კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი.

პირველ მეოთხედში სამხრეთამერიკელებმა თორნიკე შენგელია ვერა და ვერ გააჩერეს, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საწყის 10-წუთეულში თავი 12 ქულით გამოიჩინა. საბოლოოდ, ტაიმი 24:19 მოვიგეთ.

მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები ვენესუელას დიდი უპირატესობით გაექცა, სათადარიგოები კვლავ მშვენივრად გაისარჯნენ და ჩვენც 42:23 ვიმარჯვეთ.

მესამე მეოთხედში გიორგი შერმადინის ნაცვლად ბერძენმა სპეციალისტმა გოგა ბითაძე გამოიყვანა და მესამე ათწუთეულშიც პირველი ორი ქულა თავად მოიპოვა. ზოგადად, ბევრი ტექნიკური წუნი იყო, თორნიკე კი კვლავ ვერ გააჩერეს და საკუთარ მონაგარს 11 ქულა დაამატა.

მეოთხე მეოთხედში დაჭერილი უპირატესობა აღარ გაგვინიავებია და საქართველომ ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

გოგა ბითაძემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება მიითვალა.

მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.

სოსო
შერმადინი,შენგელია,ბითაძე და მამუკელაშვილი,მართლაც ძალიან კარგი კალათბურთელები არიან,მაგრამ ყველა მაღალია,და ბურთის გათამაშება,დაბლების ვალია.ვინ გვყავს უკანა ხაზში?ცინცაძე უკვე ასაკშია,უამრავი ტრავმა აქვს გადატანილი და ძალიან სუსტ ლიგაშიც თამაშობს.მას მაღალ ტემპში,დიდხანს თამაში,ფიზიკურად უკვე აღარ შეუძლია,თუმცა როცა ძალიან გაგვიჭირდა,ისევ ეგ იღებდა თამაშის სადავეებს და თამაშში გარდატეხა შეჰქონდააა.მაკფადენი,რომელიც ამდენი წელია ძალიან კარგად ეხმარება ჩვენს ნაკრებს,წელს ძალიან ცუდ ფორმაშია და ვეღარც ბურთის გათამნაშებაშია კარგი და ვეღარც სროლებში.ანდრონიკაშვილი,ამ დონის ტურნირებისათვის,ჯერ ძალიან პატარა და სუსტია.აშკარად ჯერ ვერ ჰქაჩავს.არც თამაშს ის გაგება აქვს,ცინცაძეს რომ ჰქონდა,მის ასაკში.ლიკლიკაძე კი ჯერ ბავშვია და არც უშვებენ მოედანზე.დუდა სანაძე,რავმიანი თამაშობს და ტკივილგამაყუჩებლით კარგი თამაში,ძნელი მოსალოდნელია.კახა ჟინჭარაძეა ერთადერთი უკანა ხაზელი,ვინც იმაზე კარგად თამაშობს,ვიდრე ველოდით.ის,მართლა,ძალიან კარგია,მაგრამ არც ის არის,გამთამაშებელი.როცა დამცველები არ გყავს,კომბინაციური თამაშის დალაგება,ფაქტობრივად შეუძლებელია და მაღლებიც იძულებულები არიან,საკუტარ თავზე აიღონ ინიციატივა და ინდივიდუალური თამაშით აკრიფონ ქულები.სტაბილურად ასე თამაში,ძალიან ძნელია და სწორედ ამიტომ,არც ჩვენი თამაში გამოირჩევა,რაიმე სტაბილურობით.აქედანაა,ძალიან დაბალი შედეგიანობა და 5-6 წუთიანი უქულო მონაკვეთებიც,თამაშის დროს.რა თქმა უნდა გამეხარდა ჩვენების გამარჯვება,კვლავაც გამარჯვებებს ვუსურვებ,მაგრამ ასეთი შედეგიანობით და ფარზე სუსტი მუშაობით,არ ვიცი,რა შანსები უნდა გვქონდეს,ჩვენ,გერმანიასთან და ავსტრალიასთან
გოგა
ვულოცავ ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასვლას! სამწუხაროდ უკანახაზი არ გვყავს იმ დონის, რომ დიდი დახმარება გაუწიონ მაღლებს! როდესაც ნაკრების წევრი ხარ, 3 ქულიანებს მინიმუმ 40 პროცენტით უნდა ისვრიდე, რატი ანდრონიკაშვილი გაპიარებულია ( მურსია-ში ეძლევა 3-5 წუთი) მაკფადენი დაბერდა, ლიკლიკაძე რა დონისაც არის, 20-იანებში გამოჩნდა ( ბიძა კალათბურთის მსაჯთა კომიტეტის თავჯდომარე) , ცინცაძეს საუკეთესო წლები გავიდა და სანაძეს კი ნამუსი რომ ჰქონდეს, უნდა წავიდეს ნაკრებიდან რაღაც მოჯადოებული წრეა 10-15 წელი ერთი და იგივე ხალხი, არავითარი ახალი სახე , ანატოლი ბოისა კი მემგონი სიბერემდე იქნება ნაკრებში ნაკრები იწყება ძმაკაცობით და ნეპოტიზმით რომ დააკვირდეთ მამუ საერთოდ ამოვარდნილია თამაშის სქემიდან, ინდივიდუალურად თუ რამე გააკეთა სანამ ნეპოტიზმი არ მოიშლება, სამწუხაროდ წლები გადის და ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდა იკარგება უნდა გაირღვეს ეს მოჯადოებული წრე, მაგრამ სანიკიძეს არც სურვილი და მონდომება აქვს
ირაკლი
კომენტარებს გადავავლე თვალი და “50 ბურთით”, “რეგბი” … რა უბედურებაა??? - თუ აფიქსირებ აზრს, ახლოს ხომ მაინც უნდა იყო სახეობასთან?! - მწვრთნელის საკითხს მინდა შევეხო და აღვნიშნო, რომ სხვაზე გადაბრალება მარტივია. მადლობა ბიჭებს, მაგრამ კოკოშკოვმაც დაადასტურა მისი მაღალი დონე და ჰერბერტმაც… ასე რომ, საკუთარ თავშიც რომ ვეძებოთ ხარვეზები, ვფიქრობ უკეთესი იქნება. წარმატებები საქართველოს!
ვალერი
ვულოცავ ორი მეტოქის დამარცხებას. სულ არარაობას - ჯობია. ისე, სუსტია ჩვენი ნ ა კ რ ე ბ ი. იმასთან შედარებით , რაც ინდივიდუალური პოტენციალი გააჩნიათ - ძაააან სუსტად გამოვიყურებით, როგორც ნაკრები. პრაქტიკულად , ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო აუტაიდერი ვართ მეორე ეტაპზ.
ჯორჯო ბიძია
ეს იყო ჩვენი მაქსიმუმი,რო მოგვენდომებინა ამ გუნდებთან ვერდე ვენესუეალა.ვერც წავაგებდით..ძაან სუსტები არიან.გერმანიასთან -40 ავსტრალიასთანი -30
ჟორა გაბრიჭიძე
საკვირველია პირდაპირ. ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია და მათ ჩემპიონატში შერმადილი ერთ-ერთი საუკეთესოა, ასე იყო და არის თორნიკე შენგელია, სულაც ორი კაცი ნბა-დან გვყავს. დანარჩენებიც თავიანთი ქვეყნების ჩაემპიონატის ლიდერები არიან და ვენესუელასა და ლიბია-ლიბანის გუნდებთან მოგება გვიხარია? თუ კარგი კალათბურთელები გვყავს და გუნდი ვერ თამაშობს, პრობლემა მწვრთნელში ყოფილა, რაც უნდა გამოვასწოროთ..
ეეე
ბიჯო იქვეა ზაზა და ჩაატარებინეთ მასტერკლასი როგორ უხსნიდა, სწორი პოზიციის შეჩევით მასზე გაცილებით მაღლებსა და უკეთესი ნახტომების მგონე კალათბურთელებს ფარქვეშ ბურთებს, მაგალითად როგორ დაჩაგრა ყველგან ვალანჩუნასი სადაც დაიჭირა.
ეეე
მარტო ზუროსს ნუ დავაბრალებთ, როგორც ჩანს ყურიდ გდება არ გვიყვარს მწვრთნელისთვის, თავის დროზე გორდონ ჰერბერტი უსახელოთ გავაგდეთ ნაკრებიდან, მარა ქე ვხედავთ როგორ ათამაშებს გერმანიას და რა დონეცაა.
პაატა
ძმურად გაეშვით რა ამ მართლაც ვაშა-პატრიოტულ პათოსს, რომ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ეს რას მივაღწიეთ… ჩვენს ჯგუფში ხომ მოსახლეობით ალბათ სამივეზე მეტი ვართ და აგერ მონტენეგრო ფაქტიურდ 5-ჯერ ნაკლები მოსახლეობისაა, ასე რომ 21-ე საუკუნეში სპორტში მაღალ მიღწევებს მაინცდამაინც მოსახლეობის რიცხოვნობა ვერ განსაზღვრავს (ეგრე ჩინეთი ყველა სპორტში ჩემპიონი უნდა იყოს:))! ამ მსოფლიოზე ყველაზე ღარიბ-ღატაკი ქვეყანა რომ ვართ კიდევ გასაგებია, მაგრამ მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში არც ეგ გამოდგება წარმატება-წარუმატებლობის უმთავრეს ფაქტორად. თუნდაც ამ შემადგენლობის ნაკრებს გაცილებით გამართული და შედეგიანი კალათბურთის თამაში რომ შეუძლია და რომ ვერ თამაშობს აი ესაა ჩვენი გულისტკივილის მიზეზი და არა ის რომ ვინმეს ჩვენების წარმატება არ ახარებს! იმედია ზუროსი შემდეგ თამაშებში ბიჭებს უფრო გამართულ კალათბურთს ათამაშებს! წარმატებები საქართველოს!!!
status quo
შერმადინი მაგარი ბლაყვია,2 ქულა ჩააგდო.
Irakli
100%იანი ხარ ბექა!

ვენესუელას და კაბო ვერდეს ვჯობივართ - იგევია მაგ 16 გუნდში ყოფნა და თუ მხოლოდ ეს არის საამაყო ... წინ დაჯექით.
Ლადო
ზუროსის დრო მორჩა.ამ ნაკრებმა თუ რამე გააკეთა თავისით და არა მწვრთნელით.უაზრო ტარება ბურთის ,არასწორი პასები, უამრავი შეცდომა და ვაგებთ.სლოვენიის დონეს ჩვეულებრივად ვითამაშებდით შეცდომებზე რო ვსწავლობდეთ. ყველა თამაში რაც წავაგეთ წავაგეთ ამ შეცდომებით თორე სროლაც იციან ჩატენვაც და გადატენვაც.ვიღაცამ ხო უნდა დაარიგოს ეს ბიჭები რო მობილიზება გააკეთონ საკუთარ ფარზე მოხსნებზე, ზუსტ პასებზე, გარბენზე, ჯარიმების რეალიზებაზე ნაკლები ჯარიმის აღებაზე კაროჩე რა ზუროსმა ამოწურა.30 წამში 8-9 ქულას არ უნდა იღებდე ამდენი შეცდომით
ბექა
ჩემო ძმაო არა სწორედ მოგვიხსენიებ ყველას იმ გაგებით რომ შენ გიხარიააა რომ ჩვენი სამშობლო გავიდა 16 გუნდში, და ჩვენ დანარჩენი რომელნიც სამართლიანად ვიძლევით შენიშვნას , იმ შეცდომებზე რომელსაც წლებიაა უშვებენ ზოგიერთ კალათბურელი და არაფერი იცვლებაა და პირიქით ზოგ შემთხვევაში კი გაუარესდა კიდეც. და ამაზე გვტკივა გულიც. ის შთაბეჭდილება მრჩება რომ საქართველოს ნაკრები რომ განვითარდეს და გააუმჯობესოს თამაში თქვენ არ გიხარიათ. სამივე თამაში ოთამაშა ძალიან ცუდად ირანის და ანგოლას დონეზე, როდესაც გვყავსსს უკეთესი კალათბურთელები. ვინ მამაძაღლს არ უხარია სამშობლოს წინ წასვლა, მაგრამ ასეთი თამაშით 50 ბურთით წააგებ გერმანიასთან და სერბეთან, ცოცხალი თავით არ ესვრიან პერიმეტრიდან ჩვენები არ ესვრიან 3 ქულიანებს. ნახე რეგბში როგორ ვითარდებით. და კალათბუთში კიდე ერთი და იგივე შეცდომები, სანაძე რატომ აბიჯებს შეგნებულად სისტემატიურად გვეედით ხაზსსს? რატომ ათამაშებს გამთამაშებელი ბურთს 18 წსმი და მერე იწყება კომბინაცია? ასე თანაშობს პუერტო რიკო? ზელანდია? ასროლინინ იმენა ბითაძეს და მამუკელაშვილს 3 ქულიანები და რაღაც გამოვა.
თენგო
ხო ხო ხო კლავიატურაზე კაია კაკუნი მსოფლიოზე 16 ეულში ვართ რაღა გინდათ ხალხო, ისიამოვნეთ. ახლა ვნახოთ კიდევ დანარჩენი
ჰერბერტი
გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ორი წელი წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს და სულ რომ არ დასწრებოდა მაგ თამაშს,მაინც ვერაფერს დაუმალავს ბედოვლათი ზუროსი.))) სანაძეზე მეტი სათამაშო დრო რომ მიცეს ჯინჭარაძეს,მაგის გოგრამდე ვერ დავიდა ეგ.16 გუნდში მოხვედრა მაინც მაგარი ამბავია,მაგრამ ბევრი პრობლემა რომ აქვს ნაკრებს,ეგეც აშკარაა.სავარაუდოდ ბუ და შერმადინი ამთავრებენ სანაკრებო კარიერას ამ ტურნირის შემდეგ და მერე რა გვეშველება,ეგაა საკითხავი.ზუროსმა ცალსახად ამოწურა თავისი თავი,კომოშკოვის დაბრუნება არ იქნებოდა ურიგო აზრი,როგორც მწვრთნელი ჩვენს მერე კიდევ უფრო გაიზარდა,გარემოს და მოთამაშეების ნაწილს იცნობს და ადაპტაცია არ დაჭირდება
გლახუნა
გუშინ დავწერე აქ- დაცვაში აგრესიული თამაში- ფარზე დომინირება და მოვიგებთ- ქვა(?!), მაგრააამ, ბიჭებო სროლა გამოასწორეთ,სროლა,ფარზე შესვლისას ნუ ჩქარობთ,და 3-ებს მოუმზადებელი ნუ ესვროთ,+ 1- თს რომ გაუფუჭდება,მე- 2-ე იმწამსვე-მალევე 3-ნს ნუ ესვრით, 2-ნით ფსიქიკა გაიმტკიცეთ და მერე ეცადეთ,ხშირად 3-5 წუთი ისე გადის-ბურთს ვერ ვაჰდებთ და ამას რომელი გრანდი არ გამოიყენებს- გაგვექცევა(?!) მეტად მშვიდად ისროლეთ, თან მაშინ,როცა ფართან ჩვენი ცენტრები ახლოს დგანან, შერმადინი ვერ გავიგე- რა სჭირს,საერთოდ მოშლილი არის(?!) მიღებული ბურთებიღ- ლიტვას და შეიძლება ესპანეთს ქონდეთ ჩვენზე ნაკლები, ე.ი. დაცვაში ძალიან კარგად ვართ, მაგრამ სკოლები გაასწორეთ, სროლები, მეტად მშვიდად და...
Soso
რამ შეგსზიზღათ ეს ქვეყანა ასე რამ გაგაბიროტად მსოფლიოს 16 ქვეყანაში მოვხვდით ეს პატარა ქვეყანა
თემური
ზუროსი ზუროსი კარგით რა კაცმა გუნდი გაიყვანა მსოფლიოზე.
გივი
შერმადინი ელექტროშოკით რო დამუხტონ არ შეიძლება? ჯინჭარაძე...ჯინჭარ მიდი ჯიგარი ხარ! ნუ შენგელიაზე რომ დატიტრეს მისი ეფექტი და ბანანამ არ დააკომენტარა...ყველაფერზე ლაპარაკობ რაც არაა ხოლმე საჭირო და ამაზე ჩაიგუბე ხო ბორჯომი პირში? დანარჩენი რავი...მამუ ოქ.. თედო ისეთი მასტია რთულ თამაშებს უფრო თამაშობს.. ნუ სანაძემ ხაზს ფეხი ისევ დააბიჯა და იმედები არ გამიცრუა..რომელიმე ბუქინგ კანტორა არ იღებს ფსონებს მაგის ფეხის დაბიჯებაზე? კიდის ხაზს მგონი სანაძის ხაზი ეწოდება მალე
ჯონდო
ბოღმისგან არ გასკდეთ
ჯონდო
ბებიას, რომ ყ..ბი ქონოდა ბაბუა იქნებოდაო. სიხარულის და გამარჯვების შერგება არ შეიგიძლიათ ხო?
ბათუ
რა გჭირთ ხალხნო? მსოფლიოზე ვართ და საუკეთესო 16 გუნდში გავედით. ღმერთმა ქნას ყველა გუნდურ სპორტში ესეთი წარმატებულები ვიყოთ. ბიჭებიგამოდიან და ყველაფერს დებენ მოედანზე თქვენ კიდე კლავიატურაზე კაკუნის მეტი რა გაგიკეთებიათ საკუთარ თავს დაუსვჯთ კითხვა!
გიორგი - 11
odala-ას შეცდომით დავეთანხმე, აბსოლუტურად საწინააღმდეგო აზი მაქვს! მადლობა ჩვენს ბიჭებს დღევანდელი დღისთვის!!!
მმმ
სუპერმაგარია.გილოცავთ იმედია კიდევ გავიმარჯვებთ. გაიგიჟეთ თავი !!!
amberგ
წარმატებები ბიჭებს! პ.ს. ჭინჭარაძეს როგორც იქნა მოუძებნეს გასაღები, ნაკრების ფსიქოლოგმა დააჯერა რომ სლოვენია თსუ იყო, ხოლო ვენესუელა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი. ავსტრალია და გერმანიაც ეგენია კახუშ, მიდი გადაუარე!
A
ჩასაფრებული არ ვარ, პირიქით, მაგრამ სხვა ვერცერთი ჯგუფიდან ვერ გავიდოდით, რა კალათბურთელებიც გვყავს ყველა ნბა ევროლიგაა და ერთად თამაშობენ უსუსტესად, ერთი მეოთხედი რომ ყოფილიყო კიდე უეჭველი წააგებდნენ.
თემურუ
გერმანიის ნაკრების მწვრთნელი ესწრებოდა ჩვენს თამაშს და სავარაუდოდ მეორე ტაიმში ბოლომდე არ იბრძოლეს ბიჭებმა და მაგიტომაც არ გამოიყვანა სანდრო! ჯგუფიდან რომ გავიდეთ ორივე თამაში უნდა მოვიგოთ. მოკლედ გერმანიასთან შეხვედრაში გამოჩნდება ქართული კალაღბურთუს დღევანდელი დონე. წარმატება ბიჭებს!
odala
ურემი რომ გადაბრუნდება მერე ვაი-ვიში გვიანია. რომ გავედით იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად არის და კრიტიკა არ მოსულა.
odala
სროლა შეიძლება არ წაგივიდეს ან სულაც ვერ ესროდე ისე როგორც ევროპელი ტოპ-სნაიპერები, მაგრამ გამართულ კალათბურთს თამაშობდე. გუნდს კაპიტანი ჰყავს დაბალი დონის. ერთი ჩატენვა და თუნდაც 5 არ იგებს თამაშს. შენგელია პირველ თამაშშიც გადარჩა ტექნიკურს კალათზე უაზრო კონწიალის გამო. ასეთი ტექნიკურები და ქულების ჩუქება უპატიებელია. ლიდერი უფრო დინჯი უნდა იყოს. თუნდაც სანაძესთან წაკინკლავებაში გამოჩნდა, რომ რაღაც ვერ არის კარგად. ლიდერები ისე აგვარებენ, რომ ხალხი არ აიჯანყონ. რატისაც ცოტა უხეშად მოსთხოვა ერთი-ორჯერ ბურთი. მაგრამ რატი პატარაა მაინც და ვერაფერი უთხრა. არ გამიკვირდება მთლად კარგი სიტუაცია არ იყოს გასახდელში. ბითაძეც პატარა ბიჭია, მაგრამ დარწმუნებული ვარ კაპიტანს უხეში მოპყრობა გაუტაროს. შერმადინი ნამეტანი წყნარია და ის უბრალოდ ვერ იქნება ლიდერი. ერთი ცინცაძე დარჩა ვისაც ცოტა ასაკი უწყობს ხელს, მაგრამ შენგელიაზე უარესია გადაწყვეტილებებში. having said this :)) მიხარია, რომ გავედით, მაგრამ იმედი არა მაქვს. ვაღიაროთ, რომ 2 ძალიან სუსტ ნაკრებს ვძლიეთ. თუნდაც ფინეთის დონის გუნდი რომ გვყოლოდა მეტოქედ ჯგუფში, რომელმაც ყველა წააგო, ვერ გავიდოდით.
Giorgi
გილოცავთ შემდეგ ეტაპს.თამაში ეპიზოდებში ძალიან კარგი აქვს ნაკრებს, მაგრამ მომენტებში ვერც იცნობ იგივე გუნდი თუ თამაშობს.ბალანსი თუ არ დავიჭირეთ რაიმენაირად.სხვა შემთხვევაში გერმანია ავსტრალიასთან უშანსოდ წავაგებთ.იმედი მაქვს გაანალიზებენ თამაშს და ორივე თამაშში 200% დაიხარჯებიან.შედეგი უდაოს უკვე რომ მშვენიერია, მაგრამ მეტის ამბიციაც უნდა გვქონდეს.
გივი
გმირები არა სუპერგმირები. ტარიელი და ავთანდილი აკლიათ ერთი
guram
რას აკეთებს ზუროსი სრულიად გაუგებარია. სანდრო მამუკელაშვილი ცუდად ყავს ამოჩემებული აშკარად. ანდრონიკაშვილის თამაშს კი ფედერაცია აიძულებს ეტყობა.
G.LA
გილოცავთ ყველას! მადლობა ბიჭებს. ძალიან მაგარია მსოფლიოს ჯგუფიდან გასვლა. მსრთალია ევრობასკეტზე სუსტი ჯგუფებია მთლიანობაში, მაგრამ ეს ის მაქსიმუმია რაც დღეს ჩვენ შევძელით. ავსტრალია, გერმანია მედლების პრეტრნდენტებად ითვლებიან და მე პირადად სიტყვაც არ დამცდება აუგი რა შედეგიც იქნება. ბიჭებმა უბრალოდ ახლა უნდა მოიხსნან ყველანაირი ტვირთი და კალათბურთით ისიამოვნონ. მე პირადად უკვე ნასიამოვნებული და გახარებული ვარ. მადლობა ბიჭებს. დიდება საქართველოს. ❤️
ლაკა
დაიწყება ეხლა პროფესორობა ასე ისე. ვის რაში ჭირდება?!!!! დატკბით მომენტით იამაყეთ ბიჭების თამაშით!!! ბიჭებო მადლობა!! გმირები ხართ!! მადლობა ჩვენი ქვეყნის გახარებისთვის!!
გიუშა
ვკითხულობ კომენტარებს და გაოცებული ვარ-ეს მაქსიმალისტი ერი,რომელიც იმის მაგივრად რომ ამაყი იყოს მსოფლიოზე მოხვედრით და არა მარტო მოხვედრით,პლეიოფში გასვლით, იწყებს ნეგატივის ძებნას და პროფესორობას...როგორ,ნუ როგორ ავხსნა რომ ეს ერი უკვე ათწლეულზე მეტია ამ მთავრობას ითმენს)))
Beqa
იმიტომ არ იცის სროლა ანდრონიკაშვილმა ჩემო ძმაო რომ დრო არ ააქვს , რომ ივარჯიშოს. სამაგიეროდ დრო აქვს მარცხენა ყურზე მეოეე ხვრელი გაიკეტა რომ 2 საყურე ატარაოსს. ამის დრო აქვს. ჩვენ რომ ნერვები აგვიდალოს ახალიან მაგრად გამოსდის. ჩემემადე არ მოდის რატო. არ ისვრიან ხალიან ბევრსსს პერიმეტრიდან??? ეხლა შემდეგ ეტაპზე მოვა გუნდები რომლებიც თამაში მინიმუმ 13 სამქულიანს აგდებენ, და ჩვენ კიდე ვეთამაშეთ სუსტ გუნდებს და განა ივარჯიშეს, არამედ პრესინგით ითამადეს საშინელი თამაში. ისევ ის მირჩევნია კარგი თამაშით წავაგოთ, ვიდრე ესეთი მოგებები გვქონდეს. იმედი მაქვს რომ შემდეგ ეტაპზე ნაკლებ დროს დაუთმობენ ანდრონიკაშვილს და სანაძეს
ირაკლი
რატი ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე,ასე არაფერი არ გამოვა.
ლევანი
გილოცავთ! რაც არის, ეგ არის. დიდება საქართველოს!
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
არ ჯობია რომ 3 ქულიანებს შევეშვათ, მაინც ვერ ვაგდებთ
ორდე
თუ მომატების რესურსი არაა, ასეთი თამაშსით გერმანია და ავსტრალია დაგვანგრევს!
მწვრთნელი
ტამტანჯა ზუროსმა თავისი ტაქტიკური მონახაზებით! ასე გეგონება ამხანაგური თამაშები გადააბა და არა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს! კაცი, რომ მამუკელაშვილს ვერ გამოიყენებს ვენესუელასთან რაღა უნდა თქვა! შერმადინი კიდევ რაღაც დასიცხული დადის! ათამაშე რა ვისაც შეუძლია ამ წუთში თამაში!
mamulo
ჩვენ რომ ქაოტურ კალათბურთს ვთამაშობთ გასაგებია-მწვრთნელი არ გვყავს ფაქტიურად,მაგრამ ანდრონიკაშვილს რატომ ათამაშებენ ნაკრებში და ამდენ დროს აძლევენ -ეს ვერ გავიგე?ალბათ იმიტომ რომ მწვრთნელი არ გვყავს ნორმალური. თედიც და ცინცაძეც გასაშვებია ნაკრებიდან .იქნებ სხვა ახალგაზრდებისთვის გაგვეხსნა გზა ?
ენძო
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს! გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა.როგორც რაგბიში ისე კალათბურთში მეორე ეშელონის გუნდი ვართ.პატარა ქვეყანა ვართ და ყველაფერში მაგრები და პირველები გვინდა ვიყოთ.ამბიცია კარგია მაგრამ რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ.ჯერ ეკონომიურად უნდა განვითარდეთ და მერე დიდი წარმატებებიც მოვა.ნიჭიერი ერი ვართ და იმიტომ.საქართველოს გაუმარჯოს!
მ.ზ.
გავედით შემდგომ ეტაპზე! ქართველებს გაემარჯვოთ სულ.ეხლა ანალიზი,გუნდის ლიდერი საჩქაროდ უნდა გახდეს ბითაძე ან სანდრო,შერმადინის დრო ამ დონეზე თავდება,რატომ ვერ ითამაშა შენგელიამ,ენბეაში,სწორედ ამიტომ,გლეჯვით დაიწყო თამაში,ბოლოს თამაშისა,ვენესუელებმა ალღო აუღეს ბრძოლისას.გოგა და სანდრო კი თამაშობენ ენბეაში,გლეჯენ თამაშის თავიდან ბოლომდე,მსოფლიოს ,ენბეას დონის კალათბურთელებია,დანარჩენები სუსტებია,ენბეას დონეზე,ფაქტია,მაქსიმუმი,ვიბრძოლებთ მეცხრე ადგილისთვის,გვესაჭიროება ენბეს დონის მწვრთნელი და სამი-ოთხი ნიჭიერი ქარველის თამაში ,გოგას და სანდროს გარდა,NBA-ში უახლეს მომავალში,მაშინ უფრო მაღლა ავალთ,და ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერების მცდელობები მაინც,გაუმარჯოს ქართული სპორტის წინსვლას
Master
მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ძალიან ძნელია,თუმცა თამაში და ერთი ეტაპის გადალახვა იოლი.ევრობასკეტზე გასვლა შედარებით იოლია,თუმცა თამაში და შედეგის მიღწევა ძალიან რთული.ვულოცავ ბიჭებს ამ წარმატებას.აი ავსტრალია და გერმანია კი ნამდვილად ტყავს გაგვაძრობენ.თუმცა მათ გარდა კიდევ გვექნება თამაშები.ჯინჭარაძე აღარ ხუმრობს,ეს ბიჭი ნორმალურ ლიგაში რომ წავიდეს,ძალიან განვითარდება.ასეთი მაკფადენს ვერ ხედავდნენ მწვრთნელები?საერთოდ რისთვის წაიყვანეს?რატომ არ მოძებნეს სხვა ნორმალური ამერიკელი?ძალიან რთულია კარგი ამერიკელის გარეშე თამაში,
დუდა სანაძე
ხალხო კარგით რააა. აღარც გავერთო?:)))
alexandre
გიორგი, ვისაც არ უყურებია, იფიქრებს, რომ 2 მეოთხედი შერმადინმა ითამაშა, მესამეში ბითაძე გამოვიდა და მერე სულ ვაგებდით. გთხოვ, ცოტა დააკორექტირე
გიორგი
მაკფადენს მადლობა გადაუხადეთ რაც გააკეთა და გაუშვით,კაცს სროლა ევალება და მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო,ასევე ანდრონიკაშვილს,სროლა არ იცის საერთოდ.22 შესაძლო სამქულიანიდან მხოლოდ 4 მოთავსდა კალათში და ასეთი მაჩვენებლით შანსი არ გვაქვს მომდევნო ეტაპზე ამას + საშუალოდ 18 დაკარგვა რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ჯგუფურ ეტაპზე,თუმცა მაინც კალათბურთია და არაფერს გამოვრიცხავ და წარმატებები მომდევნო ეტაპზე ჩვენს ნაკრებს. პ.ს.გილოცავთ მთელ საქართველოს.
Beqa
ძალიან ვიდ კალათბურთს თამაშობს ჩვენი ნაკრები,არანაირი წესიერი კომბინაციები, საერთოდ რომ გამორჩევა ლამაზი თამაშით. გსიამოვნებს, სებეთის, ,ლიტვის,დაჟე იაპონიის თამაშიც კი ლამაზი იყო. რატომ ათამაშებენ ანდრონიკაშვილს არ მესმის, არაფრის მაქნისი, აზრზე არ არის კალათბურთის. საშინლად ვისვრით ჯარიმებს. რატომ არ თამააშობენ გახსნილ ლამაზ კალათბურთს სუსტ გუნდებთან ჩემამდე არ დადის
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
როგორია შანსები - ვენესუელასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "გიმნაზიუმ არენაზე" ივარჯიშა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89