სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლო“ 2:0 დაამარცხა.

მწვრთნელმა რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, პოლიტანო საჯარიმოში წააქციეს, რაც მსაჯმა ვერ შეამჩნია, მაგრამ VAR-მა პენალტი დანიშნა და ოსიმენმა გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლოპესის გაძევების გამო სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ. შემდეგ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე „სასუოლოს“ ფეხბურთელს მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი რასპადორიმ ვერ გამოიყენა. 61-ე წუთზე შეცვლაზე კვარაცხელია შევიდა, მაშინვე დი ლორენცო მეკარეს პირისპირ შეჰყარა და კაპიტანმა ანგარიში გაზარდა. ქართველი ძალიან ლაღად თამაშობდა, აშკარაა, ფორმას იბრუნებს და იმედია, ისევ მრავალჯერ გაგვახარებს.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 2 სექტემბერს „ლაციოს“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სასუოლო 2:0

გოლები: 1:0 ოსიმენი (16, პენ), 2:0 დი ლორენცო (64)

გაძევება: ლოპესი (52, სასუოლო)

გამოუყენებელი პენალტი: რასპადორი (60)

გ.შ.
ეს კომენტატორია "რუსსსიი" და სანაიაა ქართველი ? ))))))

ხვიჩა რუბინში რომ თამაშობდა აქ წერდნენ, მოსყიდული მცველებით თამაშობს რუსეთში და ისინი თავს ატყუებიებენო :დ აბა სხვაგან რას იზამს სადაც არ ეყოლება მოსყიდული მცველებიო. ახლა იგივე ხალხი, იმის მაგივრად რომ სირცხვილით თავს ვერ ყოფდეს გარეთ, ჩვენაირ გულშემატკივარს ეძახის ფულს გირიცხავენ თურე ისე არ უგულშემატკივრებდითო :დ ძაან სასაცილოები კი არიან მაგრამ არსებობის უფლება აქვთ. ხო უნდა იცოდეს ხალხმა როგორი არ უნდა იყოს. ამიტომ მათი კომენტარები ყოველთვის უნდა საჯაროვდებოდეს, რადგან ყველამ იცოდეს სადამდე შეიძლება დავიდეს ადამიანის პრიმიტივიზმი :დ

აცადეთ ჯერ ბოღმით სკდება. თამაშს არც უყურებენ ეგეთები. იტალიურ და უცხოურ პრესასაც არ კითხულობენ, გასაგები მიზეზების გამო. მარტო აქ იციან კლავიატურასთან ტყაპუნი. მთავარია მნიშვნელოვანი ადამიანები რას ამბობენ ხვიჩაზე თურე ეგენი ვის დაკარგვიან
სოსო
საქართველოში სეტანტათი აჩვენებენ და მას ,ქართულ,რუსულ და ინგლისურ ენებზე გვაწვდიან.ინგლისური ენა,სამწუხაროდ არ ვიცი,აი ქართულსა და რუსულ რეპორტაჟებს შორის კი,მეტწილად,ისევ რუსულს ვირჩევ.ქართულად,ძალიან დაბალი დონის კომენტატორები არიან.რეპორტაჟები,სეტანტას თბილისის ბიუროდან ხორციელდება და რუსულ ენაზე კომენტატორებიდან ერთ ერთი,ქართველია.
გიორგი
ვინც ვერ ხედავს რამხელა უპირეტესობას ქმნის ხვიჩა უბრალოდ მოედანზე არსებობის ფაქტით იმ უბრალო ფაქტიდან გამომდინარე რომ შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს თამაშის გაგრძელების ვარიანტების არა მარტო დანხვის არამედ ძალიან მაღალი პროცენტით უზადოდ განხორციელების ეს მისი გონებრივი შესაძლებლობის პრობლემაა პირველ რიგში, არა ხვიჩასი. ძალიან დიდი კატრიერუყლი მომავალი გაქვს ხვიჩა, იღბალი შენსკენ!
გიორგი
ეგ გარსიამ უნდა დაარეგულიროს, გარსიას ვერ უნდა გაუბედონ ეგ თავნებოდა პირველ რიგში.

არვიცი რა ეშველებათ ამათ. თურმე ხვიჩას რომ ვგულშემატკივრობ ფულს მირიცხავენ. ამაზე სერიოზულად რა ვუპასუხო არვიცი. ძალიან ფსკერზეა ხალხი
ბაჩოს
არაუშავს, ჩამოვა ნაკრებში და იმდენ პასს მიიღებს, რომ შესაძლოა ყველას არც გამოეხმაუროს
საჩინო
ხვიჩამ,დღევანდელი მისი ფორმიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე ,ყველაფერი გააკეთა სწორად და კარგად.იმედი ვიქონიოთ ,რომ კიდევ მრავალგერ გაგვახარებს მის გულშემატკივრეს.რაც შეეხება თამაშს,--ეს იყო გაგრძელება წინა სეზონის ბოლო აკორდების.ისევ უნიათო,უილაჯო,უინტერესო.თითქოს არც არაფერი შეცვლილა.გამოტანჯული პენალტით წაიყვანეს ანგარიში.პირველ ტაიმში იმათ მეკარეს კარში კარში დარტყმულ ბურთზე რეაგირება არ დასჭირვებია.მეორე ტაიმში კაცნაკლულ მეტოქესაც ვერაფერს აკლებდნენ,სანამ ხვიჩა არ გამოჩნდა მინდორზე.განსაკუთრებით სცოდავდნენ ნახევარმცველები.{ზელენსკის პროფესორობა არ კმაროდა თითქოს ,ახლა ანგისასაც რომ არ დაეწყო}.არ ვიცი ხვიჩას პარტნიორებს საშუალოზე მეტი გრძელი პასის გაკეთება არ შეუძლიათ თუ შეგნებულად არ აკეთებენ ხვიჩას მისამართით,როცა ხელებაწეული იხვეწებოდა ბურთის მიწოდებას .ბურთი არ მისცე თავისუფალ სივრცეში მყოფ კვარაცხელიას ,ეს დანაშაულია.გარსიას რეაქცია კი ჯერ-ჯერობით ამაზე ისეთივეა როგორიც ჰქონდა სპალეტის.თუ არაფერი არ შეიცვალა,ასე არამწყობრად,ასე გაუმართავად,ასე არაპროფესიონალურად მოთამაშე გუნდს მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებლობები თუ ელის .ვიყოთ გარსიას იმედზე{სხვა რა დაგვრჩენია}იქნებდა რამე შეცვალოს სასიკეთოდ.

ნამდვილად უყურე თამაშს?

არასასიამოვნო მომენტი იყო - მთელი წუთი პასს ითხოვდა კვარა და აქეთ ანგისა ფაფხურობდა. ისე კი ძალიან მაგარი პასები აკეთა - მხოლოდ დრიბლინგი არ აქვს, პლეიმეიკერად ჩამოყალიბდება ასაკში.
ფეხბურთი
ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ ამ რუსულად ნაკომენტარევი ვიდეო რო არ დადოთ არ შეიძლება. ქართულად თუ ვერ არ არის ინგლისურად ან იტალიურად მაინც იყოს
კოლა
ისე, ნეტავ, რას უკეთებს თანაკლუბელებს ამისთანას ვარჯიშებზე, რომ მერე პასს არ აძლევენ? :))
ბაჩო
ვინც თამაშს უყურა, ნახავდით რომ ხვიჩას პასს განზრახ არ უკეთებდნენ, ხვიჩა ხელებს უქნევდა მარა დაიკიდეს ხოლმე, რაჰმანი, ანგისა, ლაბოტკა.. მერე ადგებოდა და ჩამოვიდოდა ხოლმე ცენტრში და მაგ ცენტრიდან შექმნა ის საგოლე პასიც, არადა რამდენჯერ ცარიელში იყო ხოლმე და ბურთი რო მიეღო ბევრ საგოლეს შექმნიდა, ძაან ტეხავს რა მარა მგონია რო მაგრად მიაკაჩავებენ მაგ სასტავს.
რა მაფიაა?
ცუდი მატჩი რატო ჩაატარა? საგოლე გააკეთა 3-4 საკვანძო, პოტენციურად საგოლე პასი დახატა, რამდენიმე დრიბლინგიც, რა ქნას მეტი, სულ 3-4 კაცის მოტყუება და გოლი არაა ნორმა რო მოვთხოვოთ და რა დაუწუნეთ?
1.2.3.4.5.6.
შენ ძალიან მაგარო
!!-s
ეგრე რა უფრო აქტიურად…საბოლოოდ რომ დაიხვეწო.
ჯუჯი
ხვიჩას ბურთზე შეხება თითქმის ყველა სახიფათო მომენტია. ესენი კი რატომღაც მარჯვენა ფრთაზე აკვეხებენ ბურთს.

ტიპი რა ცოდოა. საკუთარი აზრი არ გააჩნია და ჰგონია, კომენტარში ფულებს რიცხავენ. თქვენც სცადეთ აბა იქნებ დაგირიცხოთ ვინმემ. ვახ ჩემო ქვეყანა რა ცოდო ხარ ასეთი ამებების ხელში

წარუმატებელ ლუზერებს, ვინც საკუთარი უბადრუკი თავები ამოიცნო ჩემს კომენტარში ყოველთვის დავცინებ. იიიიი ჩამერიცხა :))) სიმშვიდე შეინარჩუნეთ და უფრო მეტს მიაღწევთ. თავებს ნუ ირცხვენთ აქ. საკუთარი ცხოვრებით დაკავდით და თქვენც გექნებათ წარმატებული ცხოვრება. ალბათ ძალიან გიჭირთ, ყველგან რომ დარიცხული თანხა გელანდებათ❤️ ასევ თქვენნაირმა გაჭირვევულებმა დაგილაიქეს. რაუნდაქნათ მეტი.
ვანჩოპე
ასე გამოდის რომ კვარავაჯო უფრო უხდება, ვიდრე კვარადონა. პასი კი არ მისცა, არამედ პასი დახატა
გოგია
!!-s - ს ანუ, ვინც ხვიჩას საქებარ კომენტარს წერს, იმათ ფულს უხდიან ამაში? D))) და ვინ უხდის, ჯუღელი, თუ თვითონ ხვიჩა, გაზრდილი ხელფასიდან? :)) იქნებ, მუნიციპალური გამგეობები აფინანსებენ? :) ისე, მართლა ვერ ვხვდები. ამდენი შურიანი და ბოღმა ადამიანი უბრალოდ ვერ იქნება საქართველოში, სხვისი კარგი რომ არ უხარიათ და ამ ხალხს სხვა რა მიზანი აქვთ, რომ არ მალავენ დაკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებას ხვიჩას მიმართ? თუ, მართლა ასე ბევრი ლუზერია ქვეყანაში?
1212
ალბათ კვარადონა ამ სეზონს გოლის გარეშე დაასრულებს, აშკარაა ვერ თამაშობს, ალბათ გადაღლილია, მაგრამ დარწმუნებული მომავალ სეზონში გაიბრწყინებს. წარმატებები
!!-s
კარგად გიშრომია.ამართლებ გადახდილს…
gia
როგორც ჩანს უკვე გადაწყვეტილია, ნაპოლი გაბრი ვიეგაზე (რომელიც საუდის არაბებმა ააცალეს ცხვირ-წინ დე ლაურენტის), არანაკლებ ნიჭიერ ახალგაზრდა დანიელ ნახევარმცველ ესპერ ლინდსტრომს ყიდულობს აინტრახტიდან
Spain
ჩვენმა ვითომ ექსპერტებმა რასპადორი ამოაგდებს ხვიჩასო და უხაროდათ. მანამდე არაფერი გეტკინათ. ისე კი შემეცოდა რომ ვერ გაიტანა პენალი, არაა ცუდი ფეხბურთელი, თუ გახსოვთ აიაქსი ნაპოლის თამაშზე რა მაგრად შეუწყვილდა ხვიჩას და რა ლამაზი კომბინაცია გაითანაშეს ხვიჩამ რომ გაიტანა. ლივერპულთანაც ძაან მაგრად ითამაშა. იმედია დაიმკვიდრებს ძირითადს და პოლიტანო და ჟელინსკის მოაშორებენ საერთოდ. რასპადორი და ელმასი მაგათ ბევრად ჯობია. ჩემი აზრია რათქმაუნდა

როგორ მიყვარს ასე რომ დაადუმებს ხოლმე ყველა ზურგს უკან მყეფარეს. უბრალოდ ვტკბები ამ მომენტებით. როგორც კი ძირითადი დაიდო, ეგრევე ატეხეს გნიასი, იიი სკამზე გადასვეს უკვეე... იმის აზრზეც კი არ არიან, ტრავმიდან ახალი დაბრუნებული ფეხბურთელი 90 წუთი მზად რომ არარის. ხო აი ქართველ ლუზერებს რომ გაუხარდეთ სკამზე გადასვეს და მალე სამპდორიაში გაანათხოვრებენ, ან ბურთის მონტანად გაუშვებენ. შარშან მთელი ზაფხული ეგ ოცნება რომ ჰქონდათ და რომ ჩაუვარდათ კოვზი, წელსაც დაიწყეს მაგრამ ეგეთების ოცნებებს ნაადრევად ვამთავრებთ.ჩანასახშივე. სასწაული თამაში რომ ჩაატარა უყურეთ ალბათ. ჯერ როგორ დახვდა პუბლიკა, მერე ასისტისთვის 3 წუთიც არ დაჭირდს, ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება მიიღო და მოკლედ ამაზე მაგარი დასაწყისი არვიცი. ორ თვეზე მეტია თამაშები არ ყოფილა და ისე ველოდი, დღეებს ვითვლიდი❤️
Alegro
მოკლედ, ხვიჩა ისეა ნაპოლიში, როგორც ნაკელზე ამოსული ვარდი. კვარას გარეშე ნაპოლი ფიორენტინას და უდინეზეს დონის უფანტაზიო რობოტი გუნდია. ხვიჩა სხვა სილამაზეს აძლევს გუნდის თამაშს. ფეხბურთი გვიყვარს ლამაზი ფინტების, ლამაზი პასების გამო და ეგენი ხვიჩაზე კარგად არავის გამოსდის ნაპოლიში და შესაბამისად სერია აშიც. ამ შემადგენლობით ხვიჩას გარეშე ჩემს ფეხებს მოიგებდა და მოიგებს რამე ტიტულს ნაპოლი.
ჯიმა
ხვიჩა არის მართლა კვარავაჯო.სიამოვნებაა მისი ყურება. იმედია უფრო მეტად დათვირთავენ პასებით. კარგია ოლივერა რო არი მაქეთ. ეგ 85% ხვიჩას უპასებს ხოლმე.
Charley
ვულოცავ ხვიჩას ამ მოჯადოებული ნავსის გატეხვას და ნაპოლის გამარჯვებას. ეს საგოლე პასი ახალი უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობის დასაწყისი ყოფილიყოს ახალ სეზონში და წელსაც სერია ას mvp-ი ისევ ის გამხდარიყოს. ასეთი ინტელექტის მოთამაშე სანთლით საძებარია არამარტო სერია აში არამედ სხვა ტოპ ლიგებშიც. თამაში ისე მიდიოდა ერთი არაორდინალური, ესთეტიური, მოქმედება არ გვინახავს არცერთი მოთამაშისგან, შემოვიდა ჩვენი ბიჭი და ყველას ისევ აჩუქა სანახაობა და ისიც ყველას დაანახა თუ ვის შეუძლია მოედანზე ასეთების კეთება. კარგად გამოჩნდა რომ სპალეტისაგან განსხვავებით გარსია ხვიჩას სრულ თავისუფლებას აძლევს შეტევის მთელ არეალზე, რაც უდიდესი უპირატესობაა შემტევისთვის. უბრალოდ ეს ზედმეტი ალტრუისტობაც არ ივარგებს, ხელსაყრელი პოზიციიდან გაიქნიე დაარტყი კარში. აგერ ლუზერმა რასპადორიმ რაც ფრინველი თაფრინავდა სტადიონის თავზე მგონი ყველა ჩამოყარა, პასი მის "მენიუში" არ არსებობს სამწუხაროდ ვერც ნაპოლის რიგ შემტევებში შეხვდებით ასეთის მქონეს.
დავით 67
მაინც ვერ გავიგე, რატომ ბოლო 30წთ.რასპადორს აღარ სჯობია ჩვენი ხვიჩა? იმედია 2ში ჩასვავს ძირითადში
Beqa
გილოცავთ მარიამობას. ხალიან კარგ ფორმაშია ჩვენი ხვიჩა, თითქოს უფრო მაგარი მომეჩვენა ვიდრე შარშან იყო. გული იმაზე მწყდება ,რაგაც მომენტებში არ აძლევენ პასსს რომ შექმნას უცებ მომენტი ან თავად რომ გაიტანოს.
ლევან
ყველას გილოცავთ მარიამობას! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო ხვიჩა ძალიან გამორჩეულია ნაპოლიში, რა მაგარი სტილი აქ, ბურთს რა მაგრად და ლამაზათ ფლობს, რაგაც განსაკუთრებული სტილი აქ, ლამაზი, საინტერესო, არასდროს არ იცი რას გააკეთებს, რა პასები, როგორი მინდვრის ხედვა/გრძნობა. ნაპოლი ეხლა უფრო დაღვინებული გუნდი ჩანს ვინდერე 2022. ვუსურვოთ უფრო კარგი წელი ვიდრე 2022!
ირაკლი
დამეთანხმებით ალბათ, ერთ-ერთი ცუდი მატჩი ჩაატარა კვარადონამ, ფაქტიურად დასეირნობდა მოედანზე. მაგრამ დარწმუნებული ვარ კვარა იტყვის თავის სიტყვას. წარმატებები ხვიჩა
ჯუჯი
ცოტა დრო ჰქონდა და მაინც საუკეთესო იყო
გულშემატკივარი
ვულოცავ ხვიჩას და მთელ საქართველოს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! ღვთისმშობლის კალთა გვფარავდეს❤️
გულშემატკივარი
გილოცავ ხვიჩა ჩემპიონატის წარმატებულად დაწყებას!!! ჩვენი ბიჭი არის ყველაზე გრაციოზული მოთამაშე ნაპოლის შემადგენლობაში!!! და როგორც იმერლები იტყვიან “ბარეორს ჯობია კიდე”:))) დაიწყო გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ვნებათაღელვა:)!!! აუ როდის მოვა 2 სექტემბერი…
გ.შ.
ვისაც გაგვიხარდა ,ღმერთმა გაგვახაროს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
შანსი საზონოვისთვის - საბა შემადგენლობაში დააბრუნეს
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
საზონოვი პირველად იყო განაცხადში - "ტორინომ" "სასუოლოს" მოუგო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა