კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო ვერდე 85:60 გაანადგურა.

ჩვენმა ნაკრებმა მატჩი შემდეგი ხუთეულით დაიწყო - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირველ ხუთ წუთში ნერვიულობის ფონზე საქართველომ შედეგიანად თამაში ვერ მოახერხა, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა ცინცაძემ, მამუკელაშვილმა და ბითაძემ ყველაფერი შეცვალეს. პირველი მეოთხედი ჩვენი გამარჯვებით 20:11 დასრულდა.

მეორე მეოთხედიც საქართველოს უპირატესობით დაიწყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა მოახერხეს და კაპე ვერდეს უპირობო ლიდერი, ედი ტავარესიც გაანეიტრალეს, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა პირველი ქულები მეორე მეოთხედის დასრულებამდე 4:45 წუთით ადრე მოახერხა.

მესამე მეოთხედში ილია ზუროსმა ხუთეული შეცვალა, ამჯერად მოედანზე ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო სწრაფი და აგრესიული გახადა, პერიოდი კი სანდროსა და თორნიკეს ენდვანებით დაიწყო, მთელი მეოთხედის განმავლობაში (რამდენიმე მომენტში სწრაფი შეტევა გაგვეპარა) საქართველო კარგ დაცვას თამაშობდა, ბოლო წამზე კი დუდა სანაძემ პერიმეტრიდან მესამე სამქულიანი ჩააგდო და 70:37 მოვიგეთ.

მეოთხე მეოთხედში ზუროსმა მოედანზე ლიკლიკაძეს, ბერიშვილსა და ტურძილაძეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, "ლურჯმა ზვიგენებმა" დასკვნით 10 წუთეულში უკეთ ითამაშეს, თუმცა სხვაობა მაინც გამანადგურებელი იყო.

სტატისტიკა:

თორნიკე შენგელია - 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა

გოგა ბითაძე - 15 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა

დუდა სანაძე - 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა

სანდრო მამუკელაშვილი - 10 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა

გიორგი შერმადინი - 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება

გიორგი ცინცაძე - 8 ქულა, 1 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა

რატი ანდრონიკაშვილი - 7 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა

ტედ მაკფადენი - 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა

გიორგი ტურძილაძე - 2 ქულა

ლუკა ლიკლიკაძე - 2 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა

მიხეილ ბერიშვილი - 1 ქულა, 1 ჩაჭრა

კახა ჯინჭარაძე - 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა

სამართალი
კაბო ვერდე პატარა სახელმწიფოა, შეურაცხოფას ნუ მივაყენებთ, არ არის საჭირო "განადგურება". მითუმეტეს არავინ იცის, ჩვენ რა გველის.
გიორგი
კი, გეთანხმებით, მაგრამ ადრე ეგეთ გუნდებთანაც ძლივს ვიგებდით. ცოტა პროგრესი არის. იმედი მაქვს უფრო დაიხვეწებიან. მე ვფიქრობ, უკწთესი მწვრთნელის პირობებში, ამ ბიჭებით კარგი გუნდის გაკწთება შეიძლება.
მეიცა
22 დაკარგვა ამ სოფლის გუნდთამ ძაან ბევრია!!!
სოსო
კაპო ვერდეს ნაკრები,გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე,ჯერ კიდევ ჩემპიონატზე გასამგზავრებელ ფულს დაეძებდა და თხოულობდა.ერთ თამაშში,ამდენჯერ ფარს,მეც კი არ ავაცდენდი ბურთს და მათ რომ მოუვიდათ,აქედანაც ჩანს,როგორ მოახერხეს მომზადება.ჩვენს ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას,მაგრამ მთავარი ბრძოლები წინ არის და ჩვენი ნაკლოვანებები არსად წასულა.ყველაფერი ისევ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.გიორგი ცინცაძემ დაამტკიცა,რომ მიუხედავად ასაკისა,მაინც აუცილებელი იყო მისი წაყვანა და პერსონალურად შეიტანა გარდატეხა ამ თამაშში,მაგრამ ტურნირის მანძილზე,მისი ფიზიკური მომზადება რამდენად გასწვდება?იმედია მაკფადენი გაიხსნება,თორემ რატი და ლიკლიკაძე,ასეთ დონეზე გამთამაშებლის ფუნქციას ვერ გასწვდებიან.ძალიან გამოუცდელები არიან და ბებერი მგლები,შესჭამენ.
S.K.K.
იქნებ თამაშის დაწყების დრო მიუთითოთ ხოლმე. ამ "დალოცვილ" დედამიწაზე ფეხბურთის გარდა სხვა სახეობების სპორტიც არსებობს, თქვენ წარმოიდგინეთ
pepe
ეს არი ბარსელონა წნორის მილანი ტქვენს პპპპპპპპპპპპპპპ
რრრ
გამარჯვება რა თქმა უნდა ყველას გვიხარია, მარა ზოგიერთი, რომ ავტორს ამუნათებს ამ მოგების მერე უარყოფითი, როგორ დაგცდაო სასაცილოა და მეტი არაფერი სწორედ გამარჯვების დროს უნდა გამახვილდეს ყურადღება იმაზე რაც გამოსასწორებელია, აბა წაგების მერე იყვირე და წერე რამდენიც გინდა მაინც ვეღარაფერს გამოასწორებ. წარმატებები ბიჭებს და მადლობა ავტორს.
Beqa
ქვევითაც დავწერე კომენტარი და კიდე ვწერ, ჩვენ ყველას გაგვიხარდა და გვეამაყება ეს გამარჯვება და ჩვენი სამშობლო. მაგრამ ძალიან გავბრაზდი სათაურზე რომ გავანადგურეთ , როცა არის ტყუილი. ეს ისეა რომ საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა მოუგოს სან მარინოს, და დაიწეროს გავანადგურეთ და ჭკვაზე არ ვიყოთ. განადგურება ქვია ბულგარეთს რომ მოვუგეთ გასვლაზე ფეხბურთში. რააც შეეხება ამ თამაშს ვეთამაშეთ ყველაზე სუსტ გუნდს, და ამ თამაში ინდა გვევარჯიშა სროლებში და არა ჯარიმების ჩაგდებაში, როცა სლოვენიასთან თუ რამე გაააკეთე გჭირდება სამნქულიანები და ზუსტი სროლები. ამ თამაში ჯარიმებს ვისვრიდით, თან ბოლო მეოთხედიბ8 ქულით ეავაგეთ და კიდე გავანადგურეთო. არ ნახეთ ვენესუელამ რა კარგად ითამაშა??? ეგ ვენესუელა გადაუვლის მინნ30 ქულით რაც გამოადგება ჩვენს მიმართებით. ამაზე ხომ უნდა გააანძრიოს ტვინი ზუროსმა და მარკოიშვილმა. როცა გვყავს კარგი კალათბურთელები. მერე კიდე ითარსება, ასე იყო ხვიჩაზეც იმენა ამ გვერდმა დათარს აპრილ მაისში ჯსეთ სისულელე სათაურებს წერდნენ ჩვენ ხვიჩაზე. მაქვს იმედი რომ სროლებს გამოასწორებენ, და არ აჯარიმების იმედათ ვიქნებით
დდ
გილოცავთ, დასაწყისი კარგია. მე არც სლოვენიასთან ვარ უიმედოდ. მიუხედავად იმისა, რომ დონჩიჩი ყავთ, ძალიან დიდი ძალა დააკლდათ ჩანჩარისა და დრაგიჩის სახით. ჩემი აზრით ტყუილად დაღალა მე-2 ტაიმში ლიდერები ზუროსმა. იმდენად სუსტია კაპო ვერდე, რომ მას ჩვენი სათადარიგოებიც მოუგებდნენ. კარგი იქნებოდა სტატისტიკაში სათამაშო დროც დაგეწერათ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიან პერსპექტივაში.
ვახო...
უდიდესი წარმატებები მომავალშიც ჩვენს ბიჭებს!
robert22
ვაახ ცავატანემ ყოჩაღ გრუზია გამახარეთ რა.მთელი ავლაბარი ვნერვიულობდით.ტაკ დერჟატ ბრატცი.
BOSS
გილოცავთ ბიჭებო! ბუმ საუკეთესო მატჩი დადო ბოლო 10 წლის განმავლობაში. თოკომ სამწუხაროდ ბევრჯერ დაკარგა ბურთი,მაგრამ იმედია დალაგდება. მამუ და გოგა იყვნენ ჩემი აზრით საუკეთესოები.დანარჩენს სლოვენიასთან ვნახავთ.გუნდი იგებს და გუნდი აგებს! ამიტომ წინ მორიგი გამარჯვებებისკენ!ღმერთი ჩვენკენ
კოლოკოლო
ბიჭებმა სადებიუტო მსოფლიოზე მოიგეს პირველი თამაში თან დამაჯერებლად!!! მადლობა ბიჭებო ჩვენი გახარებისთვის!!!! თუ რამე ხარვეზი იყო ზუროსიც დაინახავდა და ბიჭებიც მიხვდებოდნენ!!! ასეთი თამაშის მერე გადაბრუნებული სიტყვაც კი როგორ უნდა დაწერო ვერ ვხვდები!!!!!! ჯგუფიდანაც გავალთ და …!!!!!!!!!!
გილოცავთ
ვულოცავ ყველას საქართველოს ისტორიულ, პირველ მატჩს და პირველივე გამარჯვებას მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს ბევრი და სხვა მრავალი!!! რაც შეეხება თამაშს. ვეთამაშეთ სუსტ გუნდს( მგონი 7 “მალაკო” გაააკეთს სამიანებით) რომელიც, როგორც წესი ინიციატივას სიმაღლეში იღებს და დავსაჯეთ მაგ კომპონენტში, რადგანც ჩვენი უპირატესობაც სიმაღლეა. ზუროსს აქტივში უნდა ჩავუწეროთ ასევე, რადგან იცოდნენ როგორ ეთამაშათ ტავარესის წინააღმდეგ. ეგ ია ტავარეაი იქნება, რომელიც სავარაუდოდ სლოვენიას ამოტენის ქულებით, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ გამოუცდელ ბავშვს გავდა. მომეწონა ჩვენი ფიზიკური ფორმა, მონდომება, სროლების რაოდენობა, სტრატეგია: აშკარად კარგად მომზადებული თამაში იყო. სათამაშო კომპონენტიდან არ მომეწონა ამდენი დაკარგული ბურთის რაოდენობა უწყინარ სიტუაციებში. ალბათ ამ ცუდი კომპონენტით ჩემპიონები გავხდებით ამ მსოფლიოზე სამწუხაროდ. ვერ დაგვსაჯეს, რადგან სუსტები იყვნენ და თავადაც ბევრს კარგავდნენ, მაგრამ სლივენიასთან იგივე არ მოხდება. არასათამააო კომპონენტიდან არ მომეწონა რაღაცეები, მაგრამ ბიჭების ახლაგაზრდობას და ცხელს სისხლს დავაბრალოთ. გილოცავთ!❤️
რა მაფიაა?
აქ სხვა ამბავია, იმათი ცენტრი არის ბოლო ევროლიგის ფინალების MVP, ევროპაში საუკეთესო მოთამაშე და ის კარგად გაანეიტრალეს კარგი დაცვით, სხვა თამაშებშუ სხვანაირად წავა თამაში. არც ეგეთი მოსალოდნელი იყო ასე მოგება

Kapo-verde saidan moxvda msoflioze. Aseti tamashit gibraltars tu mougeb evropashi. Gundi mindorshi axalgashvebul xbosavit darboda, aranairi shetamasheba, imedia vcdebi.
არტურა
ძან სუსტი გუნდი გვყავს ჯობდა სულარწასულიყვნენ
დიმა
გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ეიფორიაში ნუ ჩავარდებით. მოვუგეთ უსუსტეს გუნდს. ნაკრებს ბევრი აქვს სამუშაო.

ვავა , კაბო-ვერდე , მაგრამ ვივა საქართველოს ნაკრებსო , მაინც ვერ იტყვი . ეს ყველაფერი ამ ბიჭების ბრალი არაა, მრავალწლიანი უკონცეფციობის ბრალია. მაქსიმალური გამართლება საქართველოს !
Beqa
მინდა ძალიან ვთხოვო ესეთი სათაურს ნუ იწერ ჩვენ ნაკრებს და ნუ სთარსავ შე დალოცვილო.არავის არავინ არ გაუნადგურებია, ეთამაშეს ძალიან სუსტ გუნდს, რომელთანაც ნახევარი ქულები მოვიპოვეთ ჯარიმებით. და ასეთი თამაშით ამდენი გაცილება და გამოუყენებელი მომენტები სადუალო გუნდთან წავაგებთ. ნუ სთარსავთ ჩვენ ნაკრებს ესეთი სათაურით.
kaka-ს
დზალიან დზლიერების რიგიც მოვა, დზმა. :)
გოგი
ღმერთმა არ ქნას და უაზრო ტრამვა, რომ მივიღოთ ამ უაზრო თამაშში ვიზეიმოთ მერე?დ ზეიმი არა ბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატი მარა არამარტო ფიზიკური არამედ გონებრივი და პრაგმატული.
ლევანი
ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ, ასე არ ჯობია? ერთი ვენესუელაა საინტერესო, რისი მქნელები არიან. დიდება საქართველოს!
odala
ნამეტანი ჭ-კლასი იყო მეტოქე. იმედია ეიფორიაში არ ჩავარდებიან ჩვენები.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ბებერ ცინცაძეს მაინც კლასი აქ კლასი. ამ ანდრონიკაშვილისგან გამთამაშებელი ისე არ დადგება როგორც ზუროსისგან კოსმონავტი. საერთო ჯამში მოგება კარგია. მაგრამ რეალიზება გამოსასწორებელია.
ტტტ
რატომ უნდა დავისვენოთ და არ გვინდა უაზრო ტრამვები.
kaka
კაპე ვერდეს ტუ მოუგეტ მოგებატ არ უნდა საიტვალოს დაბლი დონეა მოუგოტ დზლიერებს
ზურა
რა უნდა დაასვენოს? მსოფლიო ჩემპიონატია მანდ თამაში ყველას ოცნებაა. ზეიმია
გია პაპა
რატიმ სამმაგი რომ დადოს, რა გაასწორებს არა? არადა კარგი შანსი აქვს.
ბესო
მერე რას აკეთებს ამ დროს სამწვრთვნელო შტაბი ? დაასვენოს წამყვანი კალათბურთელები , განსაკუთრებით თორნიკე შენგელია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89