იყო დრო, იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მეტი ვარსკვლავი თამაშობდა და ევროპის ტოპ-ჩემპიონატებს შორის ყველაზე დიდ ინტერესსაც იწვევდა. ქართველი გულშემატკივრებისთვის სერია "ა" მთავარი გასულ სეზონში ისევ გახდა. თუკი, კახი კალაძის ფაქტორის დამსახურებითაც, ჩვენთან "მილანის" გულშემატკივარი ყველაზე მეტია, ახლა "ტიფოზები" ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიმაც" შეიძინა.

ორი წლის წინ ნანატრი ჩემპიონობა "მილანმა" დაიბრუნა, გასულ სეზონში კი, 33-წლიანი პაუზის შემდეგ, ნეაპოლელებმა იზეიმეს. ამაში ქართველი 77-ე ნომრის დამსახურება დიდი იყო - სერია "ა"-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის. მისი იმედი ახლაც დიდია.

იტალიის პირველობა 19 აგვისტოს იწყება. არავინ იცის, იქნებ ახლა "ლაციოს" ან "რომას" ტრიუმფი გველის, მაგრამ აქ მაინც სამი მთავარი ფავორიტია - ტიტულს მოწყურებული "იუვენტუსი", "მილანი" და მისი თანაქალაქელი "ინტერი". სასწაული რომ მოხდეს და "ნაპოლიმ" ისევ იზეიმოს?!

წარმოგიდგენთ ფავორიტების ახლანდელ მდგომარეობას...

"ნაპოლი"

ჩემპიონი ლუჩანო სპალეტი რუდი გარსიამ ჩაანაცვლა. ვიქტორ ოსიმენის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილს ჰგავდა, რაც სერიოზულ დასუსტებას ნიშნავდა. ნიგერიელი ბომბარდირი პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ძვირად (150 მილიონი ევრო) დააფასა და ის კვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ეცდება, მოწინააღმდეგეები არ დაინდოს. მთავარი დასუსტება კიმ მინ ჯესთან გამომშვიდობებაა, მცველთან, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

ნეაპოლელები ცოტას ხარჯავენ და ლოკალურად ძლიერდებიან ან იჯარით აყვანილ ფეხბურთელებს იფორმებენ. ახლაც, თუკი პიოტრ ზელინსკი არაბეთში წავა, მას "სელტადან" 21 წლის გაბრი ვეიგა ჩაანაცვლებს.

მოვიდნენ: რასპადორი (ფორვარდი, "სასუოლო"), სიმეონე (ფორვარდი, "ვერონა"), ნატანი (მცველი, "ბრაგანტინო"), კაპრილი (მეკარე, "ბარი"), კაიუსტე (ნახევარმცველი, "რეიმსი").

წავიდნენ: კიმი (მცველი, "ბაიერნი"), პეტანია (ფორვარდი, "მონცა"), ლუპერტო (მცველი, "ემპოლი"), კაპრილი (მეკარე, "ემპოლი", იჯარით), ნდომბელე (ნახევარმცველი, "ტოტენჰემი", იჯარა დაუმთავრდა).

პირველი 5 ტური ჩემპიონატში:

"ფროზინონე" (სტუმრად);

"სასუოლო" (შინ);

"ლაციო" (შ);

"ჯენოა" (ს);

"ბოლონია" (ს).

სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3):

მერეტი - დი ლორენცო, ოსტიგორი, რაჰმანი, ოლივერა (ან რუი) - ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი - ლოსანო (ან პოლიტანო), ოსიმენი, კვარაცხელია.

"იუვენტუსი"

შემადგენლობა ტურინელებს მშვენიერი ჰყავთ, თუმცა ეს წარმატების მისაღწევად ყოველთვის საკმარისი არაა. იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს გასულ სეზონში სხვა პრობლემაც ჰქონდა, რაც სატრანსფერო ამბების გამო ქულების ჩამოკლებას გულისხმობდა.

მოვიდნენ: ლოკატელი (ნახევარმცველი, "სასუოლო"), კინი (ფორვარდი, "ევერტონი"), ვეა (გარემარბი, "ლილი"), მილიკი (ფორვარდი, "მარსელი"), გონსალესი (მცველი, "ვალენსია"), მაკკინი (ნახევარმცველი, "ლიდსი", იჯარა დაუმთავრდა), როველა (ნახევარმცველი, "მონცა", იჯარა დაუმთავრდა), პელეგრინი (მცველი, "ლაციო", იჯარა დაუმთავრდა).

წავიდნენ: კულუსევსკი (გარემარბი, "ტოტენჰემი"), დრაგუსინი (მცველი, "ჯენოა"), მელო (ნახევარმცველი, "ფიორენტინა", იჯარით), რანოკია (ნახევარმცველი, "ემპოლი", იჯარით), დი მარია (ნახევარმცველი, "ბენფიკა"), კუადრადო (ნახევარმცველი, "ინტერი"), პარედესი (ნახევარმცველი, პსჟ, იჯარა დაუმთავრდა).

პირველი 5 მატჩი:

"უდინეზე" (ს);

"ბოლონია" (შ);

"ემპოლი" (ს);

"ლაციო" (შ);

"სასუოლო" (ს).

სავარაუდო შემადგენლობა (3-5-2):

შჩესნი - დანილო, ბრემე, სანდრო - ვეა, მაკკინი, ლოკატელი, რაბიო, კოსტიჩი - კიეზა, ვლაჰოვიჩი.

"ინტერი"

სიმონე იმძაგის გუნდს მშვენიერი სეზონი ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და საკუთარ არენაზე "ნაპოლის" ყველაზე ძლიერ კონკურენტად ის გამოიყურებოდა. ვნახოთ, მილანელები ახლა რას შეძლებენ.

მოვიდნენ: ზომერი (მეკარე, "ბაიერნი"), ფრატესი (ნახევარმცველი, "სასუეოლო", იჯარით), აჩერბი (მცველი, "ლაციო"), ტურამი (ფორვარდი, "გლადბახი), კუადრადო (ნახევარმცველი, "იუვენტუსი"), ბისეკი (მცველი, "არაუ"), ასლანი (ნახევარმცველი, "ემპოლი"), აუდერო (მეკარე, "სამპდორია", იჯარით).

წავიდნენ: ონანა (მეკარე, "მანჩესტერ იუნაიტედი"), ჰანდარივიჩი (მეკარე, თავისუფალი აგენტი), დ'ამბროსიო (მცველი, "მონცა"), ბროზოვიჩი (ნახევარმცველი, "ალ ნასრი"), პინამომტი (ფორვარდი, "სასუოლო"), შკრინიარი (მცველი, პსჟ), ჯეკო (ფორვარდი, "ფენერბახჩე), გალიარდინი (ნახევარმცველი, "მონცა"), ლუკაკუ (ფორვარდი, "ჩელსი", იჯარა დაუმთავრდა).

პირველი 5 ტური:

"მონცა" (შ);

"კალიარი" (ს);

"ფიორენტინა" (შ);

"მილანი" (შ);

"ემპოლი" (ს).

სავარაუდო შემადგენლობა (3-5-2):

ზომერი - დარმიანი, აჩერბი, ბასტონი - დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, ფრატესი, დი მარკო - მარტინესი, ტურამი.

"მილანი"

"ნაპოლის" ტრიუმფს "შავ ლაქად" "მილანთან" ჩემპიონატში (0:4) განადგურება და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მარცხი გასდევდა. რაფაელ ლეაო გაჩერებას არ აპირებს და სერია "ა"-ს დაპყრობა კვლავ სურს.

მოვიდნენ: მუსა (ნახევარმცველი, "ვალენსია"), ჩუკუვეზე (გარემარბი, "ვილიარეალი"), პულისიჩი (გარემარბი, "ჩელსი"), ოკაფორი (ფორვარდი, "ზალცბურგი"), რომერო (გარემარბი, "ლაციო"), კოლომბო (ფორვარდი, "ლეჩე"), ხიმენესი (ნახევარმცველი, "რეალი B"), ლოფტუს-ჩიკი ("ჩელსი")

წავიდნენ: ტონალი (ნახევარმცველი, "ნიუკასლი"), დიასი (ნახევარმცველი, "რეალი", იჯარა დაუმთავრდა), მესიასი (ნახევარმცველი, "ჯენოა"), რებიჩი (ნახევარმცველი, "ბეშიქთაში")

პირველი 5 მატჩი:

"ბოლონია" (ს);

"ტორინო" (შ);

"რომა" (ს);

"ინტერი" (ს);

"ვერონა" (შ).

სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3) : მენიო - კალაბრია, ტომორი, კიაერი, ერნანდესი - პობეგა, კრუნიჩი (ან ლოფტუს-ჩიკი), მუსა - პულისიჩი (ან ჩუკუვეზე), ჟირუ (ან ოკაფორი), ლეაო.

Jilina1989
არავინ იცის რა იქნება ბევრი რომ არ გავატრაკო მგონია რომ ნაპოლი მილანი და ინტერი იბრძოლებენ სკუდეტოსთვის შანსები თანაბარია წელს რომა და ლაციოც უკეთ გამოიჩენენ თავს ასე რომ გილოცავთ ყველა სერია ა გულშემატკივარს მაგარი დაძაბული და სანახაობრივი წელიწადი იქნება
რაბუ
ჩემი პროგნოზია რომ ნაპოლი მოიგებს ისევ, ოღონდ ბრძოლაში და არა იმხელა ჰანდიკაპით როგორც წინა წელს
დავითი
იუვენტუსი ევროტურნირებზე არ თამაშობს... ეს კი სერიოზული შეღავათია...
ამო
ნუ მარჩიელობთ. ნაპოლი, მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგაზე მაინც მოხვდება.
ქ. გ.
*ახალი ნაპოლის Autocorrector-მა შეცვალა
ქ. გ.
ძვირფასო თანამემამულენო! პოლიტიკურად გაუნათლებელ ბავშვებს ფეხბურთიც ცუდად გესმით. აურელიომ ძალიან კარგად იცის, რომ ხვიჩა არის იტალიაში უძლიერესი ფეხბურთელი. ამიტომ წელს ხვიჩას ლიდერობით აპირებს ახალი ნაწილის ჩამოყალიბებას. ვინც ხვიჩას ხელს უშლის, ყველას გაყიდის.
ძველი გულშემატკივარი
იუვე, ინტერი, ლაციო, ნაპოლი (ეს ოთხეული იბრძოლებს ჩემპიონობისათვის)
ვისტი
მილანს კრიზისი დაეწყება, ნახევარი ფეხბურთელები ვინც წარმატების X ფაქტორი იყო წავიდნენ, მალდინიც უაზროდ გაუშვეს. ნაპოლიმ ოსიმენი თუ შეინარჩუნა, წელს ობიექტურად უფრო ძლიერი გუნდი იქნება ვიდრე შარშან, მარტო კიმის პოზიციაა რეალურად შესავსები, ჟელინსკის შეცვლა არა მგონია დიდი პრობლემა იყოს და მარჯვენა ფლანგზე ვინც არ უნდა მოიყვანოს ლოსანო/პოლიტანოზე ცუდად ვერ ითამაშებს როგორც არ უნდა ეცადოს. უვენტუსი,ინტერი,ნაპოლი - ეს სამეული უფრო მგონია
ქ. გ.
აურელიო ჭკვიანი ბიზნესმენია. ხვიჩასთან ვისაც აქვს გულწრფელი კარგი ურთიერთობა, იმ ფეხბურთელებს დატოვებს. მე ვინც არ მომწონს, ყველას გაყიდის აურელიო (ან უკვე გაყიდა): კიმი, ნდომბელე, ზიელინსკი, ოსიმენი, ელმასი. თან იაფად არ ელევა. ელოდება კარგ მყიდველს.
123
მესმის დაახლოებით დე ლაურენტისის მართვის პრინციპები მაგრამ რასაც ეგ კაცი სატრანსფერო ფანჯარაზე აკეთებს არი ჩვეულებრივად სამარცხვინო და სხვა არაფერი. ერთიი ნორმალურთან მიახლოებული ტრანსფერიც არ გააკეთა ტიპმა.არვიცი რა ვთქვა, კაი ჩიტსაც დაიჭერს ამ სეზონში ნაპოლი ლიგის ზონაში თუ შევლენ მადლობა თქვან
beqa
იუვე მილანი ლაციო იბრძოლებს ჩემპიონობისთვის.ნაპოლს კატასტროფული სეზონი ექნება 5-6 ადგილს დაიკავებს
rembo
მე 5 ადგილი ამ შემადგენლობით ნაპოლი მეტს ვერ მიაღწევს ხვიჩა უნდა წასულიყო
inviz9
ამ სეზონში ნაპოლი მე-7 ადგილზე გავა, ეს პროგნოზი ისეთივე ნაღდია, როგორიც შარშან ამ დროს გაკეთებული, როცა ნაპოლის ჩემპიონობა ვიწინასწარმეტყველე და ეს ყველაფერი გაუმაძღარი დე ლაურენტისის ბრალი იქნება სამწუხაროდ ხვიჩას ფასიც დაეცემა-უნდა წასულიყო მაგ გუნდიდან, მაგრამ ალბათ არავინ გაუშვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?