გურამ გიორბელიძე კარიერას სერბულ "ვოივოდინაში" გააგრძელებს.

27 წლის მარცხენა მცველი სერბეთში ახალ კლუბთან ხელშეკრულების გასაფორმებლად ხვალ, 4 აგვისტოს გაფრინდება.

სერბული ლიგა ახალი დაწყებულია. პირველ ტურში გურამის მომავალი გუნდი ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდასთან" 0:5 განადგურდა და გათამაშებაში ბოლო ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას "პარტიზანთან" 6 აგვისტოს გამართავს.

აქვე გეტყვით, რომ "ვოივოდინა" კონფერენს ლიგის მეორე წრეშია გასული, ნიქოზიას "აპოელთან" 1:2 დამარცხდა (კვიპროსელებმა გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის გოლებით მოიგეს), განმეორებით შეხვედრას კი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე ჩაატარებენ.

წყარო: Geo Team

ლაშა
მოკლეთ რომ ვთქვათ ვინმემ უნდა დაწეროს ქართული ფეხბურთის განვითარების კონცეფცია. სანაკრებო ფეხბურთთან მიმართებით სიტუაცია გამოსწორდა, თუმცა არცთუისე სახარბიელოდ და როცა პროგრესს ხედავ, იქვე ტივტივდება ნაკლოვანებები, რომელსაც სწრაფად უნდა მიხედო. ჩემპიონატის დონე გამოსასწორებელია, ბიზნესსექტორის დაინტერესება უნდა მოხდეს ფეხბურთით. უნდა გაიხსნას უფასო საფეხბურთო სკოლები. დამერწმუნეთ, ღარიბი, რომელშიც ინვესტიციებს ჩადებ, გაცილებით მონდომებით ითამაშებს, ვიდრე მდიდარი! აგერ გაგი მარგველაშვილის და ვატო არველაძისნაირები იცით ვის აგონებს ხალხს? ძმაკაცობით და ახლობლობით რომ ათამაშებდნენ 2000-იან წლებში ძირითადში! აგერ კვარა ტალანტია, მაგრამ მამამისის ფინანსებმაც გარკვეულწილად შეუწყო მას ხელი, თუმცა მას არავინ უკარგავს მონდომებას, შემართებას ან ნიჭს, მაგრამ ბრაზილია და არგენტინა გაცილებით დიდ ეფექტს იღებს, როდესაც ინვესტიციებს დებდა ღარიბ ფეხბურთლებში, პელეში, გარინჩაში, ვავაში, მარადონაში, მესიში, რონალდინიოში, რონალდოში. არცერთი ამათგანი და სხვა კიდევ მრავალი არ ყოფილა მდიდარი! ნახეთ ფილმი: პელე: ლეგენდის დაბადება, რომელიც ერთგავი გაგრძელებაა და რომელშიც დაახლოებით ერთი და იგივე ნარატივია, რაც ფილმებში: ფეოლა და ბურთიდა მოედანი! ასე არ შეიძლება უაზროდ ფეხბურთელების არცთუისე ძლიერ კლუბებში გაყიდვა იმის გამო, რომ აქ ნაკლები ანაზღაურებაა. ვოივოდინას ბათუმის დინამო უნდა უგებდეს, როგორც აუტსაიდერს, მეტიც, სერბეთის ჩემპიონსაც უნდა უწევდეს კონკურენციას და რა გამოდის, გაისად ისევ არცთუისე ძლიერი ლეგიონერების იმედად უნდა ვიყოთ. როგორ არ მობეზრდა ამ ხალხს ერთი და იგივეს გამეორება. GAME OVER ჩინოვნიკო! დროა თამაშის თავიდან დაწყება, რომლისთვისაც ისევ განწირული ხარ იგივე პოლიტიკის გამეორების შემთხვევაში!
მართალია
ქართული კლუბები უნდა კითხულობდენ ასეთ სტატუსებს და დასკვნები გამოქონდეთ
Kia
საკმაოდ კარგი გუნდია
ლაშა
გურამს წარმატებები, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმეორდები, ვოივოდინა და მსგავსი კლუბების სამიზნე მომავალი თაობის ქართველი ფეხბურთელი არ უნდა იყოს. არსებობს აიაქსის მოდელი, რომელიც როცა წარმატებული იყო უბრალოდ არ ჰყიდდა ფეხბურთელებს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ფინანსების უპრეცენდენტო მოზღვავებამ აიძულა ტაქტიკა შეეცვალა და გამოზარდა ნიჭიერი ფეხბურთელები (ვან ბასტენი, გულიტი, რაიკაარდი და სხვ.), რომლებიც ტოპ ჩემპიონატის ტოპ კლუბებში გაუშვა! მსგავსად იქცევიან უკრაინელები, ხორვატები და სხვა წარმატებული საფეხბურთო ქვეყნების საფეხბურთო მეურნეობები. აკადემიებმა უნდა დააწინაურონ საკუთარი ფეხბურთელები, მაგრამ რამდენიმე წელი არსად არ უნდა გაყიდონ, ვიდრე შორს არ გავა კლუბი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი წელი გამოვა წყლის ნაყვა. აქ ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო და თუ იქცევი ისე, რომ არ გაქვს განვითარების კონცეფცია ან დებილი ხარ ან თავს იტყუებ. მესამე ვარიანტი არ არსებობს და სხვა მხრივ ვერ განვითარდები. ეს ელემენტარული აქსიომა თუ ძნელი გასაგებია ცუდად ყოფილა საქმე და თუ ვერ მართავ უნდა წახვიდე და სხვას დაუთმო ასპარეზი!
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა