კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

დღეს, 28 აგვისტოს, თბილისის დროით 15:30 საათზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლუკა დონჩიჩის სლოვენიასთან სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შეხვედრას ჩაატარებს. კაბო ვერდესთან (85:60) გამარჯვების ემოციები ჯერ ცხელია, ბედნიერები ვართ და დასკვნების გაკეთებაც რთული, თუმცა ნებისმიერი მატჩი საფუძვლიან შეფასებას იმსახურებს, თანაც, როცა წინ გაცილებით რთული გამოცდა გველის...

ილიას ზუროსის სასტარტო ხუთეულში სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე არ ყოფილან. გადაჭრით თქმა, რომ სტარტზე ამან გადამწყვეტი გავლენა მოახდინა, გაგვიჭირდება. ვინ იყო და ვინ არა, საწყისი მეოთხედის ნახევარი კატასტროფულად ჩავატარეთ. რა დონის კალათბურთელებზეც უნდა ვსაუბრობდეთ და მეტოქეც სუსტი იყოს (იმაზე მეტად, ვიდრე ველოდით), ნერვიულობის მომენტები არსებობს, ყველაფერი ხომ ჩვენთვის სადებიუტო იყო. ასე იყო მიწინააღმდეგისთვისაც, მაგრამ ჩვენები შეხვედრის უპირობო ფავორიტები იყვნენ და ეს წნეხს ზრდიდა.

დიდ ფორუმებს გამოცდილი მოთამაშეები სხვა ელფერს სძენენ და უხდებიან კიდეც. ის, როგორაც გიორგი ცინცაძე თამაშში ჩაერთო და პირველი სერიოზული გარდატეხა მოახერხა, ყველას შესაძლებლობების ზღვარში არაა. ვეტერანმა "ბუმ" ზუსტად იცოდა, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აეღო და მისი გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეეცვალა. ამ დროს ლიდერობას იწყებ, ცოტათი ეგოისტიც ხდები, თუმცა მთავარია, რომ რასაც ჩაიფიქრებ, გამოგივიდეს - გიორგიმ შეძლო!..

მეორე ტაიმიდან მოყოლებული, ქართველთა მთავარი მწვრთნელის ამოცანა ის იყო, გუნდს კონცენტრაცია არ დაეკარგა და ჩავარდნა ისევ არ გვქონოდა, რაც ბოლომდე კარგად არ გამოვიდა, თუმცა ეს უკვე სახიფათო ნიშნული აღარ იყო.

ზედმეტად სუსტ მეტოქესთან სიტუაციის არასწორად აღქმის საფრთხე რეალურია. მოგვეწონა ჩვენი თამაში დაცვაში, ამავდროულად კი, მოწინააღმდეგეს პერიმეტრიდან კვლავ ბევრი შესაძლო ქულის აღების საშუალება მივეცით. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ვენესუელა გაცილებით უკეთ ისვრის (სლოვენიას შევეშვათ). ერთიცაა, ჩვენ დავინახეთ, რომ შორიდან საფრთხე არ გვემუქრება, ზოგჯერ ამ დროს ვიზავის საშუალებასაც კი აძლევ, სასროლ პოზიციაზე მაქსიმალურად შორს დატოვო და აიძულო, იმ გზით წავიდეს, რაც ასე არ გამოსდის. კაბოვერდელებსაც დიდი არჩევანი არ ჰქონიათ, სამწამიან ზონაში შესვლა უჭირდათ. მათი მთავარი ძალა მადრიდის "რეალის" ცენტრი ტავარეშია, მისი ნეიტრალიზება კი ჩვენმა ცენტრებმა (ბითაძემ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და შერმადინმა) შეძლეს. ლიდერის გასვლის შემდეგ, რასაც საქართველოს ნაკრების გადახალისება და მოდუნებაც დაერთო, მეტოქეები უფრო თავისუფლად ათამაშდნენ, რის ხარჯზეც დასკვნითი მეოთხედი მოიგეს.

ზუროსის გუნდის მთავარი უპირატესობა ინდივიდუალიზმი და მაღალი კლასი გახდა. კიდევ ერთხელ ბოლომდე დაიხარჯა და ილიდერა კაპიტანმა შენგელიამ. ვერ ვნახეთ მაკფადენისთვის დამახასიათებელი "აფეთქებები". ვისურვოთ, რომ ეს უფრო რთულ შეხვედრებში იქნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბურთს სწრაფად ვათამაშებდით და ბევრი ლამაზი პასიც ვნახეთ. რაც შეეხება სამქულიანებს - ყოველთვის ისეთ თავისუფალ პოზიციებში ვერ ვიქნებით, როგორც შაბათის მატჩში იყო. ის, რომ მეორე შანსს მოწინააღმდეგე იშვიათად იღებდა და საკუთარ ფარზე ბოლოდროინდელზე ნაკლები პრობლემები შეგვექმნა, აუცილებლად აღნიშვის ღირსია. დაკარგვების (რაც მეტოქეზე მეტი გვქონდა) აღმოფხვრის მხრივაც ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი...

ჩვენი შანსები და უპირატესობები დონჩიჩის სლოვენიასთანაც გვექნება. სანდრო მამუკელაშვილის თამაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. უპირველესად, დაცვაში უშეცდომო უნდა ვიყოთ და შემდეგ მრავალფეროვან შეტევაზე ვიფიქროთ!..

სტუმარი
შენგელიას არ ცხვენია ნეტავ რა თამაშსაც თამაშობს?
kesha
გაიყვანეთ შენგელიააააააააააა,ვააა ვერ ხედავენ ზარალია რა
დინამოელი
გასაგებია სლოვენია რა ნაკრებიცაა და ეს ყველამ იცოდა, მაგრამ, ჩვენმა ნაკრებმა ყველამ ერთად ჩამოკრა გასახდელში თუ რა ჭირთ?
კახაიას
რომელ ვენესუელასთან არ გვაქ შანსი, დღეს რომ კაპე ვერდესთან წააგო?დდდდდდდდდ
კახა
ვენესუელასთან ასეთი თამაშით შანსი არის 0
ჯუჯი
ასეთი თამაშით სხვას ვერ მოვუგებთ.ბოლო მეთხედის ასე ჩაგდება ასეთ სუსტ გუნდთან დაუშვებელია.
გიორგი-50
გილოცავთ... თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ კაბო ვერდე რეიტინგით ამ მსოფლიოზე ბოლო ადგილზეა... სამიანების სროლის მხოლოდ 10 %, მაშინ როცა ვენესუალამ პირველ ტაიმში სლოვენია გაამწარა და ლამის ყველა სამიანი ჩაუგდო. ალბათ, მწვრთნელები სტატისტიკურ ანალიზს გააკეთებენ და დაითვლიან ყველაფერს(ციფრები არასდროს ტყუიან), მაგალითად, რამდენი ბურთი ისროლე და იქედან რამდენი ჩაააგდე(%), რამდენი დაკარგე პირადად, მეტოქეს რო ასროლინე და რომ ვერ ჩაგიგდო, ეს შენი დამსახურება არ არის, რადგან უფრო ძლიერი ძმრად ამოგადენს და ა.შ. და არ მოერიდებათ ავტორიტეტების(ვინც არ უნდა იყოს), გამგები გამიგებს.... ასეთი დონის თამაშით, შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გაგვიჭირდება... წარმატებები ნაკრებს და საქართველოს ...
მასტერს
სუსტი გუნდი აღმოჩნდა ჩვენების წინააღმდეგ, მაგრამ ეგ ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენი ნაკრები პირველად გავიდა მსოფლიოზე და პირველივე თამაშში გაიმარჯვა! დავტკბეთ მომენტით და წარმატება ჩვენს ნაკრებს - სლოვენიასთან ნამდვილად უკეთ გარჯა დაგვჭირდება!
ენძო
ვენესუელას თამაშს ვუყურე.ჩვენები თუ დაცვას გააძლიერებენ და პერიმეტრს დაუკეტავენ აუცილებლად მოვუგებთ.სლოვენიასთანაც შეიძლება თამაში.
rigiti
გილოცავთ ყველას პირვველ ისტორიულ გამარჯვებას! მე ვიტყოდი ძალიან კარგად ვითამაშეთ. რათქმა უნდა საკმაოდ გვქონდა შეცდომები მაგრამ გავითვალისწინოთ რომ პირველი თამაში იყო და ასე ვთქვათ გასახურებლად კარგად გამოვიყენეთ. ეხლა ვუყურებ სლოვენია ვენესუელას და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ორივეზე უკეთესად გამოვიყურებით, ჩვენი დაცვა გაცილებით უკეთ გამოიყურება და სამწამიანში დომინანტები ვიქნებით. თუ სამქულიანებში ძალიან არ ჩამოვრჩით!!!
კოლოკოლოს
თქვენ ანუ პრობლემებს ვერ ხედავთ, უნდა ვთქვათ რა ბედნიერებაა, ამ სუსტ გუნდს მოვუგეთ და ვიყოთ მხიარულადა? თუ ვიქტორ სანიკიძე აკომენტარებს, სხვა ამბავია
გენა
დიდი ვერაფერი გუნდი ვერ გვყავს. ვენესუელასთან ძაან გაგვიჭირდება. აღარაფერს ვამბობ სლოვენიაზე
კოლოკოლო
კობიმ რომ უთხრა შოთა არველაძეს რას პროფესორობო ზუსტად ეგრეა ეს სტატია!!! ნუ ვიპროფესორებთ!!! ბიჭებმა ზუსტად იციან თავისი საქმე!!! სუსტ გუნდთანაც და ძლიერთანაც!!!! მოვა აგერ ეგ სლოვენია …..
ვაჟა
გილოცავთ პირველ გამარჯვებას, არ გეწყინოთ მარა ბოლოს არასტაბილურობამ იჩინა თავი და გუნდურმა ამპარტავნობამ, გისურვებთ შემდგომ წარმატებას
ნუკრი
ახლა სლოვენია ვენესუალას ვუყურებ.ვენესუელასთან პერიმეტრი თუ არ დავკეთეთ და კაბოელებივით თავისუფლად ვასროლინეთ სამიანები.გაგვასაზიზღრებენ ისე მოგვიგებენ. ყველა ესვრის და ყველა აგდებს, 76%-ით ისვრიან სამიანებს.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა