ხვალ, 8 აგვისტოს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართება, სადაც ევროპის 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება და კონტინენტის პირველობის 24 საგზურისთვის გააჩაღებს ბრძოლას. დღეს კი მომავალი ტურნირის წინ განთესვა გამოქვეყნდა და სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა საქართველოს ნაკრებმაც შეიტყო.

ქართველი კალათბურთელები მე-5 კალათაში მოხვდნენ და უკვე ცნობილია, რომ მეტოქეები 1-ელი, მე-4 და მე-8 კალათებიდან ერგებათ. შესაბამისად, დანარჩენი ჯგუფები მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 კალათებიდან დაკომპლექტდება.

1-ელი კალათა: ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია.

მე-2 კალათა: ლიეტუვა, საბერძნეთი, იტალია, გერმანია.

მე-3 კალათა: ჩეხეთი, პოლონეთი, თურქეთი, მონტენეგრო.

მე-4 კალათა: ფინეთი, ხორვატია, უკრაინა, ლატვია.

მე-5 კალათა: ბელგია, საქართველო, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა.

მე-6 კალათა: უნგრეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ბულგარეთი.

მე-7 კალათა: დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, შვედეთი, ჩრდ. მაკედონია.

მე-8 კალათა: პორტუგალია, დანია, სლოვაკეთი, კვიპროსი.

გათამაშების ფორმატი და თამაშების ჩატარების თარიღები ცნობილია. როგორც აქამდე, საკვალიფიკაციო ციკლი 3 ფანჯარაზე გადანაწილდება.

პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მის ფარგლებში გუნდები 2-2 მატჩს ითამაშებენ. მე-2 ფანჯრის თამაშები 2024 წლის 18-26 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ბოლო ფანჯარა 2025 წლის 17-25 თებერვალს გაიმართება.

24-დან 4 საგზური დაკავებულია. მათი მფლობელები ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები – კვიპროსი, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი არიან. ეს ნაკრებები საკვალიფიკაციო ტურნირში მაინც მონაწილეობენ, თუმცა ჯგუფებში, სადაც მოხვდებიან, რომელი ადგილიც გინდა დაიკავონ, ევრობასკეტზე მაინც ითამაშებენ.

გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებშიც ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები იქნებიან, საგზურებს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს; კვიპროსის, ლატვიის, პოლონეთისა და ფინეთის ჯგუფებიდან კი - ამ გუნდებს დამატებული 2 საუკეთესო. მაგალითისთვის, თუკი, დავუშვათ, პოლონეთმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფში პირველ და მე-3 ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.

ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 13:30 საათზე გაიმართება და მისი ტრანსლაცია FIBA-ს ოფიციალური Youtube-ის არხით გადაიცემა.

GBF

ღუტუნა
მეოთხედან და მერვედან ერთდროულად, კვიპროსი სწორედ მერვე კალათიდანაა. იმედია 2 მასპინძელს ერთ ჯგუფში არ მოახვედრებენ
დათო
სავარაუდოდ ორ მასპინძელ გუნდს ერთ ჯგუფში არ მოახვედრებენ.
ბნელი გრუზინი
სერბეთი ლატვია საქართველო დანია ესე მგონია რომ დაჯდება
ეეე
ისეთი მომავალი მოდის ჩვენს კალათბურთში, ეს ბოლო ევრობასკეტია სადაც გასვლის შანსი ასე თუ ისე გვაქვს.DD მერე კაი ხანს ჩვენი ჭაჭანებაც არ იქნება მანდ.
დავითი
ერთდროულად როგორ ამოვლენ? მარტო მეოთხე კალათიდან არის შანსი რომ ამოვიდეს,არც პირველში და არც მერვეში მასპინძლები არარიან და კალათიდან თითო-თითო ნაკრები ამოდის !
ღუტუნა
ე.ი. თუ მაგალითად ერთდროულად ლატვია - კვიპროსი ან ფინეთი - კვიპროსი ამოვიდა ჩვენთან ჯგუფში, იქიდან გამომდინარე რომ პირველ კალათაში უძლიერესი ნაკრებები არიან, ევროს გარეშე დავრჩებით.
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა