ქართველი ფეხბურთელები უკვე აღარ ხუმრობენ და იტალიაში საკმაოდ დიდი ლეგიონი გვეყოლება. აი, სადამდე შეიძლება მივიდეს ერთი კარგი მაგალითი, მშვენივრად ვხედავთ. გაოფიციალურებას ისევ დაველოდებით, თუმცა საბა საზონოვის "ტორინოში" გადასვლა გადაწყვეტილს ჰგავს. როგორც ცნობილი გახდა, მან ცოტა ხნის წინ თურქულ ვარიანტებზე უარი თქვა და უკეთეს შეთავაზებას დაელოდა. ერთხელაც გამოჩნდა, რუსეთიდან წასვლის საკითხზე ზედმეტად ემოციურობა საჭირო არაა, ყველა ცდილობს, ამისთვის იდეალური დრო შეარჩიოს.

საზონოვი დიდი ხანი არაა, რაც საქართველოს ნაკრებში თამაშობს. მან შანსი ეროვნულშიც მიიღო, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ბრწყინვალედ ჩატარების შემდეგ კი ვილი სანიოლი მომავალში მასზე უფრო დიდ ავანსებს გასცემს. საბა ფიზიკურად ძლიერია, კარგად კითხულობს თამაშს, შეუძლია გუნდი შეტევაში პასებით ამოიყვანოს, სტანდარტულის შემდეგ გაიტანა კიდეც და ჯერ მხოლოდ 21 წლის ცენტრალურ მცველს კიდევ ბევრის სწავლა და განვითარება შეუძლია...

რა თქმა უნდა, ტურინთან, პირველ რიგში, "იუვენტუსი" ასოცირდება, 1906 წელს შექმნილ გუნდს კი ქალაქის სახელი უწოდეს. "ტორინოს" ტოტალური ფეხბურთის ერთ-ერთ შემოქმედად მოიხსენიებენ, მათი სათამაშო ტაქტიკა 4-2-4 იყო. ამ გუნდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ლეგენდარული სანდრო მაცოლას მამას მიიჩნევენ. მაშინ, როცა გუნდმა იტალიაში ზედიზედ ოთხჯერ იჩემპიონა და შორს არც მეხუთე სკუდეტო იყო, საშინელება დატრიალდა და "ტორინოს" თვითმფრინავი ავიაკატასტროფაში მოყვა - 1949 წლის 4 მაისს. მათი მაისური ბროწეულისფერია და მეტსახელიც აქედან გამომდინარე შეურჩიეს - Granata (ბროწეული)...

ტურინელთა დღევანდელი გუნდი ჩემპიონობისგან შორსაა, მაგრამ მათთან თამაში ყველას უჭირს. მთავარმა მწვრთნელმა, ხორვატმა იურიჩმა, რომელიც ემოციური ადამიანია, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან აქ საკმაოდ ბევრი მოთამაშე შეკრიბა. თავისი თანამემამულე ნიკოლა ვლასიჩი "ვესტ ჰემიდან" გადაიბირა. 25 წლის ფეხბურთელი მანამდე 4 სეზონის განმავლობაში მოსკოვის ცსკა-ში გამოდიოდა. "ტორინოს" ძალიან კარგი მეკარე ჰყავს, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი, რომლის ძმამაც "ლაციოდან" არაბეთს მიაშურა...

საზონოვს საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ეყოლება. მისი მომავალი გუნდი 3-მცველიანი ტაქტიკით გამოდის, საბას კი თამაში როგორც მარჯვენა ცენტრალურ მცველად, ასევე შუაში შეუძლია. მარჯვნივ ნიდერლანდელი პეერ შურსია, რომელმაც ბოლო ტურში "მილანს" გაუტანა; 24 წლის ალესანდრო ბონჟორნო კი დიდი ხანია, რაც აქ გამოდის. მესამე მცველი ვეტერანი შვეიცარიელი, "მილანის" ყოფილი მოთამაშე კრისტიან როდრიგესია, რომელიც ადრეულ წლებში კარგი ფლანგელი იყო. ქართველ მცველს ნამდვილად შეუძლია არა მხოლოდ სასტარტოში იყოს, არამედ გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

ტურინელებს 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვთ, უახლოეს ორ ტურში, "ჯენოასა" და "სალერნიტანას" წინააღმდეგ კი - სიტუაციის გამოსწორების კარგი შანსი. პირველ ნოემბერს კიდევ ერთ ქართულ დუელს ვნახავთ, იტალიის თასის 1/16-ფინალში "ტორინო" გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" შეხვდება. რაც შეეხება საზონოვისა და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირებას, ეს პირველი წრის უკანასკნელ ტურში, 2024 წლის 7 იანვარს, ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.

რობი
ვახანია კარპინმა უკვე გამოიძახა რუსეთის ნაკრებში
ვენეციის კომისია
რატომ? რომელიმე ქართულ გუნდშI სცადა გადმოსვლა და არ მიიღეს?
გიორგი
რას ამბობთ, ხვიჩას ხომ ხატავს. მაგრამ ეგ ჩვენი გასარჩევი არ არის. რაც შეეხება სზონოვს, ბიჭი სულითაც ქართველია, ჰიმნის შესრულებისას ეტყობა. წარმატება მას.
ლევანი
წარმატებები საბას, აბა შენ იცი. დიდება საქართველოს!
მწვრთნელი
ილო ვახანიასაც შველა უნდა ისეთივე, როგორც საბას უშველეთ! ფედერაცია მიეხმარეთ მოქალაქეობის მიღებაში და ახალგაზრდულში გამოიძახეთ! კარგი ბიჭია ილო!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ერთ დამპალ ვაშლს ,ყველას დალპობა შეუძლია, ხოლო ერთ ჯანსაღს ყველას გადასაღება. ამიტომ ვართ საკუთარი ერის სახე შინაგან და მითუმეტეს უცხოეთშიც. საბას დიდი წარმატება ელის. ხვიჩუ კიდევ ერთხელ მადლობა!
ჰააა?
ყველაფრი მოსაწონი აქვს, ფიზიკური მონაცემები, საქმისადმი დამოკიდებულება, ნიჭი, მაგრამ რა მოხდება ეს რასპუტინის თუ ჩინგიზ ხანის ობრაზი (წვერულვაში) რომ მოიცილოს ან სხვანაიდან მოუშვას წველულვაში?
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ტორინომ" მოიგო - საზონოვი ისევ არ ათამაშეს
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
"ტორინოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეიცვლება საზონოვისთვის?
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე