ლა ლიგის პირველ ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „სევილია“ 2:1 დაამარცხა.

ახალ სეზონში „ვალენსიას“ კიდევ უფრო სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა, თუმცა მასპინძელ გუნდს ბრძოლა გაუმართა და გაიმარჯვა კიდეც. პირველ ტაიმში მომენტები იშვიათად იქმნებოდა, სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილს ბევრი სამუშაო არ ჰქონია, მხოლოდ ერთხელ მოუხდა საქმეში ჩართვა, როდესაც პირისპირ გასულ ენ-ნესირის დაასწრო და არ გაატანინა.

შესვენების შემდეგ თამაში უფრო სახალისო გახდა: სწრაფი კონტრშეტევისას დიახაბიმ სტუმრები დააწინაურა. თუმცა, მალე ენ-ნესირიმ სუსოს ჩაწოდებულ ბურთს გიორგის კარში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში ქართველმა ენ-ნესირზე პასისას თავისი გუნდი იხსნა და ტრავმას გადაურჩა. საპასუხო იერიშისას დუროს წაქცევისას ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა ბადე გააძევა და ანდალუსიური გუნდი კაცნაკლული დარჩა. 88-ე წუთზე გერამ ბონოს კარი დალაშქრა და "ღამურები" წინ გაიყვანა. კომპენსირებულ დროში სუსოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია და "ვალენსიამ" 3 ქულა მოიპოვა.

18 აგვისტოს „ვალენსია“ „ლას პალმასს“ უმასპინძლებს.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“. 34 184 მაყურებელი

სევილია - ვალენსია 1:2

გოლები: 0:1 დიახაბი( 59), 1:1 ენ-ნესირი (69), 1:2 გერა (88)

გაძევება: ბადე (81)

სოსო
რასაც თქვენ გულისხმობთ,მაგას სივრცეში სწრაფი ორიენტაცია ჰქვია და ზოგადად,სპეცდანიშნულების რაზმების მომზადების პროგრამებით,ჯარისკაცებს ასწავლიან.რაკი მათ ასწავლიან,ესე იგი,შესწავლადია,მაგრამ ვალენსიაში გამოსწორებისა,მართლაც არაფერი ეტყობა.არც ფეხით თამაშში ჩანს პროგრესი,არადა,უკვე მესამე სეზონია,გუნდშია.ვალენსიას,სხვა იმდენი პრობლემა აქვს და არ სწორდება,რომ ვფიქრობ,ეს,მათთვის უკანასკნელი რიგის საზრუნავია.რაც დრო გადის,ამის სრულყოფა,სულ უფრო გაჭირდება,რადგან გუნდებს ყოველმხრივ ჩამოყალიბებული მეკარე სჭირდებათ,მით უფრო,თუ ის უკვე, ჭაბუკობის ასაკიდან გამოსულია.ამიტომაც უნდა ეცადოს გიორგი,სხვა გუნდში წასვლას.თუ არადა ორიოდე წელიწადში,ის გახდება საშუალოზე მაღალი კლასის მეკარე,რომელიც კარის ხაზზე ძალიან კარგია,მაგრამ სხვა კომპონენტებში საკმაოდ მოიკოჭლებს და ტოპ გუნდებში,მას მხოლოდ მეორე მეკარის როლში თუ მოისურვებენ.მისი გაყიდვით,ვალენსია საკმარისზე მეტს მოიგებს და უფლება არ უნდა მისცეს,მისი ბედით ითამაშონ.თუ რა თქმა უნდა სურვილი აქვს,მართლაც უმაღლესი კლასის მეკარედ ჩამოყალიბდეს.გიო,სულ რაღაც 800 000 ად იყიდეს და ორი სეზონი ათრია გუნდი,შარშან კი,სულაც უმაღლეს ლიგაში შეუნარჩუნა ადგილი.გიოს, მათი ვალი აღარ აქვს!
ტ
ტ
Levani
ჩვენ გვყავდა ნიჭიერი მეკარე დევაძე,მაგრამ ნიჭიერობას ვერ გასცდა. მერე ტოგონიძე,რომელსაც ბთუმის გარდა მგონი არსად არ უთამაშია. მერე გვარამაძე,რომელიც ჩემპიონშიფის ბოლტონმაც კი იყოყმანა და არ აიყვანა,მერე ლომაია,რომელიც კარგი მეკარე იყო თუ კარში არ დაურტყავდნენ,მერე ლორია თავისი სტაბილურობით და მაქსიმუმ 2-ე ბუნდესლიგით..ეს იყო ჩვენი მეკარეების მიღწევები აქამდე და ახლა ლა ლიგის ძირითადს უწუნებენ.. რა ვიცი,თქვენ იყავით კარგად და...
ტტტ
პრაფესორებიზა ვაგონია ჩამომდგარი და ჰაიდე, გიორგი ძაან კაი იყო გუშინ
სოსო
ვალენსიამ მოიგო,მაგრამ მისი პრობლემები არსად წასულა.კვლავაც აშკარად ჩანს.აი სევილიას კი,ამ თამაშით თუ ვიმსჯელებთ,აშკარად მომატებული აქვს,პრობლემები. ლევანტეს მატჩის ყურებაც ვცადე,მაგრამ არ ირთვებოდა,ვერც ნაპოლის თამაშს ვუყურე,დაბლოკილი იყო.გიორგი ქოჩორაშვილის ნახვა ძალიან მაინტერესებდა,სასტარტოში იყო და დაახლოებით 1 საათი უთამაშებიათ!თუ ფორმა აკრიფა,საყრდენ ზონაში,ბევრ პრობლემას მოგვიგვარებს.ტრავმებმა ძალიან დასწია უკან,მაგრამ რაკი სასტარტოში დააყენეს,ესე იგი,საქმე კარგადაა!წარმატებებს და უტრავმო სეზონს ვუსურვებ,გიორგის!
rero
წარმატებები მამარდას,ვფიქრობ რომ კარგად გაისარჯა. ასევე მინდა ვთქვა რომ ლევანტეს ძირითად შემედგენლობაში Iთამაშა ქოჩორაშვილმა და მიკვირს რატომ მეტად არ ავღნიშნავთ ამ ფაქტს. თუ სხვა მეორე ლიგებში მოთამაშეებს ვაშუქებთ(მაგალითად ბუდუს,ჩაკვეს,ზურიკოს) რითი ნაკლებია ლალიგა 2 ამათზე,ან ლევანტე რითი ნაკლებია იმ გუნდებზე!
სიმართლე_ს
მათემატიკურ აზროვნებაში არ ვგულისხმობ უმაღლესი განტოლებების ამოხსნას, მათემატიკირ აზროვნებაში იგულისხმება სხარტი აზროვნება კონკრეტულ მომენტში, რომ მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოს უმოკლეს დროში, ფაქტიურად წამებში. გადაწყვეტილების მიღება კიარა ხშირად საერთოდ სიტუაციაში გარკვევას ვერ ასწრებს ხოლმე. 30-40% პრაქტიკა გამოასწორებს მაგრამ დანარჩენი 60% ან ბუნებრივად გაქვს, ან უნდა გამოიმუშავო და როგორ, მაგაზე პასუხს ალბათ უკეთესად მწვრთნელები გასცემენ. ფაქტი ერთია მეორე წელია ვალენსიაშია და უკეთესად კიარა მგონი უარესად თამაშობს გამოსვლებზე.
1964 ავთო
გამოსვლისას დაჯახების შიში აქვს!დაჯახებამდე 2 მეტრში თვალებს ხუჭავს და თავს გვერდით წევს!ძლიერი ფსიქოთერაპევტი რამდენიმე სეანსით ფობიას მოუხსნის!
ნუკრი
ამდენი ხანი პარაშუტი მოფრინავდა და ამსიგრძე მეკარემ ის ვერ გათვალა მეკარის საჯარიმოს ხაზამდე მიასწრებდა თუ არა თავდამსხმელს. ამას ვერ ისწავლი,ეს მეკარის ალღოა.ალბათ დრო და გამოცდილება ამას მოიტანს,მაგრამ ტოპ გუნდებს დრო არა აქვთ,ვალენსიასთვის საკმარისია
Ილია
სწორია და კარგი ანალიზია! ამიტომ არ უნდა დარჩეს ზუსტად ვალენსიაში ! იდეალური იქნბა ბაიერნი_ თუნდაც იმიტომ , რომ, იქ გამოუთვლიან მათემატიკურად, თუ გამოუთვლიან))))
Odala
ვალენსიას წარმატების საიდუმლო. გახდება მამარდა ჩემპიონი? - ასეთი სათაური მოგიხდებოდათ.
სიმართლე
პირველ ნაწილშ აბსოლუტურად მართალი ხართ, გამოსვლაზე თუ ვერ თამაშობს მეკარე იგივეა დაახლოებით იგივეა თავდამსხმელს უდარი ჰქონდეს და სიზუსტე არა, მეორე ნაწილში კიდევ მათემიკა არაფერ შუაშია, გამოსვლაზე ვინც კარგად თამაშობს მათემატიკოსები არიან ან მაშინ იწყებენ ფორმულების თვლას? ეგ უბრალოდ გამოცდილებაა და მეორე ფსიქოლოგიური პრობოლემა უფრო არის რომელიც უნდა გადალახოს რააა... იგივე აქვს პენლებზე რა. ვიღაცამ უთხრა პენლებს ვერ იღებო და თვითონაც შეგუებულია, იძახის არ მიმართლებს პენლებშიო
ბადრი
ე. ი. ფიზიკა და გეომეტრია უნდა ისწავლოს.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
მერომ ვამმბობდი ცამეტ მეტრზე ხტებატქო, არ გეჯერათ ხო? ეხლა ხომ დაინახეთ სად გადახტა, ააა?!! მალადეც სრედი ავეც!
გიორგი
ნეტა რას პროფესორობ უყურებ თუ გადმოცემით გაგიგონია
რუსთავი
კარის ხაზზე უდავოდ მაგარია, შორიდან დარტყმულ ბურთს ადგილზე ჭამს! აი გამოსვლებზე თამაში ისე ძალიან უჭირს ეგ თუ არ გამოასწორა საშუალო დონის მეკარეობას ვერ გასცდება, ალბათ ყველაფერთან ერთად მათემატიკური აზროვნების განვითარება სჭირდება ჩემი აზრით რომ გამოსვლის დრო სიმაღლე და სიჩქარე განსაზღვროს, თორემ დარწმუნებული ვარ გამოსასწორებელს აქამდე გამოასწორებდა.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ