საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალშია. რუმინეთის ქალაქ პიტეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ისლანდიას 96:71 სძლია და მეოთხედფინალში მეორე ადგილიდან გავიდა. პირველი ადგილი რუმინეთმა დაიკავა, რომელმაც ჯგუფში საქართველოს 4 ქულით სძლია, ისლანდიას კი – 2-ით.

სწორედ ისლანდია და საქართველო იბრძოდნენ ჯგუფში მეორე ადგილისთვის. ამ გუნდების მატჩი კი ქართველების 25-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა და საქართველომ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი აგრძელებს A დივიზიონის საგზურისთვის ბრძოლას და ტურნირის საუკეთესო 3 გუნდს შორის მოხვედრის შემთხვევაში, ეს მისია შესრულებული იქნება.

ისლანდიასთან მატჩში ქართველები თავიდანვე დაწინაურდნენ. პირველი პერიოდის 8 ქულით მოგების შემდეგ ცინცაძე-ტყეშელაშვილის შეგირდებმა დიდი შესვენებისთვის 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ისლანდიელებმა მესამე პერიოდში თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს. ბოლო პერიოდში სხვაობა 7 ქულამდეც შემცირდა, თუმცა ბოლო 5-წუთეულში ქართველებმა მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს და გამანადგურებელი მარცხი აგემეს.

ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ავთანდილ ბახტაძემ, რომელმაც 20 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. ის მეტსაც მოინაგრებდა, თუმცა მოედანი 5 პერსონალურის გამო დატოვა. 22 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა გიორგი ცაგარეიშვილის ანგარიშზე, 17 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი გიორგი ნიკოლაევმა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში ესტონეთის ნაკრები იქნება, რომელმაც B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შეხვედრა 11 აგვისტოს, 18:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

გიორგი 50
ბატონ დიმას ვეთანხმები სავსებით, მოკლე და პროფესიონალური შეფასებააა.... წარმატებები ესტონეთთან...
გიორგი 50
ბატონ დიმას ვეთანხმები სავსებით, მოკლე და პროფესიონალური შეფასებააა.... წარმატებები ესტონეთთან...
დიმა
ბახტაძე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში საუკეთესოა. გუნდმა პირველ რიგში ჯარიმების სროლა უნდა გამოასწორონ, ნახევარზე მეტს ვერ აგდებენ.ეს ასაკობრივი სხვებზე გაცილებით უკეთესია და იმედია აღზევდებიან.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთს მეორედაც მოუგო ელიტარულ – A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სტამბოლში თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველომ ხორვატია დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად პოლონეთს დაუპირისპირდება
საქართველოს U16 ნაკრები რუმინეთთან ბოლო წუთებზე დამარცხდა და თურქული ტურნირი დაასრულა