საქართველოსა და აშშ-ის ტესტ-მატჩის (22:7) შემდეგ, პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა სქოთ ლორენსმა, "ბორჯღალოსნების" თავკაცმა ლევან მაისაშვილმა და ჩვენი გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს

სქოთ ლორენსი (აშშ-ს მთავარი მწვრთნელი): „მიუხედავად შედეგისა ჩვენი გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებ. სამწუხაროდ, ბევრჯერ დავჯარიმდით, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. საქართველო წნეხის ქვეშ გვამყოფებდა და ჯარიმების სიმრავლე ამის შედეგია. პორტუგალია და საქართველო ორი განსხვავებული სტილის გუნდია. ვფიქრობ, ორივე კარგადაა მომზადებული მსოფლიო თასის წინ“.

ლევან მაისაშვილი (ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი): „ტექნიკური წუნი ორივე ტაიმში გვქონდა, რაც ალბათ სიჩქარითაც იყო გამოწვეული. ანალიზისთვის ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. გამარჯვებას საფრთხე არც ერთ წამს დამუქრებია, თუმცა ემოციის და ტემპის კონტროლი ისეთი ვერ იყო, როგორიც გვსურდა. შემადგენლობაში გვქონდა ბევრი ცვლილება და ისეთმა მორაგბეებმა ითამაშეს, რომლებიც ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ დაუბრუნდნენ მოედანს. მეტოქემ საფრთხე ვერ შეგვიქმნა, უბრალოდ შეტევაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. არ მინდა ვიფიქრო, რომ რუმინეთთან დიდი სხვაობით მოგების შემდეგ მეტოქე არ დავაფასეთ. სამწუხაროდ ყოველთვის არ გამოდის სანახაობრივი თამაში“.

„რაც შეეხება პოზიტივს, მეტოქის მოლი ყველა ჯერზე კარგად გავაჩერეთ, შეტევის მოლში კი თავიდან გაგვიჭირდა, მერე კი შევძელით ლელოს გატანა. აშშ-სთან წინა შეხვედრებს თუ გადავხედავთ, მოლში ყოველთვის გვიჭირდა, ახლა კი ამ კომპონენტში უკეთესები ვიყავით. ასევე პოზიტივი იყო ტრავმირებული მორაგბეების დაბრუნება. გვინდოდა მაყურებლისთვის უკეთესი სანახაობა გვეჩვენებინა, თუმცა კარგია, რომ შოტლანდიის წინ ასეთი მძიმე თამაში გვქონდა“.

„დაცვის კუთხით ორივე თამაში კარგად ჩავატარეთ. დღეს ისეთი შეცდომა დავუშვით, როგორსაც როგორც წესი არ ვუშვებთ ხოლმე. შეცდომები უფრო შეტევაში დავუშვით, სადაც ჩემი აზრით, ზედმეტად ვჩქარობდით ქულების აღებას. დიდი იმედი მაქვს ჩვენი კონტრშეტევები ძალიან სახიფათო იქნება“.

„თედო აბჟანდაძის რეაბილიტაცია კარგად მიდის და სამშაბათს გადაწყდება ითამაშებს თუ ვერა შოტლანდიის წინააღმდეგ. დიდი ალბათობით დაგვაკლდებიან ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე და გიორგი ჭყოიძე, თუმცა ავსტრალიასთან სათამაშოდ ყველა მზად უნდა იყოს. შოტლანდიაში 36 მოთამაშით მივდივართ, საიდანაც მსოფლიო თასისთვის 33-ს შევარჩევთ“.

„დღეს რუმინეთზე მეტი მაყურებელი მოვიდა. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა მაყურებელიც ეჩვევა ჩვენს გულშემატკივრობას. ვისურვებდი, რომ სტადიონი ბოლომდე სავსე ყოფილიყო. ჩვენთვის გულშემატკივარი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“.

მერაბ შარიქაძე (ბორჯღალოსნების კაპიტანი): „გული მწყდება რომ ქულების აღების ძალიან ბევრი შესაძლებლობა უმეტესად ტექნიკური წუნის გამო გავუშვით ხელიდან. ერთი-ორი ეპიზოდი მაინც რომ გამოგვეყენებინა, მერე ძალიან გაუჭირდებოდათ ჩვენი შეჩერება. მაგრამ რაგბი ზუსტად ესაა – ერთმა პატარა მომენტმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. ვფიქრობ, ასეთი მომენტი იყო მატჩის დასაწყისში ჯარიმების არდარტყმა. როგორც რუმინეთთან, აქაც უნდა დაგვერტყა ჯარიმები და 6 ქულა რომ აგვეღო, თამაში სავარაუდოდ სხვა მიმართულებით წავიდოდა“.

„ამ თამაშმა ერთი დიდი პოზიტივი დაგვანახა. აშშ-სთან 4-ჯერ მაქვს ნათამაშები, საიდანაც ორი მოვიგეთ და 2 დავთმეთ. ყველა შეხვედრაში ბოლომდე იყო ბრძოლა. ახლა იმავე აშშ-ს დამაჯერებლად მოვუგეთ, თუმცა უფრო მეტი გვინდა და ეს იმაზე მეტყველებს რომ, გავიზარდეთ“.

Rugby.ge

გიორგი
თამაშებს ესწრება რაგბის მოყვარულთა 90% უბრალოდ, მეტნი არ ვართ.
გიორგი
გულშემატკივარი სტადიონზე ყველგან სიამოვნებისთვის დადის და არა "ზა როდინუ, ზა სტალინა". ეს მენტალობა მოძველდა. რაგბის კავშირს იმის ფული ნამდვილად აქვს, რომ სარაგბო ანიმაციები შეუკვეთოს. რაგბის პოპულარიზაციისთვის ეს საშური საქმეა.
ვანდა ჯიქია
ისევ დასწრებაზე - კი აგვისტოა, ცხელა, წესები 'არ გვესმის' და ა.შ., მაგრამ ჩვენიანის გვერდში დგომაც არ გვესმის და მსოფლიო ტურნირზე ასე ზანტად გავაცილეთ ბიჭები, რომლებმაც ორი დიდი გუნდი ბეჭებზე დასცა, სამაგიეროდ რუსების საგინებლად მივალთ, ელჭიპიტის დასაცოცხად მივლენ და ა.შ. აქ სრკ-ს და ჩვენი სპორტული ჟურნალისტიკის საკმაოდ დიდი წვლილიც არის ჩვენს ასეთ ქცევაში, რომელიც პირველად არ ვლინდება.
ლევანი
აბა თქვვენ იცით, სუსტი და ძლიერი აბანოში (უუუჰ, უჰჰ უკაცრავად) აბერდინში გამოჩნდება :)
Zviads
თოდუას კონკურენტი სამწუხაროდ არ ყავს, ამ ეტაპზე ასაკის მიუხედავად საუკეთესოა..
გიორგი
მინდა ავღნიშნო და უკვე თვალშისაცემიც არის რომ საქართველომ რაგბში ძალიან მოუმატა. თქვენზე ყურება უფროდაუფრო საინტერესო და სასიამოვნო ხდება. მადლობა ბიჭებს.
კაკო
მართალია მეგობარო თუ არის შესაძლებელი რომ უყუროდ და გავერკვედ რაგბიში ძალიან მაგარი იქნება, აბა ტეხავს ვერ ვიგებ ვერფერს და იმ მუღამიდ უყურებ რომ საქართველო თამაშობს და მეტი ინტერესი საერთოდ არ მაქვს ტეხავს მაგრად
სოსო
აგვისტოა,თბილისი დაცლილია,თუმცა დასწრების პრობლემა,უამისოდაც არის ხოლმე.
გიორგი-50
მოგესალმებით, გილოცავთ... ლევანი ბრძანებს, რომ არცერთ მომენტში გამარჯვების დაკარგვის საფრთხე არ გვქონიაო, არადა პირველი ტაიმის ბოლო წუთები გაიხსენეთ, მეტოქე 5 მეტრიანში დასახლდა და კინაღამ ტაიმი წავაგეთ... შემდეგ, ახლა არ მინდა უმადური ვიყო, რადგან დიდი ცოდვააა. 30-ს გადაცილებული სახელოვანი, მაგრამ ხანდაზმული რაგბისტები მამუკაშვილი და თოდუა ამ ეტაპზე, მაქსიმუმ, მარქაფაში უნდა გყავდეს და ახალგაზრდებს(დემე, ჯაფარა და სხვას) ძირითადში უნდა მისცე შანსი. ლევან, გადაამოწმეთ, პირველ ტაიმში შალვამ მინიმუმ 2 პრინციპული ბოჭვა გააცუდა და ვერცერთხელ ბურთი წინ ვერ წაიღო, ხოლო პირველი ლელო თოდუამ ,,ჭამა'' და რაღაც მომენტებში დეზონტირებული მომეჩვენა. ამაზე, შოტლანდია სერიოზულად დაგვსჯის. შერკინება, ზოგადად, არ იყო კარგი... იმედი, მაქვს კრიტიკუსათვის არ გაგვინაწყენდებით. კიდევ ერთხელ გადაახვიეთ და გადაამოწმეთ ჩემი ნათქვამი. გმადლობთ...
გიორგი
დაწრება პრობმემას, რადგან საქართველოში რაგბი ძალიან ცოტა გულშემატკივარს ესმის. აუცილებელია რაგბის წესების შესახებ ანიმაციური ფილმების შექმნა, რომ ახალ გულშემატკივარს გაუადვილდეს თამაშის გაგება. ამას მოსდევს თამაშით მოხიბლვა და სტადიონებიც ნელ-ნელა შეივსება. წარმატებები ბიჭებს!
ვანდა ჯიქია
დასწრების მხრივ მართლაც სამარცხვინოები ვართ.
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
ლიგა 1-მა პსჟ-ს მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
"არ ვიცოდი კარგი ფეხბურთელი იყო თუ არა, მაგრამ რადგან "სიტის" სურდა, გადავწყვიტე მეყიდა" - "ჩელსის" მფლობელმა კუკურეიაზე ისაუბრა
[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
[VIDEO] გენიალური მესი - არგენტინელმა დუბლი შეასრულა და მაიამის "ინტერს" "ორლანდოსთან" მოაგებინა
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
შოტლანდიამდე საქართველოს ნაკრებმა აშშ დაამარცხა [VIDEO]
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
ნიკა ჩალათაშვილი: აშშ-სთან კარგი ბრძოლა იქნება, მაგრამ საქართველო დამაჯერებლად მოიგებს
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის