ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ La Gazzetta dello Sport-მა "ნაპოლის" გარემარბთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ქართველმა ფეხბურთელმა სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.

ცხოვრება ნეაპოლში

"სამწუხაროდ, გარეთ იშვიათად გავდივარ, ხალხს აქ ძალიან ვუყვარვარ. როდესაც ნეაპოლში ახალი ჩამოსული ვიყავი, გულშემატკივრებმა მაშინვე მიცნეს, რაც ძალიან გამიკვირდა. ოჯახთან ერთად პომპეის მონახულება მაინც მოვახერხე. ნეაპოლში განსაკუთრებით ორი რამ მიყვარს - პეიზაჟები და მზის ჩასვლა. თუმცა მესამეც არის, პასტა ტომატის სოუსით ძალიან მიყვარს!

ლუჩანო სპალეტის შესახებ

ის ჩემთვის მამასავითაა, ვერასდროს შევძლებ, რომ მადლობა საკმარისად გადავუხადო. მან მომცა საშუალება მეთამაშა უმაღლეს დონეზე და ეს ჩემს კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ყოველთვის მხარს მიჭერდა, მათ შორის რთულ მომენტებშიც. როდესაც მაქსიმუმს ვერ ვაკეთებდი, მუდამ მამხნევებდა და მიცავდა. მისგან უამრავ რჩევას ვიღებდი. დღესდღეობით როგორი მოთამაშეც ვარ, ეს მისი დამსახურებაა.

აურელიო დე ლაურენტისის შესახებ

დე ლაურენტისი მადლობას იმსახურებს, ჩემი ძალიან სჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ თანხას სრულიად უცხო ბიჭში იხდიდა, მან ეს გააკეთა და დიდი რისკიც გასწია.

რუდი გარსიას შესახებ

მას შეუძლია უკეთეს მოთამაშედ მაქციოს, ახლა მისი სათამაშო სტილის შესახებ ვსწავლობთ. მომწონს როგორც პიროვნება და როგორც მწვრთნელიც. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებაში დაგვეხმარება.

დუეტი ოსიმენთან

ვიცოდი, რომ ოსიმენი ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ ბიჭის თავმდაბლობამ გამაკვირვა, ერთმანეთს იდეალურად შევეწყეთ, რაც მოედანზეც კარგად გამოჩნდა. ყოველთვის ვიცი, სად იმყოფება, თითქოს მის მოძრაობას მუდამ ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, ვიქტორიც იმავეს გეტყვით", - განუცხადა კვარაცხელიამ იტალიურ გამოცემას.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს პირველ ტურში "ფროზინონეს" დაუპირისპირდება, მატჩი 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

ჯოი
ბიჭოო, აი აქ, კომენტარებში ვიღაცეები ხვიჩაზე რაღაც ისე საუბრობენ და თითოეულს გეკითხებით, რა სარგებელი მოგიტანიათ სამშობლოსთვის და რის გამო აძლევთ თავს უფლებას, აკრიტიკოთ ის, ვინც საქართველოს სახელს თავ აწეული ატარებს მთელს მსოფლიოში? რა გინდათ ამ ბიჭისგან, მწვრთნელმა და გუნდმა და ფეხბურთელებმა იციან თუ რატომ, რისთვის არ ითამაშა ამა თუ იმ თამაშზე და ნუ გესლავთ ამ ვარსკვლავა ბიჭს ტო, რა ხალხი ხართ, ოღონდ რამე დაგაჭერინათ ადამიანში, მიზეზს ეძებთ და ამ დროს თქვენ თვითონ ვინ და რუს გამკეთებლები ხართ?
Zura
ხვიჩა ყველაზე მაგარია, ვისაც ფეხბურთი უთამაშია საქართველოში. შენ კი ვიღაცახარ ნაცხროვის და სანაიას ბო..
ჭიჭე!
სწორედ, რომ მამასავით დაუყვირა, ლიბერალო!
ვანიეს!
ვანია! კარგი ბიჭობა არ იცვლება, ფეხბურთის თამაში, კი.
ჭიჭე!
გოიმები კი არა, ბოროტები.
სოსო
უმადურობა,ერთერთი უმძიმესი ცოდვაა!ადამიანი,ყველას უფასებს სიკეთეს და რომც იზარალოს,მაინც არ უნდა ვუსაყვედუროთ!
ნომენკლატურა
მამასავით არა პაპასავით. ფულის მონები ხართ უმეტესობა.რონალდო გაიქცა არაბეთში. პელე კოსმოსში და რომელი ერთი ჩამოვ...
ზურა
შენ გკითხავს, როდის დაისვენოს. სად გაგიგია, 100 მილიონ ევროდ შეფასებული, "სერია ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელი, 2 წლით უმცროსების ჩემპიონატზე თამაშობდეს მათთან, ვისაც ეგ ტურნირი თავის გამოჩენისთვის სჭირდება. 21 წლამდელთა ნაკრებში რომ ეთამაშა, მთელი საფეხბურთო სამყაროს დასაცინი გახდებოდა.
Jora-giorgi
როგორც ეტყობა დასვენება არ ეყო და დეისვენოს ახლა რამდნიც უნდა, დიდი ამბავი!! ნაპოლი მოითმენს როგორმე,ჩვენთვის მაინც არ იყო,როცა ახალგაზრდულში გვჭირდებოდა ჰაერივით..თანაც დროც მეტი ექნება ინტერვიუების ჩასაწერად, ზოგიც ეხლა ბაბუებად და პაპებად მოიხსენიოს თუ არა მამები ბევრი დაუგროვდა....
ჯონი
ვინც ხვიჩაზე ცუდს ლაპარაკობთ მართლა გ ო ი მ ე ბ ი ხართ
მახა
აი ჩემს მამას მიეიეთ ყველა ვინც ხვიჩზე აუგს ამბობთ და თარსავთ. გულები გაისუფთავეთ თქვე არშემდგარებო.
ივანე
კაი ბეჭობა არავის აინტერესებს. გოლების გატანა კარგი თამაშია საჭირო ყველგან. ითამაშებს ცუდად და დამთავრდება მაშინვე კარგი ბიჭობაც.
ლევანი
კაცი ქრისტიანურად მადლიერია, ამ უმადურობის ზეობის ეპოქაში, რა ნახე სასაყვედურო, პირიქით, მისაბაძი და მისასალმებელია. უმადურობა სუსტის ხვედრია.
რა ყველა მამასავითაა
სიომინი მამასავითაა, სპალეტი მამასავითაა. რა ყველა მამასავითაა ხვიჩა შენთვის, მით უმეტწს ის უზრდელი სპალეტი, ხვიჩა “კაცოო” რომ დაგიყვურა თამაშის დროს. დაიხსომე, ყველა თავის საქმეს აკეთებს. რაც ევალებათ იმას აკეთებენ შენ მიმართ, ისევე როგორც შენ ასრულებ შენ მოვალეობას მოედანზე. მაგაში იღებენ ფულს რომ დაგეხმარონ გახსნაში. ამიტომ არ გინდა ზედმეტად ვალდებულად იგრძმო თავი, მით უმეტეს ევროპაში. ხომ ნახე, არ მოუმატეს თანხა და წავიდა გუნდიდამ ეგ შენი ლუჩიანო. ყველაფერი მაინც ფულში იზომება ბოლოს ამათთვის
ბექა
ლეაოზეც კარგად ილაპარაკა!
Skeleton
ბათუმის დინამოს თამაშებს არ ტოვებდნენ ნაპოლის ფანები და ჩემი თვალით ვკითხულობდი როგორ არჩევდნენ სამგურალთან, გაგრასთან, ბონლისთან თამაშებს, როგორ ელოდებოდნენ ხვიჩას. გასაკვირი არ არის, ჩასვლისთანავე რომ იცნეს რადგან აკვირდებოდნენ მანამდე. მახსოვს ბოლნისთან და თელავთან დროზე ადრე შეცვალეს რადგან ეუხეშებოდნენ და იქეთ პანიკა ჰქონდათ ნაპოლის ფანებს :)) რათქმაუნდა იმას არავინ ელოდა, რომ პირველივე სეზონში სკუდეტოს მოაგებინებდა და გარდამტეხ როლს შეასრულებდა მაგრამ მაგარ მოთამაშეს რომ იმატებდნენ და ნელ-ნელა ტემპერატურა იწეოდა ფანებში, ამას ყოველდღე ვამჩნევდი. პ.ს სპალეტიზე და ოსიმენზე როგორც ილაპარაკა ძალიან მომეწონა.
mixo
აი კოჩი შემთხვევით მარგალი ხომ არაა.... მაგალითად.
რა მაფიაა?
თუ იმის ფიქრში ვიქნებით რომ "სანამ სახელი აქვს" და მერე გაუქრება დმსახელიც და უნარებიც, მაშინ რა უნდა კაი გუნდში? თუ მოასწროს ხელფასის აღება კონტრაქტებით და იგრიალოს მანამდე თვითონ, რა ენაღვლება? ოქროს ბურთს და მსოფლიოზწ გასვლას, ამ ფრაზებს შეჩემათი ველაპარაკებით უკვე და ქვეცნობიერად ერი ვერ იჯერებს მაინც რომ შესაძლებელია მაღალი მიზნების მიღწევა, ნაბიჯნაბიჯ, დაკვირვებით და მოთმინებით და რა თქმა უნდა საკუთავ თავზე გადახტომით...

ლაციო დროზე იყიდე მიქაუტაძე,თორემ მერე სამოცდაათ მილიონათაც ვეღარ იყიდი!!!!
ჟორა გაბრიჭიძე
ჩემო ხვიჩა, უცნობ ბიჭში არავის გადაუხდია ფული, ძალიან კარგად გიცნობდნენ. კაგრი მამაძაღლები არიან, კაპიკებში ჩაგიგდეს ხელში ბრილიანტი. ახლა ხომ გაგიცნეს? თუ ვირიშვილები არ არიან, მაგ მათხოვრული ხელფასი ეკადრება იტალიის ნომერ პირველ ფეხბურთელს?
აკია
საკუთარ თავს მიხედე! ხვიჩამ და მისმა უახლოესმა გარემოცვამ კარგად იციან,თუ როდის რა უნდა მოიმოქმედონ! გიმეორებ: შენ მიხედე საკუთარ თავს!
a
იტალიურის სწავლა კარგია, მაგრამ ეგ გუნდი საშუალოზე დაბლა იქნება წელს, უნდა გადასულიყო უფრო კარგ გუნდში სანამ სახელიც აქვს
რიგითი გულშემატკივარი
თავდაბლობა გამიკვირდაო!!!
ბუჯანგა
კარგი ინტერვიუა..თავმდაბალი ახალგაზრდა კაცის ძალიან კონკრეტული და ლაკონური პასუხებით..პასუხისმგებლობის და პატივსცემის გრძნობებით...იმედია მალე სასაუბრო ენასაც დახვეწავს და ნეაპოლის მოსახლეობას უფრო ახლოს გაეცნობა...მას ეს აუცილებლად ჭირდება..რომ უკეთესად შეიგრძნოს რამხელა სიყვარული და თანადგომას გამოხატავს მის მიმართ გულშემატკივარი..როგორ ეიმედებათ მისი..ეს განუზომელი ენერგიის სტიმულის მომცემი იქნება შემდგომში მისი როგორც ფეხბურთელის ასევე როგორც პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში..ახლა მთავარია მალე გამოჯანრთელდეს..რომ სრულოფასოვნად გაიაროს მოსაზმადებელი პერიოდი და სეზონს ჩვეულ ფორმაში შეხვდეს...ბოლოს ერთი რამ ვერ გავიგე...რა გაუკვირდა ხვიჩას ოსიმენისგან? იქნებ გაგავაცნოთ ოსიმენის მოსაზრება
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა