"ჰამრუნ სპარტანსთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ისაუბრეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ვფიქრობ, "ასტანასთან" ორი მატჩის ჯამში მარცხი საფეხბურთო უიღბლობა იყო. დამსახურებულად დამარცხებისას, არ გაქვს სანერვიულო, გაჯობა მეტოქემ და ეგუები შედეგს. ამ შემთხვევაში კი ცოტა რთულია განწყობა შეინარჩუნო, რადგან ჩვენთვის "ასტანას" ბარიერის დაძლევა პრიორიტეტი იყო. ამიტომ მარცხის შემდეგ ვცდილობთ სტრესიდან გამოვიდეთ. წინ მნიშვნელოვანი თამაშია, იდეალური განწყობა არავის გვაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს უიღბლობა გადავლახოთ...

"ჰამრუნთან" პირველი თამაში ცუდი იყო, ვაღიარებ, მაგრამ არის მომენტები, როცა არ გიმართლებს. თასის თამაშის გადადების შანსი იყო, "ლოკომოტივიც" თანახმა იყო, მაგრამ არ მინდოდა ტონუსიდან ამოვარდნა, ვფიქრობდი, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა გვეთამაშა.

წინა თამაშზე ბევრი ვერ მიხვდა, რომ მაისურაძე და ტაბიძე ტრავმების გამო შევცვალე. ასეთ დროს, დაცვაში ორი შეცვლა არ კეთდება, თუ იძულებითი არ არის. აღიარება არ მერიდება, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი ჩანაფიქრი. ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ...

დღეს "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს. ერთი ვიცით, რომ მუშაობით, სწორი მიდგომით, ამ გუნდს მომავალი აქვს. ევროტურნირებზე ვხედავთ ჩვენს რეალურ ძალას: საქართველოს ჩემპიონატში ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ევროტურნირებზე ჩანს, რომ ძლიერი არ ვართ. ეს არ არის კარგი რეალობა, ამიტომ ჩვენს თავს უნდა გადავახტეთ, რომ შედეგი ვაჩვენოთ. არ ვართ ისეთი გუნდი, რომ ასეთ დონეზე რაღაც წინასწარ დავგეგმოთ.

ვიმედოვნებ, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა, რადგან მათ შეუძლიათ დიდი მუხტის მოცემა, შეუძლებელი შეგვაძლებინონ. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქომაგი იყოს სტადიონზე".

ზორან მარუშიჩი: "გუნდში კარგი განწყობაა, თასის თამაშმა ჩვენზე დადებითად იმოქმედა, მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ხვალ იმაზე უკეთ თამაშს ვგეგმავთ, ვიდრე ერთი კვირის წინ. ვიცით, რა შეგვიძლია და რას წარმოვადგენთ. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. მოტივაციის ნაკლებობა არ გვაქვს, მთელი გუნდი ვემზადებით, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ".

მომზადებულია თბილისის "დინამოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

Gio
არ შეიძლება რომ ამ ფიფიამ დაანებოს თავი დინამოს და ვინმე სხვა პატიოსანმა შეიძინოს?
Gia
ეს არის სამარცხვინო და დამამცირებელი განცხადება მწვრთნელისგან,მაგრამ რა გასაკვირია ჭიაბრიშვილი და დოლიძე შეთანხმებულად ანგრევენ დინამოს

ვიღაც მდიდრდება სადღაც აზიურ ტოტალიზატორშიიი, იუვენტუსს რომ დასდევს უეფა ამას ვერ ხედავს?
დევდარიანი
აგერ დაიმახსოვრეთ, ჭიაბრიშვილი წავა როცა იქნება,სხვა მოვა,მერე კიდევ სხვა უკეთესიც მოვა, მაგრამ ესენი რა კრეტინებიც არიან,იგივე კრეტინები იქნებიან. მწვრთნელის რა ბრალია, ფეხბურთელები იდიოტები იყვნენ. საერთოდ თამაშს უყურებთ,ამ ბრძნულ კომენტარებს რომ აკეთებთ?
დინამიტი
მომეჩვენა თუ კიდე სტრესი ახსენა? ამის კომენტარის მოკლე შინაარსი დაახლოებით ასე ჟღერს ხ......ო ზნაეტო რა
irakli
რა ჭირს ამ .... დინამოს, მართლა ტოტალიზატორზე ხომ არ თამაშობს?
gpi
რაც მეტს ილაპარაკებ , მეტ სიიულელეს იტყვი.რაებს ბოდავ ?! მორჩი უაზრო თავისმართლებას.ფსიქოლოგიურად სპობ გუნდს შენი თავის პასუხისმგებლობისაგან გამოძრომის მიზნით . ვინ დაგაბრალა მწვრთნელობა არ ვიცი . დინამოდან იძულებული იქნება ფიფია მალე აგახვევინოს ( იძულებული, თორემ მტერი არაა , მაგას მაინც ესმოდეს რაიმე ) , მაგრამ ლაპარაკი რომ ისწავლო ( მწვრთნელობის რა მოგახსენო ) ერთს გეტყვი : ,, ლომების პრაიდს , რომელსაც სათავეში ყავთ კურდღელი , ამარცხებს კურდღლების ჯოგი , რომელთაც სათავეში ყავთ ლომი "- შენი საუბრიდან კურდღლად მოსჩანხარ , საკუთარ თავს მაინც გაუფრთხილდი .
პაატა
თამაშის წინ გუნდის მწვრთნელი ასეთ სისულელეს (სათაურში გამოტანილ ციტატას) რომ იტყვის ის მინიმუმ გუნდიდან უნდა წავიდეს!!! ჩვენ კი ვხედავთ რა საცოდავ დღეშია დინამო, მაგრამ მატჩის წინ საკუთარი ფეხბურთელების ასე დაკნინება საერთოდ როგორ ჯდება სამწვრთნელი ლოგიკაში?! თევზი თავიდან ყარსო, ხოდა დინამოს მთავარი პრობლემა=ფიფია+ჭიაბრიშვილი!!! მართლა ბოლომდე გაგვიბანძეთ საყვარელი გუნდი, ვერ გამიგია დინამოს ვეტერანები საერთოდ როგორ იტანთ ამ მდგიმარეობას??? ხმა ამოიღეთ თუ ასე დაკნინდით და გათითოკაცდით რიმ გროშების გამო პირში წყალი ჩაგიგუბებიათ?! ამათი მარაზმის ყურებით დაგვაწყდა ნერვები!!!
სტალინი
ამ ჰამრუნ სპარტანსს შარშანდელ კონფერენც–ლიგაზე სამი წრე გაუვლია და მესამე წრეში თვით სოფიის ლევსკი დაუმარცხებია, მაგრამ რა ხეირი. ლევსკი და დინამო დღეს მხოლოდ სახელებია. მახსოვს, 1984 წელს მოსკოვის დინამომ ჰამრუნი 5:0 და 1:0 დაამარცხა თასების თასის მერვედფინალში
Avto
ვიღაცა სოსიაშვილზე "ხუმრობდა",უჩა მართლაც დიდი მწვრთნელი და ღირსეული ადამიანია
დათო
კი ძლიერია, საქმის ხალხი მუშაობს იქ და პროფესიონალები როგორც ჩანს... მუშაობას როცა ვისწავლით მერე შედეგიც მოვა, ფეხბურთელებსაც ვგულისხმობ, მმწვრთლელსაც, მასაჟისტსაც და მენეჯერსაც...

დავიჯერო იმ მეთევზე-ელექტრიკოსებმა უკეთ იციან თამაში და უფრო ნიჭიერები არიან? ან ზიდანი წვრთნის? არა, ისენი ფულის გულისთვის იმდენად არ თამაშობენ რამდენადაც ფეხბურთი და მოგება უყვართ, მოსწონთ, თქვენთვის კიდე არც სიამოვნება მოაქვს და არც მოგებაზე გიჟდებით, სამსახურია რა, სადაც არაფრისთვის ფულს გიხდიან. თუ საქართველოს ჩემპიონატ-თასს რამედ თვლით - იმკურნალეთ
Gambler
დინამოს გასვლას რაც შეეხება 99% გავა. პირველივე ტაიმში თან. საქმე სხვა რამეშია აქ. ზუსტად ტრენერის და ფიფიას ბრალია , ფიფიას ფულის დახარჯვა არ უნდა, ხოლო ჭია ხმას არ იღებს და ნორმალური ფეხბურთელის მაგივრად გუნდში მარგველაშვილი მოყავს. მარგველაშვილს რომ მივიყვან გუნდში - იქ დამთავრებულია ყველაფერი. ტიპიური მოყვარულია , არც მოძრაობები აქ ფეხბურთელის და არც აღნაგობა... მე პირადად პირველად არ მივალ სტადიონზე დინამოს თამაშზე...(ევროსარბიელს ვგულისხმობ)
რეზი ბაგრატიონი
აუჰ,რას ამბობ ფეხბურთელები ხომ გლიჯავენ ყველაფერს რააა. ეს მაგარი ვიცით,სხვის გადაბრალება, ან მწვრთნელს უნდა დავაბრალოთ,ან ამინდს,ან კიდევ მსაჯს და რეალურ პრობლემას ვერავინ ვერ ხედავს თუ შეგნებულად არ ამბობთ,გაუგებარია. საქართველოში ,საკმარისად იმდენი ბიზნესმენია, რომ ჩადოს ფული, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე,მაგრამ ეს ხომ საქართველოა? ხვალ გოჭი და ხიზილალა არ უნდა შეჭამონ?
სვანსკი
ჯერ მწვრთნელებს უნდა ვუმკურნალოთ,რომ დამარცხებულის ფსიქოლოგიიდან გამოვიყვანოთ, ფეხბურთელები თავად მორჩებიან მწვრთნელი,რომ გამოჯამრთელდება
ოლივიე ჟიღუუ
ჭიაბერაშვილიდან ჭიაყელაშვილამდე გზა გაიარა ტიპმა
მერაბი
თუ ასეთი პრინციპულია, მაშინ წავიდეს! გასდის ფიფიასაც რამდენი წელია! კიდევ რას ველოდოთ?
ბ. დილანიშვილი
ალბათ, დინამოს მოუხდება მწვრთნელად სოსო უჩიაშვილი. არ ვიცი, ამჟამად რომელი გუნდის ტრენერია, კარბურატორის თუ სტარტერის.
Lasha
Dekanosidze sheiyvane didi maestro
მწარე
სიმართლე თქვენ არ გინდილარიენ, ჰოდა იმიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ. კაცმა სიმართლე თქვა, ისეთი გუნდი არ ვართ, რომ პროგნოზი გავაკეთოო. ატეხეს ერთი ამბავი, წაგებულის ფსიქოლოგიაო, ამის და ფიფიას ბრალია ყველაფერიო, თორემო, ჩვენა ვართ რაცა ვართო. ვაი თქვენს პატრონს. პ.ს. ერთი კვირის წინ დავწერე ქუთაისის გასვლის შანსი არის 20-80 თან თქო. სულ არაქართველი და ბოროტი მეძახეს. არადა სიმართლე ვთქვი. ტორპედოს კი არ ვერჩოდი, ქართული ფეხბურთია უკან-ში. პ.ს.ს. ჩემი პროგნოზით დინამოს გასვლა 20-80-ზეა, მაგრამ ტრენერის განწყობით თუ ვიმსჯელებთ, სიურპრიზია მოსალოდნელი.
ლაშა
სიგუა მაგალითად. აკადემიებიდან უნდა დააწინაურონ ბიჭები და 4-5 წელი არ უნდა გაყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის მოკლემეტრაჟიან ფილმებს ვნახავთ!

ფარერის კუნძულების გუნდი რომელიც ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა ძლიერიააა?!!!! დაამარცხა რა ფერენცვაროში უნგრეთის ჩემპიონი და შვედეთის ჩემპიონი! როგორ არის ეს მწვრთნელი?!
რაბუ
დილას თამაში აჩვენეთ ფეხბურთს მაინც ვუყურებ. ამათი მოგებაც და წაგებაც ერთნაირი საცოდაობა იქნება დღეს. შეიძლება ვაი ვაგლახით გაცდნენ და წავა მერე ტრაბახი სანამ ფერენცვაროში გაგვხევს.
simartle
ასეთი მწვრთნელები საერთოდ უმუშევრები უნდა იყვნენ
Gia
Klavsikshic didi fuli chaido tu chempionati uketesia aq tu xelfasebi tqvenze meti?metevze moyvarulebma rogor gajobes
თემო
ამ კაცს წინასწარ წაგებულის მენტალიტეტი რატო აქვს?ან ესეთი მწვრთნელი რათ უნდა გუნდს რომლის მწვრთნელიც ესეთ განცხადებებს აკეთებს თამაშის წინ.
დავით 67
მალტელებმა ანკესები ჩამოიტანეს ნეტავ? მთლად მტკვარზე ნუ ათავზავებთ გამარჯვებულ გუნდს
დავით 67
მალტელებმა ანკესები ჩამოიტანეს ნეტავ? მთლად მტკვარზე ნუ ათავზავებთ გამარჯვებულ გუნდს
anta
დინამო კი არ გვეზიზღება დინამო მოგვენატრა სტადიონიდან გამარჯვებულს და კმაყოფილს წამოსვლა მოგვენატრა გვინდა იბლისში კი არ რჩებოდეს ჩვენთვის ევრო თასები არამედ სტადიონზე დეკემბრამდე ვიაროთ ზუსტად თქვენ ასეთი მიდგომით ახალისებთ დღევანდელ დინამოს ბოსებს და მწვრთნელს იმისკენ დაიკიდეთ ბიჭებო არაფერი გამოგივათ მაინც ყველამ თავის საქმეს მიხედოსო ვიტყვით
ოცნების ქალაქიდან
კოოპერატივად აქციეს დინამო!!! ნეტა ძველი თაობის წარმომადგენლები რა ჩუმად არიან..

რომელი ბიჭები? :) ღადაობთ ალბათ
ნ.კ.-ს
აი შენ ფეღბურთი რომ გგონია სპორტის სახეობა და პროფესორობ, ეგაა ტრაგედია, როგორც ქართული იცი, ისე იცი ფეხბურთიც
ჯერ სად ხარ
ხელფასები კი გაქვთ 15-20 ათასები, ნეტა რაში იღებთ???
feola
აგერა ძმაო ფარერების გუნდმა კიდევ მოიგო ლიგაზე და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ეხლა ისინი არიან მეხანძრეები, პედაგოგები, მეცხვარეები, ბარმენები და თქვენ ხართ ფეხბურთელები? მანამ არაგიდგათ გვერდები, თავმოყვარეობა რომ გქონდეთ მოედანზე არ გახვიდოდით და ჩვენც ნერვებს არ დაგვაგლიჯავდით.
chabuka
რას ერჩით ამ კაცს,მშვენივრათ იცნობს და იგებს ჰანდიკაპებს.იქედან, არარატიდან მოყოლებული.
chabuka
რას ერჩით ამ კაცს,მშვენივრათ იცნობს და იგებს ჰანდიკაპებს.იქედან, არარატიდან მოყოლებული.
კახაბერი
მაურინიოს გზა აირჩია ))) ეხლა გააგდებენ გუნდიდან და მილონებს ჩაიჯიბავს))
საქართველო
ნაკრების არცერთ თამაშს არ ვაცდენ,ახალგაზრდულის ინერციით წავედი დინამო ასტანაზეც, ჩემდათავად კიდევ დინამოს თამაშზე წამსვლელს სანამ ფიფია გუნდში იქნება ... გულშემატკივარი ვერ დასვეს ტრიბუნაზე ნორმალურად(დროშა ვერ დაკიდენ),ფეხბურთზე და ტაქტიკაზე რა უნდა ვილაპარაკო. 3 -ჯერ მომიწია გადაჯდომა,სამივეჯერ მეც მართალი ვიყავი და ისინიც ვისაც მოსაწევები ჰქონდათ.
Ucxo
კიდევ ხალხს რომ ეპატიჟებიან სტადიონზე უსირცხვილოდ. ხალხი კი არა ეგ სტადიონი თავზე უნდა დასამხობად ხალხმა და საერთოდ უნდა აეკრძალათ ბურთთან მიახლოებას კი ყველას. ფეხბურთის თამაში თუ არ იცით თავმოყვარეობა მაინც ხომ უნდა გაგაჩნდეთ.
დიტო ჩუბინიძე
ქართველნო სანამ საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ბატონი ნიკოლოზ მჟავანაძისნაირი პიროვნებები და არამედ ყველა თანამდებობაზე არ დაინიშნებიან არაფერი გვეშველება. მისნაირები უნდა მუშაობდნენ სამშობლოს ბედზე მოფიქრალნი და გულდამდუღრულნი რომ როგორმე რუსეთმა გვაპატიოს შეცდომები და მიგვითოს ისევ!!!
Gio
შეადარე ეხლა ამის და დემჩენკოს კომენტარები.
Gio
რეებს ბოდავ თუ იცი მაინც. კაცი რო მალტასთანაც არ თვლის თავს ფავორიტად აღარც უნდა შეიცხადო?!
დავით 67
აბა თქვენ იცით ახლა რაც შეიძლება დიდი ანგარიშით წააგეთ. თქვენს თამაშზე ოჯახურ კონფლიქტს გამოქცეული თუ მოვა ვინმე, აბა სიამოვნების მიღებისთვის ვინ მოვა და ვინ გიქომაგებთ, თქვენგან მრავალჯერ შეურაცხყოფილი ხალხი??
Dbd
კაროჩე თამაშამდე დაწვნენ რა
Levani
Dinamo ro ar aris zlieri da farchaki roa vin ar icis. Tqva axali ambavi.
დინამოს ჰეითერებო!!!!!
დაანებეთ აქ წერას თავი და თუ არ მოგწონთ ნუ კითხულობთ საერთოდ!!! ვინ ხართ თქვენ რას საქმიანობთ ასეთს ერთი თქვენი საქმე დაწერეთ სადაც სხვებზე წინ ხართ!!! ტრ....შია ქვეყანა და ოქაა ფებურთიც, თუ გგონიათ რომ ბევრად წინ ხართ თქვენს საქმეში ვიდრე დინამოა ფეხბურთში ძალიან ცდებით! მიხედეთ თქვენს საქ.ეს და თუ არ მოგწონთ გაეშვით საერთოდ ნურაფერს იტყვით. ამდენი ნეგატივით დაიღალა ყველა!!! ან ამ საიტის ადმინის თავში ჩამახედა, რაში გჭირდებათ ეს კომენტარები ისედაც დაძაბულია ყველა და ცეცხლზე ნავთს რატო ასხამთ?! ქართველი კაცის მოსაწონი ხო არაფერი ხდება ქვეყანაზე, ჩვენ მარტო წარმატებულებზე მიწებება გვიყვარს, პორტუგალიასთან 20 000 კაცი იყო, რომ მოიგეს მერე ატყდა წყვეტა ბილეთებზე! თუ მასე გიყვართ და გულშემატკივრობთ პორტუგალიასთან რატო არ გაა სეთ სტადიონი. ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო ყ ელა ვინც დაუნდობლად და დაუფიქრებლად ზიანს ვაყენებთ ამ ქვეყანას, დინამოა, ფეხბურთია თუ პოლიტიკაა. დამშვიდდით და გაიაზრწთ თქვენი პასუხისმგებლობა და ქვეყანა ააშენეთ ჯერ და მერე მოითხოვეთ ფეხბურთი
თემო
ამას.. ბიჯო ბიჯოც აღარ უშველის ღრმათ აქვს ძალიან ძალიან ..... დაკარგული გუნდის რწმენა
ნ.კ
არავინ არ უნდა მივედეს თამაშზე და იარონ ( სირბილი მაინც არ შეუძლიათ და არც დარბიან) ცარიელი ტრიბუნების წინ!!! დაინახოს ყველამ რო ფეღბურთი ხალხის არის!!! დაიმსახურონ ხალხის პატივისცემა!!!!
anta
ამას რომ მწვრთნელი იტყვის გუნდში როგორ აჩერებენ
Mr.kostaia
რომელი გულშემატკივრების იმედი გაქვს ნეტავი მაინტერესებს, გულგახეთქილებს რომ უშვებთ სახლში? შეეშვით დინამოს დასამარებას, წადი რამე სოფლის მეურნეობას მიხედე
ლაშა
იმის მაგივრათ რომ გუნდი მორალურათ და ფსიქოლოგიურათ მზადყოფნაში მოიყვანოს და ბრძოლისკენ მოუწოდოს, ამბობს გუნდი მზათ არ არის ევროთასებისთვისო, გესმით?! ასეთი ფარჩაკი მწვრთნელები საიდან მოჰყავთ? ან გადამზადება აიღე, ან კვალიფიკაცია აიმაღლე. ბოლოსდაბოლოს გაჩუმდი მაინც...
ლაშა
ვინც ოდნავ გაფაფხურდება გაყიდეთ ხოლმე, რეკორდულად მალევე გამოვარდებით და გყავდეთ "მარგველაშვილები". კარგი პოლიტიკა გაქვთ ღმერთმანი. იმის მაგივრად აიაქსს მიბაძოთ და აკადემიიდან დააწინაუროთ ბიჭები, მალევე ყიდით ფეხბურთელებს...
დარდუბალა
მოგება უბრალოდ და მარტივად: გაგი მარგველაშვილი მოაშორეთ შემადგენლობიდან.
ლაშა
გრცხვენოდეთ ფსკრზე მყოფებო!
Gio
ძალით მწვრთნელი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
თბილისის "დინამოში" 2021 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დაბრუნდა
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
თბილისის "დინამომ" სერბი თავდამსხმელი დაიმატა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
"დინამომ" "ლოკომოტივს" 8 წუთში მოუგო, კაშია ბომბარდირად ყალიბდება [VIDEO]
თბილისის "დინამო" მალტაზე "ჰამრუნთან" ბოლო წამზე დამარცხდა [VIDEO]
გიორგი ჭიაბრიშვილი: მე ბევრი შეცდომა დავუშვი - ვიმედოვნებთ, ამ ყველაფრის გამოსწორებას სახლში შევძლებთ
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
თბილისის "დინამო" "ჰამრუნთან" ისევ დამარცხდა და ევროსეზონი უსახელოდ დაასრულა [VIDEO]