ჩრდილოლონდონელები 23 წლის ესპანელ ხუან მატასა და 28 წლის ინგლისელ ფილ ჯეგიელკას ყიდულობენ
„არსენალის“ თავკაც არსენ ვენგერს კრიტიკოსები სატრანსფერო ბაზარზე პასიურობას საყვედურობენ, თუმცა ტაბლოიდებში გაჟონა ინფორმაციამ, რომ მთლად ასეც არ არის საქმე. კერძოდ, „სანი“ წერს, რომ ჩრდილოლონდონელები 23 წლის ესპანელ ხუან მატასა და 28 წლის ინგლისელ ფილ ჯეგიელკას ყიდულობენ.

გაზეთმა ვალენსიელი მატას მეგობრებისგენ შეიტყო, რომ გარემარბს თავისი „არსენალში“ გადასვლის საქმე უკვე გადაწყვეტილ ამბად მიაჩნია. „სანი“ წერს, რომ „მეთოფეები“ „ღამურებს“ მატას სანაცვლოდ 19 მილიონ ფუნტს ანუ 21,74 ევროს გადაუხდიან.

რაც შეეხება „არსენალისა“ და „ევერტონის“ ურთიერთობას, ლივერპულის გუნდმა „არსენალის“ პირველ შეთავაზებაზე უარი თქვა. ინგლისურ წყაროებში თავიდან ეწერა, თითქოს ვენგერმა „ევერტონის“ თავკაც დევიდ მოიესს 10 მილიონი ფუნტი შესთავაზა, მოგვიანობით კი ზოგან დაიწერა, რომ ეს თანხა 13 მილიონი იყო. ასეა თუ ისე, მოიესმა თავისი მცველის გნებავთ ერთ და გნებავთ მეორე თანხად გაყიდვა იუარა ანუ ვაჭრობს.

საინტერესოა, რომ დღემდე „არსენალის“ სატრანსფერო რეკორდი 12 მილიონი ფუნტია - ეს თანხა „მეთოფეებმა“ 2009 წელს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ ანდრეი არშავინში გადაუხადეს. შესაბამისად, როგორც მატას ასევე ჯეგიელკას ტრანსფერი ჩრდილოლონდონელთათვის, სავარაუდოდ, სარეკორდო იქნება.

გაზეთი წერს, რომ მატას ხელში ჩაგდება „არსენალისთვის“ ძალიან კარგი სვლა იქნება, რადგან, ბოლო წამს „მტაცებლური ოპერაციების ჩატარება“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ უყვარს არ არის გამორიცხული ამას ამზადებდეს კიდეც.

ჯეგიელკა კი „ემირეიტ სთედიუმზე“ ოთხწლიან კონტრაქტს და კვირაში 100 ათაფ ფუნტს ითხოვს.

და კიდევ ერთი ცნობა „არსენალის“ ბანაკიდან: 23 წლის დანიელი თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი ამ კვირაში, ალბათ, ლისაბონის „სპორტინგში“ გადავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა