ისტლენდზე კარლოს ტევესის ოჯახური დრამის შემდეგ, როგორც ჩანს, არგენტინელი ფეხბურთელებისა და მათი ცოლებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა
ისტლენდზე კარლოს ტევესის ოჯახური დრამის შემდეგ, როგორც ჩანს, არგენტინელი ფეხბურთელებისა და მათი ცოლებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა.

დავაზუსტოთ: ტევესი, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტიდან“ იმიტომ გარბის, რომ მისმა მეუღლემ ინგლისში ცხოვრება ვერ შეძლო და სამშობლოში დაბრუნდა, ფეხბურთელმა კი შვილებთან განშორება ვერ აიტანა. ამიერიდან, მოგეხსენებათ, „სიტიში“ ახალი არგენტინელი, 23 წლის სერხიო აგუერო ითამაშებს. ის მანჩესტერელებმა მადრიდის „ატლეტიკოსგან“ 38 მილიონ ფუნტად იყიდეს და... მყისვე გაუჩნდათ კითხვა: კი მაგრამ, ამისი ცოლი (დიეგო მარადონას ქალიშვილი ჯანინა) შეძლებს მანჩესტერში ცხოვრებას?

აგუერომ მანჩესტერელები დააწყნარა. მან განაცხადა, რომ ჯანინა და ორი წლის ბენჯამინი ყოველთვის მასთან ერთად ცხოვრობენ. ის კი არა, ისტლენდელთა ახალ თავდამსხმელს არგენტინელებისთვის გაუგონარი რამ წამოცდა, მანჩესტერში ამინდიც მომწონსო.

„ისინი უკვე ჩემთან არიან. საერთოდ, წესად გვაქვს, სადაც მე ვარ, იქ არის ჩემი ოჯახი და მეგობრებიც ხშირად ჩამოდიან ხოლმე. ერთი სიტყვით, სანამ მე მანჩესტერში ვიქნები, ჩემი ცოლ-შვილიც აქ იცხოვრებს - თქვა აგუერომ და დასძინა - ჩემი ძმები ბუენოს აირესში ცხოვრობენ, მაგრაM ისინიც ხშირად ჩამომაკითხავენ ინგლისში“.

კითხვაზე, ხომ არ გაუჭირდება ინგლისთან შეგუება, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა უპასუხა:

„ვფიქრობ, პრობლემა არ იქნება. უპირველეს ყოვლისა, სიცხეებს ვერ ვიტან, ამიტომ, არა მგონია ბრიტანულმა ჰავამ განსაკუთრებული პრობლემები შემიქმნას. ვფიქრობ, მანჩესტერში სიამოვნებით ვიცხოვრებ“.

გაზეთები წერენ, რომ აგუერო არაფერს ამბობს სიმამრზე. ისიც ხშირად ჩააკითხავს ქალიშვილს და სიძეს ინგლისში თუ არა? ჯერჯერობით, ეს ის თემაა, რომელსაც გვერდს უვლიან.

და კიდევ ერთი თემა, რომელსაც აგუერო შეძლებისდაგვარად გაურბის: კარლოს ტევესი და მისი გაქცევა „ეტიჰედ სთედიუმიდან“.

„ატლეტიკოს“ ყოფილი ვარსკვლავი ამბობს: „ჩემი სტილი ყოველთვის ბოლომდე ბრძოლა გახლდათ. რასაც ვაკეთებ, მთელი ყურადღებით იმ საქმეზე ვარ გადართული. თამაშის დროს ჩემთვის ყველა მოძრაობა მნიშვნელოვანია: გარღვევა, დაკარგული ბურთის დაბრუნება, გოლის შეგდება... ყველაფრისთვის ვიბრძვი, გულს და სულს ვაქსოვ.

გულწრფელად გეტყვით, მე არ ვარ ის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე ყველაფერი გამოსდის. ამის მიუხედავად, გაცილებით უკეთესი ფეხბურთის თამაში შემიძლია. ამა მგონია „მანჩესტერ სიტისთან“ შეგუება და გუნდში ადგილის პოვნა გამიჭირდეს. მე, უბრალოდ, გავაკეთებ იმას, რასაც მწვრთნელი დამავალებს. მწვრთნელმა უკეთ იცის რისთვის ვჭირდები და როგორ უნდა მათამაშოს. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა