ჩოგბურთი. ტურნირები
როგორც მოსალოდნელი იყო, სტენფორდის პუბლიკა მეოთხედფინალში სუპერმატჩს იხილავს. სერენა უილიამსმა გაიარა მეორე წრის ბარიერი და ნახევარფინალის საგზურისთვის მარია შარაპოვას შეხვდება.

რუსმა წინა დღეს დაამარცხა დანიელა ჰანტუხოვა, სერენა კი გუშინ ხვდებოდა შარაპოვას თანამემამულე მარია კირილენკოს. მასპინძელმა იოლად მოიგო პირველი სეტი - 6:2, მაგრამ შემდეგ ისევ შეაწუხა ტრავმამ. ამჯერად უმცროს უილიამსს მუხლი ატკივდა და სამედიცინო ტაიმ-აუტის აღება მოუწია. ამის შემდეგ ამერიკელი კარგა ხანი ვეღარ ჩადგა ფორმაში, რის გამოც კირილენკომ მეორე სეტის მოიგო და მესამეში პირველი გეიმი მას დარჩა.

მხოლოდ ამის შემდეგ ათამაშდა სერენა ჩვეულ აგრესიულ სტილში და შემდეგი შვიდი გეიმიდან ექვსი მას დარჩა, რამაც მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

დიდი სენსაციის ავტორი გახდა 23 წლის ზელანდიელი მარინა ერაკოვიჩი. ხორვატიაში დაბადებულმა ჩოგბურთელმა შარშანდელი ჩემპიონი, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა გამოთიშა ბრძოლას. მსოფლიოს 121-ე ნომრისთვის ეს პირველი გამარჯვებაა რეიტინგის ტოპ-ოცეულის წარმომადგენელთან.

აზარენკას ერაკოვიჩთან წაგებამდე ბოლო 40 მატჩში 33 მოგება ჰქონდა. უიმბლდონის ნახევარფინალში წაგების შემდეგ ეს მისი პირველი მატჩი იყო და ისე გამოვიდა, რომ ბელარუსმა ამ სეზონში მეორედ წააგო ზედიზედ ორი შეხვედრა.

კვლავაც შესანიშნავ ფორმაშია უიმბლდონის ერთ-ერთი ტრიუმფატორი საბინ ლისიცკი. გერმანელმა 13 ეისის დახმარებით ორ სეტში დაამარცხა სამანტა სტოსური, რომელთან ერთადაც ამერიკის ღია პირველობაზე წყვილებში უნდა ითამაშოს. ლისიცკი წელს მეოთხე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

WTA

Bank of the West Classic

სტენფორდი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

II წრე

აიუმი მორიტა (იაპ)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 4:6, 7:5, 6:1; ვიქტორია აზარენკა (ბლრ)-მარინა ერაკოვიჩი (ა. ზელ) 6:4, 5:7, 2:6; სერენა უილიამსი (აშშ)-მარია კირილენკო (რუს) 6:2, 3:6, 6:2; საბინ ლისიცკი (გერ)-სამანტა სტოსური (ავსტრა) 6:3, 7:5.

Citi Open

კოლეჯ პარკი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

II წრე

ალბერტა ბრიანტი (იტა)-ვარვარა ლეპჩენკო (თშშ) 6:1, 6:2; ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-სტეფანი დუბუა (კან) 6:3, 5:7, 1:6; შაარ პეერი (ისრ)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:1, 6:4; ტამირა პაჩეკი (ავსტრია)-მედისონ ბრენგლი (აშშ) 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა