საქართველოს ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ოზურგეთის "მერცხალს" საჩუქარი გაუკეთა და კლუბს სპორტული ინვენტარი შეუძინა. ნივთები გუნდს ფეხბურთელის ძმამ, ბექა ყაზაიშვილმა და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ გადასცეს.

ოზურგეთის "მერცხალი" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კლუბია და ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული თანხების გარდა, ადგილობითი თვითმმართველობის ბიუჯეტიდანაც ფინანსდება. გუნდში ადგილობრივი ფეხბურთელები თამაშობენ, მათი უმრავლესობა ძალიან ახალგაზრდაა.

ავთანდილ თალაკვაძემ ვაკოს ამ ინიციატივისთვის, მშობლიური კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მადლობა ფეხბურთელის ძმამ ოზურგეთის მერიისა და „მერცხალის“ ხელმძღვანელობას პოზიტიური თანამშრომლობისთვის გადაუხადა და დაამატა, რომ ვაკო მშობლიური ქალაქისა და კლუბის მხარდაჭერას არ შეწყვეტს.

"მერცხალი" მალე 100 წლის გახდება და ოზურგეთში გუნდის განვითარება და საქართველოს ჩემპიონატის მაღალ ლიგებში თამაში უნდათ. ამჟამად ოზურგეთელები რეგიონლიგაში გამოდიან და მე-4 ლიგაში გადასვლისთვის იბრძვიან.

რასაკვირველია, ვაკო ყაზაიშვილის საქციელი მოწონებას იმსახურებს. მსგავსი მოქმედება სხვა ფეხბურთელებისთვის მაგალითი უნდა იყოს: საკუთარი ქვეყნის ფეხბურთის განვითარებაში წვლილის შეტანა ყველა იმ მოთამაშის ვალია, რომლებსაც ეროვნული ნაკრების ფორმა მოურგიათ. მსგავსი რამ აქამდე ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს გაუკეთებია და მათ რაც უფრო მეტი მიბაძავს, უკეთესი იქნება.

ფოტო: ოზურგეთის მერიის "ფეისბუქგვერდი"

ციციკორე
ფორმები, თორემ მაგათაც არ ეცვათ ადიდასის ექსკლუზივები :) რომ ცვდება, 2 ხელი გამოსაცვლელი ფორმა და რამდენიმე ათეული ბურთი ვერ უნდა იყიდოს გუნდმა? მაგრამ სიმართლე ყველამ კარგად იცის, სად მიდის ეგ ფონდის ფული და დაფინანსება-გუნდის სტაფში შეტენილი ადგილობრივი პარტ-აქტივის ანაზღაურებაში.
ირაკლი
კაცო ის ინვენტარი ცვდება. მაგალითად ინვენტარია ფეხბურთის ბურთით დაწყებული, კარის ბადით დამთავრებული, ინვენტარში შედის ფეხბურთელის ფორმები, ბუცები, - რა ბიუჯეტი ოზურგეთს უნდა ჰქონდეს კარგი რა
გიორგი
ნაკრებში რამდენი გოლი აქვს გატანილი? დაწერთ ხოლმე რაა.
საღოლ
ძლიერი ანალიზი დადე ძმა. მოქმედ ფეხბურთელებში ვაკოს ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ეგეც სხვების ჩარევებით ქნა, ალბათ.
კოტე
ყაზაიშვილს გაუბაზრდა ის ამბავი, თორემ 80% ფეხბურთელების "სხვების" ჩარევებით არის კლუბებსა თუ ნაკრებში. არაფერი ესაქმება ნაკრებში მსგავს ტიპებს, ისე კი აგორაოს ბურთი კორეაში ფულს იშოვის.
ციციკორე
ყაზაიშვილის საქციელი დასაფასებელია, მაგრამ რა მიკვირს იცით? ეს გუნდი ცალკე ფონდიდან ფინანსდება და ცალკე ადგილობრივი ბიუჯეტიდანო და ინვენტარი არ აქვთ? აბა სად მიდის დაფინანსება?!
Givi
ეს კაცი ნაკრებს ჭირდება, იმიტომ რომ იცის გოლების გატანა, დღეს ნაკრებში თამაშობენ ისეთები ვისაც ნახევარმცველები ჰქვიათ და გოლი კვარტალში ერთხელ გააქვთ...
Gambler
ხო და ვერ გამოდის და ვერ იძახის ხომ ხედავ. ნაკრების კარი დახურული უნდა იყოს ვაკოსთვის - ამისთვის კი იცის ვის უნდა უმადლოდეს
იბერია
ვაკოს ყოჩაღ დასაფასებელია მაგრამ სანამ პროფესიული სპორტული კლუბები ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან წინ ვერ წავალთ. კერძო ინვესტიციები, ბიზნესი და ბიზნეს გეგმებია საჭირო და არა ბიუჯეტზე დაკიდებული კლუბები.
ცნობად
ფონდიდან მიღებული თანხების გარდა, ადგილობითი თვითმმართველობის ბიუჯეტიდანაც ფინანსდება - ??????????????????
გიორგი
მთავარია, ცოლისძმა არ ჩარიოს მაგ საქმეში
guram
უმჯობესი იქნებოდა პრემიერს გადაეცა
გ.შ.
ვაკოს შანსი ნამდვილად უნდა მიეცეს ნაკრებში, ვიღაცამ რაღაც გაიჩხირა და თავი დონ პიპიტო ეგონა, ვაკოსი რა ბრალია, თქვააა რომ ეთანხმება მის პოზიციას???? გამოვიდეს, თქვას რომ გმობს მსგავს საქციელებს და დაბრუნდეს ნაკრებში
ფეხბურთი ყველა რეგიონს
აბა აშენებულა ,,სქური'' წალენჯიხა და ეგაა. მსგავსი საქციელი კარგია რათქმა უნდა , მაგრამ სახელმწიფომ უნდა მოაწყოს ისე, რომ ფეხბურთის განვითარება წინ და წინ წავიდეს (განსაკუთრებით აუცილებელია ბავშვთა ფეხბურთი რეგიონებში)და ბიზნესი ჩაერთოს. თორე არ მგონიოა ბიჭებს რამე არ ქონდეთ თავიანთი ყოფილი გუნდებისათვის გაკეთებული.
ბაბუაწვერა
მართლაც დასაფასებელი საქციელია,ჩვენთან ხო მდოდარი ხალხი ყველაფერს აკეთებს რო ისევ ღარიბი მოსახლეობის ხარჯზე მეტად გამდიდრდეს.
ეპისკოპოსი
ძალიან კარგია ვაკო! ბევრი ფეხბურთელია საქართველოში, ვისაც საკუთარი ქალაქების გუნდების დახმარება შეუძლია და იმედია, გააკეთებენ კიდეც! შეიძლება მილიონები და 100 ათასები ვერ ჩაურიცხონ, მარა თავი რომ შეიწუხონ და ყურადღება გამოიჩინონ, ეგეც კაი იქნება.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა