ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი მოგვიახლოვდა. უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პოპულარობა არ იკლებს, იმის მიუხედავად, რომ იქ ისეთი ფეხბურთელები აღარ თამაშობენ, როგორებიც მესი, რონალდო თუ ნეიმარი არიან. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 31 აგვისტოს შედგება. ამ ეტაპზე სიას მხოლოდ 6 გუნდი აკლია, რომლებიც პლეი-ოფების ჩატარების შემდეგ გაირკვევა. ტურნირზე მონაწილეობა უკვე სამ ქართველს აქვს განაღდებული, შანსი კი კიდევ ერთს ექნება - დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" პირველ შეხვედრაში "რაკუვს" პოლონეთში (1:0) აჯობა და წყვილის ფავორიტია.

ტურნირზე პირველად იასპარეზებს ბერლინის "უნიონი", "ნიუკასლი" კი აქ 2002-03 წლების სეზონის შემდეგ პირველადაა. ამბიციურად ბრუნდება "ფეიენოორდი". ჯგუფურ ეტაპზე არაერთ ფეხბურთელს ვნახავთ, რომლებიც 35 წლის და მეტის არიან: ლევანდოვსკი ("ბარსელონა"), დი მარია და ოტამენდი (ორივე "ბენფიკა"), ჟირუ ("მილანი"), რაკიტიჩი და ხესუს ნავასი (ორივე "სევილია"), კუადრადო ("ინტერი"), ნოიერი ("ბაიერნი"), პეპე ("პორტუ"), მოდრიჩი ("რეალი"). საინტერესო იქნება მბაპე-დემბელეს დუეტი პსჟ-ში, ჯუდ ბელინგემი "რეალის" შემადგენლობაში, კიმი და კეინი "ბაიერნში" და მთავარი - ვინ გააჩერებს ერლინ ჰოლანს?!

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" პირველ კალათაში იქნება, როგორც იტალიის ჩემპიონი. ჩვენებურისა და ვიქტორ ოსიმენის დუეტისგან ისევ ბევრს ველით. გასულ სეზონში მათ მეოთხედფინალამდე მიაღწიეს. აქვე იქნებიან ტურნირის მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი", ტოპ-ჩემპიონატების გამარჯვებულები და ევროპა ლიგის მფლობელი "სევილია".

პირველი კალათა

"მანჩესტერ სიტი"

"სევილია"

"ბარსელონა"

"ნაპოლი"

"ბაიერნი"

პსჟ

"ბენფიკა"

"ფეიენოორდი"

ყველაზე ძლიერი მეტოქე, რომელიც შესაძლოა, "კვარასა" და მის თანაგუნდელებს დაუპირისპირდეს, მადრიდის "რეალია", თუმცა აქ საჩუქარი არავინაა.

მეორე კალათა

"რეალი"

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"ინტერი"

დორტმუნდის "ბორუსია"

"ატლეტიკო"

"ლაიფციგი"

"პორტუ"

"არსენალი"

მესამე და მეოთხე კალათები ჯერ სრულად დაკომპლექტებული არაა და ყველაფერს პლეი-ოფები გაარკვევს. შეგახსენებთ, აქ "ჩემპიონთა გზა" და "ლიგის გზაა". რაც ნამდვილად ვიცით, გერმანული "უნიონი", ფრანგული "ლენსი" და ორი ჩემპიონი მეოთხე კალათაში იქნებიან, 5 გუნდი კი - მესამეში, მათ შორის, გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის დონეცკის "შახტარი", ასევე, "ზალცბურგი", "მილანი", "ლაციო" და "ცრვენა ზვეზდა". სამი გუნდის ბედი, თუ რომელ კალათაში იქნებიან, 30 აგვისტოს გაირკვევა - "ნიუკასლი", "სელტიკი" და "რეალ სოსიედადი". საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე საინტერესო შეხვედრა მაინც პსვ-სა და "რეინჯერსს" შორისაა (შოტლანდიაში 2:2 ითამაშეს).

პირველი ტური, 19-20 სექტემბერი

მეორე ტური, 3-4 ოქტომბერი

მესამე ტური, 24-25 ოქტომბერი

მეოთხე ტური, 7-8 ნოემბერი

მეხუთე ტური, 28-29 ნოემბერი

მეექვსე ტური, 12-13 დეკემბერი

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1-ელ ივნისს, ლონდონში, "უემბლიზე" შედგება.

და მთავარი - ვინ გააჩერებს ერლინ ჰოლანს?! რა დიდი გასაჩერებელი ეგ არის - 10 კაცი მუშაობდა რომ მაგას გოლი გაეტანა, თანაც წინა სეზონში 50% თუ ექნებოდა რეალიზაცია კარგ შემთხვევაში. ისე ფინალებში რამდენი ასისტი და გოლი აქვს თუ იცით? 5 ფინალში ნული.
ზვიადი
ხალხო, რა სპორტს უყურებთ? სირია გოლი ნახეთ ნიუკასლთან? ჰოლანს ორი კაცი ეხვეოდა და ფოდენი მარტო რჩებოდა, მაგით მოიგეს, სასწაულებს ამბობთ
ვანჩოპე
როგორც მინიმუმი ისევ მეოთხედფინალამდე გავლენ. მერე ვნახოთ
Დათო
100%
მურთო
ჰოლანდს რა ჭირს გასაჩერებელი. დე ბრუინის და გიუნდოგანის გარეშე როგორ ხესავით დარბის უაზროდ არ გინახავთ?
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[IVDEO] კატასტროფული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ტოტენჰემის მეკარე მე-16 წუთზე შეცვალეს
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა