყიდ ობიექტს და ა.შ.მერე კიდე:მართლა ეს ჩვენი ფულიანი ხალხი(ფაქტია,რომ მილიონერები საკმაოდ გვყვანან)იმდენად უინტწრესონი და უფხონი არიან სპორტისა და ფეხბირთის მიმართ,რომ ეს ბიზნესად სულაც არ მიაჩნიათ,მაშინ ეგებ,ისევ შსს ითაოს ,გამოისყიდოს "დინამო" და კვლავ სახელმწიფომ მიხედოს ამ ჩვენს, ოდესღაც, შეიძლება ითქვას,ერის საამაყო გუნდს.თუ სხვა გზა და საშველი არ სჩანს,ეგებ ამან აჯობოს.რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს აუცილებლად,აბა ცარიელა ნერვებსკდომა და უილაჯო ვიშვიში,არაფრად გვარგებს...
QPR
ჭიაბრიშვილმა წააგო ეს თამაში… ბიჭებს შეუძლიათ თამაში და თუ არ გჯერათ რო ესეა ასტანასთან მეორე ტაიმს უყურეთ,მეგონა ნაპოლი თამაშობდა 70 წუთის მერე, ეს შესინებული მწვრთნელის ტაქტიკა იყო და შედეგიც სახეზეა. ესეთ გუნდთან მწვრთნელმა ესეთი ყ.. ფეხბურთი არ უნდა ათამაშო გუნდს მერე რა რო გასვლა იყო
გია
ეს საშინელებაა, ფეხბურთს ჩამოგავს, მაგრამ უფრო გლახების აღლუმია. ასე დიდებით შემკობილი წარსული მაინც არ გვქონდეს. ჭიაბრიშვილი და მწვრთნელი?
simartle
კომენტარების წაკითხვას არ ვაპირებ და არც არის საჭირო. ყველას მჰჯერა ფიალა ავსებული აქვს და გდმოსული. რა უნდა ვთქვატ. წლიდან წლამდე იგივე პრობლემები აქვს ყველა გუნდს. პირველი ფიზიკურად ფორმაში არასდროს ყოფნა, მეორე ტაქტიკურად თამაშის არასწორად წაყვანა. მესამე დაცვაში და შუა ხაზში ყველას ბურთს აღებინებენ და მერ ცდილობენ დახურვას და ამის გამო ხშირად პოზიციას კარგავენ და ამის გამო უხეშობენ შემდგომ, რაც ყვიტელ ბარათებშიც კარგად გამოისახა( ეს ქართული ფეხბურთის ყველაზე სუსტი წერტილია ყველა დონეზე) მეოთხე ისევ მეურვეობის არ ცოდნა, პრესინგის თამშისი უაზრო სირბილით და ზედმეტი ენერგიის დახარჯვით. მთლიანობაში. გაგიკვირდებათ და თუ წამყვანესაც მოვუსმენტ იმ მომენტში როდესაც მსაჯმა სასტვენი თუჩებთან მიიტანა და არ ჩაფსტვინა იმ წამსვე ვიფიქრე გოლს გაუშვებენ აუცილებლად და ასეც მოხდა. ნოსტრადამუსი მე არ ვარ და არც ფეოლა მაგრამ ეს იყო ლოგიკური დამთავრება თამაშის. რაც ისევ ტაქტიკურად მწვრთნელის შეცდომებიდან მოდის. არ შეიძელბა ასეთ ნაგავ გუნდებთან ან ვინმესთან ბიურტის გატანის შემდგომ უკან დახევა და მათთვის შუა ხაზის ჩაბარება, ბურთის უაზროდ მოშორება. ეს გაჭიმული კუნთებიც ფეხბურთელების ფორმაში არ ყოფნის ბრალია ან კიდევ თამაშამდე საკმარისი სითხის არ მიღების ბრალი. ადრე ჩვენ მწვრთნელები ჩვენ წყალის დალევას გვირძალავდნენ და ეს არასწორი მიდგომა იყო. დღეს პირიქით ყველა გუნდს ყველა სპორტში სპეციალური რამდენიმე კაციანი ჯგუფი ჰყავს რომელნიც საჭირო სითხეებით ამარაგებენ ფეხბურთელებს თამაშამდეც და თამაშის დროსაც, მაგრამ თამაშისთვის მომზადება უფრო საჭიროა. სასმელითაც და რა საჭმელი უნდა ჭამონ თამაშის დღეს. ხაჭაპურ, მწვად ნაჭამი და ხინკალ ნაჭამი ფეხბურთს ვერ ითამაშებს და ასე მგონია ამათი დიეტა მარტო ქართულ დიეტაზეა დაყრდნობილი:)
გულშემატკივარი
ფიფია თავის "საშინაო დავალება"-ს ბრწყინვალედ ასრულებს. დამკვეთი მადლიერი ჰყავს.
გიზოგ
ფიფი არაფერს არ შოულობს, კაცი სპეცდავალებას ასრულებს.
გიზოგ
უკვე მერამდენედ.
სტალინი
ტყუილია, მაგ საქციელს გამტანობა უნდა, რაც ქართველ ფეხბურთის ფანატებს არ გააჩნიათ. მათ მხოლოდ მზამზარეული პროდუქტის გულშემატკივრობა უნდათ. ამის მაგალითია დინამოს თამაშებზე ცარიელი ტრიბუნები ეროვნულ ჩემპიონატში
სტალინი
ამდენის მოთმენა მართლა უკვე აღარ შეიძლება. დინამო არცხვენს თავის ისტორიასაც და ქვეყანასაც. ევროთასებზე აღარავის დამარცხება აღარ შეუძლია. ვინაიდან, კაპიტალიზმის პირობებში კერძო საკუთრება ხელუხლებელია და გუნდის მფლობელი კი დილეტანტი და უნამუსო, არსებობს ორი გამოსავალი: 1) გადაერქვას დინამოს სახელი, ისევე როგორც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე იბერია რომ გადაარქვეს ცოტა ხნით და დინამოს დიადი სახელი აღარ შეიბღალოს 2) კაპიტალისტური კონკურენციის პირობებში დინამო ისე დაძაბუნდეს კონკურენტებთან ბრძოლაში, რომ ვეღარ შეძლოს ევროთასებზე გასვლა, როგორც ამას ჩვენი მეზობელი სომხები აკეთებენ. ერევნის არარატმა 1975 წელს, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში შინ თვით მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა.ამ დონეზე თამაში ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა; რამდენიმე წლის შემდეგ ლივერპულის გამოგდების შემდეგ, დინამო მერვედფინალში ჰამბურგერ შპორტფერაინმა გააჩერა, არადა, ვისღა ახსოვს დღეს დიდი არარატი, სომხეთის ღირსებას ევროთასებზე სულ სხვა კლუბები იცავენ. არარატ–არმენია ახლადშექმნილი გუნდია.
მერაბი
სირცხვილია! სხვა არაფერი ეპითეტი არ მიესადაგება!
დავით 67
ვანიაშვილი ხომ ვარგოდა? ეგეთი გვარის მოვძებნოთ ან თვითონ ვათამათ.
მერაბი
ვფიქრობ, გმობას, კრიტიკას,შეგონებას,უკვე არავითარი აზრი არა აქვს. არც გუნდის მფლობელს,არც სპორტულ ხელმძღვანელობას,როგორც სჩანს, გულშემატკივართა „ცრემლების აღარ სჯერათ“ და, მეტიც, სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. საჭიროა ქმედება, თანაც სწრაფი და შედეგიანი. ხომ ყავს გუნდს აქტიური,“გიჟი“ ფანატები? ასევე არის არმია ნაღდი,მშდარებით მშვიდი გულშემატკივრებისა,რომლებიც მზად იქნებიან მათთვის მისაღები სხვადასხვა ოდენობის თანხის შეტანისა ოფიციალურად დაარსებულ და რეგისტრირებულ ამხანაგობაში.ამით ხალხი,ვისთვისაც არსებობს ეს თამაში , საკუთარ წვლილს შეიტანენ მშობლიური და საყვარელი გუნდის გადარჩენაში,თავად გახდებიან გუნდის ბედ-იღბლის განმგებლები.ამის მაგალითები არა ერთი და ორი არსებობს მსოფლიო ფეხბურთში. მაგალითად,ბერძნული სახელოვანი კლუბი „პანათინაიკოსი“ ერთ-ერთია იმ საკმაოდ მრავალრიცხოვან საფეხბურთო კლუბთაგან,რომლებიც გუნდისთვის რთულ ჟამს ერთგულ გულშემატკივართა ქმედითი თანადგომის შედეგად გადარჩა. 2012 წლის უძლიერესმა ეკონომიკურმა კრიზისმა საბერძნეთში, ამ კლუბზეც მძიმედ იმოქმედა და გაკოტრების პირას მივიდა. მას 30 მილიონ ევროზე ეტი ვალი ჰქონდა..ამ რთულ დროს გუნდის ახლადდანიშნულმა პრეზიდენტმა შეიმუშავა გეგმა,რომლის მიხედვით, ყოფილი მფლობელის აქციების 55 პროცენტი გუნდის ერთგულ გულშემატკივართა საკუთრებაში უნდა გადასულიყო.სპერიაცულარად ამისათვის შეიქმნა „პანათინაიკოსის“ გულშემატკივართა ალიანსი,რომლის რიგებიც უმოკლეს დროში 8606 ადამიანით შეივსო.2012 წლის 18 ივლისიდან ამ სახელოვანი კლუბის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო - გუნდის ხელმძღვანელობა ფანატების ხელში გადავიდა. არსებობს სხვა მაგალითებიც.მაგალითად,ასეთია იტალიური ცნობილი გუნდი „სპეცია“. გუნდის სერიოზული პრობლემები დაეწყო 2008 წელს,როცა გაკოტრების პირას აღმოჩნდა და სწორედ ამ დროს ფანატებმა საკუთარ თავზე აიღეს გუნდის გადარჩენის საქმე.დაარსდა სპეციალური ამხანაგობა,რომლის მეშვეობითაც ხდებოდა აუცილებელი თანხების მობილიზება.რამდენიმე თვის შემდეგ პრობლემა გადაწყდა. ამხანაგობის,შესაბამისად, ფანატების ხელში გადავიდა გუნდის აქციების 70 პროცენტი.ეს იყო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევა,როცა გუნდის სრული ხელმძღვანელობა ფანატების ხელში გადავიდა. ერთ-ერთი ბოლო მაგალითი ინგლისური „პორტსმუტია“. ადრეულ წლებში ინგლისის ორგზის ჩემპიონი,2010 წელს უსუსური ხელმძღვანელობისა და ინფანტელიზმის გამო,უმძიმესი კრიზისის,გაკოტრების პირას აღმოჩნდა.ფანატებმა გადაწყვიტეს გუნდის გადარჩენა გულშემატკივართა მიერ შექმნილმა სპეციალურმა ორგანიზაციამ, მალევე შეაგროვა 3 მილიონ ფუნტზე მეტი.ზოგი ას ფუნტს იხდიდა,ზოგი ხუთს,ან ოცს,ოცდაათს,ზოგსაც კი 1000 და მეტიც კი შეჰქონდა,შესაძლებლობებისადა შესაბამისად. მთავარი აქ გუნდის სიყვარული და გულშემატკივრული პასუხისმგებლობის დიდი დოზა იყო.საბოლოო ჯამში, გულშემატკივრების საკუთრებაში აღმჩნდა როგორც გუნდი,ასევე სტადიონი. რა თქმა უნდა გუნდის სამუშაო პროცესს დაქირავებული სპეციალისტები უძღვებიან,მაგრამ გუნდის ფუნქციონერების ყველა საკვანძო პროცესზე კონტროლისა და ოპერატიული ზემოქმედების საშუალება უშუალოდ ფანატებს,გულშემატკივრებს აქვთ. ალბათ,დროა, ჩვენც ვიფიქროთ სპორტული თვალსაზრისთ ჭაობში აღმოჩენილი „დინამოს“გადასარჩენად რაღაც ამდაგვარი ღონისძიების გამოყენებაზე. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზებულ ,უკვე არსებულ ქომაგთა ინიციატივის სახით უნდა დაიწყოს.ვფიქრობ,უამრავი გულშემატკივარი მყისიერად გამოეხმაურება ამას,მათ შორის ,მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მყოფი დინამოს მოყვარული ადამიანებიც.დროა ხმამაღლა შევძახოთ „SOS “Dinamo” და შესაბამისადაც ვიმოქმედოთ.
დავით 67
და წარმოიდგინე ამ დინამოს რას უზავდა. სულ მცირე10 გოლს მაინც გაუტანდა
არაუშავს
აგერ კლასვიკი გავიდა ლიგის მეორე ეტაპზე ფარერებიც კი მოიხოდნენ ;დდდ
1.2.3.4.5.6.
მეტოქე სისწრაფეში ადვილად გჯაბნის და მოგების იმედი მაინც გაქვს
Kaxa
მარგველაშვილი რატოა დინამოში?
ხასანა ძია
იქნებ ცოტა რაგბისტებისგან ისწავლოთ,ჯიგარი,თავმოყვარეობა,ტრადიციები,სპორტული გაბრაზებადა რაც მთავარია ქვეყნის სახელით სიამაყე-ნული.მარტო ფეხბურთელები არა ფედერაციიდან დაწყებული უვარგისი გუნდების მეპატრონებით დამთავრებული ყველა სანაგვეზე ფეხბურთს არ უნდა გააკარო.
rigiti
ერთადერთი რაც ჩვენ თამაშში მომეწონა უკან პასებია, როგორ დიდებულად გამოსდით, ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარეს.... ეჰჰჰ არსაიდან ხმა....
ოთარი
ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ ქართველთა გამოსვლას (ნებისმიერ სახეობაში არა მარტო ფეხბურთში) არ ვუყურე. თურმე როგორც იქნა სწორად მოვქცეულვარ. ეტყობა დინამოელებს ბოლომდე მაინც არ ესმით, რომ წაგებაზე მეტად უჯიგრო თამაში გვაღიზიანებს. კი წყინთ ფეხბურთელებს, მაგრამ თითონ ნახონ კარგად თუ როგორი თავდადებით იბრძვიან ჩვენი რაგბისტები (ტრადიციულად), კალათბურთელები ... რა ისინი არ აგებენ? როგორ არა მაგრამ იბრძვიან და ეგებ ამ სიტყვის მნიშვნელობას კარგად დაუკვირდეს ყველა ვინც საქართველოს სახელით გამოდის საასპარეზოდ.
rigiti
მალტაზე ღადაობენ თბილისის დინამო მივაჩმორეთ ერთ დროს ლივერპულიც რომ ყავდათ გაფარჩაკებულიო, ეხლა თურმე ლივერპულს იწვევენ. ეჰჰ ერთი თუ აიღე ნამუსზე ხელი მერე უკვე ადვილია ყველაფერი, უსირცხვილობაც უნამუსობაც.... თორე განა რა გრჯით ამდენ გინებას რო იტანთ... ფუ!!!!!!!
gionat
ეს აკადემია ძალიან კარგია მადლობა ფიფიას, მაგრამ აშკარა ხარვეზებია კლუბის მართვაში, სხვანაირად აუხსნელია ესეთი კატასტროფული შედეგები, ამდენი მწვეთნელი შეიცვალა და აშკარა მარტო მწვრთნელის პრობლემა არ არის. ფიფია არ უნფა ჩააერიოს საერთოდ კლუბის მართვაში, მოიყვანოს ვინმე პროფესიონალი მენეჯერი და იდგეს განზე, ფაქტია ვერ ართმევს თვითონ თავს ეს კაი დედმამიშვილი და კლუბიც უკან უკან მიდის.
ქუთაისელი
თბილისის დინამო ა რ ა ს ო დ ე ს არ ყოფილა თბილისის გუნდი. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ნაკრები იყო, დამოუკიდებლობის დროს - ფედერაციის. ამიტომ არის რომ არავინ არ დადის საყურებლად. და ამიტომ არის ძალით გაჩემპიონებულებს რომ გამოაბუნძულებენ და არცხვენს მთელს ქვეყანას.
თემური
პრობლემები რა თქმა უნდა დინამოს აქვს და იმედი ვიქონიოთ რომ ამ პრობლემების გადაჭრის გზები გამოინახება! P.S. არც ამჯერად იმსახურებდა დინამო წაგებას... თბილისში დინამო მოიგებს და შემდეგ ეტაპზე გავა.
მალხაზი
დინამომ მოგებული თამაშის წაგების მასტერკლასი ჩაატარა
მალხაზი
დინამომ მოგებული თამაშის წაგების მასტერკლასი ჩაატარა
გია
მარტო დაცვა არა, ლორიას სინდისზეა ორივე ბურთი
რაბუ
დინამოს ულტრასები თუ რაც არის ხმას რატომ არ იღებენ? მარტო ტორპედოსთან აქვთ დიდი გული უაზროდ რომ ჩხუბობენ? ამდენი წელი როგორ ითმენენ გუნდის ჩა*მას. ვეტერანები ჰყავს გაჩუმებული პენსიით გასაგებია. სირცხვილი
Roni
ამ საჯუჯულეთს უნდოდა ლიგაზე გასვლა????? მალტის გუნდებს ვერ უგებთ რა გელიგებათ ასეთი უნამუსოები როგორ ხართ ლიგა როგორ უნდა ახსენოთ ამათ რო რეალი და ბარსა შეხვდეს სადმე ხო დაფიქსირდა მსოფლიო რეკორდი და თავი მოგვჭრნან )))) ისე არც ეხლა გვაკლებენ თავის მოჭრას. ვინც ამათ ფეხბურთელებს ეძახის იმათ თავში ჩამახედა....
გრემლინი
და საერთოდ ალტერნატიული დინამო რომ ჩამოვაყალიბით ხალხმა? რა დიდი ამბავი ამას უნდა დავიროთ უბნებში და შევკრუბოთ ხალხი და ეგაა. ამაზე ცუდი შედეგი დაიდება? ამაზე ფსკერი რაღა უნდა იყოა?
ერმილე გ.
ეს ფეხბურთი არაა
ლაშა
მარგველაშვილი არც პრეზიდენტად ვარგოდა და არც ფეხბურთელად ვარგა და რაღას აწვალებთ მაგ კაცს?!
Superman
ჰარი მარგველაშვილი
buxrika
ეს რაღა გუნდია რა უბედურებაა
ყოჩაღ
აბსოლიტურად მშვენივრად ჩამოაყალიბე
დინამო აკადემია
სანამ დოლიძე და ფიფია იქნებიან დინამო სულ შერცხვება ყველგან….ფიფიას მოასმენინა მაინც მასზე რას იძახიან დოლიძე….
არტ
გულწრფელად მეცოდებიან მექვაბიშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი და მოისწრაფიშვილი მაგ ვითომ მწვრთნელის ვითომ გუნდში!
R.M.
სირცხვილია! და გულშემატკივრებმაც არ უნდა მოითმინონ! საკმარისია ნიჰილიზმი და "აბა მარტო მე რას შევცლი?!" მიდგომა ყველაფერში! ხალხი უნდა იყოს მომთხოვნი! ისწავლეთ ვის რა გეკუთვნით და სწორედ მოითხოვეთ!
კ ო მ ბ ლ ე
მარგველამ ორ თამაშში სამი ლიმონი მოუტანა სხვაგან სად ყავთ ეგეთი მცველი, სად ნახავთ ამხელა ფულის მომტანს?
Gel-100
ან ჩისკო ჩამოიყვანეთ ისევ ან კიდე რომელიმე უცხოელი მწვრთნელი სანამ დროა და სანამ გაქვთ მაგისი დრო და საშუალება, და კიდევ გაუშვით ეს ვითომ ლეგიონერები და ჩამოიყვანეთ 2-3 ოდნავ მაღალი კლასის ლეგიონერი 30-წელს გადაცილებული და დანარჩენი ფეხბურთელები გადმოიყვანეთ აკადემიიდან, ლორიაც აქ არის და აკადემიის ბიჭები გამოცდილებას მაინც მიიღებენ რო იქნება მომავლისთვის ქართულ ფეხბურთს გამოადგნენ აბა რა აზრი აქ ამათ თამაშს შედეგი ამათ არ აქვთ და თავმოყვარეობა და აკადემიის ბიჭებს გული მაინც დაწყდებათ წაგებაზე, კამარა გაცინებული კარ ხასიათზე ჩანდა თამაშის ბოლოს დააკვირდით??
გიგი
მარტო დინამო რომ აგებდეს მალტასთან, ფარერებთან , ლუკსემბურგის…გუნდებთან ფიფია გასაშვები. სინამდვიკეში კი არის უფრო დიდი სისტემური პრობლემა -ყველა ქართული გუნდი სავავალოდ გამოიყურება. უნდა ვსთხოვოთ, მოვითხოთ ფეხბურთის ფედერაციის გადადგომა.
დიმა
არაფერი გასაკვირი არ არის ამ ქვეყანაში. არაპროფესიონალიზმი და ფულის კეთება. აი ესაა დღეს საქართველო, და კიდევ უპასუხისმგებლობა. არავის სთხოვენ პასუხს, გინდ ქვეყანა პუტინს ჩააბარო.
ფრეშსპინა
კრისტალბეტი რომ ეყოლება სპონსორი აქ დამათავრდა ყველაფერი.
dato
ასე აღარ შეიძლება, ძირფესვიანად არის ყველაფერი შესაცვლელი. ბავშვობიდან ტორპედოს გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ასეთი დასუსტებული და დაძაბუნებული დინამოს ყურება არ შემიძლია. ფარერებთან, მალტასთან და ანდორასთან დინამო არ უნდა აგებდეს.
დიმიტრი ჩუბინიძე
მივმართავ ბატონ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს მივმართოთ რუსეთის და ბელორუსიის ხელისუფლებებს, რომ ერთობლივი ჩემპიონატი ჩატარდეს ჩვენი ერთადერთი საშველი ეგაა, ამაში დაგეხმარებით არის ბატონი გულბაათი და ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომლებიც პირდაპირ დაეკონტაქტებიან რუსებს და ბელორუსებს, გამოგვიყენეთ ბატონო პრემიერო!!!!
K-ms
ფიფია წლებია გუნდშია და სხვა თუ არაფერი ძაან კარგად იცის დინამოს გულშემატკივარი რო არ ყავს, გუნდის საშუალო დასწრება დინამოზე მაქსიმუმ 500 კაცია და რაც დაახლოებით იგივეა რაც ევროპაში სამოყვარულო კლუბების სტადიონებზე ხდება. ყოველთვის როცა გუნდის პრეზიდენტმა იცის რო პასუხს ვერც ვერავინ ვერ მოთხოვს მერე იზამს ყოველთვის იმას როგორც თვითონ გაუსწორდება. რომანი ბაბუს კიდე ესეთ თავისუფალ გარემოში ცოტა ფულის კეთება უსწორდება და კი აქვს აკადემია საწარმოს პონტში პლიუს კიდეში მანდვე მაღაზია აქ დინამო როა რა
დინამიტი
10 პუნქტი 1. ფიფიას გუნდს გადაერქვას სახელი და ძველ დინამოსთან მისი ყოველგვარი აფილირება და სამართალმემკვიდრეობა გაუქმდეს - ბატონი რომანის თასების მფლობელთა თასით ხელში პოზიორობა ისეთივე აბსურდია, როგორც იუპიტერზე ქართველი ასტრონავტების წარმატებული მისია. 2. ფიფიას დინამოს ლოგოდაწ წაიშალოს ქალაქის სიმბოლო მიმინო - ფიფიას კლუბს არაფერი აქვს საერთო თბილისთან და მითუმეტეს მიმინოსთან ის დასაკლავად განწირულ დედალს უფრო მოგვაგონებს - ფიფიას დინამოს ვოლგოგრადის ცირკთან უფრო მეტი საერთო აქვს ვიდრე საქართველოსთან და თბილისთან, ამიტომ სჯობს ამავე ქალაქის ცირკის დათუნია მიშკა გამოსახოთ ან რაც გინდათ გნებავთ, ჰაერში მოფარფატე აკრობატები. 3.ყველა ოფიციალური დოკუმენტიდან დაწყებული ინსტაგრამ გვერდით დამთავრებული წაიშალოს წარწერა - professional sports team - ფიფიას დინამო სამოყვარულო გუნდია. 4. საზ მაუწყებელს - შეწყვითეთ ხალხის ფულის ფლანგვა ფიფიას სამოყვარულო გუნდის ტრანსლიაციებში. სჯობს ეთერი სხვა რამეს დაუთმოთ გნებავთ ლაოსის ან ბურუნდის სილამაზის კონკურსს - პატივისცემა კონკურსის ყველა მონაწილეს 5. დინამოს სპონსორების პრ სამსახურის თანამშრომლებს - ფიფიას სამოყვარულო გუნდთან აფილირებით თქვენი ბრენდი სირცხვილთან ასოცირდება.სჯობს, რაიმე სხვა სფერო დააფინანსოთ - გნებავთ თბილისის ცირკი, დამერწმუნეთ ეს თქვენი ბრენდის ცნობადობის გაზრდას უფრო ხელს შეუწყობს 6. სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მოხსენით აბრა - დინამო- და დაიტანეთ - "ვაგზალი" ან "დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია" - სიტყვა "დეზერტირები" კი ისე უფრო შეეფერება ფიფიას დინამოს 7. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას - ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან და ქართველი გულშემატკივრების ფსიქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებია მიზნით, სამოყვარულო კლუბ- ფიფიას დინამოს ევროთასებზე მონაწილეობის უფლება მანამ სანამ ცირკის დირექტორი იქნება კლუბის სათავეში. შეუძლებელია უკვე ფარერელი ყაზახი და მალტელი გულშემატკივრების ქილიკის ატანა. ან მეორე ალტერნატივა, ქართული კლუბების საერთო დონის ამაღლების მიზნით მოხდეს ეროვნული ჩემპიონატის შერწყმა უფრო ძლიერ საფეხბურთო ქვეყნების ლიგებთან - იგივე ფარერების, მალტის, კოსოვოს ან გნებავთ პალაუს საფეხბურთო ლიგებთან. 8.და მაინც, რადგან ამ კაცს არ ეშვებით, მაშინ კეთილი ინებონ შესაბამისმა სამსახურებმა და პატივცემულ ჭიაბრიშვილის კლუბებს და თავად მასაც დაენიშნოს ფსიქოლოგი, და საერთოდ მიხედეთ ამ კაცს და მის მენტალიტეტს, ზოგადა მის მენტალურ მდგომარეობას, წნეხებსა თუ შიშებს. 9. მსოფლიოს ყველა ტოტალიზატორის მფლობელს და უეფას - საეჭვო სიაში შეიტანონ ქართული კლუბების და მეტწილად სამოყვარულო კლუბ დინამოს ყველა მატჩი და შეწყდეს დინამოს წაგებებზე, ტაიმბოლებზე და ყველნაირ შედეგებზე ფსონების მიღება - იწეწებით ხო ხედავთ. 10. და ბოლოს ფეხბურთელებს - ნუ დაუკავშირებთ თქვენს ბედს და საფეხბურთო ცხოვრებას ფიფიას სამოყვარულო კლუბს, თუ რა თქმა უნდა, თამაში და რაიმეს მიღწევა გსურთ, თუ უფრთხილდებით თავს და წარმატება გწყურიათ, ამას მანდ ვერ იპოვით. იშრომეთ, ივარჯიშეთ, იოცნებთ და როგორც შანსი მოგეცემათ წადით ქართული კლუბებიდან ხო ხედავთ რა ჭაობშიც ხართ. წადით ყველგან, ყველა ლიგა ჩვენზე ძლიერია წადით ანდორის მეორე დივიზიონში, უარი არ თქვათ სან-მარინოს ჩემპიონატის აუტსაიდერიდან მიღებულ შემოთავაზებაზე, წადით კოსოვოში, წადით მალტაზე, ფარერებზე, მალავიში, ჩადში, სომალიში აქ ნუ გაჩერდებით თორე ეს უმაქნისები არ მოქცემენ განვითარების საშუალებას და მართლა გაგანადგურებენ მენტალურად.
სიმართლე
აქაც მოგვიგებენ ესენი ამ მაკს ნიჩია მაგარი ყრუ გუნდი გვყავს თავის ტრენერიან პრეზიდენტიან მარგველაშვილიანად....ამ ბოლოს ვაფშე გუნდში რო ათამაშებ ფეღბურთის გონზე არ ხარ ეგეთი მცველი ან მეკარე ყოველთვის ყავს დინამოს გუნდში...
რეზო
აქ მოვიგებთ.შემფეგ წრეში გაბალთ
შახრუდინი
რაც არ უნდა თავხედურად ჟღერდეს ეხლა ჩემი დანაწერი მაინც ვიტყვი დინამო გავა შემდეგ ეტაპზე მაგრამ ამით ამ სირცხვილს ვერ ჩამოირეცხავენ მაინც.უაზრო გუნდია უაზრო!უკან პასებო უკან უკან უკან უკან
მამუკა
54 წლის ვარ. თბილისის დინამო ჩემი და მთელი ჩემი თაობის ბავშვობის სიყვარულია, საოცარი ემოციებით, სავსე სტადიონით,ერთმანეთის ჩახუტებით. ზუსტად თბილისის დინამომ გვაამაყა ქართველობით.დინამოს სტადიონზე გავდიოდით ქალაქელობის გაკვეთილებს.და მაშინდელი ლეგენდარული ბიჭები გულშემატკივრის გულისთვის ბოლომდე დებდნენ ჯიგარს. ხოდა ახლა,ამ ჩემი ბავშვობის სიყვარულის გაუკუღმართებული გზით გაუპატიურებას გვაყურებინებენ პირდაპირ ეთერში. წადით რა ბიძია, გაიპარეთ სადმე. ან სახელი გადაარქვით ამ გუნდს. რას დაემსგავსეთ თქვე უჯიშოებო, მამები არ გყავთ? ვიღაცამ ხო შეგიყვანათ თავის დროზე ფეხბურთზე.
samarcxivno daskvnebi
ჭიაბრიშვილი გაუშვითო, ფიფია გაუშვითO კი არა! ვახ რა , ქართUლ ფეხბურთს პატრონი არ ზავს. ეროვნული სირცხვილია ეს გუნდი და ჭიაბრიშვილი გაუშვითO კაცო... ჩხეტიანი ხომ გაუშVით და მერე კიდევ მოვა ვიღაც ასეთი. თქვე კაი ხალხო მიზეზი რა არის ვერ ხვდებით ამ გუნდის კრახის ხო ? :))) რა უნდა გელაპარაკოთ თქევნ, აზრი არ აქვს , ეჰ
ზურა
დინამო გადაარქვით ამ ნახირს და ახალი, ახალგაზრდული დინამო შექმენით ცალკე, ხოლო ფიფია და ფედერაცია ციხეში ჩაყარეთ სულის სირახიტისთვის
dato
პირველ რიგში სახელს არცხვენენ და გადაირქვან სახელი და დაირქვან- "საქონლები ფიფიასი". ისე ჯობია დაიშალოს ეს პირუტყვთა ბანდა ფიფიას თამადობით
გიუშა
ჰამრუნმა შეგვა(ჰ)რამუნა))
სიმართლე
მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი ხანია ეს გუნდი ბოლომდეა დასაშლელი. წაგებაში ფულს იღებენ ანუ ხელფასს და კიდევ რა ხდება კაცმა არ იცის. დაიშალოს აუცილებლად
დავით 67
გინება ზაფხულობით როგორც გამოწერილი წამალი ისე აქვს ფიფიას. მერე ჯანმრთელდება ეტყობა და მთელი წელი კარგადაა. თან ყველას ავიწყდება ის. ნეტაი თქვენ ვისაც კიდევ ამ დინამოს თამაშების განხილვაც შეგიძლიათ. მაგარი რკინის ნერვები გქონიათ.
რეზო
აქ მოვუგებთ.შემდეგ წრეში გავალთ.
ჯუანშერი
ზაგრების დინამომ კი ჩვენი დინამოს გამომგდები ასტანა მარილზე გაუშვა 4:0 დარტყმები კარში 17_0 ზე დდ
იბერია
დასაწერიც აღარაფერია სულ გამოვხატავდი წლების განმავლობაში ჩემ აზრს მაგრამ მორჩა ყველაფერს საზღვარი აქვს. სანამ დინამო ფიფიას ხელშია ჩემთვის ეს გუნდი მკვდარია უბრალოდ, არცერთ სივრცეში აღარ არსებობს. მირჩევნია პაკისტანის ხოკეის ჩემპიონატის სიახლეები წავიკითხო და იქ დავაფიქსირო ჩემი აზრი. ჩემთვის ეს თემა დახურულია
romandro
ესუკვე ნამეტანია...კარგით რა ბოლოსდაბოლოს,(ნამუსიც კარგი საქონელია რა) ხომუნდა მიხვდეთ რო თქვენხელში დინამოს განვითარებას მომავალი არუწერია...ხალხს სტადიონზე მოსვლის სურვილს აკარგვინებთ,შემდეგ ეტაპზე რომცგახვიდეთ (იმედია რაღაცნაირად მოახერხებთ მალტურ ბარიერის გადალახვას) მაინც არაფელი შეიცვლება,სანამ კლუბში ძირეული ცვლილებები არიქნება, და საქმის მკეთებელი პროფესიონალი კადრით არშეიცვლება...
ლევანი
ბიჭო ესენი მართლა ტოტალიზატორში მაზავენ თავის წაგებაზე, უეჭველი განზრახ შვებიან. გეუბნები რაააა
ჯფფ
შედარებისთვის ხვადაგიანი, კალანდაძე (ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ვინც ითამაშეს) და პრინციპში ტაბიძეც, იდგნენ დაცვაში სტაბილურად მთელი ეს მატჩები. ჩაუსვა შუაში მარგველაშვილი და აირია მონასტერი, 5-დან 4 გოლი მაგიტო გაუშვეს. მიხვდით ახლა მწვრთნელს რო შემადგენლობაში მინიმუმ(!) 1 მოყვარულის დონე ფეხბურთელი უყენია და ათამაშებს რამხელა ზარალია გუნდისთვის/ნაკრებისთვის. მექვაბიშვილს აპლოდისმენტები. ეს სუსტი მწვრთნელები უნდა მოცილდნენ ფეხბურთს.
ანდრო
ფიფიას ისეთი ხალხი ყავს გვერდით ვინც დინამოს საბოლოოდ დაანგრევენ,ვინმე ფოლიძე და ჭიაბრიშვილი.ნეტავ ფიფიას აცოდინა როგორ ღადაობენ დოლიძე ჭიაბრიშვილი და სხვები ფიაფიაზე.რატომ აქვთ საერთო ინტერესები დოლიძეს და ჭიაბრიშვილს? მწვრთნელი რომ გაუშვას თუ ფოლიძე დატოვა იგივე შედეგი იქნება
გიუშა
ორი დინამო რომ გავაერთიანოთ და დიდიმოჯ...ლი დავარქვათ?!))))
Fyoto
გოთიკურ ჟანრს გავს ეს ყველაფერი, რაღაც შიშის მომგვრელ წყვდიადის შთაბეჭდილებას რომ გიტოვებს, ეს თბილისის დინამო გარდცავლილ ფეხბურთელთა სასაფალაოა!!! 3-4 ფეხბურთელი რაღაცას ხლაფორთობს აი რომ იტყვიან არც გარდაცვლილებში წერია და არც ცოცხლებშიო დანარჩენი კი უკვე მარილზე არიან გასულები. ფიფიას ქვა კი ღველაზე მაღალი ადგილიდან დაყურებს სასაფლაოს სახელად "დინამო"
დათა თუთაშხია
,, ვავა ვავა ვავა///
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
მეთევზეებთან წააგეს, მეხაშეებთან წააგეს, ყასბებთან წააგეს, ვინღა დარჩა? დამლაგებლებთან არ უთამაშიათ, მაგათ ნაღდად მოუგებენ, დამლაგებლებს და ქიმიის ლაბორანტებს, მაგათაც თუ მოუგეს და სტადიონზე კიტრი უნდა დავთესოთ, იქნებ პირდაპირ კიტრზე გადავსულიყავით ააა?
ქართველი
წა წა წა ქვეყნის სირცხვილი ხართ ფუიი. ხო გააჩნია ვისთან აგებ როდის აგებ და ა.შ
123
გავაუქმოთ ეს ფედერაცია და ეს სპორტინარააა ჩვენი საქმე.
ირაკლი
“დინამო” რა წუმპეცაა უკვე წლებული რაც ფიფანო მოვიდა ყველამ ვიცით. ეხლა კითხვა ისაა, თუ ეს ვაი ფლაგმანი მაინც მუდამ ჩემპიონატის ლიდერებშია დანარჩენი გუნდები რაღას წარმოადგენენ? გასაგებია რომ მსაჯები ეხმარებიან, მაგრამ მთავარი მიზეზი ეს არ მგონია. და მეორე, რეალურად არის რაიმე ზემოქმედების ბერკეტი? გასაგებია რომ იურიდიულად შეუძლებელია ასე ადგე და წაართვა კლუბი, მაგრამ რაიმე ერთი აქცია მაინც გახსენდებათ ან ფიფანოს სახლთან ან ფედერაციის შენობასთან. ჰოდა ჟურნალისტები ჩვენ არ გვყავს, ვეტერანები ასი წელი ხმას არ ამოიღებენ, და გამოდის რეალურად ყველას ფეხზე კიდია ეს კლუბი (კლუბები) და ამას სათავეში მყოფებიც მშვენივრად გრძნობენ, მიტომაც გასდით წლებია ერთი და იგივე საზიზღრობა. დაუსჯელობაა პრობლემის თავი და თავი.
გიორგი
დინამოს მრჩეველიც არ ყავს ფიფია ვინმე ნახე ისეთი ვინც რამეს გირჩევს თორე შენ შორსხარ ყველაფრისგან ხო უნდა მიხვდე როდესღაც
ცოტნე
რამე მოვიფიქროთ! ! ! გასკდა გული!! სირცხვლია რასაც ესენი აკეთებენ!! რამე აქცია დაანონსეთ!! 1 ტაიმში წინ პასი არ იყო!! ბაზა გადავკეტოთ ან თბილისში არ შემოვუშვათ!! ეს უჯიგროებო!! უთავმოყვარეობი!!
დევდარიანი
odala
იპოვეს ეგრევე განტევების ვაცი გენიოსებმა - მარგველაშვილი. არა და გაუმართლებელი ჯარიმა სულაც არ იყო რაც აიღო და მეორე გოლზეც მეტოქემ ითამაშა მაგრად. როგორც ამერიკელი კომენტატორები იტყოდნენ ნბა-ში good offense beats good defense. ერთი ფეხბურთელი კი არა მთელი გუნდია ბანძი. ვერ აჯობეს მეტოქეს, რომელსაც როცა დასჭირდა საკმაოდ მწვავედაც შეგვიტია. ჩვენები კი პატარა ბავშვებივით იბნეოდნენ. რამდენჯერმე გაგვიმართლა, მაგრამ რამდენჯერ გაგიმართლებს. კიდევ კარგი ზაგრებს არ ვეთამაშეთ. ისინი მართლა შეგვარცხვენდნენ.
აუეეე
დინამო ჩემპიონ!!!
რაბუ
კამარას რომ ვუყურებ ასე მგონია 30 კუპატი აქ ნაჭამი
მალხაზი
მარგველაშვილი რომ შემოიყვანა ამით დაცვა გააძლიერა?
აბც
ან უნდა გაუქმდეს ეს გუნდი ან უნდა გაიყიდოს სხვა გზა არაა მალტა ფარერები ისლანდია რა დონის ჩემპიონატი ამათ აქვთ მაგრამ ყველა გვიგებს
აუეეე
დინამო ჩემპიონ!!!
რაბუ
სხირტლაძე წადი და ქუჩაში იბლატავე და გაშალე ხელები ან ჩადი და დაცვას დაეხმარე, ნუ დადიხარ ფეხბურთი ითამაშე. მაგრამ რაც გუნდი ის კაპიტანიც.
G.LA
რას ერჩით ვერ გავიგე, დიდი ანგარიშითი ხომ არ წააგეს? მაგალითად 1-6 რატო იშლით ნერვებს?
Vakho
ჩემპიონთა ლიგიდან ზარზეიმით კონფერენს ლიგაზე, კონფერენსლიგიდან სად?ტ...ში მართალი ხართ
რუსთავი
სრულიად გაუგებარია ასეთი დონის უცხოელები რატომ მოგყავს გუნდში, ბევრად მაგარ ბიჭებს გაზრდი აკადემიაში 2-3 წელიწადში თან 4-5ჯერ მაგრებს!!! მაგას არ ჯობია აკადემიის ბიჭებით ითამაშო და ერთი უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელი ჩამოიყვქნოო... ერთმა ,,ბრძენმა,, ქართველმა თქვა ქართველები საზღვარგარეთ არ უნდა გაუშვა თორემ ნახავენ იქაურ დონეს და ამათაც მოუნდებათო...! მიგვაჩვიეს წუმპეს, გაგვიბუნებრივეს!
Levani
Pipia araa fexburti sheni saqme
გიო
გაფიცებთ ხომ უყურეთ თამაშსს..მეც ვუყურე.უკვე მეორე თამაშია..და ვერ გავიგე ეს სხირტლაზე რატო თამაშობს როსთვის არის საჭირო..თან ხო გუნდის კაპიტანია დაჟე.გასაშვებია და მოკიდოს თოხს ხელი.ეს შავკანიანებიც ტყუილად დარბიან .დარბიან რაა (ხანდახან).თორე ისე დადიან.ნწ ნწ
Nikaa7
მარგველაშვილი 0 რატო აიყვანეს ეს კასტილა და ის შავი ბიჭი გაუშვეს, ჭიაბრიშვილიც ვერ განვითარდა ეს უაზრო უკან პასები სამწუხაროდ მწვრთნელიც შესაცვლელია. ისე ამ ეტაპს მწვრთნელის გარეშეც გავივლით ძაან დაბალი დონის გუნდია ეს ჰამრუნი
ზორო
ერთადერთი რაც თავში მომდის რაღაცა მოვიფიქროთ და დინამოს მივცეთ 5 წლიანი დისკვალიფიკაცია ევროტურნირებზე,ნებისმიერმა გუნდმა ითამაშოს მათ მაგივრად ამაზე ძაან ხო არ შევრცხვებით?!ტირანა,კლასვიკი,პაიდე,ჰამრუნი და ა.შ. ამათთან შედარებით ასტანა,გაბალა,ფლორა და სხვები გრანდები არიან...კაით რა ნამუსიც კაი საქონელია თქვე მართლა საქონლებო....სირცხვილია...ფედერაცია შენ კიდე ნაყე კვერცხი და არასწორი მსაჯობით აბლატავე ბათუმის და თბილისის დინამოები,კი ვხედავთ შედეგს თფუ მართლა და მართლა არ გრცხვენიათ?!ფლაგმანი ხართ ჩაჯმაში
საქართველო
შენ და მარგველა ფეხბურთს შეეშვით კაცურად,რამე სხვა სპორტს მიაწექით.
amberგ
მგონი გიცანი ბაბა
მ ი ა
ფინამო არა ველოსიპედის საბურავი, ნორმალური სახელი მაინც დაარქვით მაგ საწყლებს ეს საბჭოთა კავშირის გადმონაშთები
საქართველო
ეს რომელი დინამოა, 10-12 წელია რომ წყალს ნაყავს?! ყოველ 6 თვეში რომ ახალ მწვრთნელს ნიშნავენ?! ჭიაბრიშვილამდე მოიგეს რამე?! გაუშვან ჭიაბრიშვილი,აზრი?! ნეტავ მართლა ჭიაბრიშვილში იყოს პრობლემა...რაც ფიფია მოვიდა დინამოში ერთიდაიმავე წრეზე ტრიალებს გუნდი.
ჰე ჰე
დინამო საკუთრ წაგებაზე დებს ფსონებსო & ვინმეს არ ჯერა? იმენა ზომმბამბვეს ბოლო გუნდი ჯობია მაგათ
ზურა
ეგ უშველის ვითომ? ფიფიაა წასასვლელუ და გუნდს სათავეში უნდა ჩაუდგეს კაცი,ან ჯგუფი, ვისთვისაც დინამო 1981 წელთან ასოცირდება და არა ყიდვა-გაყიდვასთან! საერთოდ, რა იქნება, ვინმე შეიხს მივყიდოთ? სხვა გზას მე ვერ ვხედავ. ასეთი კლასის ( სრულიად უკლასო) ფეხბურთელებით რისი იმედი გვაქვს? კარგ ფეხბურთელს კიდევ გუნდი უნდა. არამგონია, ვინმემ კარგად რომ შეუფუთოს, არაბებმა დინამოს სახელში ფული არ ჩადონ
საჩინო
მოახერხეს და წააგეს გუნდთან რომელიც წელში იყო უკვე გადატეხილი.მთლიანობაში გუნდიც ძალიან სუსტია თავისი შემადგენლობით და ხელმძღვანელობაც ბაიბურში არაა.კარგი მარგველაშვილი სუსტია მაგრამ ქართველი მაინც არის ,ამ ყოვლად წყალწაღებულ ლეგიონერებს რაში და რატომ ვუხდით ფულს?მარუშიცი ფეხბურთელია?მას რომ რამოდენიმე ნაღდი მომენტი არ გაენიავებია ხომ სოლიდური ანგარიში დაფიქსირდებოდა?რაც დღეს დინამომ მოახერხა ამას იშვიათად თუ ვინმე მოახერხებს.დაგვისკდა გულები რომ დაგისკდეთ ეგ გაუმაძღარი ფაშვები .
მწარე სიმართლე
იასნია დამარცხდებოდს, ეგრეც ვიცოდი, სად არ მქონდა დამედო წაგებაზე... დინამო სადაც თამაშიბს იმის2აგება უნდა დადო უეჭველი მოიგებ, მაგათ ჩემი უბნის გუნდი მოუგებს
bejo
ჭიაბრიშვილი რა შუაშია პრეზიდენტი ფიფიაა
მალხაზი
კიდევ კარგი არ ვუყურე თამაშს ნერვები ისედაც არ მიყვარს. დინამოს ფეხბურთელებს,თუ ფეხბურთელები ქვიათ, ორი გამოსავალი აქვთ, ან დაანებონ ფეხბურთს თავი და დროზე სხვა პროფესია მოძებნონ,ან თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ მეტი იშრომონ და პროფესიონალურად მიუდგნენ თავის საქმეს
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
აკი პაპა ყივჩაყი ყავდაო? ყივჩაყები ეგრე უნამუსოდ არ წააგებდნენ, გამორიცხულია, არ გვიღალატებდნენ, პრინციპში არც ჭიაბერას უღალატია, ჯერ იკითხეთ რაზე ქონდათ გამაზული, იქნებ უნდა წაეგოთ? მოგებაზე რომ ქონოდათ მერე რას შვრებოდნენ ეს საწყლები რააას?!!
Zura
მაგარი სოფელია ერთი ბოლნისისკენ სასირეთი ქვია. მაგარი სოფელია
Vakho
sos -აღარაფრის გრცხვენიათ? თქვენს ბოროტებას საზღვარი არ აქვს? რას უშვებით ამ გუნდს?! მეტი უარესი რაღა შეიძლება მოხდეს სად ხართ ხმას რატო არავინ იღებთ? არავის გაქვთ ამ გუნდისმიმართ არანაირი გრძნობა? სად ხართ ის ხალხი ვინც ეს გუნდი შექმნა, რატო არ აპროტესტებთ ამ სირცხვილს რაღაცა თქვით, ხომ ხედავთ უკვე მერამდენე წელია უკან უკან მივდივართ!.!.!.
bejo
ვულოცავ დინამოს რომ ბოლო წუთამდე არ დამარცხდა სიგუა რამდენად გაყიდეს ??
რეზო
თბილისის დინამოს, რაც არ დაიბეჭდება-ის
Caruzo9
წინა თამაშში ხომ დაუშვა შეცდომები,დღეს კი ჯაირიმა აიკიდია,რომელსაც გოლი მოჰყვა და ბოლო წამზე კი სწორედ მას დაასწრო მეტოქემ…მარგველაშვილი დინამოს მაგუაიერი)))
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
მარგველაშვილი დროზე შემოიყვანა, როცა შეატყო, რომ ვერ წააგებდნენ, შეაგდო მარგველა, ყველანი კართან! დარიალის კარი დაიცავით, წინ არ დაარტყათ, ვინ იცის ბურთი საით გაგორდება, ღმერთმა არ ქნას კუთხური დანიშნონ, მერე იქიდან ჩვენ კართან დაბრუნებას სამი მოძუნძულე შეძლებს და სამმა კაცმა თერთმეტთან აბა როგორო? აი ამიტომ შემოიყვანა მარგველაშვილი და გაამართლა კიდეც. ჭიაბრიშვილს ღორის თავით, ცივი ხაშლამით და წმინდა ეკატერინეს მკერდის დამჭერით უნდა დასაჩუქრდეს, აბა ბურთის დანიშნულება მაგან არ იცის და არც თვითონ აინტერესებს . ყაზახებთან ტაიმბოლი ხო დასვა? ეხლა თბილისშიც წაგება და ლიმონი ჯიბეშია. თქვენ კი ამბობთ რომ წავაგეთო. მოვიგეთ, უფრო სწორედ მაგათ მოიგეს, ჩვენ კი ნერვები რომ გვქონია მაგაზე შეგვამოწმეს. ყოჩაღ სიმონ, ყოჩაღ!

იმ ანეკდოტის არ იყოს კაცს რომ აუპატიურებენ და ის უჭერს და უჭერს,მერე ვიღაც ჩათლახი რომ დაიძახებს პოლიციავო და ამ დროს ის მოეშვება და მოდუნდება ეეე მაშინ "დაატაკებენ" ზუსტად ეგრე გააკეთა მაგ ჩათლახმა მსაჯმა, რომ წაიღო შვისტოკი პირისკენ და მეც შვებით ამოვისუნთქე მგონი გვეშველა მორჩა წვალებათქო და ეეე მანდ მომკლეს ბაბუუუ.
თენგიზ ქუმსიშვილი
დასცინეეეეეეთ
Beqa
ყველა დროის საუკეთესო ქართულ გუნდი,რომელიც გადაიქცა ყველა დროის სამარცხვინო ქართულ გუნდად.
იკა
მარგველაშვილს რაც შეეხება ჯერ კიდე ქუთაისში "კოლხიდაზე" ვარჯიშზე ორ გოლს ძლივს ათამაშებდნენ ისიც ზამენით და რავიცი ....
Burton
ასტანასთან პირველი თამაშის წინ დავწერე, ეს საბურთალოელები ნახეთ რაებს იზამენ და განსაკუთრებით მარგველაშვილი მეთქი და ზუსტად მასე მოხდა ყველაფერი. მარგველაშვილის ბრალია გაშვებული გოლების 99% და ზოგადად პანიკა დაცვაში. ჩვენ თუ ვხვდებით, მწვრთნელი რანაირად ვერ ხვდება?! ეს მალიც რა გაუგებრობაა, ბურთი ვერ ჩააწოდა და პასი ვერ გააკეთა ვერცერთხელ! ხარაიშვილი რამდენს კარგავს! და კიდევ ერთი ლუზერი საბურთალოელი ლაკვეხელიანიც რომ გუნდში ჰყავს?! მეზოკოვეშდის გამოგდებული ლაკვეხელიანი. ნაცნობებით აავსო გუნდი. საკუთარ სახლში დაპატიჟოს ძმაკაცები, რამდენიც უნდა, ეს კლუბია თუ სოციალური დახმარება???
კაკი
დინამოს აკადემიის ბიჭების გამზრდელი კაკაშვილი დანიშნეთ სტარში ტრენერად, ბიჭებს ზეპირად იცნობს და გამარჯვებულის ფსიქოლოგიასაც მოუტანს! ეს ვიტ ჯორჯია საბურთალო ლოკომოტივა სასტავი წაით სანამ ოდნავ მაინც გაქვთ თავმოყვარეობა არ ხართ თქვენ დინამოელები!
რაბუ
მარგველაშვილის საეჭვოდ დამატება რამდენიმე დღით ადრე, შემდეგ ეგრევე სასტარტო, ასტანას ფეხბურთელის შეცილება კარამდე მეორე გოლზე, ახლაც ცვლის და ვაგებთ საეჭვოდ. შეცდომა შეცდომაზე. ნეხვად გექცეს ფიფია რაც იშოვე ეს დღეები. სანამ ეგ კაცია დინამოს მფლობელი შეგუებული ვარ იმ აზრს რომ წარმატება შეუძლებელია.
giorgi
ქართულ გუნდებს პირველ რიგში უნდა გადაერქვას სახელები. ტორპედო , დინამო , ტანია, ნატასჰა,კოლია, ვლადიმერი. ეს რუსული ტორპედოები დინამოები და ტუ-34 -ტები უნდა მოშორდეს. დამთავრდა სსსრ და აღარ ვართ კომუნისტურ პარტიაში. მეორე, უნდა გაიყაროს ყველა და ითამაშონ მარტო აკადაემიიდან წამოსულმა ბავშვებმა კარგი უცხოელი ტრენერების ხელში.ყველა ასაკში. და მესამე მორჩეს ეს დაფინანსება ჩვენი ჯიბიდან ამ მარაზმის.
გიუშა
არც ერთი იყო მალტელი და არც მეორე ქართველი,ორივე ბედკრული აფრიკის შვილები იყვნენ)))ფოტოს სათაური)))
გიო
აწრიალდით დაქირავებული ტროლები,დისლაიქებით შემოსევიხართ
L.J .
Margvelashvili warmatebaa nu vistvis rogor :)))chias iasnia chitdeba...
დევი
ჭია გაუშვით მისი არადინამოური სულის კამანდასთან ერთად! სასწრაფოდ, საპასუხო თამაშისთვის რომ უკვე სხვამ გაიყვანოს გუნდი! ამაზე მეტი უბედურება დინამოს რა უნდა დაემართოს და იქნებ ჟილკით თამაში მაინც ვნახოთ! ჭია თავისით წამსვლელი არაა და უჯიკეთ პაწა!
RX
ვაი ვეღარ ვხედავ მზეს
Kvekeskiri
ბაზარი არაა ჭია ნოლია,მაგრამ ფიფია მინუსებშია საერთოდ,ამ პატარა ბიჭებსაც აფუჭებენ,ეუბნებიან რო დებილები არიან,არ შეუძლიათ არაფერი,გადი და აბა ითამაშე მწვრთნელი რო მაგას იტყვის,დაახვიეთ ფეხბურთიდან საერთოდ თქვენი მოდგმა გადაშენდეს ნუ უზიანებთ ფსიქიკას ამ პატარა ბიჭებს,სად წავიდა სიგუაო წავა აბა რას იზავს ჭიამ რა უნდა ასწავლოს წაგება?!
Მმ
მარველაშვილი ყოჩაღ!!!
გიორგი
ჭიაბერაშვილი არის დაბალი დონის მწვრთნელი. უნდა გადადგეს!
ჰაჯი
დინამოს აკადემიის ბიჭებს მიეცით შანსი და ამ სულით არა დინამოელებს დაახვევინეთ გუნდიდან, თავის სამწვრთნელო შტაბიან მარგველაშვილებიანა! ეს მარგველა ყველგან მოღალატე როგორ გამოდგა! პ.ს. გაგი მარგველაშვილს ზუსტად ვიცი, რომ დინამოს მიმართ ქონდა ზიზღი! საბურთალოში რომ თამაშობდა აი ტორპედო ბოლო წუთებზე რომ გახდა ჩემპიონი, მაშნ საბურთალოელი მარგველა დინამოს წაგებას სიხარულით და უხამსი ჟესტებით შეეგება! სულ ჰოპპემ რო გააკეთა დუსელდორფში გოლის გატანის შემდეგ იმას უჩვენებდა დინამოს ფეხბურთელებს! გუნდში რომ ახალი წევრი მოგყავთ, მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდეთ ოდნავ მაინც აქვს თუ არა კლუბის სიყვარული, მარტო ხელფასისთვის ან უგუნდობისგან თავის დასაღწევად მოთამაშე ხალხი დინამოში არ უნდა იყვნენ! პ.ს.ს. ჭიაბერაშვილი ამჯერად რას იტყვის კიდევ ერთი ამას ველოდები ინტერესით, ეგ მართლა ჭია და პარაზიტი კაცი!
იკა
ეგეთი სამარცხვინო გუნდი ალბად არ ახსოვს ქართულ ფეხბურთს ბოლო წლებია...ისე მაინც ქნან შიდა ჩემპიონატში აღარ მოიგონ რამე რო სირცხვილს სირცხვილი არ უმატონ ზემოდან ყოველ წელს
კ ო მ ბ ლ ე
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! მერე რა, თუ მე ტქვენ მოგებაზე მქონდა გამაზული, აბა სხვა ვისზე უნდა გამემაზა? მაგრამ მაინც გენაცვალეთ ჯიგრებში, რომ დიდი ანგარიშით არ წააგეთ. მაგრები ხართ, მაგრები, თქვენ ხართ ჩვენი ნაკრები, ვახ ჯოკოვიჩ შენ გენაცვალეეე.. ჯოკოვიჩი რა შუაშია? როგორ? თბილისის დინამო ჩოგბურთელების ნაკრები არ არის? აბა ვინ არიან, ხოკეისტები? მე ეგ არ ვიცოდი, მაშინ გაუმარჯოს ტრეწიაკს! ბურიაკი არა ხო? კ ჩორტუ. გაუმარჯოს დერიუგინს. მარა გამაგებინეთ ესენი ფეხბურთელები არიან, თუ საზამთროს გამყიდველები? თორემ მე ნატალია ნარიშკინას ფანატი ვარ, ესენი კი, თურმე მეშახტეების ფანატები ყოფილან. მოკლედ; დიდება უკრაინას! გაუმარჯოს ველოსიპედისტ ომარ ფხაკაძეს...
ზაზა გ.
ჩვენი გუნდი ყველა კომპონენტში ნოლი იყო. ეს ფიფია მგონი შეგვეყარა და ვერ ვიშორებთ.
გიუშა
გიორგი მარგველაშვილი მაინც ათამაშეთ,თუ რამე წინდებს მაინც მოგიქსოვთ)))
მარგველა
პროსტა ვინმე თუ ამიხსნით ეს მარგველაშვილი საიდან მოიყვანეს ყველა ბურთი ამის შეცდომით გავიდა,მრავო ჭიას სელექციას
კახა
გაგი მარგვაუერი)))
Alegro
უხდება ცირკს მუსიკა ამ მატჩზე ორკესტრის მოყვანა იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, ძაან მოუხდა. რაღაც მომენტში დათვიც უნდა შემოსულიყო ერთბორბლიან ველოსიპედზე და გიგანტური ხვლიკი.
გიუშა
ამიერკავკასიის საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში ცვლილებაა-იმრანის ნაცვლად მოედანზე შემოვიდა ჭიას ძმაკაციიი გაგიიი მარგველაშვილიიი!!!)...ეს იყო დასასრულის დასაწყისი)))
ქართველი
მარგველაშვილი და დინამო არიან - მკვდარზე ვენოკი!!!
ნ.კ
რა დაუნდობლები არიან ქვა ქვაზე არ დატოვეს :) სერიოზულად კი ცოტაოდენი თავმოყვარეობა მაინც უნდა ჰქონდეთ!!!
არტ
მეც ზუსტად ეგ ვიფიქრე. ჭიაბრიშვილს ვერ გავიგე, რაღაც ვალი აქვს ამ მარგველაშვილის თუ რაშია საქმე? წინა თამაშების მერე მაგას თუ გამოიყვანდა ნაღდად არ მეგონა. ან მოისწრაფიშვილს რატომ არ ათამაშებს ან ხარაიშვილი რომ ცუდ ფორმაშია ამასაც რატომ ვერ ხედავს? რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელი დიამოსათვის?
anta
იმედია ჭიაბრიშვილს ეხლავე გაუშვებს ეგ მომგები არაა და ტყუილად დროის კარგვას დროებითმა უმწვრთნელოს და იქნებ ვინ შედარებით ნორმალური უცხოელი მოძებნონ
Koby
Marvel hokei itamahe iqneba IQ mainc ivargo
ტაჰამატა
მორიგი სამარცხვინო წაგება.
ბექა
ასეთი უნამუსობა არ გამიგიაააა. მგონია ძმებო რომ შეგნებულად აკეთებენ გააზრებულად რომ გაგვამწარონ და გავსკდეთ ნერვიულობით. ესე მასხარად იგდებდეს გუნდი თავის ფანებს თან შეგნებულად. მე არ მეგულება არ ცერთ ქვეყანაში ასეთი გუნდი.
ციციკორე
თქვენ კიდე, უკრაინული პრესის კომენტარი იუკადრისეთ-გაგვიმართლა ქართული გუნდი რომ შეგვხდაო :) უკრაინელებს კი არა, ყაზახებს და მალტელებს უხარიათ კაი ხანია.
გიო
ერთადერთი ვინც ამ სირცხვილამდე მიიყვანა დინამო არის ჭიაბრიშვილი!პირადი სარგებელი მხოლოდ დინამოსგან სახელი არ აინტერესებს.ნუთუ არ ცხვენია ჭიაბრიანს დინამოს ცოცხალი ლეგენდების..იქნებ შევიკრიბოთ რომ ჩამოვლენ დინამოს ბაზასთან და მოვითხოვოთ ჭიაბრიშვილის უპირობოდ გაშვება,დინამო ჭიაბრიშვილის გარეშე
აბგ
მთელი თამაში იმერული ესკიზები იყო. თავისი ორკესტრით სტადიონზე და დასასრულით. მიცვალებული ადგა
კოკა
მარტივათ და ლოგიკურათ ფეხბურთის თამაში არ იციან ამათმა დინამოს ვგულისხმობ ასე რო ჯერ ფეხბურთის თამაში ისწავლეთ და მერე გამოდით ევროტურნირებზე
Padovani
ვახხ ბიჯო ეს რა იყოოოო იმან რო აღარ ჩასტვინა რა კაცი იყო:დდდ. თურმე მბონგმს გონგი უნდა ჩამოეკრა და ჩამოკრა კიდეც იმ ჩემისამ ხხ/დდ: ორკესტრის თანხლებით და "ფლაგმანს" მეორეც საფინიშო შეურჭვეს. დდ: ეს უკვე კომედიაც აღარაა რაღაც სხვა ჟანრია ტრაგიკომედიასა და გაჯერებული ნიჰილიზმის. ესეთები ხომ მხოლოდ დინამომ უნდა იკისროს.
გოლი
მარგველაშვილი ჯობია თუ მაგვაიერი?
ფიფია
მგონია რომ მარგველაშვილის შემოყვანა პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, საერთოდ 10 კაცით გაგვეგრძელებინა არ ჯობდა?
გიუშა
...პოლის ჯოხიი)))))
Gio
უთავმოყვარეები
ქართველი
დალაგებულად თამაშობდა დაცვა,შემოიყვანა ჭიაბერაშვილმა თავისი სანაქებო მარგველაშვილი და ეტირა ყოფა.რომ დავინახე შემოჰყავდა ვიფიქრე აი ახლა ცუდადაა საქმე თქო.ის ჯარიმაც მის კისერზე იყო და მეორე გოლიც.წადი დაგვანებე თავი კაცი არა ხარ?წაიყვანე ეგ შენი ფავორიტი ვითომ ფეხბურთელები და მოგვშორდი.ყველა ობიექტური გულშემატკივარი ხვდება რომ გონზე არაა დაცვის ეგ მარგველაშვილი და ეს ან ვერ ხვდება ან არ ხვდება.სასაცილოც კი არის უკვე.
გ.ხ.
არაუშავს… შემდეგ წელს ფრეს ვითამაშებთ სან მარინოს ლა ფიორიტასთან . იმედია ანდორის სან კოლომას არ გადაეყრებით… გიბრალტარში შანსი არ გექნებათ ლონკოლნთან
Toko
ალერგია გაქვს ადმინ ჩემს კომენტარზე? რატო არ აქვეყნებ?
სოსო
უგულო,უსულო,უჯიგრო ჯგრო.სახელის შემარცხვენლები,გულშემატკივართა ემოციებისა და სიყვარულის ფეხებზე დამკიდებლები...
კოკა
ქართული ფეხბურთის სირცხვილი სუფთა დინამო თბილისი ეს ჭალაყანა გუნდი ეს ჯერ ფეხბურთის თამაში ისწვლეთ და მერე გამოდით ევროტურნირზე მერამდენეთ უნდა მოგვჭრათ თავი თქვენ უნამუსო უთავმოყვარეებო თქვენი ვითომ მწვრთნელიანა ჭიაა თუ ხვლიკია ვინც მაგას მწვრთნელობა დააბრალა მე იმის
დააT
დინამოს ასეთი მდგომარეობა არის რომან ფიფიას ფეხბურთის უცოდინრობის ბრალი და ხელისუფლების ბრალი რომელმაც ბიზნესი წაართვა ფიფიას და ამით შემოსავალი შეუმცირა დინამოს. ასე რომ რომან ფიფია და ქოცებია დინამო მესაფლავე
გოგა
ამას ქვია ქვეყნისა და ქართველი ხალხის თავზე დ----ა,მარა გადით და სულ არ კიდიათ
ტიტე
გუნდი კი არა ცირკი შაპიტო, ფეხბურთის სტილი "ცვედანი", რადგან ვერასდროს ვერ მოისხამს ნაყოფს. შთაბეჭდილება მრჩება ფიფია აძლევთ დავალებას რომ არ მოიგონ ან წააგონ მოსაგები თამაშები, რათა ქვეყანას სარეიტინგო ქულები არ ჩაეწეროს. მაგ კაცს საქართველო არ უყვარს (უცხო ქვეყნის/ქვეყნების გავლენის აგენტია და FARA არ სჭირდება ამის გამოვლენას, ზედაპირზე დევს ისეც ყველაფერი), ბავშვთა აკადემიას იმიტომ ინახავს, რომ ყველა სხვა სკოლას წაართვას კარგი ბავშვები და თავისთან ნელ-ნელა მოკლას მათში ნიჭი, ეგ კაცი ქართული ფეხბურთის დემონია, ყოველ დემთხვევაში მე ეს შთაბეჭდილება მრჩება, თან აშკარად მთავრობასთან და ფედერაციასთან კონტრაშია, ამიტომ ცდილობს თავისი დივერსიული ქმედებებით დინამო მოსპოს.
კოკა
ქართული ფეხბურთის სირცხვილი სუფთა დინამო თბილისი ეს ჭალაყანა გუნდი ეს ჯერ ფეხბურთის თამაში ისწვლეთ და მერე გამოდით ევროტურნირზე მერამდენეთ უნდა მოგვჭრათ თავი თქვენ უნამუსო უთავმოყვარეებო თქვენი ვითომ მწვრთნელიანა ჭიაა თუ ხვლიკია ვინც მაგას მწვრთნელობა დააბრალა მე იმის
გიუშა
ამიერკავკასიის საუკეთესო გუნდის შემადგენლობაში ცვლილებაა-იმრანის ნაცვლად მოედანზე შემოვიდა ჭიას ძმაკაციიი გაგიიი მარგველაშვილიიი!!!)...ეს იყო დასასრულის დასაწყისი)))
გოᲩა
მივმართავ მთავრობას,შეუწყვიტეთ ყველა გუნდს დაფინანსება,აბსულიტურად ყველას და ჩადეთ ინფრასტრუქტურაში და ბავშვთა აკადემიებში,ამათ არც სირცხვილი აქვთ და არც ნამუსი,ბათუმელი ვარ და ბათუმს პირველ რიგში,მერე ყველას,აეკრძალოს უნდა მუნიციპალიტეტებს გუნდების დაფინანსება,მოიძიონ სპონსორები და ინვესტორები,გაყიდეთ ყველა გუნდი ისე არა ვითომ,რომ იყიდიან,დაგვაწყვიტეს ნერვები ამ არაფრისმაქნისებმა.
მწრთვნელი
რა დონეზე დაეცა დინამო! კიდევ კარგი ასტანა გავიდა ზაგრების დინამოზე, რომელთანაც 4-0 წააგო, თორემ ერთი 10-0 გაურჭობდა ზაგრები ჩვენებს! აქ რომც მოიგოს და გავიდეს შემდეგ ეტაპზე ეს თამაში არ არის, ამას რა ქვია არვიცი!
გოლი
ყოჩაღ მარგველაშვილი
სანდრო
ფედერაციის გასაგონად,ის მაინც შეძელით რომ დინამოს გასწვრივ თბილისი არ ეწეროს მიაწერონ ან ბრიანსკი ან სტავროპოლი,ასე უნამუსოდ როდემდე შეიძლება ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ამდენი უსაქმურისა და დარმავოი ხალხის შენახვა
გიორგი
არაუშავს ასეთ სახელოვან გუნდთან მინიმალური ანგარიშით დამარცხება საამაყოც უნდა იყოს. თან ძალიან ცხელოდა მარტო ჩვენი გუნდისთვის. თან სტუმრად ვთამაშობდით. ამ მალტელებს კიდევ საერთოდ არ ცოდნიათ სტუმარ-მასპინძლობა. ისე კი არ მოიქცნენ ჩვენ რომ ასტანას პატივი ვეცით და მოვაგებინეთ, ამატმა პირიქით აქეთ მოგვიგეს. მოკლედ 30 წელია მომავალი ჩვენია!
ნიკა
მაგარი გუნდი ხართ
თაზო
ამათ ხელფასს რაში აძლევენ ვერ ვხვდები,სამოყვარულო დონეც არა აქვთ,საცოდაობაა რასაც ვხედავთ,ხო კიდე,მარგველაშვილი შეინახეთ,არ დაგეკარგოთ. მეტი უკან პასი,არ შეცდეთ და მეტოქე არ მოატყუოთ,საწყლები ხართ რა…
ნიკა
წადით სახლში დაიძინეთ
პაატა
ეს მალი რა კარგი იყო და რა მოუვიდა ძლივს დარბის..რა იქნება მოისწრაფიშვილი ძირითადში რომ იყოს სულ ცოტა კაცის მოტყუება შეუძლია..და ზოგადად რა სჭირს ამ დინამოს გაუგებარია.
Nik ushaa
წადით ლობიანი გამოაცხვეთ სოფლის გუნდი ხართ რა სახელს არცხვენთ თბილისის დინამოს
Levani
Sindis saertod dakarget? Ar shegizliat ar itamashot.
Giorgi
ფიფია ტოტალიზატორში რასაც იგებ ქართულ ეკონომიკაში მაინც თუ ტოვებ ამ ფულს თუ მიწაში მარხავ? :))
გოლი
ყოჩაღ მარგველაშვილი.
გიორგი
სირცხვილი და არაფერი მეტი. ჭიაბრიშვილი, ფიფია და გუნდი, მაგრა არცხვენთ დინამოს სახელს და მთელს საქართველოს. ამის ღირსები ხართ და მეტი სხვა არაფერი.
Levani
Sindis saertod dakarget? Ar shegizliat ar itamashot.
ლევანი
იცით რა მაინტერესებს? სულ არ მინდა ვაწყენინო, ახალგაზრდა ბიჭია, მაგრამ ეს მარგველაშვილი ვინ არის? და რატომ ათამაშებენ? ვინმემ თუ იცის, მითხარით რაააა
გოლი
ყოჩაღ მარგველაშვილი. ჭიაბრიშვილო გენიოსი ხარ
100%
კარგით რა.
Levani
Sindisi saertod dakarget? ar shegizliat xo xedavt ar itamashot. Xalxis nervebze rato tamashobt.
Toko
გადაარქვით ამ გუნდს სახელი. სირცხვილია ამათაც დინამო ერქვას და თუნდაც 90-იანების დინამოსაც დინამო. ჭიაბრიშვილო ან გადადექი ან დაშალე ეს უმაქნისების გუნდი. ხარაიშვილი, რომ გეყოლება და კამარა საუკეთესო გუნდში. სიგუამ ასტანას თამაშის დროს იცოდა, რომ მიდიოდა და რაღას ათამაშეთ? მარგველაშვილს საერთოდ რა უნდა ფეხბურთში? უბანში დომინო უნდა ითამაშოს და მაგაშიც არ ივარგებს. ლორია დაანებე თამაშს თავი! მორჩა შენი ფეხბურთი. სამარცხვინო და შუბლის ძარღვ გაწყცეტილების ბრბოა ე.წ. დინამო. !
Სამწუხაროდ
69-ე წუთზე სამმაგმა ცვლილებამ წააგო თამაში უკვე მეორედ. მარგველაშვილი,მალის დუეტს რა ესაქმებოდა მოედანზე რომ შემოიყვანა, განსაკუთრებით მარგველაშვილი,ძალიან დაბალი დონის საფეხბურთო ინტელექტი, ვერც კი გადმოვცემ ჩემი აზრით ისეთი სუსტი ფეხბურთელია.რატომ გადაწყვიტა ამ ბიჭმა მაინცდამაინც ფეხბურთი ვერ ვიგებ.
დათო
ამათთანაც :)
ნოე
მაინც ყანა გუნდია და ტაროს მოსატეხად მაინც წადით თქვე უჯიშოებო ამაში მაინ ივარგეთ
G.LA
ბოლო წამზე თუ დამარცხდა ეგ არ ითვლება წაგებათ. უნდა დაგეწერათ კინაღამ მოიგო დინამომ, რომ არა ბოლო წამებიო.
Niikuhaaa
ბავშვობიდან თქვენ გბალეშიკობთ სოფლის გუნდი ხართ უჯიგრო გუნდი ნეტა გორის დილა შეხვედროდა ამათ გადააახევდა თავზე ბურთს სირცხვილიააააა დინამოს ფორმა თქვენ არ გეკუთვნით ჭიაბრიშვილ აიღე პოლის ჯოხი და წმინდე წადიიი რა წადიიიი ფიფია ვაბშე ყველა წადით დინამოდან
სიმართლე
ალბათ ჭაბრიშვილი ხელფასის წილშ უზის მარგველაშვილს, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ რატო უნდა ეყიდათ?
giorgi
გაფიცებთ ყველაფერს არ გცხვენიათ? ოჯახები არ გყაავთ ნათესავები არ გყაავთ? ძმაკაცებთან მაინც არ გცხვენიათ? ჩვენ კარგი გკიდივართ. გადააშენეთ რა ესენი საერთოდ თავის დინამოთი და ქართული გუნდებით. ეს რა უჯიგრობაა , ეს რა მარაზმია. ფიფია , კობიაშვილი, ჩივაძე. არ და სხვეები... არ გცხვენიატ თქვენ მაინც?
ალბათ
არა არა , ბოლო წამზე კი არა, პირველივე წამზე იყო დამარცხებული. ეგ გუნდი არ არის და ამიტომ არც ბოლო წამზე არ არის დამარცებულია. მალტაში ჩასვლამდეც დამარტცხებული იყო ალბათ
ირაკლი
თავი რომ დავანებოთ შედეგს, უბრალოდ არ გრცხვენიათ ბიჭებო, იმ თამაშის, რაც თქვენ აჩვენეთ?… სისხლი მაინც არ გიჩქებთ და მაისურის ტარებისაც არ გერიდებათ???
გია
უთავმოყვარეო კვერცხები, არცხვენთ დინამოს სახელს და მთლიანად ქვეყანას
Superman
გეფიცებით 30 წელია ფეხბურთს ვუყურებ და გაგი მარგველაშვილზე დაბალი დონე ბავშვობაში უბანშიც არ მინახავს. ტიპი შემოვდა და თამაში წააგო ეგრევე. აბსოლუტურად ყველა თამაში, გინდაც საბურთალოში და გინდაც დინამოში, რაც ევროტურნირებზე ვითამაშეთ სწორე მის გამო წავაგეთ. ისე არ მინდა გამიგოთ თითქოს მასზე ვტეხავ ჯოხს მხოლოდ. დასაფერთხია მთელი გუნდი მენეჯმენტიანად. უბრალოდ ამ ბიჭს რა უნდა ვერ გავიგე. წადი შვილო იმუშავე და განათლება მიიღე სანამ ახალგაზრდა ხარ. უკვე მეც ტოტალიზატორშიკებივით ვიჯერებ რო სპეციალურად შემოყავს ეს ბიჭი ჭიაბრიშვილს და გამაზული აქვთ. უბრალოდ სხვა ახსნა არ აქვს ამ ყველაფერს
საქართველო
პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით,მლესავებმა მოგვიგეს
აბც
Ai gundi amas qvia tu ginda fulis shovna dinamo aq ar aris exla ragas daabraleben am wagebas...
ilar10N Youtube
ეს მარგველაშვილი ჩაგვიდეს იმენნა რაა , აი რომ შემოვიდა, გავიფიქრე ვსო დავიღუპეთ ახლათქო და... ისე აგიხდათ ყველაფერი
Bs
მარგველაშვილმა არ შეიძლება რომ არ ითამაშოს? ვალი აქვს მამამისის მწვრთნელს?
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
გიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
გიორგი ჭიაბრიშვილი: მე ბევრი შეცდომა დავუშვი - ვიმედოვნებთ, ამ ყველაფრის გამოსწორებას სახლში შევძლებთ
თბილისის "დინამო" "ჰამრუნთან" ისევ დამარცხდა და ევროსეზონი უსახელოდ დაასრულა [VIDEO]