უნგრეთში მიმდინარე მასტერსის მეორე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი ფინალურ ბლოკში იჭიდავებენ, სამივე მათგანი მესამე ადგილის მოპოვებას შეეცდება.

გრიგალაშვილმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მიყოლებით ყაზახი აბილაიხან ჟუბანაზარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი ბარიერი გადალახა, ნახევარფინალში კი ბრაზილიელ გილერმე შმიტთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ტატოს მეტოქე იაპონელი კენია კოჰარა იქნება.

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი დაუპირისპირდებიან.

ლაშამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კუბელი მაგდიელ ესტრადა და გერმანელი იგორ ვადტკე დაამარცხა, მეოთხედფინალში უზბეკ მოროდჯონ ოლდოშევთან წააგო, რის გამოც რეპეშაჟში გადაერთო, იქ კი კოსოვოელი აკილ ჯაკოვა დაამარცხა.

რაც შეეხება გიორგის, ნახევარფინალამდე უზბეკი ობიდხონ ნომონოვის, აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვისა და მოლდოველი პეტრუ პელივანსის ბარიერი გადალახა, ნახევარფინალში კი ტაჯიკ ბეჰრუზ ხოჯაზოდასთან წააგო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

გიორგი-50
ტატო, ჩვენო არაჩვეულებრივო ფალავანო, ვერ წარმოიდგენთ რა აღტაცება და სიამაყის გრძნობა დაგვეუფლა, როცა თქვენი ინტერვიუ წავიკითხეთ, სადაც საკუთარ არაადამიანურ შრომისმოყვარეობაზე წერდით( 6 საათი და მეტი ყოველდღე)... მე ისეთი გრძნობა დამეუფლა(და არამარტო მე), რომ რინერის რეკორსაც მოხსნის მეთქი... გთხოვთ, ნუ ჩაგვიქრობთ საქართველოს ამ ოცნებას.... ჩავთვალოთ, რომ ბუდაპეშტის მასტერსი, უბრალოდ უსიამოვნო გამონაკლისი იყო... მსაჯების და შიდოების იმედზე აღარასოდეს დავრჩეთ... გრიგალაშვილი ხააარ და მომავალში ყოველთვის გააამართლე შენი გვარი და ის, ვისი გორისაც ხააარ...
zura222
ბოლო 20 წელში ძიუდო გაანადგურეს და გააბანძეს ახალი იდიოტური წერესებით @
zura222
უკვე უზბეკები და ტაჯიკები გვიგებენ @ ყველა ქვეყანაში ძიუდო წინ მიდის და ვითარდება და ჩვენ კი იგივე დონეზე ვრჩებით @@
ალექს
ვერ დაგეთანხმები. თავად თითქმის იგივეს აკეთებდა ტატალაშვილთან. აშკარად ვერ იყო ისეთი მონდომებით და განწყობით როგორიც სჩვევია, არ უცდია დიდად ინიციატივის ხელში აღება, პასიურობდა. თითქოს რაღაცას იტკიებდა კიდეც, შეიძლება ტრამვაც ქონდა მცირე,არ ვიცი.
rable
გრიგალაშვილი ფორმაში არ არის თითქოს, თავისებური სისწრაფეც აკლია და განწყობილიც ვერ ჩანს, ალბათ გემრიელად დაისვენა(ეკუთვნისკიდეც) და სათანადოდ ვერ ივარჯიშა, მთავარია ოლიმპიადისთვის და მსოფლიოზე სათანადოდ მოემზადოს(მის წინააღმდეგ ყველა ორმაგად მოტივირებულია).. მგონია რომ შავდათუაშვილს მესამე შიდო მოუგონეს.. რაღა ტატალაშვილს გადაეყარა ბრინჯაოზე)) წარმატებები
პაატა
ტატოსგამ ასეთ სუსტ გამოსვლას ნაღდად არ ველოდი…
გიორგი-50
სხვებისათვის შეიძლება მიღწევააა.... ჩვენ კი გულნატკენები ვართ... განსაკუთრებით კი ტატოსაგან...
Nick
შიდოს წესები გადასახედია. გრიგალაშვილს უნდა მოეგო ეს შეხვედრა, მისი მოწინააღდეგე რასაც აკეთებდა არის სრული ანტიძიუდო. ყველა მისი ჩახტომა ცრუ აქტივობა იყო რაც აქეთ გასაფრთხილებელია
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა