ilmattino-მ "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო წერილი გამოაქვეყნა:

"არავინ უწყის, მას ბედნიერებისთვის როგორი ხელფასი სჭირდება. თითქოს ამაზე არ ფიქრობს, არც ლაპარაკობს. კონტრაქტების გაგრძელებაზე რიგი დგას: დი ლორენცო (უკვე გაახანგრძლივა), მარიო რუი, პოლიტანო, ზილენსკი, ოსიმენი, მერეტი და სხვები. ის არაფერს ამბობს. სიუჟეტი პრაქტიკულად იდეალურია: სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც "ნაპოლიში" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, ფულის გამო პრობლემას არ ქმნის. ყველას მიესალმება, მხოლოდ სასადილოდ მიდის და არა იმიტომ, რათა თავი მარტოსულად იგრძნოს. ეს იმას გულისხმობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კიდევ 4 წლის მიხედვით გასამრჯელოს მოსამატებლად ვერავის მიმართავს. ეს უაზრობაა. მისი ანაზღაურება 1.5 მილიონი ევროა, შემოქმედებითი მხარე კი - ვარსკვლავური.

კვარაცხელია "არსენალის" სამიზნეა? "მეთოფეები" ქართველზე ფიქრობს

არ აღელდა, როდესაც მისით "ნიუკასლი" დაინტერესდა, აღიზიანებს "არსენალზე" ახალი ჭორები: "ნაპოლისთვის" ხელშეუხებელია, ეს მუდამ ასე იყო. ყველა მსურველისთვის პასუხი იქნება - არა. დე ლაურენტისისგან "დაჯავშნულია", რომელიც ქართველში ყველაფერს აფასებს: სტილს, ლამაზ თამაშს, განათლებას.

ყველას ხიბლავს და ეს თვისება ვარჯიშებზე ერთი-ერთზე მეტოქესთან თამაშისასაც კი არ დაკარგა, რითაც ფეხბურთს პირვანდელ სილამაზეს უბრუნებს. ნეაპოლში ბიჭი ოცნებებით ცხოვრობს, რომელიც ჯუნტოლიმ რუსეთის ჩემპიონატში მოძებნა, ყოველდღე ტრანსფერზე მუშაობდა; როდესაც ფასი 30 მილიონიდან 10 მილიონამდე დაეცა, ბოლოს და ბოლოს დე ლაურენტისი მისი შეძენის აუცილებლობაში დაარწმუნა და არჩევანში არ შეცდა. "ზიზის დავარქმევდი, რადგან წარმოუდგენელ დრიბლინგებს ახორციელებს", - თქვა პრეზიდენტმა. ეს უნარი არასოდეს დაუკარგავს, ამ დღეებშიც კი. როცა საშუალება ეძლევა, რეიდს იწყებს. იშვიათი ნიჭის პატრონია და დაჯილდოებულია დახვეწილი კლასით. ახლა საკითხავია, ამ უსაზღვრო შესაძლებლობების ტალანტს როგორ გამოიყენებს რუდი გარსია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეიძლება როლი და ამპლუა შეუცვალოს. ქართველის სისწრაფე, ფანტასტიკური პასები და დარტყმები ბოლო ჩემპიონატში, სტატისტიკის მიხედვით, ცხადი და არაამქვეყნიური იყო.

"ატალანტასთან" ექვსი მეტოქის გარემოცვაში გატანილი გოლით თვით მარადონას მიუახლოვდა. სწორედ ასე ბრძანა სპალეტიმ: "შეიძლება ითქვას, ეს დიეგოს გოლი იყო. მარადონა ფეხბურთის ღმერთი გახლდათ, მაგრამ "კვარა" სწორ გზას ადგას. გარღვევისას ბურთზე შეხებისას საკუთარი "სიხშირე" აქვს და მეურვემ არასოდეს იცის, საით გააგრძელებს მოძრაობას. მოქმედებისას ცალი თვალით მხედველობიდან პარტნიორს არ კარგავს".

ბევრი ხვიჩასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემის უხერხულობაზე ფიქრობდა, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს. რა თქმა უნდა, რუდი გარსიას ქართველ ვარსკვლავთან მიმართებით რაღაც ახალი აქვს მოფიქრებული. შესაძლოა, უნდა, ოსიმენთან ახლოს დააყენოს. ვნახოთ, ტესტირება დასასრულს უახლოვდება. ხვალ კიდევ ერთი სპარინგია. "ფროზინონესთან" პირველი ტურის მატჩამდე მხოლოდ 19 დღეა დარჩენილი".

სოსო
მხოლოდ ჯიბეზე არ არის საქმე!დაფასებაა,მთავარი.გადამყრელი,კაცს უყვარდა და ღმერთს ეჯავრებოდაო!ღმერთმა დაიფაროს და ხვიჩამ მძიმე ტრავმა მიიღოს.ისეთი ტრავმა,რომ კარიერა ვეღარ გააგრძელოს,დე ლავრენტისი შეინახავს?რაც გეკუთვნის,ის მოგცენ და მერე,თუ გინდა,იქით აჩუქოს,ქართულ ფეხბურთს აჩუქოს.გაჭირვებულებს დაეხმაროს!ახლაც ეხმარება,მაგრამ საქართველოში გაცილებით მეტი გაჭირვებულია და ის ფულიც საქართველოში უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებს,ვიდრე დე ლავრენტისის ჯიბეში.თვითონაც,ჯერჯერობით არც ისეა გადავსებული,ხვიჩას ოჯახი, რომ ფული თავს გადასდიოდეს.
დავით 67
ჰო აბა რა. საქართველოშიც ასე არაა ხალხი 300ლარზე რომ მუშაობს. და ქოცნახირი მდიდრდება მათ ხარჯზე. სრულიად ნორმალურია. შენ წაემოიდგინე არავის ჯიბეში არ ვიხედები.უბრალოდ ფაქტს ავღნიშნავ.
სსს
მართალია მარტო ფული არ არის ბედნიერება მაგრამ არც უფულობა ვარგა ყველამ უნდა მიიღოს ღირსეული ანაზღაურება.თუ იმაზე ბევრად იაფად მუშაობ ვიდრე იმსახურებ მაშინ გამოდის რომ შენს თავს არ აფასებ ან რაღაც მაქინქციებია.
გიორგი
კაცი ყოფნის ჯამაგირს ვინ გკითხავთ სხვისი ჯიბის ამბებს რა გინდათ
გიგა
აგენტმა და დე ლაურენტისმა თავს ლაფი დაასხეს კვარაცხელიებს და მთელ საქართველოს.ფულის ღორე@ბს მხოლოდ თავიანთი სარგებელი აინტერესებთ,"ვირებ@"-ს მეტი რა მოიძებნება. გონიერ კვარას ასეთი უბრალო რამ არ უნდა ეშლებოდეს.ძალიან მწყდება გული.ქართველებმაც უნდა გავიგოთ ის,რომ ვარსკვლავის ფასი მნიშვნელოვანია ვარსკვლავის სტატუსისთვის.ბატონებო,თუ ევროპის გაკვირვებას ვაპირებთ მოვითხოთ,რომ კვარას წლიური 12 ათასი ევროს ანაზღაურება დაუდგინოს დე ლაურენტისმა,ჩვენც ხომ ეს გვინდა? რას გაიხარებს პრეჭიღენტი?კვარა თავისი უმექმედობით იმ გარემოს ქმნის,რომ ქართველები უფულოდაც ითამაშებენ სერია ა-შიო.გავიხსენოთ ფიშერამდე რა შემოსავლები ჰქონდათ მოჭადრაკეებს (პრიზების სახით საათები და ვაზები გადაცემოდათ ხოლმე)და ფიშერის მონდომებით როგორ შეიცვალა ყველაფერი,საპრიზო ადგილებისთვის მილიონები რომ დაწესდა.ლიდერი,ჩემპიონი მართლა ფიშერის ნაირები უნდა იყვნენ.ვაი, მართლა ჩვენს პატრონს უბედურს... უფალი ამბობს მოითხოვე და მოგეცემაო.ბოლო-ბოლო ოსიმენს მიბაძოს კვარამ,აიღოს მილიონები და ქვეყნის ყველა რეგიონში საფეხბურთო აკადემიების შექმნას მოახმაროს ფული.ესეც ხომ ღვთიური საქმე იქნება...იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს მინიმალურზე მინიმალური ანაზღაურება რომ აქვს ეს სამარცხვინო ამბავია.მე რომ იტალიელი ვიყო, პირდაპირ მოვითხოვდი ქვეყნის შემარცხვენელი დე ლაურენტისის დაჯარიმებას კვარასადმი არასამართლიანი და დისკრიმინაციული მიდგომისათვის, ნაპოლის კლუბის იმიჯის შელახვისთვის ა.შ. ისეთი გამწარებული ვარ მილიონ რამეს მოვიფიქრებდი კიდევ...
რა მაფიაა?
აუცილებლად დაუფასდება თავისი შრომა და ერთგულება... ფინანსურადაც და დიდების კუთხით... მას აქვს დიდი რესურსი, რომ ისტორიული ეპოქა შექმნას... იმედია რომ მართლა ასე ფიქრობს, დარწმუნებული ვარ დიდი სიგიჟეები გველის წინ
გიორგი
ამ ბიჭის ღირსებებს იქ უფრო კარგად ხედავენ ვიდრე აქ.
ლაშა
კი, მხლოდ ფული არ განსაზღვრავს ბედნიერებას, მაგრამ ვაი რომ სამყარო შეიცვალა!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა