მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველ ტურში "ფროსინონესთან" ვერ ითამაშებს. ქართველ ფეხბურთელს კუნთის გადაღლილობა აწუხებს.

"კვარაცხელიას სამედიცინო სურათში არაფერი ჩანს, თუმცა ამბობს, რომ თავს ვერ გრძნობს კარგად" - განაცხადა რუდი გარსიამ და დაადასტურა, რომ ქართველი ფროზინონესთან პირველ ტურში ვერ ითამაშებს.

Geo Team სპორტულ ტრავმატოლოგს, მერაბ ვარძუკაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ არაა აუცილებელი სპორტსმენს აწუხებდეს ტკივილი, მაგრამ ის ვერ იყოს სათანადო ფორმაში და გრძნობდეს, რომ სხეული არ აძლევს შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას.

"მსგავსი სიტუაცია შესაძლოა საჭიროებდეს მხოლოდ 2 დღეს დასასვენებლად, რათა მოუმზადებელი კუნთი არ გაწყდეს ან არ მივიღოთ უფრო ცუდი შედეგი. მაღალი დონის პროფესიონალი სპორტსმენები საკუთარ სხეულს მაღალ დონეზე ფლობენ და იციან, რა მდგომარეობაში აქვთ კუნთის მზადყოფნა თითოეული თამაშის წინ" - გვითხრა მერაბ ვარძუკაშვილმა.

Geo Team-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა უმნიშვნელოა და მე-2 ტურის მატჩში სასუოლოს წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.

აღნიშნული შეხვედრა დღეს, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

წყარო: Geo Team

დავით 67
ისემც შენ რა გითხრა. ხვიჩამ რომ თქვა ჩვენი მომავალი ევროპაშიაო, მაშინ უნდა გენახა როგორ აკრიახდა ქოცნახირი. საერთოდ უნდა აიკრალოს დაბრალებები, თუ გინდა რომ რამე პოზიტიური მოხდეს ქვეყანაში. სხვანაირად ქოცი ნაცის ძახილი იქნება სამუდამოდ

აქვე დავამატებ, დრეიერი რომ გადმოვიდა რუბინში, პირველივე თუ მეორე თამაშზე ჰეთრიკი რომ გაიტანა და რუსებმა სტატია დაწერეს ხვიჩა დრეიერის ჩრდილაში მოექცაო. მერე აქ გქონდათ ეგ სტატია გადმოტანილი და მიდიოდა ქართველი ვაი გულშემატკივრის ბრძნული კომენტარები. თან დასაბუთებულად რომ ეთანხმებოდნენ რუსებს. რამდენი ღვარძლიანი და არაპროფესიონალური სტატია დაწერეს რუსებმა ხვიჩაზე, იმდენს ეთანხმებოდით აქ და ვიღაც ვაი ექსპერტების აზრებით გვაწუხებდით ნორმალურ გულშემატკივარს. ხვიჩა რომ არ ეხსენებიათ, არსებობაც არ გვეცოდინებოდა მათი. შემახსენეთ აბა სად არიან დრეიერი და დესპოტოვიჩი დღეს, და სად არის მათ "ჩრდილში მოქცეული" ხვიჩა? ძალიან კი უნდოდა ბევრს ჩრდილში მოქცეული ყოფილიყო მაგრამ ჩაგივარდათ კოვზი. აქ იმასაც კი ეთანხმებოდით, ერთი დოლარიც რომ არავის შეუთავაზებია და არავის რომ არ უნდოდა ხვიჩა. თურმე ესპანეთს, საბერძნეთს, შვედეთს რომ გაუტანა, მაგის მერე ქართველებმა იმდენი აქეს, თავში აუვარდა და ეგონა ტოტენჰემს ან რომელიმე მაგარ გუნდს უნდოდა, სინამდვილეში კი არავისოოო... ახლაც დევს ის სტატიები აქ და ზოგჯერ ძველ კომენტარებს რომ გადავხედავ მეცინება. როგორ გჯეროდათ ყველა სიტყვა რუსების. მერამდენედ წამოგვაგეს პროვოკაციაზე. რუბინი რომ დატოვა ხვიჩამ, რუსებმა ის იკადრეს, რომ ფოტოშოპით რაღაც ბანერი დააჭერინეს ხელში წარწერით, არსად მივდივარო. ქართველებიც რათქმაუნდა წამოეგენ პროვოკაციაზე და ატეხეს ლანძღვა-გინება . რაც ხვიჩასთვის ცუდი გაქვთ გაკეთებული რუსების ხელშეწყობით, ყველამ თქვენს თავებში ჩაიხედეთ და მიხვდებით. ეს სანაიას და ჩვენს ე.წ ჟურნალისტებსაც ეხება. თუმცა ეგენი მალევე მიხვდნენ და დადუმდნენ, მაგრამ მათ მიერ წახალისებული ხალხი ჯერ ვერ მიხვდა. სამწუხაროდ ამ ქვეყანაში საკუთარი აზრი ძალიან ცოტას გააჩნია.
Robert22
სტაპრაცენტნი ხარ ძმაოჯან.მეც ძველი პაკალენია ვარ და მახსოვს ეგ ტიხონივის ამბები.ეგრეა რა ცოლის მოყვანა და მერე ვიში კლასის იგრა რთული ამბავია
Robert22
ეხ ხვიჩაჯან რა დროს კუნთების დაჭიმვაა ეხლა შენ უნდა ითამაშო და ითამაშო.აგერ მხითარიანს ხო უყურებ ბეზ პაუზა იგრაეტ რა.შენ ეგეთი მაშინა უნდა გახდე ძმაოჯან.
გოგის
ანუ ვარჯიშზე კუნთი რომ დაეჭიმა და დღეს არ ითამაშა ცოლის ბრალია? საერთოდ აზროვნება გაგაჩნიათ უკაცრავად? მთელი წინა სეზონი ნაპოლიში იყო ის გოგო, როცა ხვიჩა დაფრინავდა და გოლს გოლზს იტანდა, გასაგებია, საკუთარი ცხოვრება არ გაგაჩნიათ და სხვისაში იქექებით ამხელა კაცები, მაგრამ აქ საჯაროდ მაინც ნუ გამოგაქვთ, აქ მაინც ნუ ირცხვენთ თავებს, საკუთარ სამეგობროში იჭორავეთ, თქვენნაირებში. აქ ისეთი ხალხიც ვართ, ვისთვისაც პირად ცხოვრებაზე შეხება და ჭორაობა მიუღებელია და იქნებ მთლად არ მოიჭრათ თავები განვითარებულ ადამიანებში.

ეს ჰეითერები რომ ინიღბებით და ვითომ ხვიჩას სიყვარულით რომ წერთ ცუდ კომენტარებს, მაგარი სასაცილოები ხართ. ეგრევე რომ იშიფრებით და როცა საკადრის პასუხს მიიღებთ, თურმე სიყვარულით აგინებთ, ან სიყვარულით უსურვებთ ვერაფერს მიაღწიოს და დაასრულოს კარიერა. მიაწექით პირველივე ჩვენებას და თქვით რომ ვერ იტანთ და მაგრად გინდათ ცუდად წაუვიდეს კარიერა, რა საჭიროა ეს სიყვარულით და ფარისევლური გულშემატკივრობით შენიღბვა. ეგრევე ვხვდებით ნამდვილი გულშემატკივარი მაგ ყველაფერს და ამაოდ ირჯებით. აგერ ერთი წერს, თურმე მოშვების საშუალება არ უნდა მივცეთო და კითხვების დასმის უფლება გვაქვსო. ჯერ ერთი თქვენ ვის რა უფლება უნდა მისცეთ, ან ვის რაში აინტერესებს აქ რას დაატყაპუნებთ, თქვა ხვიჩამ რომ არ კითხულობს აქაურ დაწერილს არაფერს, მეტი საქმე არ აქვს. უბრალოდ ნორმალურ გულშემატკივარს გვეშლება ნერვები ამდენ სისულელეს რომ ვკითხულობთ თორე ხვიჩამდე ვერ მიხვალთ, ამაში დარწმუნებული იყავით. მერე მეორე, რათქმაუნდა კითხვების დასმის უფლებაც გაქვთ და კომენტარის დაწერის, ვინმემ აგიკრძალათ? მაგრამ როცა სისულელეს დაწერთ, უკურეაქციის მიღებაც უნდა შეგეძლოთ. ადამიანს აბრალებთ, რომ ტრავმა მოიგონა, მაშინ აბრალებდით, რომ კოვიდი მოიგონა. ყოველთვის შეთქმულების თეორიებს ეძებთ ყველანაირი სიტუაციის მიმართ და ეგ არის კითხვების დასმა და ადეკვატური კრიტიკა? საერთოდ აზრზე არ ხართ რას ნიშნავს კრიტიკა. 22 წლის ასაკში მსუბუქი ტრავმის მერე კარიერას რომ უმთავდებთ კომენტარებში მაგაზე სასაცილო მარტო ის შეიძლება იყოს, რუბინში დრეიერი და დესპოტოვიჩი რომ გოლს გაიტანდნენ და აქ რომ წერდით, ხვიჩას ჯობიანო და ხვიჩას დღეს გოლი არ გაუტანია, რას მივა იმათთანო . აქ ისეთი მარგალიტები მაქვს წაკითხული რა ვთქვა აბაა. ყოველი უგოლო თამაშის მერე კარიერას რომ უმთავრებდით და გოლის მერე ეგრევე უფლის გამოგზავნილს რომ ეძახდით ეგ ხალხი წერთ აქ. თურმე კრიტიკას უშლიან და თურმე სიყვარულით აგინებენ, ლა ქნან უყვალთ :)))
ვერელი
შენ რა გაახურე ტო, სუფთა თარსი ხარ, წადი ხოკეის უყურე, ღვარძლმა და ბიღმამ არ დაგახრჩოს
რრრ ს
უკაცრავად რა არ მოდის სიძულვილის გამო? მეც ველოდებოდი დიდხანს 19 აგვისტოს და გავიგე რომ არ ითამაშებს და მეწყინა მაგრამ აწი დამთავრდა მისი ფეხბურთი და ვერაფერს მიაღწევსთქო ეგ არ მითქვამს ზოგიერთებივით ღლიცინით. რომც დამთავრდეს დღესვე მისი კარიერა რააა? ამით თქვენ რა მოგემატებათ? თურმე რამდენი ოცნებობს ამაზე იცით?? ვარჯიშზე რომ ფეხბურთელი ტრავმას იღებს ამაში რამე გასაკვირია? და თუნდაც მეტი თამაში გამოტოვოს, ამის გამო უნდა ილანძღონ და იიი ღმერთმა დასაჯა ნაკრებს რომ არ დაეხმარა და ეგეთი სისულელეები წერონ? არ არის საჭირო ამ ბნელების გამართლება ძალიან გთხოვთ. სიყვარულით მოსდით თურმე ლანძღვა-გინება. მაგარი სიყვარული იცით კი. ყველაზე ფარისევლური და ყველაზე ბანძი. როცა მის გამო ნეაპოლის ქუჩებში თბილად გესალმებოდნენ, უფასო პიცას გაჭმევდნენ და გულში გიხუტებდნენ მაშინ იყო კვარა კარგი და ტრავმა თუ მიიღო ან რაღაც პერიოდი გამოტოვა ეგრევე უნდა დააყაროთ და გადაუაროთ. ამას აფრიკის ქვეყნებიც კი არ იზამენ. სამაგალითოდ ედგა ნიგერია გვერდით და იცავდა ყველგან ოსიმენს. ამაშიც უსუსური აღმოჩნდა ჩემი ონლაინშიკი ქვეყანა. იმდენ დადებით კომენტარს ვნახულობ უცხოელებისგან ხვიჩაზე, გული სიხარულით მევსება, შემოვდივარ ქართული საიტებზე და სრული გულისრევა და სოც. ქსელის აყროლება ქართული უბანძესი გინებით. მაგარი სიყვარული იცით, საღოლ ძმაო
ციციკორეებს!
სხვის ცოლის მოყვანებზე და პირად ცხოვრებაზე არ ჭორაობდეთ ნეტა ამხელა კაცები. თქვენს მაგივრად მრცხვენია და ზოგადად მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანაში ამ დონის ხალხი ცხოვრობს, ვინც საჯაროდ ბედავს და სხვა ადამიანის პირად ცხოვრებას განიხილავს. მის მეორე სეზონს რაც შეეხება, წინაზეც ასე იძახდა აქ ბევრი. ჩაფლავდება და კრემონეზეში ან სამპდორიაში გაანათხოვრებენო მაგრამ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში. ძალიანაც გინდათ ცუდად წაუვიდეს კარიერა და წინასწარ იწყობთ გეგმებს იმედია ვერ მოესწრებიან მისი ჰეითერები მაგ დღეს. ეს მეორე სეზონი საერთოდ რომ ჩააგდოს ამით თქვენ რა გემატებათ ძალიან მაინტერესებს. ფეხბურთი სულ რომ აღარ ითამაშოს, უკვე იმხელა კვალი დატოვა და იმდენი ადამიანი აალაპარაკა დიდხანს ეყოფა კიდე. 33 წლის ნანატრი ტიტული მოაგებინა ბოლოსდაბოლოს გუნდს. ჯერ ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია და ეს წინასწარი დასკვნები რა იცით ამ ყოვლისმცოდნე ციციკორეებმა. თან ცოლის მოყვანასაც რომ უკონტროლებენ ეს მართლა ციციკორეები ესენი. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ნეტა რაში ჭირდება თქვენნაირი ფარისეველი გულშემატკივარი ვინმეს. დაელოდეთ მის ცუდ თამაშებს აბა თქვენ იცით.

და კოვიდი არ ჰქონდა და მოიგონა? ვინ ხართ ეს ურწმუნო თომები? საკუთარი აზრი არასდროს გაგაჩნიათ და ვიღაცეების დაწერილი კომებტარებიდან აბრეხვებთ სისულელეებს. კოვიდი ჰქონდა ნამდვილად. იმ პერიოდში თითქმის ყველას ჰქონდა კოვიდი ისე გავრცელდა სწრაფად,ისეთი სიმკაცრე იყო, კოვიდიანი ფეხბურთელი ვერ ითამაშებდა უეფას წესების მიხედვით. რა აბსურდებს წერთ, ყველაზე მეტად თვითონ უნდოდა მაკედონიასთან თამაში და მაგაზე უამრავჯერ აქვს ნალაპარაკები. მართლა არაფრის ღირსები არ ხართ. თვალითაც კი არ უნდა განახოთ კაცმა მისი თამაში. ღორებში რომ ბრილიანტი ჩააგდო ისეა ზუსტად. რად უნდათ ღორებს ბრილიანტი, გასვრიან ტალახში და თავისნაირად გადააქცევენ. ფუ ამას თუ გულშემატკივრობა ქვია მართლა
გიორგი
იქნებ მართლა ვერ გრძნობს თავს კარგად ადამიანია რობოტი კი არა ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს. რა საჭიროა ასე აგდებული ბოღმიანი და ირონიული საუბარი.
!!-ს
ეგ ბოროტი კომენტარები ან სიყვარულით აღსავსე კომენტარები განათლებასთან რა შუაშია?! ფეხბურთს ან ნებისმიერ სპორტს, რაც რეალურად მხოლოდ გართობაა და არანაირი შემეცნება, ამას განათლებულება ჭირდება?!:))) ვინ არის ან ვინ იყო განათლებული(ერთი ორი ევროპელის გარდა) მარადონა?! პელე?! რონალდო, ნაღდი თუ გინდ მეორე?! თუ მესია ბორხესზე გაზრდილი?! თუ კვარააა განათლებული?! განათლებულებს ამ საიტზე საერთოდ რა გინდათ?!:))))))) ერთხოლ ოდესმე ნეაპოლში თუ მოხვდები და iq 100-ზე ოდნავ მეტი თუ მაინც გაქვს, მიხვდები რა განათლებულები არიან ნეაპოლელები:)))))))
სოსო
აქ რომ კომენტარებს ვკითხულობ,ზოგიერთზე ნამდვილად ვერ ვიქნები დარწმუნებული,რომ თუნდაც ერთი წიგნი მაინც წაუკითხია.
ზურა
შეიძლება კი ვიღაც ცუდის მსურველიც არის, მაგრამ უმეტესობა ჩვეულებრივად მეტს ვთხოვთ და მომთხოვნები ვართ, არ მსიამოვნებს რომ იპრანჭება და რაღაც კითხვები რჩება მის არ თამაშზე, ეგრე ვიყავი 21 -ში რომ არ ითამაშა და ეხლაც, რომ გაუგებარი მიზეზით არ თამაშობს. მე მგონი გვაქვს უფლება კითხვა დავსვათ და მომთხოვნი ვიყოთ, რატო სხვები არ გვახსენდება ესე, იმიტომ რომ ხვიჩა განსაკუთრებით გვიყვარს. და ეს გადაფარება და არიქა, რასაც ეგ და მისიანები ამბობენ ყველაფერი კითხვის გარეშე უნდა მივიღო ეგრე არ გამოვა, ეს რა დამოკიდებულებააა! როცა გასაკრიტიკებელია გავაკრიკრიტიკებ და მოდუნების საშუალებასაც არ მივცემ, იმიტომ რომ ჩემთვის ეგ საინტერესოა საქართველოს ამბავში, თორემ ისე ცალკე აღებული პიროვნება ვიცი, რომ არაფერი არ ჭირდება და ამ ინერციით მთელი ცხოვრება კარგად იცხოვრებს სულ რომ ხვალ დაანებოს თამაშს თავი.
a
როგორც კოვიდი ჰქონდა ეგეთი სუნი უდის გადაღლილობასაც
zura222
ასეა თუ ისე უნდა შევეგუოთ რომ წლევანდელ სეზონს კვარა ვერ ჩაატარებს კარგად და(ღმერთმა ქნას ვცდებოდე და შაარშანდელზე უკეთ თუ არა ისევე ჩაატაროს) ამის მიზეზი ბევრია--მეორე სეზონის სინდრომი გადაღლა ტრავმების პროვოცირება და რაც მთავარია ცოლის მოყვანა ! ყველამ იცის ცოლის მოყვანის (ან გათხოვების) მერე სპორტსმენის შედეგენზე უარყოფითად აისახება ზოგისთვის 1 თვე გრძელდება ეს(ძალიან იშვიათად) ზოგისთვის ნახევარი წელი ზოგისთვის მთელი წელი და ზოგისთვის სამუდამოდაც ! ძოძუაშვილის ახალკაცის და სხავა დიდი ქართველი მწვრთნელების აზრი ვიცით ამის შესახებ და უცხოელებზე ვიტყვი--ისეთი ვეშაპი მწვრთნელები ლობანოვსკი ჰოკეის მწვრთნელი ტიხონოვი და სხვებიც სასტიკი წონაააღმდეგები იყვნენ რომ სპორტსმენს 24-25 წლამდე ცოლი მოეყვანათ ! ტიხონოვის შემთხვევაში ძალიან ცნობილი სკანდალიც მოხდა ამის გამო-იყო ასეთი უმაგრესი და უნიჭიერესი ჰოკეისტი ხომუტოვი ბევრი მას ახალ ხარლამოვს ეძახდა და იმან 21 წლისამ გადაწყვიტა ცოლი მოეყვანა და ტიხონოვმა ურჩია მოიცადე 3-4 წელი ჯერ ააწყვე შენი კარიერა და მერე ქენი ეგ კარგი საქმეო და იმან არ დაუჯერა და გივი ბერიკაშვილის გმირს დაუჯერა--"თუ მაინც და მაინც უნდა ინანო შენც ადექი და შეირთე რაააა !" შეირთო და ტიხონოვმა გუნდიდან და ნაკრებიდან გააგდო ! და ატყდა სკანდალი ტიხონოვი პოლიტნიუროშიც კი გამოიძახეს და გაჯორეს სანჭოთა ჰოკეის იმედი რატომ გააგდეო და ტიხონოვმა უპასსუხა--კარგი ბატონო დავაბრუნებ მაგრამ ნახავთ რასაც ითამაშებს აწი ეგო და მართლაც ახალი ხარლამოვი კი არა ხომუტოვი ჩვეულებრივ კარგ ჰოკეისტად გადაიქცა ! არადა გრეცკის ლემიეს ესპოზოტოს გვერდით იქნებოდა ! ევროპელებზე მაგალითს ვერ მოვიყვან იმიტომ რომ იქ ბავშვობიდან ნაღდ პროფესიონალებად იზრდებიან და პირად ცხოვრებაში მწვრთნელების აკრძალვები და რჩევები არ ჭირდებათ ! მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება რომ ხვიჩას ართამაში 21 წლამდელებში და ეხლანდელი სიტუაციაც "გადაღლის" და "კუნთების დაჭიმვის"ბრალი კი არა სხვა რამეშია საქმე და ის სხვა რამე რა არის ეგ მარტო თვითონ და მისმა ძალიან ახლობლებმა იციან !
შოთა
არ უნდა წამოგცდეს მეგობარო...
რრრ
არავის ვამართლებ, მარა იმედია უმრავლესობას ეს ნეგატიური კომენტარები, ხვიჩას სიძულვილის გამო არ მოსდის, უბრალოდ როცა ახალი წელივით ელი 19 აგვისტოს კუმირის მოედანზე დაბრუნებას და რაღაც გაუგებარი ტრამვის (მჯერა ხვიჩას მართლა აწუხებს) გამო ეს მოლოდინი გეფუშება, ცხელ გულზე წამოგცდება რაღაც, ხვიჩა გვაპატიე, თუმცა მტრებიც ყავს რათქმა უნდა ისე როგორც ყველა წარმატებულ ადამიანს.
Master
იმედია მართლა კუნთების პრობლემა არაა და ეს უთამაშებლობა მისი კონტრაქტის შეცვლის,ან შესაძლო ტრანსფერის გამო ხდება....თუ ამას მეორე სეზონშივე კუნთების პრობლემა აქვს ვერაა კარგი ამბავი.ანუ დატვირთვებოს ატანა უჭირს....
ქორ-პარიკმახერი
თვითონ არა! მარტში რომ იყო ჩამოსული საქართველოში მაშინ დაითარსა, თან მაგრად, ძალიან ცუდი თვალი გააყოლა იმან და მის მერეა ცუდ დღეში, ვიცი რა უნდა ქნას მარა მე რომ ვიცი მაგით ხვიჩას რა ეშველება?!
გოგი
ძოძუაშვილი სულელი კი არ იყო ბოლომდე ჩამოუყალიბებელ ფეხბურთელს, რომ უკრძალავდა ცოლის მოყვანას.
ტტტ
მაგ დაავადებას თავში ავარდნა ქვია, კუნთები არაფერ შუაშია.
ზურა
საინტერესო ახსნაა:))) ხვიჩას მე მგონი ტკივილის ზღურბლი დაბალი აქვს, ეს არაა პრობლემაა, მთავარია ძაან არ ჩაიციკლოს თორემ მუდამ რაღაცას იპოვის პ.ს. ჩვენ ყველას გვინდა არასდროს არაფერი აწუხებდეს და მუდამ გვახარებდეს
ვაჟა მასწ.
ნუ ნერვიულობთ! კვარა დამატებით ვარჯიშებზე ითვისებს სტანდარტულების ძლიერად დარტყმებს. უეჭველად ეს "ტრავმა" კი არა "გადატვირთვა" არის მისი, როგორც მაქსიმალისტის მონდომების შედეგი. ახალი მოძრაობების ათვისებას კუნთების ნაწილობრივ გადაწყობა ჭირდება. ვინც სპორტსმენი არ ყოფილა - ამას ვერ გაიგებს!!!
რობი
არ გეზარებათ ამ ნეგატივების წერა?
ქუთაისი
ესენი რო ვინმეზე სექტას იტყვიან. კვარაცხელიას არაკეთილისმსურველთა 99 პროცენტი ნაცია.

აბა ქართველებს გააგებინე ეგ. მაღალი დონის სპორტსმენს, მაღალი დონის გულშემატკივარი სჭირდება და არა ეს მაგინებელი მასა, რაც აქაა ჩაყრილი. ნაპოლის ოფიციალურ ტიკტოკზე შევედი. სულ კვარას ვიდეოები უდევთ, როგორ აფასებენ და როგორ უყვართ. იქ ქართული კომენტარები ვნახე, ჯობდა არ მენახა. მაგრამ ძირითადად ის გამოქვაბულის კომენტარები ლათინური შრიფტით ეწერა, კიდე კაი ვერ თარგმნიან იმას. ქართული კლავიატურაზე არ აქვთ ჯერ წვდომა, "კნოპკებიანი" ტელეფონებით წერენ ალბათ პირდაპირ გამოქვაბულიდან. "Fenomeni arais kide" "Arsad dagekargot" "Daitvalet awi ramden gols gaitans" და მაგსვეი დებილობები. რათქმაუნდა უზრდელ კომენტარებს ვერ გავიმეორებ. გული მოგიკვდება ისეთ დღეშია ხალხი. თითქოს ერთი წიგნიც არ გადაუშლიათ ცხოვრებაში. არავინაა ვალდებულებილი ნაკითხი იყოს მაგრამ როცა ამას საჯაროდ გამოხატავ მერე ისჯები და თავს ირცხვენ. გაუნათლებლობა ყოველთვის ისჯება დაცინვით :)))
Სექტას
ამან თავის თავი თვითონ დაითარსა.დავიღალეო ხო თქვა?ხოდა დაღლა ეს არის
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია