ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დე ლაურენტისის წუწურაქობა და კვარაცხელიას რთული სეზონის მოლოდინი

დე ლაურენტისის წუწურაქობა და კვარაცხელიას რთული სეზონის მოლოდინი

არის მასში რაღაც მიკირტუმ გასპარიჩისეული

გუშინ Sky Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაპოლი“ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებს და ნიგერიელის სეზონური გასამრჯელო 10 მილიონ ევროზე მეტი იქნება. ზოგიერთი გამოცემა ამტკიცებს, რომ 12 მილიონს მიაღწევს. სერია A-ს ბომბარდირს, რა თქმა უნდა, მაღალი ხელფასი ეკუთვნის, მაგრამ უსამართლობის შეგრძნება გვეუფლება - იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ რა დააშავა, რომლის ანაზღაურება 1.25 მილიონია და მომატებას არც აპირებენ. ქართველი დუმს, მაგრამ მსგავსმა უმსგავსო დამოკიდებულებამ არ შეიძლება მასში პროტესტის გრძნობა არ აღძრას.

მოდით, დავიწყოთ თავიდან. გასული წლის ზაფხულში „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა წამყვანი ფეხბურთელები გაყიდა, მხოლოდ კვარაცხელია და კიმ მინ ჯე შეიძინა, რომლებსაც გულშემატკივრები თითქმის არ იცნობდნენ და სეზონის დაწყების წინ ჩატარებულ გუნდის პრეზენტაციაზე ლამის ობსტრუქცია მოაწყვეს. ისინი „ნაპოლის“ მიერ სეზონის ჩაგდებას ელოდნენ და ღონისძიებაზე მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, თავის მართლება მოუწია. შემდეგ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: კვარაცხელიამ გაიბრწყინა, ოსიმენმაც, კიმ მინ ჯეც დამაჯერებელი იყო, ჯოვანი დი ლორენცოც, სხვა მუშა ფეხბურთელთა ჯგუფმაც თავისი სამუშაო ჩინებულად შეასრულა და ყოველივე ამას ტრიუმფი მოჰყვა. ვშიშობ, ამას წელს გაგრძელება არ უწერია და ყველაფერში დამნაშავე კლუბის წუწურაქი პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იქნება. სხვა სახელს მის საქციელს ძნელად თუ დავარქმევთ.

ჭკვიანი კაცია სპალეტი, მიხვდა, საქმე სასურველად ვეღარ წარიმართებოდა, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო და გადადგა. მან ნეაპოლურ კლუბში ორ წელიწადში 5.6 მილიონი გამოიმუშავა და კონტრაქტი იმ პირობით გაწყვიტა, რომ ერთი წელი არსად იმუშავებს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2.8 მილიონის გადახდა მოუწევს. მოკლედ, დე ლაურენტისმა, ფაქტობრივად, სახლში გამოამწყვდია და პაუზას შემოქმედებითი შვებულება უწოდა. ახლა ლუჩანოს იტალიის ნაკრების თავკაცად ნიშნავენ და ამ თანხის დაფარვა ფეხბურთის ფედერაციას მოუწევს. პრეზიდენტმა ამხანაგური მატჩებისას ტელერეპორტაჟების გაყიდვა დაიწყო და მეტოქე კლუბების მიერ განხორციელებული რეპორტაჟების დაბლოკვა. აგრეთვე, სპარინგებისას ბილეთების გაყიდვა. ეს მისი უფლებაა, კლუბის მფლობელი ბიზნესმენი დღენიადაგ შემოსავალზე უნდა ზრუნავდეს, ხელმომჭირნეც უნდა იყოს, ფულის ყაირათიანად მხარჯველიც და მეურნეც, მაგრამ ყველაფერს აქვს რაღაც ნორმები.

იმას, რასაც დონ აურელიო ხვიჩას შემთხვევაში აკეთებს, არ შეიძლება სახელი ვუწოდოთ, ეს უბრალოდ არაეთიკურია. Ilmattino-ს მტკიცებით, მას არ სურდა ქართველის ტრანსფერის განხორციელება, სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ დაარწმუნა ამის აუცილებლობაში და საფეხბურთო ევროპის წლის სენსაციაც მოხდა. „კვარამ“ ყველა გააოცა და სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა - თუ მთავარი არა. კვარაცხელიას ნეაპოლურ კლუბში გადასვლისას სხვა არჩევანი, ფაქტობრივად, არ ჰქონდა, ერთგვარ ცაიტნოტში იმყოფებოდა და ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი მინიმალური ხელფასით გაუფორმეს.

ელემენტარული მადლიერების ნიშნად დე ლაურენტისს ყველა დაუწერელი კანონით ანაზღაურება ხელშეკრულების გახანგრძლივების გარეშე უნდა მოემატებინა, მაგრამ ის მოქმედებს პრინციპით - „მილიონს რომ კაპიკი დააკლდება, მილიონი აღარაა“. ორიოდ დღის წინ „ნაპოლიმ" შვედეთის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი იენს-ლიუის მიკაელ კაიუსტე „რეიმსისგან“ 12 მილიონად შეიძინა და 1.1-მილიონიანი ხელფასი დაუნიშნა, ანუ თითქმის იგივე, რასაც ხვიჩა იღებს. ეს უპატივცემულობაც აღარაა, ეს დაცინვაა. იგივე ilmattino წერდა: „სიუჟეტი კლუბისთვის პრაქტიკულად იდეალურია: სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც "ნაპოლიში" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, ფულის გამო პრობლემას არ ქმნის. ეს იმას გულისხმობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კიდევ 4 წლის მიხედვით გასამრჯელოს მოსამატებლად ვერავის მიმართავს. ეს უაზრობაა. მისი ანაზღაურება 1.5 მილიონი ევროა, შემოქმედებითი მხარე კი - ვარსკვლავური“.

ხვიჩა დუმს, ის არაა კონფლიქტური, მშვიდია, თავის შანსს ელოდება, თუმცა შეიძლება ყოველივე მასზე მაინც აისახოს. სპარინგებისას მის თამაშში ის ცეცხლი არ იგრძნობოდა, რაც გასული წლის ამავე დროს (ცოტა წონაში მომატებულიც მომეჩვენა). ენთუზიაზმი თითქოს სხვებსაც გაუქრათ. შესაძლოა, საკონტროლო შეხვედრებისას უბრალოდ თავი დაზოგეს, პრაგმატულად მოიქცნენ, მაგრამ თვალსასეიროდ რომ ვერ თამაშობდნენ და ბოლომდე რომ არ იხარჯებოდნენ, ესეც ფაქტია. მთელი გასული ერთი წლის განმავლობაში, ისევე, როგორც, ალბათ, მრავალი თქვენგანი, ხვიჩას თამაშით ვტკბებოდი, ყოველ მომდევნო მატჩს მოუთმენლად ველოდი, ვნერვიულობდი და აღმოვაჩინე, რომ რაღაცნაირად დამოკიდებულიც კი გავხდი. მინდა, ძალიან მინდა ვცდებოდე და ყველაფერი კვლავ წარმატებულად განვითარდეს, კვარაცხელიამ კვლავ გაიბრწყინოს და სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც გაუკვალოს გზა დიდ ევროპულ ფეხბურთში. დაველოდოთ, ვნახოთ...

მიმომხილველი

• მირო - ს

როგორ გამოისყიდიან? გამოსასყიდ თანხას ხვიჩა 90 მილიონს ასახელებს, ლაურენტისი 150 მილიონს ითხოვს. ამდენი ფულის გადამხდელი ბევრი გეგულება? სამუდამო ყმად უნდა გაიხადოს. ვერ ელევიან ევრიპოელები მონათმფლობელობას, ვერა!

• Მამუკა

გავხნათ ანგარიში სახელწოდებით: დავეხმაროთ კვარას.

• las

სამწუხაროდ საქართველოში ეგრე არაა. მანდ რა ხდება კაცმა არ იცის. მაფია, ქურდები, წილები ეგრე არაა :) უბრლაოდ დაფიქრდი. ოსიმენს 10 მილიონი და კვარას 1,2 მილიონი? რა სისულელეა. იქ ფულის გადახდები ხდება ლევად, ხელზე. და ვინ ზის წილებში კაცმა არ იცის :)

• zura222

აი ამიტომ გამიხარდა კალჩონაპოლი24 ზე რომ თქვეს--არსენალი თანახმაა 300 მილიონი გადაიხადოს კვარაში და ოსიმენშიო ! მაგრამ აქაც ლაურენტისის წუწურაქობა ჩაერთო და ალბათ უფრო მეტი მოითხოვა და არსენალმაც სამ ასოპზე გაუშვა @@

• სოსო

ნაპოლის ფეხბურთელებმა დაამტკიცეს,რომ იტალიის სხვა გრანდებზე ნაკლები ფეხბურთელები არ არიან და თუ ლავრენტისი მათ მსგავს ხელფასს არ გადაუხდის,სრული მორალური უფლება ექნებათ,იმ ხელფასის შესაბამისად ითამაშონ,რამდენსაც დე ლავრენტისი უხდის.გულშემატკივარსაც და ფეხბურთელებსაც ერთნაირად,უნამუსოდ ექცევა და ვფიქრობ, საპასუხო ალიყურსაც მიიღებს.

• მირო

ლაურენტისმა ზედმეტი კაპიკი რომ დახარჯოს,ცუდად გახდება.ჯუღელიც მაგარი სუსტი აგენტია,მგონია უფრო თავის კეთილდღობაზე ზრუნავს,ვიდრე ხვიჩაზე.ხვიჩამ მადლობა უნდა გადაუხადოს მას და უფრო ძლიერი და ცნობილი ააგენტი აიყვანოს,მაგრამ ალბატ თავის დროზე ისეთი კონტრაქტები დადო ყველასთან,რომ გაჭედილშია,თან იძულებულია კარგად ითამაშოს,რომ მის მიმართ ინტერესი არ დაკარგონ გრანდებმა.თუ თავის დონეს დაადასტურებს ამ სეზონში.იმედია გამოჩნდება ვინმე,ვინც გამოისყიდის აამ წუწურაქის კლაანჭებიდან.

• სოსო

თავს ნამდვილად არ გაასულელებინებს.ორი თაღლითი,ყოველთვის შეთანხმდება,თუ გასაკრეჭად ვინმე ჰყავთ!ფაქტი, თვითონ ლაპარაკობს.

• მამუკა

კონტრაქტის გაფორმების დროს იქნა შეცდომა დაშვებული, ორივე ჯოჯერი რომ იტყვიან ლაურენტისის ხელშია, გამოსასყიდი რომ ჩაეწერათ კონტრაქტში ეხლა სულ სხვა სიტუაციაში იქნებოდა ხვიჩა. და კიდევ ერთი რაღაც, ძალიან მეეჭვება რომ ჯუღელმა ლაურენტისს კონტრაქტის გაფორმებაში თავისი პირობების წაყენება შეძლოს, სხვადასხვა ლეველზე არიან, ცხონებული მინო რაიოლა ბოლომდე აწვებოდა ხოლმე კლუბებს, სანამ თავის პირობებზე არ დაითანხმებდა, თვითონაც კაი გასამრჯელოს იღებდა და ფეხბურთელსაც სარფიან კონტრაქტს უფორმებდა,არ მგონია ჯუღელმა ეს შეძლოს. ხვიჩამაც და ბადრიმაც ამ თემაზე უნდა იფიქრონ, თორემ 5 წელი არბენინებს ლაურენტისი ხვიჩას იგივე ხელფასზე

• რობო - ს

ხვიჩას ბრალიც არის - ცხვარივით დაყავთ ოჯახს და ჯუღელს

• ჟორა გაბრიჭიძე

ვისაც შეუძლია თავისი საწყისი ფასი გააათმაგოს, მას ისიც ჩეუძლია ეს ფასი პირვანდელ ფასზე დაბლა დაწიოს. სწორედ აქაა პატრონის გონიერება საჭირო, რომ არ გადაამლაშოს ტავის სიძუნწეში.

• ნოე

ლაურენტისი რასაც მოიგებს ამ თავისი აცაბაცა პოლიტიკით, გაისად გაზაფხულზე დაითვალოს; ხვიჩა აქაც ივარგებს და მერე თავის გზასაც კოხტად ნახავს

• Soso

კვარას ნაპოლში ხელპასზე პრობლემა არასდროს ექნება, ბათუმზე გადახდილი თანხიდან 8 მილიონი კვარას წაუღია მაგრად კიდია ერთი წელი კიდე რამდენი ექნება

• ტიტე

რა ფულებზე წერეთ ? კვარა არაფერს ამბობს თქვენ რა გინდათ .,კვარასთვის ეს სეზონი იქნება გადამწყვეტი მოუმატებს და გააუმჯობესებს შარშანდელს გადავა გრანდში თუ არა და თავის თავს დააბრალებს

• სახელი

ჯუღელი იმის ჩიტი არაა, ვინმეს თავი გაასულელებინოს და იქნებ მორჩეთ სხვისი ხელფასის თვლას???

• იმერელი

გაისად ან ზამთარში კვარას გაყიდის

• lasha

რაის დევიზი ბიძია კვარა შენელდა წონა აქვს მომატებული ის ვეღარ არის რაც იყო ადრე შორიდან მაინც ურტყამდა ეხლა ფლანგის უკიდურეს კუთხეშია დაშეტევას წელავს იმის მაგივრად რომ სწრაფად გადავიდეს სიღრმეშიკვარამ სწრაფი აჩქარება და კარისც წინ ცივსისხლიანობა თუ ვერ ისწავლა ამ სეზონს ჩააგდებს ვიცით რომ გვიყვარს კვარა ყველას მაგრამ ფეხბურთიც მიყვარს მოკლედ კრეატიულობა უნდა გაზარდოს შეისწავლეს უკვე

• ნეიმარი

სასაცილო ხელფასი აქვს კვარას, 60 მილიონი ღირს და წლიური ხელფასი სასაცილოა

• ქ. გ.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ბრძანდებით ნაპოლის პრეზიდენტი. თუ არ გაუგრძელებთ ოსიმენს კონტრაქტს, ის მალე თავისუფალი აგენტი გახდება, და ეს ყველამ იცის, ვისაც მისი ყიდვა სურს. ამიტომ ოსიმენის ფასი მალე დაეცემა. ეს რომ არ მოხდეს, უნდა შესთავაზოთ 10-12 მილიონი ხელფასი, რომ მან ახალ კონტრაქტს ხელი მოაწეროს. თუ ხვალ არაბეთის გუნდი 250 მილიონს შემოგთავაზებთ, გაყიდით. აურელიო ოსიმენის დატოვებას არ აპირებს.

• აბდულაი

ყავს აგენტი და მიხედოს აქ ჭორაობას აზრი არა აქვს...

• ეეე

მარტის მერე გოლი ვერ გაუტანია რაის მოატებაა.

• რობო

ეს არის მენეჯერის ბრალი! როცა მენეჯერობას იბრალებ?! ასეა.. წარმოიდგინეთ მენეჯერი მხოლოდ სახელის მოხვეჭას ცდილობ! კერძოდ, ფეხბურთელი მიყავს დიდ კლუბში მაგრამ მეორე მხარე რჩება უყურადღებოთ! კონტრაქტის დადების დროს უნდა ყოფილიყო პუნქტი. რომელიც ფეხბურთელის ინტერესებს დაიცავდა და გაატარებდა.. მაგრამ, ამ კაცმა არ იცის! ეს ბაქი ბუქა კაცია! როგორც გინდათ ისე გაიგეთ

• რობო

ეს არის მენეჯერის ბრალი! როცა მენეჯერობას იბრალებ?! ასეა.. წარმოიდგინეთ მენეჯერი მხოლოდ სახელის მოხვეჭას ცდილობ! კერძოდ, ფეხბურთელი მიყავს დიდ კლუბში მაგრამ მეორე მხარე რჩება უყურადღებოთ! კონტრაქტის დადების დროს უნდა ყოფილიყო პუნქტი. რომელიც ფეხბურთელის ინტერესებს დაიცავდა და გაატარებდა.. მაგრამ, ამ კაცმა არ იცის! ეს ბაქი ბუქა კაცია! როგორც გინდათ ისე გაიგეთ

• ქ. გ.

აურელიოს მე ვერ ვასწავლი ჭკუას. Kim Min-jae €19.5m იყიდა და €50m გაყიდა. ოსიმენსაც კარგად გაყიდის.

• კაკო

თქვენ რას კითხულობდ კვარას ხელფასს თვითონ არ იძახის არაფერს მოდით რა დააყენედ ერთი ადგილი რა რას იძიბ და ვინ გეკითხება რამდენი ექნება ხელფასი კვარას ამ ბიჭის დევიზი არის ფეხბურთის თამაში და ამიდ კაიფობს ცოტა უხეშად რომ ვთქვად და ყოფნის იმ ბიჭს ეს ფული რასაც უხდიან და არის მშვენივრად დავანებოდ თავი ყველამ და ვიკაიფოდ ჩვენც მისი თამაშიდ.ღმერთმა ხელი მოგიმართოს კვარა მეგობარო ამინ ამინ ამინ

• Charley

ჯუღელს სითამამე ხოლო დელაურენტისის შუბლის ძარღვი არ აქვს და ამის გამო იპრესება ხელფასში ხვიჩა. ოსიმენი როცა ჩარვაჭარ დელაურენტისს 11 მილიონზე კერავს შენ რაღა აგენტი ხარ გუნდის იგივე გაქანების ფეხბურთელს თუ უფრო მნიშვნელოვანს არა ვიდრე ოსიმენია მის ნახევარზე 5 მილიონზეც ვერ კერავ ამ წუწკ კაცს. ალკაპონეს იმიჯით რომ გამოდიხარ ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული ლუზერი ხარ და ქეც შეგისრულა უმაღლესი ხარისხის შულერმა დონ აურელიო დელაურენტისმა.

• gela

დე ლაურენტისიმ ყურებიტ დაიჭირა კვარაცხელია ეს კველაფერი უტვინო აგენტის ბრალია

• გიორგი

სარკეში ჩაიხედე შე საწყალო.

• გიორგი

ბოღმაზე იმკურნალე.

• ქორ-პარიკმახერი

2,5 მილიონი რომელიც შესთავაზეს და სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხის გაზრდა და ამ კაბალური კონტაქტის კიდევ 2028 წლამდე გახანგრძლივება უარესი დაცინვა არ არის ? მაგ კვერცხს ეტყობა ჰგონია რომ იდიოტებთან აქვს საქმე. ძალიან კარგი რომ ახალ კონტრაქტს არ აწერს ხვიჩა ხელს. ამ ერთ წელიწადში დაამტკიცებს რომ მართლა ვარსკვლავია და უბრალოდ გამონათება და მერე ვეღარ დაიჭკრს ვერავინ, აღარც იქაური გულშემატკივრების ემოციური ვალი აღარ ექნება და და არსებული კონტრაქტის დაბალი გამოსასყიდის გადავა ღირსეულ ხელფასზე, ნეაპოლში კი მუდამ ეყვარება ამის გამო და ღმერთის წყალობით თუ შეძლეს და ამ სეზონშიხ სასწაულები მოახდინეს მართლა დაუდგავენ ძეგლს მარადონას გვერდით და მერე თუ დამსახურებულ ხელფასს არ გადაუხდიან ვერ ვეღარავინ გააჩერებს და აღარც არავინ არ გაამტყუნებს. ასე რომ მიუხედავად ამ ეტაპზე დაბალი ანაზღაურებისა ხვიჩიას მოტივაცია ძალიან სერიოზული აქვს.

• სიმართლე

კვარაცხელიასთვის მთავარი არარის ფული თორე დამიჯერეთ არაბული კლუბები დიდ თანხას პირდებოდნე და უარი თქვა.. დიდ თანხაზეა საუბარი არ ასაჯაროვებენ... დაანებეთ ხელფასებს თავი და აცადეთ ამ ბიჭს თამაში და ფული მოვა ნუ გეშინიათ თავისთვის ლიჟბი ის კრიზისი დასძლიოს რაც ამ ბოლო დროს დაემართა უფალი ფარავდეს მთელ საქართველოს !!!!

• რატი

ჰოდა თედიაშვილმა რომ უთხრა მეზობელ ბიჭს, რამდენიც გადაიხადე, იმდენის ვიჭიდავეო (ეს ისტორია გეცოდინებათ :) ), ხვიჩაც ეგრე მოიქცეს და ასე უთხრას წუწურაქ დე ლაურენტისს.

• მამუკა

ხელმოცარულო, წადი, სოროში შეძვერი. ;)

• რატი

რუსკი კარაბლ, იდი ნა ***!

• თენგო

პრეზიდენტო! მალე გაუფორმე ბავშვს ღირსეული ხელშეკრულება! თორემ წამოვიდა საქართველოს ყველა კუთხიდან ლამაზი მოკითხვები. დაგვცინი?!!!

• გ.შ.

მერე ჯუღელი, მისი აგენტი რას შვება, კვარამ კი არ უნდა დაიწყოს ხელფასის მომატებაზე ზრუნვა და შიმშილობის გამოცხადება, ჯუღელი ცოტა უნდა გამოფხიზლდეს, ყველა მნიშვნელოვით და წაუყენოს ულტიმატუმი

• ამატაკი

ეს სიტუაცია უბრალოდ აუხსნელია. ბიჭი პირველივე სეზონში იტალიის MVP გახდა, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა, გავლენა მოახდინა მთელ სერია A-ზე, საშუალო დონის ფეხბურთელობიდან სუპერვარსკვლავობამდე ოსიმენის გარდაქმნაში ლომის წილი მიუძღვის. შედეგად დასუსტებულმა ნაპოლიმ ისტორიაში ერთერთი საუკეთესო სეზონი მიიღო, მარადონას დროინდელ ნაპოლიზე არანაკლებად მიმზიდველი ფეხბურთით, 33 წლიანი თითქოსდა მიუღწეველი ნატვრა ნეაპოლელებს რეალობად უქცია : სკუდეტო უკონკურენტოდ მიიღეს და ლამის დააჩოქეს იუვენტუსი. ამ ფაქტების შემდეგ არ აღიარებდე ამ 21 წლის ბიჭის წარმოუდგენელ შედეგს ( ასეთები ჩვენთანაც მოგვეპოვება) მაშინ ფეხბურთი არ არის შენი სპორტი. ეს არის თითქმის დაუჯერებელი ისტორია, ამაში არის ფეხბურთის არსი, ამითაა ნომერ პირველი სპორტი. რადგანაც მხოლოდ ფეხბურთშია შესაძლებელი 11 კაცმა დადგეს ერთად და დადოს ფანტასტიკური შედეგი მაშინ, როცა ამას არანაირი ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება: არც ფინანსებია შესაბამისი, არც რეკლამა და პრესაა შენსკენ, არც სხვა მძლავრი არასპორტული საშუალებები. სწორედ ამითაა ფეხბურთი განუმეორებელი. ასეთი ისტორიები ბევრი არაა, მაგრამ ისინი ქმნიან მილიონობით გულშემატკივარში განცდას, რომ ყველაზე მიუღწეველი ოცნება ერთ დღესაც რეალობად იქცევა, მიუხედავად ცხოვრებისეული წინააღმდეგობებისა. ამითაა ფეხბურთი ყველაზე მასობრივი, ეს ხომ მილიონობით უბრალო ადამიანის ცხოვრებაა.ის ანუგეშებს და უნარჩუნებს ოცნებას. გულშიმატკივარი საბოლოო ჯამში გულით აღიქვამს, აქ ყველაფერია: დამარცხება, დაცემა, რისხვა, უზნეობა, დიდება, ამპარტავნობა, მიმბაძველობა და იშვიათად გამოჩნდებიან გმირები, რომელიც თავისი განუმეორებელი შარმით ქმნიან ისეთ გარემოს, რომ მის ირგვლივ სხვებიც ცდილობენ საუკეთესოს გამოვლენას, ერთმანეთზე ზრუნვას, თავდადებას. ერთერთი ასეთი გმირია ხვიჩა და ის უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ყოველივე თქმულიდან გამომდინარე კონტრაქტთან დაკავშირებული ისტორია ძალიან კი ჯდება ჟანრში, ნამდვილი გენიები ძალიან ვერ მდიდრდებიან, მათ ირგვლივ მოტრიალე ხალხისაგან განსხვავებით, მაგრამ ძალიან არ მინდა რომ ეს ბიჭი რაიმე არაკეთილსინდისიერ საქმეებს დაუკავშირონ, მაგალითად გადასახადებთან დაკავშირებით. იყოს ძალიან ახლობელი ადამიანი, არ ნიშნავს რომ კარგი აგენტია. ვიღაცეები ამართლებენ: ეს ხომ პირველი სეზონია და რაღაც სისულელეები. მაშინ როცა სკუდეტოს 33 წელი ელოდები და შენი ფეხბურთელი მსოფლიო ათეულშია.

• შულაია

საერთოდ არ მანაღვლებს ნაპოლის მომავალი და კვარას ხელფასი,ხომ გააკეთა არჩევანი ამ ბიჭმა ამ ზაფხულს ახალგაზრდულ ნაკრებსა და ნაპოლი-ის შორის. ვითომდა კარგად უნდა დაესვენა რომ ამ სეზონის ნაპოლის თამაშებს მომზადებული შეხვედროდა...ხოდა როგორ უფასებენ ერთგულებას ქე ჩანს მის ხელფასში-მოვიძიე და სადღაც 40-45 ფეხბურთელს მაიც აქვს მასზე მეტი ხელფასი სერია ა-ში, მარტო მხითარიანს აქვს 4-ჯერ მეტი.მისი სერია ა-ს საუკვეთესო ფეხბურთელობა რონ სიმბოლურია,პირობითია, აქედანაც ჩანს,თორემ ეხლა მისი ხელფასის და კონტრაქტის თემა იქნებოდა მთავარი და არა ოსიმენასი ან კიდევ სხვების. არ ეუკადრისებია ნაკრებში თამაში, დახმარებოდა ნაკრებს ოლიმპიადაზე გასვლაში და მეტი პესპექტივა ექნებოდა კიდეც....ამასთან ქართველებსაც გაახარებდა.მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული რომ თუ ეროვნულისა და ნაპოლის ინტერესები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, არჩევან ჩვენს სასარგებლოდ გააკეთებს-გამეხარდება თუ ვცდები....თქვენ კიდევ ვისთვისაც ნაპოლი-ის მომავალი,კვარას ხელფასი, ოსიმენას კონტრაქტი და ლაურენტისის ბიზნესია მოვლენა- აფრიალეთ ნაპოლის დროშები და ითვალეთ ოსიმენა რამდენ გოლს გაიტანს.....

• რობი

ლაუ ჭკვიანი კაცია! ხარჯავს იმდენს რამდენის საშულებაც აქ!ეს მისი უმტავრესი შემოსავლის წყაროა სახვა შემოსავლები მას არ ააქ და ამიტომ ფული უნდა ხარჯოს ფრტხილად! ნუ ინერვიულებთ ხვიჩასაც მოუმატებს ხელფას,იტალიელები წერენ 5 მილიონი ექნებაო!

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

კვარაცხელოვმა ბოხმიანობა და ტრიპაჩობა თუ არ მოიცილა ეგ დახუპავს. თუ უკვე არ ხუპავს. და ვინმემ უთხარით რო არსებობს ასეთი წვერის საპარსი GILEტ 3.

• ჯიმა

კვარა ჭკვიანი ბიჭია, ეს ერთი წელი დაუფასებს ნაპოლის და მერე ნახე რამხელა თანხას მოღუნავს. ჯუღელი შემსრულებელია და არამგონია ხვიჩა ვინმეს დააჩაგვრინოს. გეგმის მიხედვით მიდიან. თან იტალიაა რა გაგრიგებები მიდის ფარულად ღმერთმა იცის. წარმატებები ხვიჩას და ჩვენს ფეხბურთელებს. ფარავდეთ ღვთისმშობელი...

• las

კვარას ეს ხელფასი რომ არარეალურია მაგას რად უნდა ლაპარაკი. კაცმა არ იცის რა ხდება მანდ. ლევად რა ატკატები მიდის, ვინ არის წილში, ქურდული ავტორიტეტები, მაფიოზები, :) ისე აქვს მაგას 1.2 მილიონი ხელფასი, როგორც მაგის ტრანსფერით 10 მილიონი ბათუმმა მიიღო :)

• ქ. გ.

ოსიმენს პირველ სექტემბრამდე გაყიდის. მის ახალ კონტრაქტს "პოლიტიკური" მნიშვნელობა აქვს: აურელიო გულშემატკივრების წინაშე თავს გაიმართლებს,თან ვაჭრობის დროს უფრო ძლიერ პოზიციაშია. ხვიჩას მოიმატებს ხელფასს.

• simartle

ჟუღელს გაუმართლა რომ კვარათავისის შესაძლებლობებით იქ აღმოცნდა და საუკეთესო გახდა და ჩემპიონობაც მოაგებინა გუნდს. როგორც აგნეტიც და პიროვნებაც ადამიანის კლასი არ გააჩნია და ვერ შესძლებს რომ სათანადო მოთხოვნა გააკეთოს დელაურენტისთან. თუ ართლა იყო შეთავაზება ინგლისიდან უნდა წასულიყვნენ. ნიუკასლმა სეზონო დაბომბვით დაიწყო. არსენალს თავდასხმაში უჭირს, ჩელსისაც ჩილველი ჰყავს რომელიც ნაგავია კვარას პოზიციაზე. აგენტი რისი აგენტია თუ ფეხბურთელის კეთილდღეობაზე და საუკეთესო პირობებზე არ ზრუნავს დღე და ღამე?

• giorgi 3

ნაპოლიმ შეიძინა ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკლავი გაბრი ვეგა!

• ქუთაისი

არსად ევროპაში ხელფასს ფეხბურთელის სასარგებლოდ არ ცვლიან, თუ ამას ფეხბურთელი და მისი აგენტი არ ითხოვს. ხელფასთან დაკავშირებით პირიქით მომენტიცაა. ათი მილიონი რომ აქვს ოსიმენს ხელფასი, დავუშვათ და მთელი კონტრაქტის მანძილზე ტრამვა ქონდეს და ვერ თამაშობდეს, კლუბი ვალდებულია ხელფასი კონტრაქტის მიხედვით აუნაზღაუროს. ამიტომ ეს ხელფასთან დაკავშირებული მომენტი დელიკატური თემაა. მე მაინც ვფიქრობ რომ კვარაცხელიას ხელფასის საკითხი დგას ლოურენტისის დღის წესრიგში და სავარაუდოდ გაორმაგდება.

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

"შენ და მამაშენი ამისთვის გადაიხდით, ფრთხილად იყავით" - დე ლაურენტისებს ემუქრებიან

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

დე ლაურენტისს სერია A-ში ეს მნიშვნელოვანი ცვლილება სურს - რა ინიციატივა წამოაყენა "ნაპოლის" მფლობელმა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

განშორება ახლოვდება - "გალათასარაი" ოსიმენს "ნაპოლისგან" გამოისყიდის

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ