კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელის დამარცხების და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გააკეთა:

"ტურნირზე ჩვენი მიზნის პირველი ეტაპი შევასრულეთ. ალბათ, ბევრს ეგონა, აქ შემთხვევით ვიყავით და მარტო მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედით, მაგრამ ყველას დავუმტკიცეთ, რომ ვართ უფრო მეტი, ვიდრე ერთი უბრალო გუნდი პატარა ქვეყნიდან. ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, ჩემი გუნდით, ჩემი მწვრთნელებით. ამას სიტყვებით ვერ გამოვხატავ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც აქ იმყოფებოდა და რომელიც საქართველოდან გვქომაგობდა. მათი გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყოველ წუთს იგრძნობა მოედანზე. ჩვენ ეს შევძელით, ყველანი ძალიან მიყვარხართ.

ყველამ იცის და ახსნა არ სჭირდება, რას წარმოადგენენ გერმანიის და ავსტრალიის ნაკრებები, თუმცა თამაშს მარტო სახელები არ იგებენ. მათაც, ალბათ, აქვთ სანერვიულო, რადგან ჩვენ წინააღმდეგ უნდა გამოვიდნენ და 100%-ით დაიხარჯონ. როგორც ჩვენ გამოვედით პირველი წუთიდან, ბრძოლისუნარიანობით, კონკურენტუნარიანობით უნდა გავიდეთ ყველა მატჩზე. გახარებულები ვართ, მაგრამ ამით არ ვკმაყოფილდებით. ყველა შეხვედრას მოსაგებად ვატარებთ, ასე რომ, წინ დიდი ბრძოლები გველოდება".

კაკო
ვახ, კაცოოო, ამდენი დაბოღმილი ხელ-ცქვიტა საიდან მოგროვდით ამ პატარა ქვეყანაში...... წარმომიდგენია, ნაკრები ჯგუფიდან რომ ვერ გასულიყო, რას დაწერდნენ ეს კლავიატურასთან მიჯაჭვული, ადამიანებად არშემდგარი და დაბოღმილი ხელცქვიტები...... კალათბურთელებს კი დიდი მადლობა, რასაც ახერხებენ, ბოლომდე აკეთებენ, წარმატებები ბიჭებო....
Asea
ზურას რას ერჩით.მშვენიერი მწვრთნელია.ბოლოს და ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა გუნდი.საფრანგეთი ჩარჩა ჯგუფში და ჩვენ გავედით.ასე რომ დაანებე ძირის თავი
თამაზს
წვეთი არ ვნახო ჭიქაში დატოვებული)
თამაზი
ჩვენი ნაკრები არ იმსახურებს ამგვარ კომენტარებს! ეს რა არის! ჩვენ ბიჭებს დიდი მადლობა ეკუთვნის ჯერ მსოფლიოზე გასვლის, მერე ჯგუფურიდან საუკეთესოებში მოხვედრის გამო. გესმით, რა ისტორიულ მოვლენასთან გვაქვს საქმე! ნაკლოვანებები ვის არა აქვს, მაგრამ უმადურობა უადგილოა და მეტი ობიექტურობა გვმართებს. დამთავრდეს მსოდლიო ჩემპიონატი და მერე ვილაპარაკოთ, რა სჯობდა. თუმცა, ეხლაც კი აშკარაა გუნდის პროგრესი. წინ ბიჭებო, ახალი გამარჯვებებსაკენ! მადლობა!
tomure
ვეთანხმები
დავით
სულ უარყოფითზე რო არ ჩავიციკლოთ არაა? მესმის და გეთანხმები რომ გამთამაშებელი და მწვრთნელი პრობლემაა, მაგრამ რო თხრი აი ამის და ამის გამო გავედითო, ხო გავედით? ვენესუელა სუსტიაო, მაგ ვენესუელამ მოუგო არგენტინას არგენტინაში სხვათაშორის! 16 საუკეთესო გუნდში ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე, ხო შეიძლება დადებითად შევხედოთ? არის პრობლემები და თვალი არ უნდა დავხუჭოთ და თავი არ უნდა მოვიტყუოთ, მაგრამ ყველაფერში ცუდის და აპოკალიფსის დანახვა არ შეიძლება!
Gelas
ჩვენ გვეამაყება და უმაგრესი ნაკრები გვყავს საბედნიეროდ შენისთანაები უმცირესობაში არიან ყიზილბაშო..
ზოგადად
არანაირი კომბინაცია და არანაირი ხუთეულები არეული თამაშს თამაშობს ნაკრები. ეს გამოწვეულია ზუროსის გამო ნორმალური ხუთეული ვერ დააყენა არ იცის საქმე და იმიტომ.ზუროსო გადადექი გადადექი.წადი ზუროსო წადი ზუროსო წადი ზუროსო ვაჟა დაგვანებე თავი.
gela
უსუსური და ბანძი ნაკრები.. 2-3 კარგი კალათბურთელის ყოლა არ ნიშნავს კარგ გუნდობას. არ გვყავს გამთამაშებელი და არ გვყავს მსროლელი. მწრთნელი ხომ საერთოდ! მარტო ცენტრით და მძიმე ფორვარდით ვერ იქნები გუნდი!!!! როგორ შეიძლება იმ გუნდს ეწოდოს კარგი, რომელიც კაბო ვერდესთან(!) შეტევაში 22-ჯერ (!!!) დაკარგავს ბურთს!!! ვენესუელასთან თამაში კი იყო ორი უსუსური გუნდის თამაში.. ცოტა თვალი გაახილეთ და ამ სადღეგრძელო კომენტარებს მოეშვით. ისიც გაიხსენეთ, როგორ და რატომ მოვხვდით აქ, ნიდერლანდების ნაცვლად რუსეთს უნდა ეთამაშა, რომელიც ჯგუფში პირველი იყო, გაუსწრო იტალიასაც და ისლანდიასაც. მათ რომ ეთამაშათ, მაშინ უკვე მარტო ისლანდიის გასწრება არ გვყოფნიდა, იტალიისთვისაც უნდა გაგვესწრო ცხრილში! თუ რამეს გვინდა მივაღწიოთ, უნდა მწვრთნელი შეიცვალოს, გვყავდეს ნორმალური გამთამაშებელი, რომელიც მინიმუმ ასისტს გააკეთებს და ფარქვეშ შევა, მოსაცილებელია ბალასტი, სანაძის მსგავსი, და კომბინაციური, გუნდური თამაში და არა ინდივიდუალური!!!
ზურა
ცსკას მერე მე პირადად არ ვთვლი მაკრების კაპიტნად.
ლაკა
გასაგებია რომ თამაშის ხარისხი, ტაქტიკა, სტრატეგია და ა.შ არ მოგეწონა მაგრამ შენი ქვეყნის ნაკრების კაპიტნის კომენტარზე დისლაიქი რატომ უნდა დაწერო თუ "პროფესორა" და ინტრიგანი არ ხარ?!!
სიმართლის მოყვარული
მგონი არავინ არ ელოდა სლოვენიასთან მოგებას, მაგრამ თამაშმა დაგვანახა, რომ ეს შესაძლებელი იყო. აზრზე მოდით, რა დონეზე ეხმარებოდა მოწინააღმდეგეს მსაჯები და მაინც შეგვეძლო. ბიჭებმა ისეთი ეპიზოდები შექმნეს... ეს აზრი სწორედ მათ ჩამოაყალიბეს. კაპო ვერდესთან და ვენესუელასთან პირველი მეოთხედის დასკვნითი ნაწილიდან მოყოლებული არც ერთ მომენტში არ გახადეს ჩვენი გამარჯვება საეჭვო. ვფიქრობ, გულშემატკივარს სრული საფუძველი აქვს მადლიერი იყოს გუნდის და სამწვრთნელო ჯგუფის. პირადად მე ვისურვებდი ისე წარიმართოს მოვლემები, რომ სლოვენიასთან კიდევ ერთხელ მოგვიწიოს შეხვედრა. დარწმუნებული ვარ, ამ ისტერიჩკების გუნდს შავ დღეს დააყრის ჩვენი ნაკრები. ზოგიერთი კომენტარის ავტორი მგონი დაბოღმილია ჩვენი ბიჭების წარმატებით. გირჩევთ ამ ბოღმის გადმონთხევისთვის საჯარო ადგილს ნუ გამოიყენებთ. ადმინისტრატირსაც ვურჩევ აშკარა პროვოკაციულ კომენტარებს ნუ გამოაქვეყნებთ...ბიჭებს კი ვუსურვებ - გუნდის კაპიტნის მიერ გახმოვანებული განწყობით გააგრძელონ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი. ვინც ჯერ ვერ მიწვდა ჩვეულ საკუთარ დონეს - უახლოეს თამაშებში მიეღწიოს და მაშინ ნებისმიერი გუნდის დამარცხებას შევძლებთ.
გუსანი
მოგება კარგია და ვულოცავ ბიჭებს, მაგრამ ეუფორია ცუდია... რეალობასაც არ უნდა მოვწყდეთ რომ სწორედ განვითარდეთ და გავიზარდოთ... მსოფლიოზე როგორ მოვხვდით გაიხსენეთ?! და რატომ ? იმიტომ რომ რაოდენობა გაზარდეს. რესურსი გვაქვს? სამწუხაროდ არა... მარტო შემართებით რამდენს და ვის მოუგებ? გერმანიას და ავსტრალიას? ვერა, რასაც ვისურვებ- იქნებ არ შევრცხვეთ( როგორც ლატვიას ლამის მე-2 შემადგენლობასთან და სლოვენიასთან) და ბრძოლა გავუმართოდ.... წინ საქართველო!..
შაკო
გერმანიასთან არის გადამწყვეტი თამაში. მაგ თამაშის მოგებით რეალური შანსი გვეძლევა მეოთხედფინალის.
ბნელი გრუზინი
ხალხო ამ უმადურობით ღმერთმა არ გიწყინოთ და სანატრებელი არ გაგვიხდეს კაპე ვერდეს და ვენესუელას ნაირ გუნდებზე მოგება. პირველად მოვხდით მსოფლიოზე და ჯგუფიდან გავედით შეირგეთ და გაიხარეთ რა ისე იქცევით გეგონებათ აქამდე ჩატარებულ ყველა მსოფლიოზე გვქონდეს ნათამაშები და ყოველ ჯერზე გავსულიყავით ტოპ 16 ში.სლოვენიასთან მარცხის გამო რომელიც ნაწილობრივ ნაჩუქარი ქულებით იყო ნაკრებს ნუ ჩაუყრით ამ შრომას. მასე ირანი სტატისტიკით ჩვენზე წინაა 22 პოზიაციაზე ჩვენ კი 32 ზე მაგრამ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ასევე აქვე დავამატებ რომ ეს ვენესუელაც ჩევენზე წინაა 24 ადგილას. ასე რომ ნერვებ დაიწნსრეთ და შეირგეთ ამ მოგებით
ციციკორე
აქაც სადღეგრძელოებს ურახუნებთ?! რეალური ძალა გამოჩნდა სლოვენიასთან. კაბო ვერდე და ვენესუელა, არასერიოზული გუნდები არიან. ძან გაჭირდება გერმანიასთან და ავსტრალიასთან. ერთადერთი პლიუსი, ფსიქოლოგიური წნეხის არქონა შეიძლება იყოს. ამიტომ არაა საჭირო წინასწარ, ზედმეტი მოლოდინების გაჩენა.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
სპორტის მესვეურებმა სპორტზეც რომ იმდენი იფიქრონ, რამდენსაც საკუთარ ბიზნესსა და პოლიტიკაში შეტენვაზე ფიქრობენ, იპოვიდნენ ერთ მაგარ ამერიკელ გამთამაშებელს.
გოგია
აბა რა გინდა, რომ თქვას? გერმანია და ავსტრალია აუცილებლად მოგვიგებს, უკან დასაბრუნებელი ბილეთები უკვე აღებული გვაქვსო? ჩვენ თვითონ თუ არ ვირწმუნეთ გამარჯვების, რა აზრი აქვს პარკეტზე გასვლას?
მალხაზ ჯობავა
დიდი მადლობა გულშემატკივარს ვინც აქ იმყოფებოდა......., იქ ყველა თქვენი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ცოლები, შვილები დედები, მამები, ბიძები, საყვარლები და ა..შ.თქვენ აქაურ გულშემატკივრებ მიხედეთ, აქაურს ნერვები რო დაგვაწყვიტეთ და ცოტა გამოიღვიძეთ.
ბექა90
ადამიანი ხუმრობს, თავის ჭიას ახარებს:) რა დააყარეთ არმოწონებები, ცოტა მოდუნდით ხალხო და ასე დაძაბული ნუ წაიკითხავთ კომენტარებს. ერთი მოწონება შენ ჩემგან გურულო;))
ბექა
ნეტა მართლა მოვიგოთ გერმანიასთან, აქ არ არის იმაზე ლაპარაკი დაიხარჯებიან ბოლომდე თუ არა. ჩვენი კალათბურთელები არ თამაშობენ კალათბურთს, არ ისვრიანნნ პერიმეტრიდან ცოცხალი თავით, არ ვინ უკრძალავს. ყველა გათამაშება ჩვენი იწყება ასე 18 წამი გამთამაშებელი ათამაშებს ბურთს და იმენა ბოლო 6 წამში იწყებენ კომბინაციას. ვოცალი თავით არ ესვრიან 3 ქულიანებს 40 ჯერ მაინც ისროლონ, ერთ 7 ს ხომ მანინც ჩააგდებენ. ვეთამაშებოდით ყველაზე სუსტ გუნდებს და და ჩვენმა გუნდმა მოუგო კლასით , საერთოდ არ ითამაშეს. ვენესუალასთან თამაშით რამეს გაააკეთებ???? იმენა არ ააწყვეს თამაში მანუზე და ბიწაძეზე, რომლებსაც შეუძლიათ შედეგის დადება. სამაგიეროდ ანდრონიკაშვილი და სანაძე იცოცხლე.
Kulonga
მეც მინდა ესე იყოს მეგობარო მაგრამ მეეჭვება...მაკფადენი მსროლელის და დღეს მგონი 3 ქულა აიღო...სანაძე მსროლელის და დღეს 11 ქულა მოახერხა....ცინცაძე 3 ქულა ანდრონიკაშვილი ტყეში გაშვებული ცხვარივით დარბის...:)დღეს ოდნავ კარგი იყო....ნაკრებში ვერავინა ვერააა სტაბილური შენგელიას გარდა....ვერც მამუკელაშვილი ვერ ბითაძე და ვარც მაკფადენი...წინა თამაშები წაუბიდაკ ბაზარი არაჺ კარგად ითამაშეს ამ ბიჭებმა მაგრამდაღეს????
ზურა
ერთი კარგი მსროლელი გვინდა და მართლა შეიძლებოდა ბევრ რამეზე ფიქრიმაგრამ ეხლაც არ არიან ჩვენები ცუდ სიტუაციაში, ფსიქოლოგიურად უკეთეს მდგომარეობაში არიან, უკვე სერიოზული მიღწევაა აქვთ, მოგებას არავინ სთხოვთ, უნდა გამოვიდნენ და ბოლომდე დაიხარჯოს!!! იქნებ რაღაც გამოვადნოთ:)))
გურიიდან
ავსტრალია საქართველოს როგორ მოუგებს, რაგბი ხომ არაა?? არ არსებობს ასეთი რამე, ოღონ ზაზა ფაჩულია უნდა დავიმატოთ!
სოსო
გაიხარე თორნიკე!!!!ძალიან ლამაზი ქართული ოჯახი გყავს!!!
რრრ
თუ მაგფადენმა და შერმადინმა იპოვა თავის დაკარგული თამაში თუ იღბალი და გოგა და სანდრო თუ ცოტა მეტს აიღებენ თავზე, ჯინჭარაძე და დუდა გაიტაცებენ და პარკეტიდან გააქრობენ შერიოდერს, ეგებ გამოვიდეს რამე.დდდ
გიორგი
ასეთი უსუსური თამაშით თავი გვაქვს მოჭრილი.
სიმართლე
ბაქი ბუქი ბაქი ბუქი ბაქი ბუქი ბაქი ბუქი...ამაში ვართ ნომერ პირველები...საქმე ლაპარაკის ნაცვლად და არა მერე ვითომ სიამაყე იმით რო ჯგუფიდან გავედით..სიმართლეს გავუსწოროთ თვალი ჩვენი მაქსიმალური შედეგი დავდეთ ავსტრალიაც გადაგვივლის და გერმანიაც უფალს ვთხოვ ვცდებოდე...
Lasha
Xo shen da sheni kloni djinjaradze ronsheutevt akankaldebian
giorgi
თოკო სწორი მიდგომაა. არც ავსტრალია არც გერმანია არ არის აშშ-ს დრიმ თიმი.ასე რომ დაშვება, წარმოდგენია ნამდვილად შეიძლება მაგ თამეშების მოგების.კარგია 16 გუნდში შესვლა მაგრამ რატომაც არა მეტი? ვინ დაგვიშალა ოცნება მეოთხედფინალზე? სრული მობილიზებით,მაქსიმალური დისციპლინით,ერთმანეთის დაზღვევით და დაცვაში იდეალური თამაშით შანსი ჩვენც გვექნება.წარმატებები და აბა თქვენ იცით გაახარეთ საქართელო.
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მარკის რიდი: მზად ვარ, ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
შენგელია უკვე ათეულში - ქართველმა ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89