ხვალ ისტორიული დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად არსებობის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩს ითამაშებს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი კაბო ვერდეს დაუპირისპირდება, რითაც პლანეტის საუკეთესო გუნდების უმაღლესი რანგის ტურნირში დებიუტი ექნება. დებიუტი ექნება კაბო ვერდესაც, რომელსაც იმ ედი ტავარეშის იმედი აქვს, რომელიც მადრიდის "რეალში" თამაშობს, მართლაც კარგი ცენტრია და მის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია გიორგი შერმადინს.

შერმადინი ხვალ მარტო არ იქნება. გოგა ბითაძე ტავარეშზე არანაკლებ მასიური და ჭკვიანი ცენტრია, რომელსაც კაბო-ვერდელ გოლიათთან მიმართებაში პერიმეტრიდან თამაში აქვს უპირატესობად. საბოლოოდ რა როგორ გამოვა, მოედანზე გამოჩნდება. ცენტრის გარდა არსებობს შუა რგოლი და უკანა ხაზი, რომლებზეც ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. კაბო ვერდე ფიბა სმიერ ტურნირის აუტსაიდერად არის მიჩნეული, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ნებისმიერი მეტოქე ჩვენი ნაკრებისთვის არის უხერხული და იოლი გასეირნება არ იქნება – მათ შორის, არც კაბო-ვერდესთან.

ამ ისტორიულ და პრინციპულ დაპირისპირებამდე საქართველოს ნაკრებმა გენერალური ვარჯიში "გიმნაზიუმ არენაზე" გამართა, თუმცა მანამდე "ოკინავა არენაზე" შეიარა და სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშა. ჩვენს ნაკრებში საბრძოლო განწყობა და სრული მობილიზებაა. მწვრთნელებმა ძირითადი დრო კომბინაციების დამუშავებას დაუთმეს. ილიას ზუროსმა, ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა კალათბურთელებს დეტალურად აუხსნეს კონკრეტული სათამაშო სიტუაციებში როგორ უნდა განავითარონ შეტევა, როგორ უნდა დაიცვან თავი და ასე შემდეგ.

საქართველოსა და კაბო ვერდეს მატჩი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე თბილისის დროით დღის 12:00 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით განხორციელდება. ჩვენი მატჩის შემდეგ ჯგუფის დარჩენილი 2 გუნდი – სლოვენია და ვენესუელა ითამაშებენ.

GBF.GE

დინამოელი
ერთი რამე ვერ გავიგე, ხუთი ცინცაძით რატომ დაიწყო თამაში ამ ერთუჯრედიანმა მწვრთნელმა? იმედია გამოსწორდება სიტუაცია. აზრზე მოდით ბიჭებო !!!
მარი
წინ საქართველო!!!გამარჯვება ბიჭებო!!
ეეე
ამათთან, რომ წავაგოთ უნდა დავახვიოთ მანდედან იმ ორ თამაშს სირცხვილით არც უნდა დაველოდოთ.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89