ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად "ჰამრუნ სპარტანსთან" 1:2 დამარცხების შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

"რთული მატჩი გამოდგა. ეს პირველი თამაში იყო. ვიმედოვნებთ, რომ ამ ყველაფრის გამოსწორებას სახლში შევძლებთ. მარცხის მიზეზებზე საუბარი, ვფიქრობ, არ ღირს, რადგან ბევრი რამ გაანალიზებული არ გვქვს, მაგრამ ვხვდები, რომ პირადად მე ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც თამაშზე აისახა.

ცვლილებების მომენტიც იყო, ბევრი ტრავმა, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ. სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, მთელი თამაში ჩემი დაგეგმილი იყო და არ გამომივიდა. ამიტომ შეხვედრა დავთმეთ. ვეცდები, თბილისური მატჩი სხვანაირად დავგეგმო, შემოვაბრუნოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ".

sani
ნამუსგარეცხილი და ქვეყნის შემარცხვენელი ხალხი ხართ.
მერაბი
მეორე წრეში კი გავალთ, მაგრამ მერე აღარ მგონია რამე შეძლოს დინამომ. რა დრო დადგა, ამ დონის გუნდებს 10-0-ზე ვუგებდით! ფაქტია, არაფერი იცვლება, არც შეიცვლება, თუ ქალაქი არ დადგა დინამოს დასაცავად!
Tedo
ეცდები ??? რას ეცდები ბიჭო , შენს ,,მცდელობებს " გინდა გადაგვაყოლო ? შენ ეცადე ეხლა , რომ შენი კომპეტენციის შესაფერი სამსახური იშოვნო - შიმშილისათვის მტერიც არ მემეტება , შენ მით უმეტეს . არ დაიწყოთ ახლა შენ და ფიფიამ , თბილისური მატჩის წინ ცვლილება არ ივარგებსო . ნებისმიერი , ოდნავ ფეხბურთის მცოდნე , თავმოყვარეობადაუკარგავი მოუგებს მაგ თქვენს მძლეველ ბატის კვერცხების გუნდს ( ჩვენი ინდაურის კვერცხების გუნდია არა ბიჭების , არამედ დინამოს მესვეურების ,,დამსახურებით ").
აჩი**
ორივე დინამომ დაგეგმილად ცუდათ ითამაშა, ერთის მწვრთნელი ამბობს მე ვარ დამნაშავეო მეორეს მწვრთნელს 4 წელია მთელი ბათუმი ვაგინებთ უშვებთ და კიმენტარსაც არ აკეთებს, აზრზე ხართ რა მოგვარებული აქვთ? მეტი რამეს ვერ დაამატებ ისე თამაშობენ პრესკომფერენციაზე რა გულით ჯდებიან აზრზე არ ვარ

მეცოდება ქართული ფეხბურთი და ყველაზე მეტად ის ათწლეულში ერთხელ დაბადებული ინდივიდუალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები მეცოდება, ვინც ვერასდროს გამოიჩენენ თავს, რადგან უმრავლესობა უდაბლესი დონის გუნდელები ეყოლებათ. ამ ჭაობში ყველაზე მეტად გამორჩეულ ადამიანს გაუჭირდება, ჯერ რამხელა ზეწოლა ექნება და მერე ყველას გაფუჭებულს იმ ერთს რომ დააბრალებენ. გულშემატკივარიც აქედან გინების მეტს არაფერს უგზავნის და აღარც ერთ ბავშვს ამ ქვეყანაში ფეხბურთის თამაში აღარ მოუნდება. ერთი მიზეზიც კი არ არის რატომ უნდა მოუნდეს. ფეხბურთი სიამოვნებას უნდა განიჭებდეს მოთამაშესაც და მაყურებელსაც, ტანჯვა-წამებას კი არ უნდა ჰგავდეს.
ირაკლი
ზეზვა ყველაფერში მართალი ხარ! ზოგადად ფეხბურთში სამწუხაროდ მენეჯერები არ გვყავს და რეალურად საქმის გამკეთებელი პროფესიონალები. ისინი ვინც არიან მოძველბიჭო ელემენტები და ფულის კეთებაზე გადასული დილეტანტები არიან, რომელთაც რაღაც მცირე კარიერა ჰქონიათ სპორტის ამ სახეობაში და თავი გენიოსები ჰგონიათ.
სტალინი
ამდენის მოთმენა მართლა უკვე აღარ შეიძლება. დინამო არცხვენს თავის ისტორიასაც და ქვეყანასაც. ევროთასებზე აღარავის დამარცხება აღარ შეუძლია. ვინაიდან, კაპიტალიზმის პირობებში კერძო საკუთრება ხელუხლებელია და გუნდის მფლობელი კი დილეტანტი და უნამუსო, არსებობს ორი გამოსავალი: 1) გადაერქვას დინამოს სახელი, ისევე როგორც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე იბერია რომ გადაარქვეს ცოტა ხნით და დინამოს დიადი სახელი აღარ შეიბღალოს 2) კაპიტალისტური კონკურენციის პირობებში დინამო ისე დაძაბუნდეს კონკურენტებთან ბრძოლაში, რომ ვეღარ შეძლოს ევროთასებზე გასვლა, როგორც ამას ჩვენი მეზობელი სომხები აკეთებენ. ერევნის არარატმა 1975 წელს, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში შინ თვით მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა.ამ დონეზე თამაში ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა; რამდენიმე წლის შემდეგ ლივერპულის გამოგდების შემდეგ, დინამო მერვედფინალში ჰამბურგერ შპორტფერაინმა გააჩერა, არადა, ვისღა ახსოვს დღეს დიდი არარატი, სომხეთის ღირსებას ევროთასებზე სულ სხვა კლუბები იცავენ. არარატ–არმენია ახლადშექმნილი გუნდია.
ღუტუნა
ფიფიაააააააააააააააააა
გიგი
ეს ჭიაბრიშვილი და დოლიძე დინამოს სპორტული დირექტორი ორივე შეთახმებულად დინამოს ანადგურებენ.დავიჯერო ფიფია ვერ ხედავს ამას?
davit
იციტ რას ვრრ ვიგებ მიადგებიტ ფიფიას და ლანზხავტ ფიფია მწვრტნელია აგერ მაგალიტი ანორტოსისსი ლიგის ჯგუფი კონფერენს ჯგუფი ქეცბას დროს იყო ეხლა ქეცბა არარი გუნდსი მერვე ადგილი აიხო ვინარი გასალანზხი ტუ მიხვდებიტ
სოსო
ჭიაბერაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ როცა ანალიზზე ვლაპარაკობთ,კი უნდა მიხვედრილიყო,რომ გაგი მარგველაშვილი,წინა თამაშებშიც ძალიან მაგრად იყო აჭრილი და მისი გამოშვება,მოედანზე არ ღირდა.გაგის მაგინებლებისაგან განსხვავებით,არც მას ვთვლი ცუდ ფეხბურთელად(აქაური მასშტაბით),მაგრამ დღეს არ არის მზად და ისევ თუნდაც დუბლებიდან ვინმეს ამოწევა აჯობებდა.ის მაინც მიიღებდა გამოცდილებას და რაღაცას ისწავლიდა.მარგველაშვილს კი,რაღაც დრო უნდა, ფსიქოლოგიური ტრავმის მოსაშუშებლად.გასაგებია,მწვრთნელი,მაინც მის გამოცდილებას ენდო,მაგრამ უკვე 5 წუთის შემდეგ,ცხადი იყო,რომ სასწრაფოდ უკან იყო გასაყვანი.გაფრთხილება,კინაღამ აკიდებული პენალტი,საგოლე ჯარიმა და ბოლოს გოლი.თანაც ყველა,არა აუცილებელი.ეს სულ რამდენიმე წუთში,ნამეტანი ბევრია! იმდენი სახიფათო მომენტი შევქმენით და რაც კარში წავიდა,გავიტანეთ კიდეც.დანარჩენები კი,სულ ჩვენ თვითონ გავანიავეთ.მთავარი მიზეზი კი,მაინც ის არის,რომ ქართული გუნდები,საკუთარი წამმზომით თამაშობენ და მსაჯის სასტვენზე ადრე ამთავრებენ თამაშს.ჰოდა შედეგიც შესაბამისია.ნაშრომის წყალში გადაყრის ჩემპიონები ვართ,სპორტის ყველა სახეობაში.
ზეზვა
ეს ვეღარ გაიზარდა როგორც მწვრთნელი საბურთალოს შემდეგ.გეგუჩაძეც ვეღარ ვითარდება კაი ხანია და გასაგებია რომ მაგარი დაკრიშულია ორივე,მაგრამ გულშემატკივრებს რას გვერჩით? როგორც რუსეთში ყველას უნდა ესმინა ალა პუგაჩოვა,კაბზონი და კირკოროვი, აქაც ყველამ უნდა ვუყუროთ ამ ორ გენიოს ტრენერს? და ჩვენ და ბათუმის გულშემატკივრებს რატომ გვაიგნორებთ ათი ათასობით ხალხს?ფიფიაზე რომ წერენ აკადემიას მიხედოსო, იცით იქ გახსნის დღიდან რა მექრთამეობა ტრიალებს? კითხეთ მშობლებს და მოგიყვებიან.ფიფიამ უნდა გაყიდოს ეგ გუნდი,თუნდაც პოსლეზე და გაეცალოს ქართულ ფეხბურთს.3 და 4 ბავშვი დინამოში კი არა, ყველგან იზრდებოდა ყოველთვის.კარგად შეფუთული ფარსია მთლიანად ეგ დინამო თავისი უცხოელი პერსონალით.უყურეთ მაგათ დუბლს,უ19 რა საშინელებას თამაშობენ და დარწმუნდებით.დიდ გუნდზე არაფერს ვიტყვი, შედეგები ფიფოს 13 წლის მუშაობის სახეზეა.უ21 ით ილუზიებს ნუ შევიქმნით, ქართული ფეხბურთი დიდ ჭაობშია და ეროვნულიც კვარას გარეშე რაცაა ბევრჯერ ვნახეთ.არაპროფესიონალიზმია ყველაფერში რაც ფეხბურთს ეხება,დაწყებული ჟურნალისტიკით, რომელიც არ გვყავს ან მიკერძოებულია და დამთავრებული მწვრთნელებით გუნდებში, რომლებიც უამრავ ბავშვს ღუპავენ. მარტო ინფრასტრუქტურა ვერ გვშველის,იმ ადამიანებშია პრობლემა რომლებიც ფეხბურთში არ უნდა მოღვაწეობდნენ. მოაშორეთ ასეთი ხალხი და ყველაფერი კარგად წავა.

არცერთიდან არ გაუშვიათ, აბა თქვი, თუ რამე იცი, თუ არადა, ამ დაუსაბუთებელ ბოდვას შეეშვით
რეზო
აქ მოვიგებთ.შემდეგ წრეში გავალთ.ეგენი არანაირი რიბაკები არ არიან.მთელი მსოფლიოდან მაღალი დონის ლეგიონერები ჰყავთ.მალტა ევროკავშირის წევრი ქვეყანა არის.და ხელფასებიც მაღალია.ჩვენსავით კი არაა.ოკუპანტს რო ვუძვრებით
sormona
ჰოდა რაამბავია ამდენი შეცდომა, ჩვენ რა შეღავათი რო შენს თავზე იღებ პასუხისმგებლობას? სირცხვილია!
Gio-T
ნაღდად არ მეგონა ეს კაცი ესეთი უთავმოყვარეო! და ამ მარგველაშვილზე აღარ ვიცი, გვეკაიფებით?
ინდიანა ჯონსი
ბოლო ოთხი წელია დინამო თბილისი აგებს გუნდებთან:ალბანეთის "ტირანა",ფარერების "კლაკსვიკი",აზერბაიჯანის "ნეფთჩი", ესტონეთის "პაიდე",მალტის "ჰამრუნი". აღარაფერს ვამბობ ყაზახეთის "ასტანასა" და ისრაელის "მაკაბი ჰაიფაზე",ეს გუნდები დინამოსთან ფავორიტად მიიჩნეოდნენ,დარჩენილია ანდორის და სან- მარინოს ჩემპიონატების გუნდები,რომელთაც დიდი ალბათობით დაამარცხებს დინამო თბილისი მაგრამ ასე თუ გაგრძელდა,არ ვარ დარწმუნებული,რომ მომავალში დაამარცხებს მათ დინამო.ეს უკვე ფსკერია,გამოფხიზლდით!
მართლა ვაი პროფესორას
მარგველაშვილს განაცხადში რომ ჩასვავ და ჯიუტად ათამაშებ ან მექრთამე ხარ ან არაპროფესიონალი. თვითონ მარგველაშვილის პოზიციიდანაც ,ჯერ მანამდეც ყველა აკრიტიკებდა და ასტანას მერე კიდევ რომ თამაშობს და აშავებს,ისიც ან ვზატკებს ისვრის მისი პატრონი ან უთავმოყვარეო არაპროფესიონალია ! ყველაფერი უნდა ითქვას გუნდის ირგვლივ და არამარტო აქ ! კიდე რომ იცავენ ბიჭო!!!!!!!!
ირაკლი
მხოლოდ ერთს დავწერ რასაც პირადად მე გადავაწყდი. "დინამოს" ზემო ეშელონებში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ბავშვთა აკადემიაში ისეთ ბავშვებსაც კი ღებულობენ, არათუ ფეხბურთი, სირბილიც კი არ იციან და ბურთიანი ბავშვი რომ მოდის მათზე გვერდზე იწევიან შეშინებული. ეს ფაქტია! ოღონდ ზედმეტი 200 ლარი აიღონ და მზად არიან ყველა მიიღონ. არანაირი თუნდაც ოდნავი პრე ტესტირება. ეს ხომ იგივეა მუსიკალურ სკოლაში აწვალო ბავშვი რომელსაც არც სმენა გააჩნია არც რიტმის გრძნობა და არც მუსიკის სიყვარული. მერე ასეთი ფულიანი მამიკოების შვილები "ჩააჩოჩებენ" მართლაც ნიჭიერ ბავშვებს, აღარაფერს ვამბობ იმ ნიჭიერ პატარებზე რეგიონებიდან უსახსრობის გამო არა თუ "დინამოს" აკადემიაში, უბრალო საფეხბურთო სკოლაშიც რომ ვერასდროს მოხვდებიან. ამაზე უნდა ზრუნავდეს ფეხბურთის ფედერაცია, მაგრამ მუჯირს და კობიაშვილს ესმით ეს? მეტი არაა ჩემი მტერი.
giorgi
მწვრთნელი შედეგებით ფასდება და არამისი ადამიანობით ცუდი ადამიანი არვამბობ შედეგები ცუდიაქ ფაქტია

გენაცვალეთ ქომაგობაში...
wolf
შენ კიდევ აქ ხარ ჭიაბერ?! ჯერ ის ბოსი სადაა? ასტანას შემდეგ რატომ არ გააკეთებინეთ კომენტარები?! ან ელიტა რას ფიქრობს ? მგონი ყველას გკიდიათ მანდ და ხმის ამომღები არავინ ხართ. ჩვენთან კიდე "ჭ"ურნალისტები არიან, არც მათი კრიტიკის ობიექტი არ ჩანს და ქეცბაიასთან დიდი გული კი გქონდათ. ვაი თქვენს პატრონს.
გიზოგ
ლორია, ამ თვეში, რა ნამუსით აიღებს ხელფასს?
გიზოგ
ყველაფერში გეთანხმებით ბატონო, იმას რასაც ფიფია აკეთებს და ძალიან კარგად აკეთებს რუსულად სპეცოპერაცია ეწოდება.
1.2.3.4.5.6.
რამდენი გუნდიდან გაუშვეს ეს მწვრთნელი ვის ახსოვს?
დინამიტი
ჭიაბრიშვილი კი არ უნდა წავიდეს საერთოდ ევროთასებზე მის მიერ "გაწვრთნილი" გუნდების მიერ ნათამაშები მატჩის სცენარიდან გამომდინარე მოკვლევა უნდა დაიწყოს ეს ერთი კაი გასაგებია მარა მარტო "მწვრთნელი"? კაი - უსარგებლო სტატისტიკა - ბოლო 30 წლის განმავლობაში დინამოშო მწვრთნელის ცვლილება 42 -ჯერ განხორციელდა და რა გახსოვთ ამ წლების განმავლობაში ერთხელ გასვლა ჯგუფურ ეტაპზე იქ ყველა თამაშის წასხმა და იქაც გაყიდულ მატჩთან დაკავშირებული სკანდალი? 2-0 დან 2-5 პანიონისთან? 43 მწვრთნელი უშველის საქმეს? კორუფციაშია ჩაფლული მთელი ქართული ფეხბურთი და ინტელექტის არ ქონაში. ამას ვერ მოურინიო უშველის და ვერც კლოპი და ვერავინ სანამ ქართული ფეხბურთი მთლიანად არ გაიწმენდება უწიგნური ხალხისაგან
rigiti
გულანთებულში და თავდადებულში შეიძლება დაგეთანხმოთ მაგრამ პროფესიონალი და მითუმეტეს პატიოსანი?????? (პატიოსანი უკვე გადამდგარი იქნებოდა)
პროფესტო
ჩამოიყვანეთ წესიერი ფეხბურთელები, მიეცით ქართველებს ღირსეული ხელფასი რომ არ წავიდნენ საკმაოდ სუსტ, მაგრამ ფონანსურად ძპიერ ჩემპიონატებში! ამ გუნდს სულ რომ ანჩელოტი დაუნიშნო შედეგს ვერ დადებს, იგივე ეხება ბათუმის დინამოსაც!
ალეკო
ოდესღაც მთელი საქართველოს საყვარელი და საამაყო დინამო აღარ არსებობს უკვე დიდი ხანია, პატ ფიფიას ხელში სული დალია,სახელი მაინც გადაარქვან ნაკლებად დასანანი იქნება
ფიფიას,დოლიძეს და ბევრს სხვას
არ გინდოდათ რძე და ყველი?ჭამეთ ეხლა მაწონი.რაც თქვენ ეხლა გინება მოგდით არანაირ ფულად არ ღირს. ზაზა იუვეს დირექტორად წადი დაგვასვენე ,შეგვეშვი.ისევ ხუდადოვს მიხედე
ქეცბაია
კობიაშვილო არ გინდოდადათ რძე და ყველი ?ჭამეთ ეხლა მაწონი
კოლა
მწვრთნელის საქმიანობა გუნდის შედეგებით ფასდება და არა მისი მორალურ-გონებრივი მახასიათებლებით.
gzp
რომც არ ეშვებიან ეგ მომწონს მე :)))
ლაშა
განათლება და კვალიფიკაცია უნდა აიმაღლო ჭიაბერ, ძველი ბიჭივით კი არ უნდა არჩიო საქმეები!
ზაალი
გააკეთე კომენტარიო! რა კომენტარი უნდა გააკეთოს კაცმა. კომენტარის გარეშე. გული კი მაგრად მტკივა ჩემი საყვარელი დინამოს გამო.
Karche ra
ხალხო რატო იშლით ნერვებს ესეთი თამაშით და ესეთი გუნდით ჯობია არც გავიდეთ შეგვარცხვენს ნორმალური გუნდი აგერ კი შეხედეთ რაუქნეს ასტანას უარესი დაგვემართებოდა სირცხვილია ქართული ფეღბურთი და კობიაშვილი არის ამის პირველი დამნაშავე რამენაირად უნდა დაინტერესოს ინვესტორები შემოიყვანოს კლუბებში თუ არა კი უყურებთ ფიფიას რადღეშიც ყავს კლუბიი მე მგონი აკვნიდან ყიდის თუ ვინმეს იყიდიან და ესე ჩვენ წინ ვერ წავალთ...ვაფშე არ გვინდა ლეჰიონერები დინამოს აკადემიიდან მოამარაგოს სტაბილურად ფეღბურთელები გადაუხადოს კარგად გაუფორმოა 5 წლიანი ხელშეკრულებებიი და ათამაშოს 5 წელი ნახავთ თუ შედეგიც არ დადონ და მაგარ ფასებშიც გაყიდიან მაგრამ ვერ ქაჩავენ შლიან აწყობენ შლიან აწყობენ ესე ტრიალებს რაც მე ფეღბურთს ვუყურებ საქართველოში კლუბები..მე დარწმუნებული ვარ თუნდაც ეგ სიგუაც ვერ გაქაჩავს ღმერთმა ქნას ვცდებოდე
პროფესორებს
აქ რომ ღაღადებთ, ჭიაბრიშვილზე პროფესიონალი, პატიოსანი, გულანთებული და საქმისთვის თავდადებული მწვრთნელი ჩვენს ქვეყანას ბევრი არ ჰყავს, შეიძლება ითქვას, თითქმის არ ჰყავს, მაგრამ ენას ძვალი არ აქვს, და ზოგს არც მაგდენი ანალიზის უნარი!
ქომაგი
საპასუხო მატჩზე არუნდა მივიდეს არავინ დინამოზე საგულშემატკივროდ. ეს იქნება ყველაფრის პასუხი. (ბოლობოლო წაგებას გულშემატკივარს დაგვაბრალებენ და თვითონ გააგრძელონ თამაში ბედნიერად. სანერვიულო მაინც არექნებათ)
ლადო
ჭია არ მეგონა ასეთი ნაგლი და თავხედი თუ იყავი! ფეხბურთის უცოდინრობას რა უჭირს!
Vasili
დავით-ს/. 100% დააასვი, ვერც მე ვხვდები ეს კობახიძე ფეხბურთელი რანაირად გახდა და ეს მარგველაშვილი კიდე, თან ორივე ბოლო მცველი, ის კაპიტანია თან, აი არ ვიცი, მაგუაიერის სინდრომია გამეფებული საქართველოში
ამონარიდი
"მთელი თამაში ჩემი დაგეგმილი იყო და არ გამომივიდა" - ო! აბა ვის უნდა დაეგეგმა ან გეგმავს სხვა დროს? ფიფია? თუ ვინ?.
საჩინო
ასეთი პერმანენტული მყარად გამართული სისტემური წარუმატებლობები სპორტის იმ სახეობაში რომელიც თითქმის გაგიჟებამდე გვიყვარს ქართველებს და ტრადიციები და ისტორიაც გვიმაგრებს ზურგს,იმ გეგმის ნაწილი ხომ არ არის რასაც საქართველო უქართველებოდ ჰქვია?ყოველ სეზონში ასეთი მძიმე და მდგრადი დარტყმები ჩვენს ფსიქიკაზე ხომ გამანადგურებლად მოქმედებს?რაღა ვიფიქრო არ ვიცი,მარცხი იქ სადაც დამარცხების არავითარი პირობა და ნიშანწყალი არ ჩანს ______უიმედობაში გვაგდებს და ხელს გვაქნევინებს ყველაფერზე.უკვე გამოსავალსაც ვეღარ ვხედავ რა გავაკეთოთ,რა მოვიმოქმედოთ,როგორ ვუშველოთ მთლიანად ქვეყანას[და არა მარტო ფეხბურთს]და საკუთარ თავს.
როსტომი
თუ ყოველ თამაშში შეცდომებს უშვებ და თან აღიარებ ესეიგი არ ხარ ის დონე და გაიწიე გვერდზე ბიძიკო ფიფიასთან ერთად! დაუთმეთ ადგილი კომპეტენტურ ხალხს, რომლებიც მიხედავენ თბილისის დინამოს-ქართული ფეხბურთის პირველ და დიდ სიხარულს!სირცხვილია ბოლოს და ბოლოს!
Givi
ყოფილი საბურთალოელები თავის მწვრთნელიანად მოგზავნილები ხომ არ არიან? 5 გაშვებული გოლიდან 4 პირადად მარგველაშვილის სინდისზეა, მალტასთან ბოლო წამზე ფრთაზე რამხელა სივრცე იყო ნეტავ მალი სად იყო? რატომ არ ათამაშემს მოისწრაფიშვილს? და საერთოდ ჩემი აზრით ცდილობენ სწრაფად გავარდნენ და გაყიდონ ფეხბურთელები, ფიფიას ალბათ ასეთი სცენარი უფრო აწყობს...
სიმართლე
ლეგიონერები ვერ მოგყავთ ნორმალური ვერ მოგყავთ კარგი, მაგრამ ნორმალური უცხოელი მწვრთნელი რომ მოვიყვანოთ არც მაგის საშუალება არააა? დამარცხებულის ფსიქოლოგია აქვთ ფეხბურთელებს, ესე მგონია რომ პირველ რიგში მწვრთნელს აქვს ეგ პრობლემა
ჯერ სად ხარ
მე თქვენ შვებულებაში მეგონეთ ყველანი..თქვენ კიდე ბურთი გაგიგორებიათ...წადით შეგვეშვით გაიხადეთ დინამოს მაისურები..თქვენ არ ხართ ღირსები რო ატაროთ!!თქვე უნამუსო ებო
დინამოელი
ჭია ნამუსთან რა დამოკიდებულებაც გაქვთ დინამოს მესვეურებს უკვე დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ერთი ეს მაინც გვითხარი უღრმესად პატივცემული "ბატონი" რომანი როგორაა, ხომ არაფერი უჭირს და რამე ხომ არ სჭირდება გულშემატკივრებისგან?
დათო
ფულს ვერ ჩავდეფ რამდენიც საჭიროა ბატონმა ფიფიამ არ მააქო :-) ხოდა არც წესიერი მწვრთნელის მომყვანია უბრალოდ აკადემიაში წამოზრდილი ბიჭების ყიდვა-გაყიდვის ხარჯზე შოულობს ორ კაპიკს და სულ არ აინტერესებს გულშემატკივრების აზრი ,არც დინამოს შედეგები !!! .. სიმართლე ეგაა . პირველი ვინცაა შესაცვლელი მფლობელი ფიფიაა მანამდე დინამო სულ ასეთი წყალწაღებული გუდით იღლაბუცებს
las
დინამოს როგორც ვიცი საუკეთესო ბაზა, პირობები, სკოლა და რავიცი ბავშვთა აკადემია აქვს და რა არის მიზეზი ყოველ წელს ასე რომ არცხვენს ქვეყანას? ალბათ გუნდში კვლავ ფულით და ნაცნობობიტ ხვდებიან მოთამაშეები, ეს ტრადიცია გრძელდება. და მთავარი მის პრეზიდენტს არ აქვს სურვილი გუნდის განვითარების. უფრო მეტსაც ვიტყვი არის რუსი ბიზნესმენი და საერთოდ დავალებული აქვს გააფარჩაკოს ქართული ფეხბურთის ფლაგმანი. ჩვენი ფეხბურთის წინსვლა ხო სოლად ესობატ რუსებს. ახალკაცის მოგონება მახსენდება. 81-ში თასი რომ ავიღეთ მადლობას ვინ ჩივის საყვედურებით ამავსეს ათასი მიზეზი მომიძებნესო. მერე ცოტახანში კი გამოაგდეს დინამოდან ყველა დროის საუკეთესო ქართველი მწვრთნელი. ეხლა გაიხსენეთ უკრაინელები როგორ ხელის გულზე ატარებდენ ლობანოვსკის
გია
რა სამარცხვინოები არიან? ეს ისეთი საიდან მოიყვანეს სად პოულობენ ამ ფეხბურთელებს? წადი რა ფიფია შეგვეშვი შე ოჯახაშენებულო რაც შეირგე შეირგე გეყო ჭამა,...
ყვარყვარე
მ/ფილმ "ყვარგვარეს" ერთ ეპიზოდში ქუჩარა და კაკუტა რომ მიადგებიან შტაბის აივანზე "ყვარყვარეეეე, შენ დაგვიფარეს" ღიღინით,ბოლოს ყვარყვარე ეუბნება "არა ძმაო,თქვენი გამოსწორება არ იქნებაო" ))) ზუსტად ეგ ამბავი სჭირს თბილისის დინამოს მესვეურებს ფიფიადან დაწყებული,მწრთვრთნელ-ფეხბურთელებიანად დამთავრებული.მარგველაშვილზე არაფერ ვიტყვი,მაგრამ ამ ნიკა მალის და კამარას სიმსუქნისგან საჯდომები სასაფლაოს სტოლივით რომ აქვთ გაბზეკილ-გასუქებული,ბაგურ კვებაზე გყავთ თუ რას აკეთებს ფიზ.მომზადების მწრთვნელი?!ან ხვადაგიანს რატომ სტანჯავთ,ეგ ისეთი ფეხბურთელია,როგორც მე ასტრონავტი.საინყერესო დროება უდგას ქართუ ფეხბურთს და ამ 1 თვის წინ გულში გაჩენილ იმედის ნაპერწკალს ვინ თუ არა,"ქართული ფეხბურთის ფლაგმანი" "დინამო თბილისად" გადანათლული,საკუყარი დოდი ისტორიის აჩრდილად ქცეული, ჯაბახანა სოფლის ორღობის "კლუბი" აქრობს და სპობს,იმ დროს როცა ხალხმა კვარას,ჟორჟის და 21 წლამდელების ნაკრების დამსახურებით თვალებიდან დავიწყეთ გამოხედვა!არა ძმაო,თქვენი გამოსწორება მართლა არ იქნება და აწი ვინც თქვენს გამო ნერვები მოიშალოს ჩემდა თავად,იმის კუბო დავდგი ))) პ.ს. წინ "დილა",წინ "ტორპედო"

ეს ჭიაბერა იმ გეგუჩას მოსწავლეა ხო? ''ქართველი მწვრთნელები'' რომელიმე სპორტში თუ წაკუზვაში?
Tbilis
Mgonia specialurad yavt Margvelashvili. manamde aylayuda benio yavdat. Igive shecdomebit
იმერელი
ხან ფარერების მწყემსები უგებენ ხან კიდევ მალტის რიბაკები. სადა ავტორ ლიგა? კონფერენც ლიგაა და გუნდები გვყავს კატასტროფააა
დავითი
ამ განცხადებას ორი სცენარი აქვს: 1) მარგველაშვილს ძირითადში კი არა და შეცვლაზეც აღარ გააკარებს და სწორი შემადგენლობით ამ ბარიერს ფორთხვით გაივლიან(ძალიან ზღაპარი სცენარი) 2) ეს სიტყვები ბლა ბლა ბლა იქნება,მარგველაშვილსაც ტრადიციულად დააყენებს და სახლშიც უსირცხვილოდ წავაგებთ ( რეალური სცენარი) ორივე დინამოს ყავს სასწაული ეტალონი მცველთა დუეტი მარგველაშვილი-კობახიძეს სახით ! ჯერ ამათი ფეხბურთის შესვლის დღე და მერე ამათი უნამუსო პატრონების გეგუ-ჭიასი !
ilar10N Youtube
კაი რას იძახი.. სიცხე იყო მაგარი და მაგიტომ წავაგეთ თორემ... გადავიმტვრევდით ძვლებში )) პ.ს მარგველაშვილი მომიკითხე. ბოლოს კამარა რომ იდგა და ვეღარ ინძრეოდა, ის ახალი ახალგაზრდა რატომ არ შემოიყვანე? 5 ცვლილება გაქვს და რაში დახარჯე? ჯერ იმ ცენტრალურ მცველს რა ვუთხარი 90 წუთი რომ ვერ ძლებს მინდორზე (მე შენ გეტყვი ახლა და საქმე ჰქონდათ ბევრი). აქაო და რადგან სხვებზე მეტ ხელფასს უხდით მაგიტომ უნდა ითამაშოს? დავიჯერო მწვრთნელებმა არ იცით ვინ რისი მაქნისია? ხომ იცოდი რომ რაღაცას გაგიჩალიჩებდათ რატომ შემოუშვი? ყვითელი ჰქონდა ტიპს და საჯარიმოში პატკატში შევიდა, ის რომ წამოგებოდა გააგდებდნენ და პენალტი იყო.. ნეტა მასე მომხდარიყო, ნეტა.. ეს ლორია კიდე დაბერდა და კინაღამ მე-2 წითელი აიღო საუბრისთვის, მეტოქემ გააჩერა კიდევ კარგი..
sandro
ეს ისევ გუნდში რჩება? რა დონის უსირცხვილოა….საინტერესო ფრაზა იყო აქ დაწერილი დინამო ჭიაბრიშვილის გარეშე ვუერთდები
გიუშა
ამას ნამუსი მაინც ქონია ჩვენი ,,ჩოლკასგან,,განსხვავებით,შეცდომას აღიარებს მაინც
Gio
Naglia
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
გიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
თბილისის "დინამო" მალტაზე "ჰამრუნთან" ბოლო წამზე დამარცხდა [VIDEO]
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
თბილისის "დინამო" "ჰამრუნთან" ისევ დამარცხდა და ევროსეზონი უსახელოდ დაასრულა [VIDEO]