მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე ილიას ზუროსმა და თორნიკე შენგელიამ ოკინავაში გამართულ წინასატურნირო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ილიას ზუროსი – მზად ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი პირველი გამოჩენისთვის. გვინდა, რომ ვისიამოვნოთ აქ გატარებული ყოველი წამით; ამასთან ერთად, მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი თამაში და ვიყოთ კონკურენტუნარიანები.

თორნიკე შენგელია – იაპონიაში 4-5 დღის წინ ჩამოვფრინდით. კუნძული ძალიან მოგვეწონა, ხალხი ძალიან კეთილგანწყობილია. ეს ჩვენი პირველი გამოჩენაა მსოფლიო ჩემპიონატზე. აქ ყოფნა ძალიან გვახარებს, თუმცა, ამავდროულად, გვინდა ტურნირზე ჩვენი ნაკვალევი დავტოვოთ, რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ და შეძლებისდაგვარად შორს წავიდეთ.

რა არის თქვენი გუნდის ძლიერი მხარე?

თორნიკე შენგელია – თავისთავად ყველაზე ცხადი შიგნით თამაშია, გავაუმჯობესეთ პერიმეტრი, შეგვიძლია შიგნით და გარეთ ვითამაშოთ. ამასთან, ხასიათი და მებრძოლი სული ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

შეიძლება იაპონიას შეხვდეთ, რა წარმოდგენა გაქვთ ჩვენს გუნდზე?

თორნიკე შენგელია  – პირველ რიგში, კაბო ვერდესთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ, შემდეგ მომდევნო თამაშებზე. თუ ისე მოხდება, რომ იაპონიას შევხვდებით, უკეთესი პასუხი სწორედ დაპირისპირებამდე გვექნება.

თქვენი ქვეყანა ცნობილია ყურძნითა და ღვინით, დასვენების დღეებში თუ სვამთ ღვინოს?

თორნიკე შენგელია – ზოგადად, ცოტ-ცოტას ვსვამთ ხოლმე, თუმცა არა მიმდინარე ჩემპიონატზე, რადგან ვცდილობთ, მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ. თუმცა ერთი ჭიქა სადილზე არავის ვნებს, განსაკუთრებით, გამარჯვების შემდეგ.

თქვენი ვარცხნილობა ძალიან ჰგავს სამურაის სტილს. კონკრეტული ვარცხნილობა გაქვთ თუ შეკრული თმა იაპონიისთვის შეარჩიეთ?

თორნიკე შენგელია – ჩვენი მიზანი იყო, რომ მსოფლიოზე მოვხვედრილიყავით, ძალიან გვინდოდა იაპონიაში თამაში და მე ჩემი სტილით ვიწინასწარმეტყველე აქ ყოფნა.

ილიას ზუროსი – და ვიმედოვნებ, ყველა იაპონელი გვიგულშემატკივრებს ამის გამო.

თქვენ ეთამაშეთ ისლანდიას და თამაშის მერე თქვენი გუნდი მართლაც ერთიანი იყო, რას გრძნობდით ამ თამაშის შემდეგ?

ილიას ზუროსი – ეს იყო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თამაში, იმიტომ, რომ მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ მსგავს ტურნირებზე გვეთამაშა. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავდიოდით. შესაბამისად, ჩვენთვის დაუვიწყარი და სასიხარულო მომენტი იყო. მრავალი წელია ერთად ვართ, ერთად ვიბრძვით. ნაკრებში თითოეულ გამოძახებაზე ყველა კალათბურთელი ყოველთვის მოდის. თოკომ 3 თამაში ითამაშა 4 დღეში, როგორც ეროვნულში, ასევე თავის კლუბში. იტალიაში უკან გაფრინდა, რომ მატჩი ჩაეტარებინა და შემდეგ თბილისში დაბრუნდა. ეს გასაოცარი მომენტი იყო ყველასთვის.

არის თუ არა მსოფლიოზე პირველად ყოფნაში რაიმე უპირატესობა და როგორ უდგებით მიმდინარე ჩემპიონატს?

ილიას ზუროსი – როგორც ვთქვი, აქ ყოფნის უპირატესობა ისაა, რომ მსოფლიოზე თამაშს ვიმსახურებთ. ზოგი გუნდი აუტსაიდერად ითვლება, თუმცა, ამასთან, კარგად ვიცით, რომ კალათბურთში ყველას შეუძლია ფავორიტის დამარცხება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდურად ვითამაშოთ, კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ბოლოს ვნახავთ იმ შედეგებს, რომლებსაც მსოფლიოზე მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და ყველა მომენტით ვისიამოვნებთ.

2 დღეში ეთამაშებით კაბო ვერდეს, რას უნდა ველოდოთ თქვენს პირველ თამაშში?

თორნიკე შენგელია – ვიცით, რომ ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან გუნდს ვუპირისპირდებით. კარგად ვიაზრებთ პირველი თამაშის მნიშვნელობას! ჩვენთვის უმთავრესია, მოედანზე გასვლის პირველივე წუთებიდან მეტოქეს დავანახოთ, როგორ ვითამაშებთ ფიზიკური და მენტალური სიძლიერით. გვინდა, პირველი თამაშით მთელი ტურნირის ფონი შევქმნათ!

GBF.GE

ეხხხ!
შენგელიას ლიდერობის თუ არ გჯერავთ, მაშინ გიორგი სააკაძეზე რაღას იტყვით?!
გიორგი
შენგელიას ლიდერობის თუ არ გჯერავს აბა შენ საერთოდ არ გინახავს ნაკრების თამაში
გულშემატკივარი
თორნიკე შენგელიას გმირის წოდება ეკუთვნის . ვახტანგ გორგასლის მედლით დავაჯილდოვოთ
odala
არ მჯერა შენგელიას ლიდერობის და მომკალი.
ლევანი
წარმატებები ბიჭებო, აბა თქვენ იცით, მთელი გულით ბრძოლას, ყოველთვის მოაქვს შედეგი. მწამს, ასეც იქნება. დიდება საქართველოს!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა