ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროთასებზე გულს კი გვწყვეტს, მაგრამ აქ პირველ ნაბიჯებს დგამენ ის ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებული ლეგიონერები ხდებიან. ყველაფერი ეს საბოლოოდ იმას განაპირობებს, რომ სანაკრებო რეიტინგში მათზე მაღლა ვართ, რომელთა გუნდებიც ჩვენთან ისტორიას წერენ, სატრანსფერო ინტერესი კი ქართველების მიმართ საკმაოდ გაზრდილია. ბოლო ასეთი ამბავი უკვე ყოფილ "დინამოელ" 18 წლის გაბრიელ სიგუას უკავშირდება, რომელიც შვეიცარიის "ბაზელში" ითამაშებს.

შვეიცარიის ჩემპიონატი ტოპლიგებს დაშორდა და არც 20-გზის ჩემპიონი "ბაზელია" ბოლო დროს აქ დომინანტი - ეს საქმე უფრო "იანგ ბოისს" გადაულოცა. შვეიცარიის ნაკრები საერთაშორისო რეიტინგში უფრო წინაა (7) და ანგარიშგასაწევია, ვიდრე ამ ქვეყნის საკლუბო ფეხბურთი. სატრანსფერო სეზონზე "ბაზელის" მიერ დახარჯული თანხის რეკორდი 17 მილიონია. გუნდში ყველაზე ძვირი რამდენიმე ფეხბურთელია, რომელთა სატრანსფერო ფასი 4.5 მლნ ევროა.

ბაზელურ კლუბს ახალი მწვრთნელი ჰყავს. გერმანელი სპეციალისტები აქ ერთმანეთს ენაცვლებიან, თუმცა გუნდმა ეს სეზონიც ცუდად დაიწყო, პირველივე ტურში "გრასჰოპერსთან" (1:2) დამარცხდა. დიდი იმედებით ნაყიდი 20 წლის ფრანგი ფორვარდი ტიერნო ბერი გააძევეს. წინა წელს მან ბელგიურ "ბევერენში" 20 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი შეასრულა.

მართალია, ფაბიან ფრეიმ ხსენებულ მატჩში გაიტანა, თუმცა 34 წლის გამოცდილი ნახევარმცველი გუნდისთვის მაინც უკვე გუშინდელი დღეა და სიგუას შანსი იქნებ სწორედ აქაა, მისი შეცვლა უმტკივნეულოდ და ეფექტურად შეძლოს. გუნდის ახალი თავკაცი უპირატესობას 4-2-3-1 ტაქტიკას ანიჭებს. გაბრიელს სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია.

ვილი სანიოლს ბევრი უნახავს და არც იმ კატეგორიას მიეკუთვნება, შედარებები იოლად აკეთოს, მან კი სიგუა ლეონ გორეცკას შეადარა. "ბაიერნის" 28 წლის ნახევარმცველი ის კაცია, ჩაშლა და შეტევა ერთნაირი წარმატებით რომ გამოსდის და თამაშში მრავალფეროვნების შეტანა შეუძლია. გაბრიელი ფიზიკურად ძლიერია, ტანმაღალიც (1.90 სმ) და თამამიც. ძალიან ბევრ კომპონენტზე დაკვირვება რომ არა, ის შვეიცარიელთა ინტერესის სფეროში ვერ მოხვდებოდა. გერმანია აქ ტერიტორიულადაც ახლოსაა და თამაშის სტილითაც. რა თქმა უნდა, ის სხვა სივრცეში გადავიდა, მაგრამ თუკი თავდაჯერებული და ძველებურად შემართული იქნება, იქნებ მართლაც არაა შორს გერმანიის გზა. გორეცკა "ბოხუმიდან" "შალკეში" დაახლოებით ამ ასაკში გადავიდა. მასში დიდი პოტენციალი ჩანდა, რომელიც 2-3 წელიწადში სრულად გამოვლინდა.

შვეიცარიის ჩემპიონატში ქართველების წარმატებული და წარუმატებელი მაგალითებიც გვაქვს. რაც შეეხება "ბაზელს", აქ მიხეილ ყაველაშვილი თამაშობდა, ცოტა შეხვედრაში საკმაოდ ბევრიც გაიტანა, მისმა გუნდმა კი ჩემპიონობა უკანასკნელ ტურში, დრამატულად დაკარგა და "ციურიხს" დაუთმო.

"ბაზელს" შვეიცარიის ჩემპიონატი 2017 წლის შემდეგ არ მოუგია. გასულ წელს გუნდი კონფერენს ლიგის ნახევარფინალში იყო, ახლა კი ამ ტურნირზე "ტობოლთან" ჩაერთვება. დიდი შანსია, სიგუა ამ ზაფხულს მეორე ყაზახურ გუნდს დაუპირისპირდეს. თბილისის "დინამოსთან" ეს ისტორია წარმატებული არ გამოდგა, ახლა კი იმედია, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. წყვილში გამარჯვებული ჩრდილოირლანდიური "დერისა" და ფინურ "კუპს" შორის საუკეთესოს შეხვდება.

სიგუამ ეროვნულ ნაკრებში უკვე ითამაშა, დებიუტი მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა და სანიოლის გაფართოებულ სიაში ის აუცილებლად იქნება, შუა ხაზში ცვლილებები გვჭირდება!..

ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი
ეგ ნიუსი იდო უკვე გვერდზე აშკარად, ქვემოთაც ვხედავ და ეს სხვა ტიპის სტატიაა. ყაველაშვილი თამაშობდა ამ ბაზელში და არველაძე დაწერონ?
დავითი
სხვისი თანხებით ნუ ინტერესდები
pirlo
რა არ მესმის იცი? კვერნაძე ძირითადში არ აყენებდნენ არც ბათუმში არც ახალგაზრდულში სერია ა ში გადავიდა, სიგუაც იგივე ბაზელში გადავიდა... თუ ამათზე კარგები გვყავს ამათ პოზიციაზე რატომ ისინი არ მიყავთ? ან ჩვენს მწვრთნელებშია პრობლემა
ვენეციის კომისია
შე კაი კაცო, ამხელა სტატიას წერ და დაწერე რაა გაიყიდა თუ განათხოვრდა, თუ გაიყიდა რამდენად, დინამო რამდენს მიიღებს, შემდგომი გაყიდვიდან ეკუთვნის თუ არა პროცენტი, კონტრაქტი რამდენწლიანია, რა პირობებია და ა.შ; შენ კიდევ ყაველაშვილიო))
Master
ყაველა.ყაველა უფრო გრასჰოპერსითაა ცნობილი,ბაზელში ძალიან ცოტა ითამაშა,არც იყო ძირითადის კაცი.სამაგიეროდ ხალხის ძალაშია ძირითადის კაცი ყაველა.)))
რომაელი
რა დაწერონ, ესპანეთის მეოთხე ლიგაშია და ვერ გააქვს
Zviads
გაგუა მეც მომეწონა, დაწერეთ გაგუაზეც...
ზვიადი
აუ, გაგუაზე რა უნდა დაიწეროს ხალხო, ძალიან სუსტი რომაა, ისრაელთან გამოჩნდა. ჭიდაობაში შავდათუაშვილი გვყავს
რა მაფიაა?
თან ალავესშია, სადმე მეოთხე დივიზიონში კიარა... და იწერებოდა რომ დაიბრუნა ალავესმა დიდი იმედებით და პრიმერაშიც დიდი შანსია განაცხადში იყოსო და არ ჩანს და ცუდი არ იქნებოდა ინფო ამაზე... მართლა ძაან კაი ბიჭია
nedved
გაგუაზე რატოა რ იწერება არაფერ უ21 ფორვარდზე? არადა რასაც დავაკვირდი ძალიან მაგარი ბიჭია, კორპუსით ეგრე კარგად ქართევლი ფორვარდი თამაშობდეს არ მახსენდება, ბურთის შენარჩუნება და განაწილებაც კარგად გამოსდის
სტალინი
აი უბედურების თავი სად დევს, რომელსაც სამწუხაროდ დილეტანტები ვერ იგებენ. შვილო, გაბრიელ, ფულის სუნი კი კარგია, მაგრამ ძალიან ადრეულ ასაკში მისი დაყნოსვა საშიშია. შვილო გაბრიელ, შენით ფულს რომ აკეთებენ ამას თუ ხვდები. ღმერთმა ხელი მოგიმართოს და შენგან კარგი ფეხბურთელი დადგეს, მაგრამ შენსავით ადრეულ ასაკში ბევრი წასულა უცხოეთში და დაკარგულა ფეხბურთში. აი ეს არის დღევანდელი დინამოს პოლიტიკა და მენეჯმენტი. ჯერ კიდევ ცვირმოუხოცავ ბავშვებს ზრდის და უცხოეთში ყიდის, სამაგიეროდ იაფფასიან, არაფრისმაქნის უცხოელებს ყიდულობს და დარჩენილ თანხას მავანი იჯიბავს. შედეგი კი ყოველ წელს დინამოს შერცხვენაა, სიგუა იმედისმომცემი ბიჭია და მასთან ერთად ვინძლო მალტაზე არ შევრცხვენილიყავით
სოსო
რომ ყოფილიყო,აუცილებლად გაიტანდა!იმათი დაცვა,ჩვენზე უარესი იყო,მით უმეტეს,მაღალ ბურთებზე,მაგრამ ჩვენები,უბრალოდ კარს ვერ არტყამდნენ,ბურთს.
რრრ
არ ვამართლებდი ასე ნაადრევ წასვლას, მარა კიდე კარგი, რომ დროზე გაასწრო ამ ბალაგანს.
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიგუა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სიგუა გააძევეს - "ბაზელი" დამარცხდა
სიგუამ ტვინის შერყევა მიიღო - ის საავადმყოფოდან სახლში გაწერეს
სიგუა ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]
"დინამოს" შეფასება - გამოცდილების უარყოფითი ეფექტი და მეტი დრო ახალგაზრდებს! - რა არის ჩვენი მისია
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება