გორის "დილამ" "ფეისბუქგვერდზე" ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა და კლუბიდან ანდრეი დემჩენკოს წასვლაზე განმარტება გააკეთა.

გორული კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ უკრაინელს ხელფასის სახით 10 000 დოლარი შესთავაზეს, მაგრამ დემჩენკომ მაინც წასვლა ამჯობინა.

"ძვირფასო გულშემატკივრებო, მოგეხსენებათ, რომ ანდრი დემჩენკო გორის "დილას" აღარ გაწვრთნის. გვსურს განვმარტოთ, ჩვენმა კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანდრეი დემჩენკო კლუბში დარჩენილიყო. კლუბმა მთავარ მწვრთნელს შესთავაზა ჩვენი კლუბისთვის რეკორდული ხელფასი, 10 000 დოლარის ოდენობით, რადგან სეზონისთვის მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს დასახული და მისი შენარჩუნება კლუბისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, ჩვენი დიდი იმედგაცრუების მიუხედავად, ანდრეი დემჩენკომ გადაწყვიტა წასულიყო კონკურენტ გუნდში და კლუბი დაეტოვებინა შუა სეზონში.

ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ანდრი დემჩენკოს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, წარმატებისთვის და კლუბის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კლუბში ანდრეი დემჩენკოს კარიერის უეცარი დასრულების მიუხედავად, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ ამ პერიოდის გადალახვას და ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ." - წერია "დილას" მიერ გავრცელებულ ტექსტში.

ანდრეი დემჩენკომ კონტრაქტი ბათუმის "დინამოსთან" გააფორმა. უკრაინელი აჭარულ კლუბში 2025 წლის ბოლომდე დარჩება.

ავთანდილი
და ბათუმს რა მაღალი მიზნები აქვს
სიმართლე
დემჩენკო 10 დოლარს ბათუმში აიღებს 3 დღეში გიჟი უნდა ყოფილიყო რო დარჩენილიყო თავის მაქსიმუმი გაკეთა გორში თანაც კაპიკებში...არქონდათ მიზანი გორელებს ერთ ადგილს ტკეპნიდნენ ჩემი აზრით უნდა წასულიყო აუცილებლად ყველაფერი ყველაფერი მაგრამ მაღალი მიზნები თანხასთან ერთად მნიშვნელოვანია!!!!!!გორს არაქვს მაღალი მიზნებიი...
გივი
ეს10ათასი თვეშია თუ წელიწადში?
ილიავარ...
ანდრეი ხოხოლჩუკი
გოლანდია
რატო არაა ძოძუაშვილი თქვენთან? მიეცით მაგის ნახევარი და მოვა.
ave
ბოდიშით მარა რომელი იმედის ნაპერწკალი? გუნდი ევრო თასებზე ერთ ეტაპს რო ვერ გადის ეგ ნაპერწკალი? თუ ჩემპიონატში რო მეორე ადგილზე გადის მაგას ეხახით ნაპერწკალს? ან რაღა ხალხი დადის? ეგ ხალხი რო დადიოდა იყო ორი წლის წინ და ეგ იყო სტადიონის ეფექტი. რატო იქმნით გადამეტებულ მოლოდინებს და ყალბ ილუზიებს? ისევ თქვენ ზარალდებით მერე შედეგი რო არ აქვს გუნდს. ნუ უსმენთ ვაზელინა ჟურნალისტებს, რეალობას შეხედეთ და აღიარეთ რო ბათუმი ჯერ საქართველოშიც კი არ არის დომინანტი გუნდი. გრანდს რო ეძახით რანაირი გრანდია ბათუმი ორ ტიტულიანი გრანდი გაგიგიათ? ბათუმზე ბევრად მეტი ტიტული ტორპედოს აქვს და ვიტ ჯორჯიას. ყველაზე ცუდი იცი რა იქნება? გაისად თუ ევრო თასებზე არ იქნება შედეგი დარწმუნებული ვარ ბერიძესაც ამოუვა ყელში და წავა, არ მგონია სიამოვნებდეს ამდენი წელი ფულის ყრა და შედეგი იყოს ნული. მერე გინდ ნაპერწკალი ეძახე და გინდ მანათობელი.
გოგი
გაცილებით იაფად აიყვანთ სოსო ფრუიძეს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება დემჩენკოს.
Dima
ევროტურნირებზე დილამ შეძლო ყველაზე შორს გასვლა და დინამოებმა საერთოდ საფეხბურთო გუნდი გააუმქონ და სტადიონზე რამე დათესონ ტყუილად სირბილს)
ბათუმს ქათქათას-ს სახელით მოსარგებლეს
შენ თვითონ სადაური ხარ ჭკუის კოლოფო ასე რომ იკბინები დროგამოშვებით ჰააა? ვაკვირდები სახელდობრ ბათუმლებს კბენ. სიმართლე თუ გინდა ისე, საქართველოში საკლუბო ფეხბურთი 30 წელზე მეტია აღარ გვაქვს, ბათუმში ბჟუტავს იმედის ნაპერწკალი ახალი სტადიონით და სხვა ქალაქებთან შედარებით ბევრი გულშემატკივრით. შენ კი იმის ნაცვლად რომ ეს ყველაფერი მოგწონდეს, ბოღმას ანთხევ აქ და ვითომ კბენ ბათუმლებს და მათ საყვარელ გუნდს. ბოღმით არ გასკდე.
სიმართლე!!
დაუწყეს ეხლა გაშავება!!!კარგიტ რა ეს მესაკუტრეობას მოეშვით.შეთავაზეს უკეთესი კონტრაკთი და წავიდა.სპორტია.ოჯახი ყავს და თავისთავად დათანხმდა.ჩვეულებრივი ამბავია!!
ბათუმს ქათქათას
ბათუმი და ფეხბურთი?სად,როდის,ვის გაუგია?
ზურა
დილას გულშემატკივარი ვარ და რათქმაუნდა არ მინდოდა დემჩენკოს წასვლა, მაგრამ მაგის ნებაა რას იზავს, უნდა მეტი ხელფასი, მეტი ფული ტრანსფერებისთვის, რავი იქნებ ზღვა უყვარს ბოლობოლო. ერთადერთი რაც გასატეხია, შუა სეზონში რომ მიაგდო გუნდი, მიეყვანა ეს ჩემპიონატი ბოლომდე და მერე წასულიყო. ეგ იქნებოდა ბოლომდე კაცური საქციელი
გიუშა
ბათუმის პრეზიდენტი რომ ფეხბურთის გარტყმაში არაა ეს ვიცით,ისევე როგორც გორელები გულშემატკივრობის)))
ზურაბ
10000 დოლარი საიდან გაქვთ, თამაში თქვენ არ იცით და ხალხიც არ დადის სტადიონზე. ან რა გეგმები დაისახეთ
Dima
იყო საჭირო გამოჩნდა რა სიტყვის კაციცაა მაყუთჩენკო და იმედია ეგრე მოექცევიან ბათუმში როგორც იმსახურებს. თუ თვითონ არ გაიქცა ბათუმიდანაც სადმე უფრო მაყუთა ადგილას
დათა თუთაშხია
მჭირია 100000 მანეთი მე თუ გადავრჩი ცოცხალი დაგიბრუნებ ფულს თუ არადა მოგჭამა ჭირი ასე ეს.
Aba
ერთი "შუქურას" მწვრთნ ხელფასი ხო არ იცი? ქაღალდზე თორე ისე რომ 0 იღებს ეგ ვიცით.
ფერნანდო
შუა სეზონში გუნდის მიტოვება არაა კარგი საქციელი არც მწვრთნელისაგან და არც იმ კლუბისაგან-ვინც გადაიბირა.
Სიმართლეს გაუმარჯოს-ს
თბილისში ვის-ფედერაციას,ფიფიას? აქაც ფედერაცია და ფიფიაა დამნაშავე? ექიმს რო ეჩვენო არ გინდა?
მომპირკეთებელი
გამოდის ბათუმმა ტრენერი აახია გორელებს
dogi
მარტო დემჩენკო კი არა გუნდების გაცვლა რო შეიძლებოდეს ნებისმიერი ბათუმელი თანახმა იქნებოდა. ესენი ხო გორის იქით ვერ იყურებიან.დ.დ.
ვენეციის კომისია
ევროპის ყველა კლუბის მწვრთნელის ხელფასი თუ საჯაროა დემჩენკოსი რატომ უნდა დამალულიყო?
a a
გეთანხმებით ვინც იძახის რო ბათუმს სხვაგან უნდა ენახა მწვრთნელი და სხვაგან უნდა ნახოს ფეხბურთელებიც მარა ერთი გავიწყდებათ, ბათუმის დინამოში არ იციან არც მწვრთნელის და არც ფეხბურთელების მოყვანა და ამას თვითონ გუნდის პრეზიდენტიც ყველა ინტერვიუში იძახის. კაცი იძახის 12 ათას დოლარად ვერ მომყავს ფეხბურთელებიო. ბათუმში ულამაზეს ქალაქში რო გაქვს გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა და ფეხბურთელები ვერ მოგყავს რატო სთხოვთ იმას რაც არ შეუძლიათ? ზოგადად ბათუმის დინამო ერთი დიდი საპნის ბუშტია რომელიც მალე გასკდება სამწუხაროდ. დემჩენკო ყავთ ბოლო იმედი, დარწმუნებული ვარ ვერც ეს ვერ უშველით. ამას თუ არ მიუყვანე ისეთი ფეხბურთელები როგორებიც გორში ყავდა ჯადოქარი კი არ არის. და როგორც ვთქვი ფეხბურთელების მოყვანა კიდევ არ იციან.
სიმართლეს გაუმარჯოს
კონკრეტულად დემჩენკო არაფერ შუაშია. გორელებმა მეტნაკლებად კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნეს და ყველაზე შორს გააღწიეს ევროტურნირებზე. ამას ვერც ბათუმში შეეგუებოდნენ და მითუმეტეს ვერც თბილისში.
Podense
ტორპედო 18 000 $ უხდის კინს. ბათუმი 12 000 $ უხდის დემჩენკოს. დინამო 14 000 $ უხდის კარასკოს. დანარჩენი კლუბების მწვრთნელების ხელფასი 6 000 $ დოლარს არ აღემატება. ნუ დაახლოებით ამ ფარგლებში.
Mitro
უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში ეს კარუსელი ბათუმმა როგორ ვერ ნახა სხვა მწვრთნელი გორისთვის რო არ წაერთმია... იგივე ხდება ფეხბურთელებთან დაკავშირებით... რომელ ილიტურ ფეხბურთს ვთამაშობთ რომ იმავე კლასის ფეხბურთელი ან იმაზე უკეთესი ვერ ნახონ სხვაგან... რავი ბრაზილიიდან ბევრი წამოვა ჩემი აზრით ნორმალური ფეხბურთელი ტრამპლინისთვის აფრიკიდან.. აქ თუ ვერ ვშოულობთ ჩვენზე ღარიბი ქვეყნებიდან როგორ ვერ უნდა აირჩეს 2-3 ფეხბურთელი ისეთი რომ ჩვენთან წამოვიდეს... ვ
100%
უკეთესის საკეთებლად, ალბათ ბათუმი აირჩია. ხელფასიც ვფიქრობ მეტი ექნება.
შოთა
გასაგებია რომ ფეხბურთი ბიზნესია და "ყველაფერი მოსულა", მაგრამ ბათუმის დინამოს ზედმეტები მოსდის უკვე ჩემის აზრით. ქართველები ვართ ბოლო-ბოლო. ადექი და სხვაგან იპოვე კარგი მწვრთნელი(ფეხბურთელი). არ მომწონს რომ სხვა ქართული კლუბების დასუსტების ხარჯზე უნდა წარმატებას მიაღწიოს ბერიძემ.
qartveli
დემჩენკო ძალიან მაგარი მწვრთნელია, ის ბევრად მეტს იმსახურებს ვიდრე 10000 დოლარია, ამასთან არ იყო საჭირო ეს ინფორმაცია საჯარო ყოფილიყო. დემჩენკოს წარმატებები
კირკიტა
10000 დოლარად სხვა კარგ მწვრთნელსაც იშოვით. ასე გაქცეული კაცის ხვეწნა აღარაა საჭირო. კაი ჩიტს დაიჭერს ბათუმის დინამოში.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ხვიჩა საქართველოსთვის ერთდროულად მთავარი უპირატესობა და პოტენციურად მოწყლვადი მხარეა?" - დემჩენკომ კითხვას აბსოლუტური სიმართლე უწოდა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
წავიდა თუ არა გუნდიდან დემჩენკო - "იბერია 1999"-მა ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია