ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა [VIDEO]

საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა [VIDEO]

კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 73:100 დამარცხდა.

ილიას ზუროსმა ანდრონიკაშვილს, მაკფადენს, სანაძეს, შენგელიასა და ბითაძეს უხმო. როგორც ხედავთ, ბერძენმა სპეციალისტმა გიორგი შერმადინი მეორე ხუთეულში გადასწია და თავიდანვე აგრესიული ცენტრით დაიწყო.

საწყის წუთებში ქართველმა კალათბურთელებმა აქცენტი სამქულიანზე გააკეთეს, თუმცა გადაწყვეტილებამ არ გაამართლა, მაგრამ თამაში არც გერმანელებს არ გამოსდიოდათ, 5 წუთის თავზე ანგარიში 9:9 გახლდათ. ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებს სროლა არ წაუვიდა, სამწამიანში არ იტვირთებოდნენ ჩვენი მაღლები, ამას დამატებული 5 დაკარგვა და გერმანიამ ტაიმი 22:16 მოგვიგო.

მეორე მეოთხედში გერმანია სივრცეებს კარგად იყენებდა და პერიმეტრიდან გვსჯიდა, 4:20 წუთით ადრე თორნიკე ვოიტმანთან ჭიდაობისას ზურგით ცუდად დაეცა და სათადარიგო სკამზე გადაჯდომა მოუწია, ქართველებმა კი ეტაპობრივად სხვაობას ამცირებდნენ, კვლავინდებურად კარგი იყო მამუკელაშვილი, 1:07 წუთით ადრე კი საერთოდაც წინ გავედით, საბოლოოდ, პირველი ტაიმი 41:43 დავთმეთ.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სანაძის ნაცვლად მოედანზე მამუკელაშვილს უხმო, თორნიკე შენგელია კი დაბრუნდა და ტრავმას გადაურჩა. მესამე მეოთხედში გერმანელებმა პერიმეტრიდან მოუმატეს და 13 ქულით გაგვექცნენ, ბრწყინვალე იყო ანდრეას ობსტი, რომელმაც საკუთარ გუნდს 10 ქულა შესძინა, შემდეგ გერმანია 16 ქულით დაწინაურდა, თუმცა გერმანელების ბოლო შეტევა გიორგი შერმადინმა ჩაჭრა, ენდვანით დააგვირგვინა და დისაიდერი 10 წუთეულის წინ 13-ქულიანი ჩამორჩენით შევედით.

მეოთხე მეოთხედში მეტოქე პერიმეტრიდან შედეგიან სროლას აგრძელებდნენ, ფანტასტიკური იყო მაოდო ლო, რომელიც ბოლო მეოთხედამდე 0 ქულით მივიდა, შემდეგ კი 6/6 სამქულიანი ჩააგდო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით 4 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

გოგა ბითაძემ 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა, თორნიკე შენგელიამ აქტივში 12 ქულა ჩაიწერა.

რაც შეეხება გერმანიას, როგორც გითხარით, მაოდო ლომ 18 ქულა ჩააგდო, დენის შროდერმა კი - 16.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს, ავსტრალიასთან გამართავს.

• კახა

ზუროსმა,ბევრი შეცდომა დაუშვა, აქაც ჩვენთან ევროპის ჩემპიონატზეც და მსოფლიოზე. მსოფლიოს წინ რო კარგი მწვრთნელი მოეძებნათ ასე არ გავფარჩაკდებოდით არც სლოვენიასთან, და არც გერმანიასთან.

• ეხხხ!

ყველაზე მაღალი სომეხი 180 სანტიმეტრია?! იქნება ჰოკეიში გეცადათ ბედი, ხარლამოვი, რაგულინი, მიხაილოვი ხომ ყველანი სომხები იყვნენ?!

შავო არმენ, ბასკეტბოლში თქვენ გვჯობიხართ მაგრამ ტოლმა ჩვენია ზატო. კიდე ინდოელებთან მსგავსებაშიც გვჯობიხართ, მაგრამ მაცუნი ჩვენია ჯან

• აკაკი

გლახუნა ლიბერასტო რას მიედ-მოედები. რომ დახტიხარ აქეთ-იქით და რუსეთსაც რომ აკვეხებ შიგადაშიგ. რა შუაშია რუსეთი ახლა? ვიცი როგორც აკავშირებ და ეგ აზრები რომ მოგდის თავში იმიტომ ხართ ტვინგამორეცხილები პროდასავლელები ანუ ლიბერასტები. შენ გგონია ესპანეთის და საფრანგეთის გავარდნის შემდეგ იქ არ არის კომენტარები რომ უვარგისი კალათბურთელები არიან? წაიკითხე ხოლმე და მიხვდები. ფეხბურთელებზე წაგების მერე როგორ ლაპარაკობენ და აკომენტარებენ. ამ ლიბერასტებს მართლა გონიათ რომ ევროპაში ხალხი არ იგინება, არ იფურთხება თუ რავიცი კიდე სხვა. მოიცა და საუდის არაბეთი არ გინდა? მოდი არაბთა ლიგაში შევიდეთ მათ უფრო მეტი ფული აქვთ და ჩვენც გვიწილადებენ ცოტას. თურმე ევროპა მიცემს ამათ ფულს ევროპაშ ი რომ შევლენ ბულგარეთი რა მაგრად არის ეკონომიკურად არა? კიდე ლიტვაც (ლიეტუვა არა ტუვა კიდევ). ლიტვიდან გარბის ახალგაზრდობა ეკონომიკური პრობლემების გამო.მოკლედ კიდე ბევრის დაწერა შეიძლება შენს დემაგოგიაზე მარა ეს წაიკითხე და ეს ისწავლე ჯერ

• robert22

ვააა გრუზიამ წაგო :(( არ არის ეს კალათბურთი ქართველების საქმე ელი. თქვენ კარგად გამოგდით ჯუდო,ედინობორსტვა რამე ეგეთი.შეშვით ბასკეტბოლს და მაგას მიხედეთ.არადა სომხეთში ისეთი ნიჭიერი ბავშვები არინ ბაკსეტბოლში და ნი ვკლადივაუტ დენგი რა :(((( არადა რეებს ვიზამდით ამ სპორტჩი ეხხხ.

• Walter White

ძალიან მიყვარს ქართველი კომენტატორ- ჟურნალისტების ფრაზა: სამქულიანი სროლები არ წაუვიდათ....სამქულიანების სროლა დონჩიჩს თუ სხვა კალათბურთელებს თურმე დედის რძით გადაეცათ, ხოლო ქართული შავი მთის ძროხის რძე არ შეიცავს სამქულიანებს. ამას რომ წლების განმავლობაში ვარჯიში უნდა არ იცით? ყველაფერს რომ შრომა სჭირდება არ გაგიგიათ? უცნაური ხალხი ვართ ქართველები.ყველაფერი ჰერი ჰარალოთი გვინდა და მერე გვიკვირს რომ ყველაფერში წარუმატწბლები ვართ.

• s

საქართველოს ბანკმა თავისი სტრატოსფეეული პროცენტებით გაყვლიფა და გაანადგურა მოსახლეობა მათი დასპონსორებული ნაკრებიც ვხედავთ რა უსახურად და უჯიგროდ თამაშობს

• დავით 67

უი რა ამბობთ დამარცხდა. არ ველოდი. კაბო ვერდე ხომ გავანადგურეთ.ეხლა ფეხბურთიც მიყვება მალე. გუნდური არაფერი გამოგვდის არც სპორტი და არც სხვა რამე

• simartle

აგერ ლატვიამ ესპანეთი გამოაგდო. ბევრი კიდევ ნაკრებს იცავს მაგრად ითამაშესო. მთელი სამწვრთნელო შტაბია გასაშვები და გუნდი გადასახედი. ამ დონეზე რომ ქუჩის დონის კალათბურთსაც ვერ თამაშობენ ვერ დაცვაში და ვერც შეტევაში. სკამზე კიდევ კარგად ზიან ბევრი

• Აბგდ-ს

სპორტი და მით უმეტეს კალათბურთი არ არის შენი საქმე და დროს რატო კარგავ.უყურე ბალეტს რაა...

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

არ გაჩერდით; ჩვენი ბიჭები, ჩვენი ბიჭებიო და ეეე!

• rodo

mamukelashvili araa role playeri? statistika ici nba shi? popovichi gsmenia? sad unda dabrundes???ra evropa ris evropa

• ირაკლი

ანალიზი - ნული… გულისწყომა გასაგებია, მაგრამ შერმოს, თოკოს, ზუროსს, ბუს და ბიჭებს, საკალათბურთო “სანაგვეზე” რომ ყრით, შუბლის ძარღვი საერთოდ არ გაგაჩნიათ, თუ ჩაგწყდათ უდროოდ??? - ზრდილობიანად მადლობა მაინც გადაიხადეთ, რაც ამ კაცებმა საქართველოს წარმოჩენისთვის ოფლი ღვარეს და იშრომეს… გენაცვალეთ თქვენ, ჩვენო უმაგრესო და უძვირფასესო ვაჯკაცებო! წარმატებები გმირებო!!!

• გლახუნა

თამაში ჩააგდო უკანა ხაზზმა,კალათბურთში უკანა ხაზისათვის მინიმალური-7-8-3-ნი რომ ჩაეგდოთ- ქულა- ქულაზე წავიდოდა, მაკმა-9-დან-1-ჩააგდო და... ნაკრებში ცვლილებებიია საჭირო,მაგრამ ძირითადი პრობლემაა- შიდა ჩემპიონატის დაბალი დონე,მით მუდმივ სუსტი მენტალურად, ემოციურად არამყარი რეზერვი, რისი გამოსწორებისათვის საჭიროა, გვჭირდება- ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება- განმტკიცება,ეკო-კის აღორძინება, ძიდა მრეწველობა,წარმოების სწრაფი გაუმჯობესებ, მით მოქალაქის ფინანსური,ეკო-რი მდგომარეობის ჰაუმჯობესება- განმტკიცება,რომ სპორტის ყველა სახეობაში კერძო ბიზნესი შვვიდეს,მით კონკურენცია, პასუხისმგებლობა გაიზარდოს... რისთვის გვჭირდება-სახელმწიფოში სამართლებრივი გარემო- წრსრიგი, მისთვის დემოკრატიულ- ინსტიტუციური მმართველობა- კანონის უზენა3სიბა- სამართლებრივი წესრიგი, მისთვის დასავლეთის გამოცდილება, თანადგომა, სტრლი პარტ- ბა... და არა-რუსული ტოტალოტარული, თუ ავტორიტარული, თუ ოლიგარქიყლი,კლეპტოკრატიუოი ...ე.ი. კრიმინალური მმართველობის სისტემა- რეჟიმები, როცა ფინანსები კლანს ეკუთვნის, ის განკარგავს და მხოლოდ ხელისუფლება- ძალაუფლების შენარჩუნებისათვის- პასუხის- არასოდეს გების-არაფრისათვის... და ბოლოს- შეეშვით აქ ზიზღი,ბოღმის ნთხევას, პრობლემები არის, მაგრამ რა საჭიროა ზიზღით საუბარი, შეიძლება - ,,ეს და ეს არის გამოსასწობელუ, და შეიძლება ასე გამოსწორდეს...,, და არა,,გავნადგურდით,, ,,არ ვართ ღირსი, ,,სუსტი ნაკრები გვყავს, , რუსეთი, რუსეთის მაგივრად,, - ო, ვიცით ქართული მედუა სივრცეში ქართული სახელებით ,,მუშაობენ,,-ცენტრით ვლადიკავკაზი და საქრთველოს წარმატება ყველა სპორტის სახეობაში ბოღმა ახრჩობთ და... აღარ ასრულებენ სიძულბილით ,,კომენტარებს,,- მოზანი- ქართველ ერში არასრულფასოვნების გაჩენა, მუდმივი დაპირისპირების ინსპსიიტრირება, სიძულვილის დამკვიდრება როგორც პოლიტიკა,ისე სპორტი,ყველა მამართულებით, მით საქრთველოს სახე-ფოს დაუსუსურება-პერსპეწტივების ბოლომდე მოსპობისათვის, რომ... შეხედეთ მაინც სხვა ანგარიშებს- საბერძნეთმა 25 ქუკით წააგო, ესპანეთმა საერთოდ წააგო, ან... მათ რა თქვან,როცა მათ ჩემპიონატებში დიდი ფინანსებია(?!) ხო, რუსეთს მალე აზიის შესარჩევებში მოისროლებენ სპორტის ყველა სახეობაში,არ იმსახურებენ ევროპელ ერებთან პარტნიორობას- სიძულვილით,ბოღმით სავსეებს რა ესაქმება ევროკავშირის თანამეგობრობასთან და ღრუსთმადიდებლებიც დაისვენებენ.

• აბგდ

და კიდევ მთავარი...მინდა მოვუწოდო იმ ბიჭებს რომლებიც ნბაში წვალობენ და ტყუილად დროს კარგავენ ჩამოდით ევროპაში და გადაირჩინეთ აკრიერაც და ნაკრებისთვისაც უფრო გამოსადეგი ხალხი იქნებით!თუ ოკაენის გაღმა როულ ფლეიერიც არ ხარ გუნდში ჯობია ევროპაში დაბრუნდეეე!!!და რა გახდა ყველა ქვეყანას ბოლოს და ბოლოს ვიღაც ვარსკვლავი ჰყავს ან მარკანენი ან გიანისი ან იოკიჩი ან დონჩიჩი ან ვიღაცა ან პორზინგისი და ერთი ღმერთო გადმოგვხედე რა ჩვენც!:დდ

• sportall-Ს

G.LA ხო არ მოკვდა,სად არი,თქვენ ხო არფერი გაგიგიათ?

• გიორგი 11

მწარე კომენტარების ავტორები ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ ქვეყნისთვის რამე სასიკეთო გაგიკეთებიათ? სკვერში, ფეხებში გამოდებული ნაგავი ურნაში ჩაგიგდიათ?

• აბგდ

1.ყველა ასაკობრივი ნაკრები უნდა აღზევდეს ა დივიზიონში. 2.ფედერაციამ უნდა შექმნას ერთი საბაზისო გუნდი რომელიც ითამაშებს სტაბილურად ევროპულ საკლუბო ტურნირზე.გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ახალგაზრდა მოთამაშეებით რომლებიც შესაბამის გამოცდილებასაც მიიღებენ და ნაკრებში ცარიელ ფარში ბურთს მშვიდი სახით ჩააგდებენ.აი ეს აკლია ნაკრებს სკამი და სტაბილური მშვიდი მოთამაშეები! 3.ზემოთ დაწერილი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ არც ლეგიონერი იქნება მალე საჭირო და არც ასეთ სამარცხვინო შედეგებით ვიამაყებთ.კარგია ტოპ16,მაგრამ კაპო ვერდეს და ვენესუელას ხარჯზე ნამდვილად არა!გამოფხიზლდით კალათბურთი კვდება ქვეყანაში წლებია რეგრესირებს გუნდი!

• მ. მეტროიანი

ჩვენ როცა ვაგებთ 15 ქულით რატო არ დუნდება მოწინააღმდეგე და კიდე 10-15 ქულას რატომ გვიმატებს… კაპო ვერდე და ვენესუელა მაგარი მკვდრები არიან თორე აქ არაფერი გვესაქმებოდა. მაგათთანაც დავთმეთ 3-4 მეოთხედი!

• გიგა

შერმადინმა გაბადრული სახით გვახარა მარგად ვითამაშეთო!ბრავო!

• ბესო შიოშვილი

ზუსტადაც მერე გვეშველება!

• ბესო შიოშვილი

თოკოც მიიყოლონ. მაგ კაცზეა აწყობოლილი თამაშები, რომლებიც წავასხით!

• ან

ზუროსმა ამოწურა თავი ნაკრებში. გუნდი მოძველებულ კალათბურთს თამაშობს. ფედერაცია ცალკე საკითხია კარგახანია ცხადია რომ მაკფადენი ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ დონესაც კი. ასეთი სერიოზული ჩავარდნილი თამაშები და თან ასეთი რაოდენობით ძნელი წარმოსადგენია საერთოდ. დიდი ხანია ცხადია რომ სხვა ნატურალიზებულია მოსაყვანი რისკენაც არანაირი ნაბიჯი არ იდგმება. ჩაგდებული ევროპის მერე ყველამ პირში წყალი ჩაიგუბა და რეგრესიც ცხადია გაგრძელდება. და თავის მოტყუებაა იმაზე საუბარი რომ 16 გუნდში მოვხვდით. ბოლო დროს არცერთი მეტნაკლებად კარგი გუნდი არ დაგვიმარცხებია, ისე მოვხვდით მანდ. არავინ ითხოვს სასწაულს ჩვენი ნაკრებისაგან, მაგრამ იმ რესურსსაც რომ ვერ ვიყენებთ სწორად რაც გვაქვს, ეგაა ცუდი. სულ მიკვირს, რატომ გვგონია ქართველებს, რომ შეიძლება ფედერაციები მართონ ადამიანებმა, რომლებსაც მართვის არანაირი გამოცდილება არ აქვთ. რა კობიაშვილი და რა სანიკიძე. იქაც და იქაც დილეტანტიზმი და ცალკეული სპორტსმენების ტალანტის ხარჯზე ფონს გასვლა სრული ორგანიზაციული უსუსურობის ფონზე...

• რრრ

16 გუნდში გასვლა, მაშინ იქნებოდა კარგი და საამაყო, ლატვიის მსგავსი ჯგუფიდან, რომ გავსულიყავით.

• Ფირუზ-ს

ფირუზ რა მაგარი,,მზე" ხარ.პირველად არ შევხვდი შენ უაზრო კომენტარებს.შეეშვი მაგ საქმეს,თავს ნუ ,,იმზევებ"

• 2+1 შეკითხვა-ს

ოღონდაცა რააა. ოღონდაცა. გვაცალე კაცო სუშის ჭამა,))) საკეს ჩაარტყამ?

სანიკიძეს არ ცალია კალათბურთისთვის,პრეზიდენტ სალომეს წინააღმდეგ ხმა აქვს მისაცემი პარლამენტში!!!!!იმპიჩმენტ!

• simartle-ს

გვარები სწორად მაინც დაიმახსოვრე სანამ კრიტიკის ქარცეცხლში(ხა ხა ხა)გაგვატარე მთელი საქართველო

• Ილია

სპორტულ ფედერაციებს უნდა მართავდეს პარტიული ინტერესების მიღმა მყოფი სპორტული მენეჯერები და არა გაპოლიტიკოსებული ვეტერანები / პარალელურად პარლამენტარები, რომლებმაც ფედერაციები საკუთარი პარტიის დანამატად მიაჩნიათ და არა მთელი ქვეყნის საკუთრებად,სანამ ეს პრაქტიკა იქნება ჩვენს სპორტს სერიოზული შედეგების მიღწევის პერსპექტივა არა აქვს.

• დიმა

არ გამკვირვებია ეს მარცხი. უფრო მათი მიკვირს, ვინც ფიქრობდა, რომ გერმანიას მოვუგებდით. გუნდში უკანა ხაზი არ არის, ყველა ნორმალურ გუნდს ჰყავს მინიმუმ 3 მსროლელი. გუნდში ტაქტიკა არ გააჩნია. აგერ ლატვიამ სწორი თამაშით მოუგო მასზე ძლიერ საფრანგეთს და ესპანეთს. სლოვენიამ უპრობლემოდ დაამარცხა ნბას მოთამაშეებით გატენილი ავსტრალია. იმიტომ, რომ სწორად ითამაშეს და მოთამაშეებმა სული და გული ჩადეს თამაშში.

• jordan beli

გუნდში რო გეყოლება შენგელია,მამუკელაშვი,შერმადინი,ბითაძე და მთელი ევრობასკეტის განმავლობაში ერთ კომბინაციას ვერ აჩვენებ,უკვე ევრობასკეტის მერე იყო გასაშვები ზუროსი.ახლა უკვე მსოფლიოზე ხდება იგივე-მხოლოდ ინდივიდუალურ ოსტატობაზეა დამოკიდებული ყველა შეტევა და იმიტომაა,რო თავიდან კარგად ვიწყებთ და ბოლომდე არა გვყოფნის ძალები. ეს კომეტატორები საერთოდ სხვა თემაა.დავიჯერო ასეთი ძნელია ერთი კომეტატორის მოძებნა,ან ვინმე არ არი რო ტერმინები მაინც ასწავლონ სწორად და ცოტა აზრზე რო იყვნენ კალათბურთის. ,,აიწია,და გაუშვა"... გაუშვა არა დაიჭირა.ან ამდენჯერ სიტყვა -ბრავოს ხმარება რა არის?თუ ძიუდოში არის კომეტატორი რომლის მოსმენაც ერთი სიამოვნებაა,რა გახდა ფეხბურთში და კალათბურთში?

• ზურა

დღეს კალათბურთს იგებს სამ ქულიანები ყველაზე სუსტებით ვართ ამ კომპონენტში პლიუს ამდენი ტექნიკური წუნი მარტო მაღლებით ვერ მოიგებ თამაშს მანამ ეს ხარ ვეზები არ გამოსწორდება სამწუხაროდ სტაბილურად კარგი შედეგები არ იქნება

• simartle-ს

მამუკაშვილი ისედაც არ თამაშობს ნაკრებში რაც შეეხება სანაძეს და ჯინჭარაძეს ნორმალური მწვრთნელის ხელში კარგ კალათბურთს ითამაშებდნენ. ზუროსი ევროპის ჩემპიონატის მერე უნდა გაეშვათ.

• asia

ის რაც მისაღწევი იყო მიღწეულია, სხვა უფრო დიდის მოლოდინის შანსი უტანაბრდება ნულს. მაინც წარმატებები ქართველებს.

• თემო გი.

სამწუხაროა, რომ გუნდში 3 ქულიანების სტაბილური მსროლელი არ გვყავს. საშუალო და ძლიერ გუნდებთან ტაქტიკური მონახაზი კრიტიკას ვერ უძლებს, შემადგენლობა ქაოტურად მოქმედებს შეტევაში და დაცვაში, ხოლო მწვრთნელი აშკარად შესაცვლელია..

• Lasha

Boisa ver gaiyvana?

• simartle

გუნდი არასწორ კალათბურთს თამაშობს. სანაძეს და მაკფადენს ამ გუნდში არა ესაქმება რა. მამუკაშვილი, ბითაძე, შერმადინი, შენგელია... დანარჩენი ყველა გასაშვებია, რადგან სანაკრებო დონეს მსოფლიოზე სათამაშოდ არც ერთი არ არის. კალათბურთს თამაშობენ მტელი ცხოვერბა და ფარში ბურთის ტყორცნა ეშინიათ, ისე თავდაუჯერებლად ესვრიან... დაცვა ნოლი, შეტევა ნოლი, ფარზეც ბურთს ვერ ხსნიან ვერც შეტევაში ვერც დაცვაში, 3 ქულიანებსა ესვრიან როდესაც ფარქვეშ კაციშვცილი არ არის, ბურთის ტარება უჭირთ, პასისი მიცემაც საეწვოა ლილიკაძე მაინც ესინჯა, ან ბერიშვილს რას ერჩოდა 3 ქულიანებს მაინც ესვრის ყველაზე უკეთ. 16-ში გავედითო, კარგით გილოცავთ, მაგრამ ისეთ გუნდებს ეთამაშეთ და მოუგეთ რომელნთაც არაფერი ესაქმებოდა მსოფლიოზე. რომ არ გაეზარდათ მონაწილეთა რაოდენობა ვერ უნდა მომხვდარიყვნენ იქ. ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდა ლატვიასთან რა უსუსური გუნდიც გვყავს და უჯიგრო. ფლეგმების ნაკრები!!! ვენესუელის ნაშიმშილარ გუნდს მოუგეს ყოჩაღ...

• იმედი

მადლობა სწორი და ადამიანური შეფასებისთვის! ამ კალათბურთით ამაზე შორს ვერ წავალთ, აქაც გაგვიმართლა.

• დინამოელი

არააააა, შანსი არაა. ასეთი ლეგიონერით და ცინცაძით? გვატყუებთ რაღაცას

• Giorgi

კაკაო დაგამშვიდებდა ფირუზ ენდე ადამიანს

• 2+1 შეკითხვა

ფედერაციასთან მაქვს ორი შეკითხვა: 1)რატომ ყავს ნაკრებს მწვრთნელი რომლის აღებულ ტაიმაუტს არცერთხელ არ მოჰყოლია შედეგიანი ქმედება? 2) რატომ თამაშობს მსროლელის პოზიციაზე ლეგიონერი რომელსაც 3 პერიოდის მანძილზე ქულათა მარაგის გრაფაში 0 უწერია? +1 და მთავარი ჟურნალისტებო რატომ ხართ ჩუმად და არ ითხოვთ პასუხს ფედერაციისგან?

• ბასკო

16 საუკეთესო გუნდში გავედითო ისე ამბობს ხალხი, ვითომ ჯერ ყველაზე სუსტ ჯგუფში არ მოვხვედრილიყავით. შემდეგ ნახევრად სამოყვარულო კაბო-ვერდეს არ მოვუგეთ და ლიდერის გარეშე დარჩენილ, ვენესუელას. ეპობასკეტის შესარჩევში, ა ლიგის აუტსაიდერების დონის ნაკრებებს მოვუგეთ და ამით უნდა ვიამაყოთ?

• შოთა

შენგელია და მაკ ფადენი როცა იყვნე მოედანზე გუნდი საეთოდ ვერ თამაშობდა! შენგელიას იმენა თავის თავზე უნდა სულ რო აიღოს და იმენა ტვინი მოხნა!

• მასტერს

მოკლედ რომ შევაჯამოთ, შედეგი ყველა შემთხვევაში ისტორიულია და ჩაეწერება კიდეც სპორტის ისტორიაში! მადლობა ყველას, ვინც ოდესმე რაიმე წვლილი შეიტანა ამ შედეგში და პირველ რიგში - ნაკრების ბოლო წლების მოთამაშეებს! ამ თემაზე აქ კომენტარების სიმრავლეც გადასარევია - აშკარაა, რომ ქართულ კალათბურთს ბეევრი გულშემატკივარი ჰყავს - გვამრავლოს ღმერთმა! კომენტარების შინაარსიც მრავალფეროვანია - ესეც ნორმალურია და ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს: ისე, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ზოგისთვის შედეგია მნიშვნელოვანი, ზოგისთვის - ხარისხი. ამიტომ ის ხალხი, ვინც თავს იწუხებს და აქ საკუთარ აზრს (თუმდაც განხვავებულს) გამოთქვამს, ჩემთვის სწორედ ნაკრებისა და კალათბურთის გულშემატკივარია და ძალიან მეძვირფასება! საყვედურიც პრობლემების გაზრებასთან არის დაკავშირებული და არა იმასთან, რომ ვინმე ვერ ხვდება მსოფლიოს 16 ნაკრებში მოხვედრა რა საამაყოა და არ უხარია ეს ამბავი! და კიდევ, ამ ჩემპიონატმა ბევრი რამ გააშიშვლა, კომპლექსური პრობლემები გამოაჩინა (უკვე მერამდენედ!) და რაც მალე გავუსწორებთ თვალს და მათ გამოსწორებაზე იზრუნებს, ვისაც ევალება, მით მეტ სიხარულს მოგვანიჭებს კალათბურთის გულშემატკივრობაც და კომენტარების წერაც! მადლობა და ვულოცავ ამ ისტორიულ შედეგს ნაკრებს კიდევ ერთხელ! ps. რაღაცნაირად მაინც მრჩენა შეგრძნება, რომ ამ რესურსით უკეთესად თამაში შეგვეძლო...

• bwqa

ზუსტად შენა გამო არ თამაშობენ ჩვენი გუნდი იმიტო რომ ასეტ კომენტარებს კითხულობს მერე სანიკიდზე და ზისს უნამუსოდ 15 სკაზმე ოცნებაში კალათბურტში და სხვა ადგილებში. საქარტველომ მოუუგო ისეთ გუნდებს როგორიც არის პეხბურთში სანმარინო და ლიტვა და ამის გამო რა ვქნათ მუხლის ჩოქებზე დავუდგეთ სანიკიდეს რა მაგარი ხარო??? ამდენს იმიტომ ვწერ რომ რატომ იზახებენ ანდრონიკაშვილს და სხვებს რომლებსაც ზარალი მოაქვს ჩვენტვის. ხო უნდა გამოსწორდეს ამდენი შეცდომები წლიდან წლამდე... ფაჩულიას არააქვს შანსი იმიტო რომ არ უყვარს პუტინი და სანიკიდზე კიდე პუტინის ფანია და აქედან გამოამდინარე ჩვენ ნაკრებს არააქვს შანსი

• Გიო

ამას დამარცხება არ ქვია ..მწვრთნელი მოსაშორებელია სასწრაფოდ

• sos-ს

ზაზას და მისი გუნდის მოსვლას(შიო ხეცურიანის) მეც ვგულშემატკივრობდი, მარა დინამო რომ იყიდა ზაზამ და არაფერი გააკეთა მის ასაღორძინებლად, აღორძინებას ვინ ჩივა საერთოდ გაქრა რადარებიდან, აღარ ვიცი უკვე რა ვიფიქრო.

• რეალობა

სამწუხარო რეალობა ისაა, რომ დაბლების გამო წავაგეთ ასეთი დიდი ანგარიშებით. ქართულში არსებობს ეს სიტყვა "გამთამაშებელი", ვინც თამაშს ალაგებს, აკონტროლებს, ანაწილებს, გეზავს... ასევე შედის კალათისქვეშ და მსროლელია. ასეთი დღეს არ გვყვავს. ასევე არ გვყვავს მსროლელები. ეს კი მოწანააღმდეგის დაცვას აძლევს შესაძლებლობას რომ 2-3 მეტრის დისტანციაზე დაგვიცვან და 10-დან 2-ს თუ ჩავაგდებთ ეგ არავის აღელვებს. აბა სლოვენიას(დონჩიჩს) ან გერმანიას (შროდერს) მიეცით ან შენგელია, შერმადინი, ბითაძე და მამუკელაშვილი და ნახავდით რას იზამდნენ.

• SOS

ზაზა ფაჩულია!!!მოგწონს ეხლა ჩვენი უსუსური ნაკრები??შენ მაინც დაელაპარაკე სანიკიძეს ჩვენი მაინც არ ესმის და არ ითვალისწინებს არაფერს!!!!!!!

• ეხხხ!

შენც დაფიქრდი ხანდახან! თამაშების 95% -ს იგებენ და აგებენ ლიდერები! დანარჩენების მოვალეობაა მხარი აუწყონ და შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყონ ლიდერებს, ასეა კალათბურთში, ასე იყო და იქნება! ლიდერმა, ძლიერმა კალათბურთელმა 20-25 ქულა მინიმუმ უნდა აკრიფოს თამაშში! სათადარიგო 8-10 ქულაზე თუ ავა ეს მაგარ შედეგად ჩაითვლება!

• ALONZO

დავემშვიდობოთ მაკფადენს და ზუროსს.

• გიორგი 11

ხალხო... ცოტა აზრზე მოდით! 16 საუკეთესო გუნდში გავედით, რაც არასოდეს არ მომხდარა. მადლობა ბიჭებს!!!

• Irakli

სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების წევრები წლების განმავლობაში რომ ლიდერობდნენ იგივე თამაშს ვეღარ აჩვენებენ. დიდი დრო არ დარჩა როცა ნაკრებს დაემშვიდობებიან შენგელია, შერმადინი, მაკდაფენი, ცინცაძეზე აღარაფერს ვამბობ, ახლები კი სამწუხაროდ იმედებს ვერ ამართლებენ. ასაკობრვი ნაკრებების შედეგები ხომ მთლად კატასტროფულია. როგორც სჩანს უნდა მოვემზადოთ ქართული კალათბურთის ღრმა კრიზისისათვის. ახალი თაობის გაზრდაში რაღაც დააკლო ფედერაციამ და შედეგებს მალე მოვიმკით!

• ადამიანი

ფირუზი,ადი კაკაო დალიე

• გიგი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უკანასკნელი მატჩებიდან და მოსამზადებელი (ამხანაგური) თამაშებიდან გამომდინარე უკეთეს შედეგს აღარც ველოდი. ეს კი არა, 16 საუკეთესო გუნდში მოხვედრაც გამიკვირდა. ასეა თუ ისე ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვოთამაშეთ, რაც უროგო ნამდვილად არაა. უკეთესი შედეგების დასაფიქსირებლად აუცილებელია ეროვნული საკლუბო ჩემპიონატის დონის აწევა და ახალგაზრდა კალათბურთელების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება. მადლობა ნაკრებს იმის არდაზარებისთვის რაც იცის და წარმატებები ბიჭებს.

• ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!

ნაპოლი რომელ საათზე თამაშობს?

• zura222

ეს ზუროსის ბოლო ბანაობა უნდა იყოს ! არაფერი მწვრთნელი ეგ არაა @@

• ელიასი

ტაში-ტუში! ამასობაში ლატვიამ საფრანგეთს ესპანეთი გააყოლა, თანაც 2 უმთავრესი მოთამაშის გარეშე!!!

• სოსო

მართალი ხარ,ეს ხუთეული,მხოლოდ 3-4 წუთი უნდა შემოეშვა ,დანარჩენი დრო კი,სათადარიგოებს ეთამაშათ და უსიკვდილოდ მოვიგებდით.კარგი რა!რაღაცას რომ ამბობ,ცოტა მაინც ხომ უნდა დაფიქრდე,სანამ იტყვი.

• მწვრთნელი

პირველ ტაიმშიც კარგად ჩანდა, რომ გერმანია 100% არ თამაშობდა! ჩართო სიჩქარეები და გადაგვიარა მეორე ტაიმში! ამას რა ფიქრი და ნატვრა უნდა!? კი ვიცოდით, რომ გერმანიას ტოპ ნაკრები ყავს, მაგრამ 27 ქულით წააგება რაღა უბედურებაა! წააგვეგო ასე 8-10 ქულამდე არ შეიძლებოდა!?

• rigiti

ზუროსი დაცვაში რომ დამდგარიყო უკეთესი იქნებოდა, ისე ენერგიულად იქნევს ხელებს! მე ვიტყოდი რომ მწვრთნელის(სამწვრთნელო სტაფის) დიდი ჩავარდნა გვაქვს და სწორედ ეს არის ფედერაციის დიდი პასუხისმგებლობა. ერთწუთიან მონაკვეთში რომ 10 ქულით გაგექცევა მეტოქე ე.ი. რაღაც მოიშალა გუნდში და ამ დროს რომ წუთშესვენება უნდა აიღო ამდენი მეც კი ვიცი! კაცი 7 სამიანს რომ ისვრი და ვერცერთს ვერ ჩააგდებ... ამას არ გამართლება არ ჰქვია!!! და ეს მოთამაშეს ბრალი არ არის, მწვრთნელი უნდა ხვდებოდეს, მაგრამ...არ ეცალა, ხელებს იქნევდა და ნიანგებს აფრთხობდა! მადლობა ბიჭებს, დიდი სიამოვნება იყო ელიტაში საქართველოს ხილვა! ყველამ მაგრად იბრძოლა, მაგრამ ბრავო მამუს!!!! და გოგას!! და ყველას დიდი მადლობა!!!!!

• დიმა

კალათბურთელები გადამალული გყავს ? ფედრაციას რომ ცვლი ?.

• თემური

საინტერესოა პირველი ტაიმის მერე როგორ ფიქრობდნენ ისინი ვინც წაგების მერე დაუწყეს "დაცინვა" ჩვენს ნაკრებს, ქართულ კალათბურთს? წარმატება ბიჭებო ავსტრალიასთან! ბიჭებო მაქსიმალურად მოინდომეთ (ბოლომდე, ბოლო წამამდე იბრძოლეთ!) ავსტრალიასთან !

• ფირუზა

მაგას წაგება არ ქვია. მაგას ქვია გაპარტახება და აწიოკება. მაინცდამაინც ჯალალედინი უნდა დაგესხათ თავზე?

• Master

ვფიქრობ ძალიან ბევრს ვთხოვთ ამ ნაკრებს.ამ გერმანიას როგორ უნდა მოუგოს საქართველომ,რით? 9 ნბა-ს კალათბურთელი ყავთ.შეხედეთ გერმანიის ჩემპიონატს.შეხედეთ ჩვენს ჩემპიონატს,გვქვს საერთოდ?დღეს ვინც უყურა ამ თამაშს,მათ რომ კითხოთ 80 პროცენტი ვერ გეტყვით ვინ გახდა წელს საქართველოს ჩემპიონი.პირადად მეც არვიცი.ვონმეს რამე გაუკეთებია ქართული კალათბურთისთვის ასეთ შედეგებს რომ ითხოვთ.გამართლებით,ავად თუ კარგად საუკეთესო 16 ნაკრებში მოხვდა საქართველო,მეტს რას ითხოვთ თვითონ თუ იცით???აქამდე რომ მოვიდნენ,თუნდაც მსოფლიოზე რომ გავიდნენ ამისთვის ყველას დიდი მადლობა,მადლობა ამ ბიჭებს,ამ ხალხს,მაკფადენით და ზუროსით დაწყებული,ტურძილაძით დამთავრებული....წარმატებები...

• ვალერი

ამდენი ბავშვური შეცდომა რა უბედურებაა?! შემთხვებით მოხვედრილს გავს საქართველოს ნაკრები ამ მსოფლიოზე! ვინმე არ გამოხტეს ეხლა ჭკუის დამრიგებელი ისედაც ნერვებზე ვზივარ!!! მაკფადენი წასაყვანი რომ არ იყო მსოფლიოზე ფედერაცია ვერ ხვდებოდა? თუ აგვყავს უცხოელი ლეგიონერი მინიმუმ ქართველზე უკეთესი ხომ უნდა იყოს?! მადლობა მაკფადენს გაწეული სამუშაოსთვის ,მაგრამ მან 2 წლის უკან დაიწყო რეგრესი.შენგელიამ ძალიან უმატა შეცდომებს!კედელივით აღმართულ დაცვას უნდა გადაუაროს, ამაზე მწვრთნელი ხომ უნდა უთითებდეს? ბურთის შემოტანა ხომ საერთოდ ნერვების ამთხრელი გვაქვს!! ბიჭოოოოო!!! სტოლბებივით რომ დაერჭვები გაანძრიე ერთი ადგილი და ორმა ან სამმა კაცმა შესთავაზეთ თავი პასის მიცემა შემოტანის დროს.ზუროსი წასასვლელია დროა ახალი სისხლი სამწვრთნელო შტაბშიც!!! გაბრაზებული ვარ ძალიან და ამიტომ ვარ მკაცრი ასე არ უნდა თამაშობდე ასეთ ვითარებაში.უბრალოდ უმოძრაობა გვკლავს, ზანტები და ნელები ვართ.გასაგებია ბევრი მაღლები გვყავს მაგრამ გამთამაშებელივით არ უნდა ატაროს ბურთი მაღლებმა!! მისი საქმე არა ეგ! დაუნახავი არ ვარ დღეს რომ მსოფლიოზე ვართ ეს ჩემი დამსახურება არა ვიცი!!! ამ ბიჭების ბრალია! გუშინ რომ გავედით ჯგუფიდა ეგეც მათი დამსახურებაა და მადლობა ამისთვის.სასწრაფო დასკვნებია გამოსატანი და ბევრი რამ შესაცვლელი!!სასწრაფოდ არის მოსაყვანი გათამაშების სპეციალისტი მწვრთნელი და სამქულიანი მწვრთნელი.კომბინაციებზე მუშაობას ჯობია სამქულიანებზე გაკეთდეს აქცენტ.

• ეხხხ!

სამწუხაროდ ძალიან სუსტი ნაკრები გვყავს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ლიდერები ვერ ქაჩავენ. ხუთივე ლიდერი ძალიან სუსტად თამაშობს და ამის გამო ვმარცხდებით - 1. მაკფადენი 2. ბითაძე 3. შერმადინი 4. მამუკელაშვილი 5. შენგელია აი ამის გამო ვმარცხდებით!

• Jora-giorgi

სულ ეს არის ჩვერი ნაკრები,უაზრო ბაქი-ბუქი და ვითომ მაგარი იგროკები, არა და 80-იანი წლების კალათბურთ თამაშობენ, ამას კიდევ კომენტატორების გაუთავებელი,უაზრო ქება დიდება ემატება და პირდაპირ უარყოფითი განწყობა გეუფლება,არადა რა მაგარი გუნდი შენ ხარ? ორ საშუალო დონის მეტიქესთან ჯამში თითქმის 60 ქულა წავაგეთ. რაღა დროს შენგელიას ,შერმანდინის და სანაძის კალათბურთია. მადლობა ფიბას,რომ მონაწილეთა,რაოდენობა გაზარდა და რუსეთი და ბელარუსი მოკვეთა,უკრაინა ისედაც სახლში ვერ თამაშობდა და ისლანდიამ ლამის სახლში ჩაგვტოვა, თბილისის ევროს ფიასკოს შემდეგ სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი მაგრამ იმედი მაინც მქონდა, მაგრამ.....

• რეზო

დააკვირდით გერმანელთა მწვრთნელს? როგორი დინჯი და აკადემიური იყო. ნოდარ ახალკაცი გამახსენა, იშვიათად წამოდგებოდა ხოლმე ფეხზე. ხოდა, გავიდა ეს მწვრთნელი შესვენებაზე და იე შეცვალა ყველაპფერი, რომ ტოლ-სწორად მოთამაშე გუნდს ბურთი დაახია თავზე. ასევე იყო სლოვენიას შემთხვევაშიც. ზუროსი დიდი ხნის წასული უნდა იყოს, მაგრამ სანამ ეს ფედერაცია(მთავრობა) იქნება, არსად წავა. ხო, მართლა, ძალიან საინტერესოა რატომ ესაუბრება ინგლისურად ბიჭებს მარკოიშვილი წუთშესვენებაზე? ერთი თადია უცხოელი და დაბერდა კაცი, დავიჯერო ორიღერი ქართული ვერ ისწავლა? ასევე ზუროსიც, 10 წელია ალბათ აქ არის უკვე. აი რა განსხვავებაა მაგას და მელიტონას შორის, რომელმაც ოჯახიც კი გადაიყვანა ქართულის სწავლებაზე. ამიტომაც არ მწამს სანიოლის, რუსულად ინტერვიუერ ვაისის, მოარტისტო ზროსის, უფუნქციო ფედერაციის. იმედი მაქვს ავსრალიასთან 50 ქულით არ წააგებენ. სანდროს ყოჩაღ. დანარჩენები მოყვარულების დონეა......

• llcl

არ მგონია თანამედროვე კალათბურთში ვინმემ მოიგოს მწვრთნელის, გამთამაშებლის და მსროლელის გარეშე

• გითანაგრძნობ

არადა, იმ კრასნოდარის მხარეში ერთიც კარგი გამოთქმა აქვთ - ფრაერს სიძუნწე ღუპავს... არ უნდა გაგემაზა საქართველოს მოგებაზე, არც ლაბავოი და არც ფორით...

• მალაქია

კი არ წავაგეთ გავნადგურდით, ჩვენ რომ ვინმეს დიდი ანგარიშით ვამარცხებთ, მაშინ ხომ არ ვიშურებთ ეპითეტებს. მომავალი განადგურება გველოდება ავსტრალიასთან. ფედერაციიდან დაწყებული ძირეული ცვლილებებია საჭირო.

• დდდ

არა რაა... კალათბურთში ძალიან ბევრია 4 ათწუთიანი ტაიმი... აი, თამაში რომ ასე 7-8 წუთი გრძელდებოდეს, ჩვენი ბიჭები მედლების მოპოვების რეალური კანდიდატები იქნებოდნენ... ისე, ხუმრობა იქით იყოს და ნეტა, სპორტის ყველა გუნდურ სახეობაში ვახერხებდეთ (იღბლით, უიღბლოდ, რუსების დისკვალიფიკაციით თუ ჩინეთის დიდი კედლის დანგრევით) მსოფლიო ჩემპიონატზე გაძრომას და მერე კიდევ ჯგუფიდან გაჯლიგინებას...

• zura

პირველ რიგში მაინც დიდი მადლობა ბიჭებს. მინდა გულის წუხილი გამოვთქვა ერთ რამეზე: მაგალითად როდესაც ფაჩულია იყო კაპიტანი გუნდი სულით და გულით თამაშობდა. იმაზე მეტს იხარჯებოდნენ ვიდრე შეეძლოთ. ახლა ასე მგონია მამუკელაშვილის და შენგელიას და ბითაძის გარდა არავის უნდა თამაში. პ.ს. მაპატიოს ყველამ ვინც არ მეთანხმება მაგრამ შერმდინმა ითამაშოს მარტო კლუბში რა. ნაკრებში აშკარად პრობლემაა. მიუხედავად მისი პატივისცემისა ნაკრებში პრობლემაა

• aqsadaqsa

გულწრფელად მინდა ვთქვა კალათბურთი ვითამაშეტ მხოლოდ 1 ტაიმის მე-2 ნახევარი, არ ვართ კარგ ფორმაში. მე გამოვარჩევდი მხოლოდ მამუკელაშვილს და შერმადინს ისიც არაა სრულ ფორმაში, დანარჩენი გუნდზე ძალიან უკმაყოფილო და გულდაწყვეტუილი ვარ, მაცფადენი ცინცაძე და ანდრონიკაშვილი საერთოდ არ უნდა მიაკარო კალათბურთს, ტედი იყო დრო ვარგოდა, რატრის კარგი მომავალი წინ აქ. ცინცაძე მორჩი რა, აღარც სპორტული ტანი აღარც ტვინი, რომელიც ნამდვილად ქონდა. ბითაძე მოხსნაზე კარგია მაგრამ მარიაჟულად თამაშობს თუ დააფარა ხო აკეთებს ტრიუკებს ამ დროს მოწინააღმდეგე უკვე შენ ფართანაა. გამთამაშებველი გვინდა სასწრაფოდ და მსროლელი, ძალიან ზანტები ვართ ძლიან, არადა დიდი ქომაგი ვარ თქვენი მაგრამ ძალიან წყვეტთ ხალხს გულს. დაფრინავდა ხალხი ესროდა საოცრად და თვქენ რა? მხოლოდ სომხეთი უნდა ვჩაგროთ უგანდა ცაპო ვერდე და ა შ? გვაქ არადა კალათბურთის ისტორია და რავიცი მწვრთნელმაც ალბათ ამოწურა თავი და რამოდენიმე მოთამაშემაც.

• S.K.K.

ბოლო წამებზე ჩავრთე (კიდევ კარგი) - 97:73. ეს მაინც არ ჩაგვიგდონ მეთქი. ტყორცნა - 100:73. ... მთელი თუ არა ნახევარი მსოფლიო გიყურებს. სირცხვილია!!! ფუ.

• გიორგი 50

ამას მხოლოდ წაგება არ ჰქვია..... არ მინდა ვთქვა... და საერთოდ, გუნდს ფიზ-მომზადების მწვრთნელი არ ჰყაავს? რეჟიმს, როგორც პროფესიონალები, არ იცავენ? რას ჰგავს 19 დაკარგვა ერთ მატჩში და მხოლოდ ერთი ტაიმის ,,ოფსილა''... კალათბურთელები ძალიან ნელა მოძრაობენ, დაგვიანებული რეაქციები. თითქოს, ჩვენი ვეტერანთა გუნდი ეთამაშება გერმანიის ნაკრებს... რაცა ვართ, ესა ვართ... 21 სლოვენიასთან, 27 გერმანიასთან... თავიანთ გუნდებში, ან თავიანთ ქალაქში რომ დაბრუნდებიან, არ გაუტყდებათ? გასკდა გული რააა....

• ელიასი

ვისაც ამათი ნათელი მომავლის სჯერა - იდიოტია ან საცოდავი ტროლიკა მამუს გარდა ერთი რომელი უმატებს ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე? ცარიელი იღბლით გაძვრნენ დაწყებული შესარჩევიდან აქამდე, ეს არის და ეს. სანაძეს 12 წლის წინ კიდევ არა უშავდა, იმის მერე კი სულ ცარიელი ადგილია. ცინცაძეს 5 თამაშიდან 1 გამოსდიოდა კარგად (ხანდახან ძალიან კარგად, მეჯიქ ჯონსონი გეგონებოდა), ახლა 10-დან ერთი გამოსდის. მის კვალს მყარად დაადგა ანდრონიკაშვილი. მაკმა აქ მაგრად ჩაისვარა. ჯინჭარაძე ძალიან მონდომებულია და იმავე დროს ძალიან სასაცილო. შერმა ეს-ესაა პენსიაზე გავა და თუ არ გავა მაგრად მიჰქარავს. მოკლედ, ცუდად არის ამათი საქმე და თუ სადმე ამერიკის კოლეჯებში ვერ მივაგენით 3-4 კარგ ჩვენიანს, მაშინ ყველაფერი დამთავრებულია და გაუმარჯოს საქართველოს კრასნოდარის კრაის შემადგენლობაში, საითაც მივექანებით. წაეთრიეთ!!!

• გიორგი 50

ამას მხოლოდ წაგება არ ჰქვია..... არ მინდა ვთქვა... და საერთოდ, გუნდს ფიზ-მომზადების მწვრთნელი არ ჰყაავს? რეჟიმს, როგორც პროფესიონალები, არ იცავენ? რას ჰგავს 19 დაკარგვა ერთ მატჩში და მხოლოდ ერთი ტაიმის ,,ოფსილა''... კალათბურთელები ძალიან ნელა მოძრაობენ, დაგვიანებული რეაქციები. თითქოს, ჩვენი ვეტერანთა გუნდი ეთამაშება გერმანიის ნაკრებს... რაცა ვართ, ესა ვართ... 21 სლოვენიასთან, 27 გერმანიასთან... თავიანთ გუნდებში, ან თავიანთ ქალაქში რომ დაბრუნდებიან, არ გაუტყდებათ? გასკდა გული რააა....

• ზ.მ.

კალათბურთში ყოველ წამს მნიშვნობა აქვს.ნაკრებმა თამაში შეწყვიტა 9-7 წუთი რომ იყო Dასრულებამდე.მწვრთნელი შესაცვლელია!სტაბი შესაცვლელია,მოსაყვანია ფაჩულიას ორგანიზაციით სტაბი,NBA-ას მწვრთნელი მწვრთნელით სამომავლოდ ყოველ ჩაგდებულ ქულას მნიშვნელობა აქვს ყოველთამაშში,ოლიმპიური თამაშების ჩათვლით და სამომავლო რეიტინგისთვისაც ნაკრების,ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს,მომავალში მაინც,ყველამხრივ.

• პაატა

ძალიან მძიმე საყურებელია დაბნეული მწვრთნელი და მოთამაშეები, რომლებმაც არ იციან როგორ შეუტიონ მოწინააღმდეგეს… მეორე ტაიმში სრულიად უსუსურები დაცვაშიც და შეტევაშიც…

• დუდა სანაძე

დუდა ვარ სანაძე. შუთერი

• მწვრთნელი

კი არ დამარცხდა განადგურდა! დამარცხებაა ბრძოლაში, რომ წააგებს ნაკრები! გაასწორეთ სათაური! ზუროსმა, მაკფადენმა, ცინცაძემ მსოფლიო ჩემპიონატის მერე, თუ ნამუსი აქვთ თვითონ უნდა დატოვონ ნაკრები! ამოგვტენეს სამქულიანებით! ლიკლიკაძემ ბოლო 1 წუთში იმდენი გააკეთა რაც ცინცაძემ და მაკფადენმა მთელი თამაშის განმავლობაში! ზუროსსი აქამდე ვერ მიხვდა, რომ თუ მოთამაშეს თამაში არ მიდის ნუღა შემოგყავს დიდი დროით მაინც!

• rable

მკფადენს იმის ნახევარი სათამაშო დრო უნდა ქონოდა რაც ითამაშა, ჯინჭარაძემ თამაში ჩააგდო, ზოგადად ბევრი დაკარგვები გვქონდა და ეს გუნდურობის კლასის დაბალ საფეხურზე მიგვანიშნებს.. -შენგელიას რაც შეეხება -მადლობა მას ბევრი თავდადებული თამაშისთვის, მაგრამ საკლუბოზეც და სანაკრებო დონეზეც მეტად მოუკლო.. არადამაჯერებელი გახდა და აღიქმებოდა ისე, რომ მის გარეშე უფრო მარტივად და ეფექტურად ვთამაშობდით... ზუროსს კი დაავიწყდა მგონი, რომ ბერიშვილიც გვყავს ნაკრებში და მაკფადენზე მეტს ნამდვილად არ გააფუჭებდა..

• ციციკორე

კაბო-ვერდეს და ვენესუელას მგლები. სლოვენიასთან და ახლა უკვე გერმანიასთანაც გამოჩნდა ამ ნაკრების რეალური ძალა. შენგელია და შერმადინი რომ წავლენ, მერე რა გვეშველება.

• 912

კლასი 10/5 შესრულება 10/3 თავდადება 10/7 არაუშავს რაც ვართ ეს ვართ თავს ზევით ძალა არაა იქნებ ავსტრალიასთან გაგვიმართლოს, მადლიბა და წარმატებას გისურვებთ

• rembo

ზუროსი და მთელი შტაბი სახლში წადით და გაიყოლეთ დუდა რატი მაკფადენი და შერმო

• ქუთაისელი

გერმანელებმა 3 ქულიანები უფრო მეტი პროცენტით ისროლეს, ვიდრე 2 და ჯარიმები. პერიმეტრი მორღვეული გვქონდა. თითქოს ჩვენი ყველა შეტევა გაშიფრული ჰქონდათ. მაკფადენი შემეცოდა, თავადაც ძალიან განიცდიდა თამასი რომ არ წაუვიდა. ეს დაკარგვები და უდისციპლინობა როგორმე ოდესმე უნდა დავამთავროთ. ეჰ, სამწუხაროა..

• გოგა

სირცხვილი! რამხელა ჭაობში ვართ! აქ რომ გულს ვიოხებთ გულშემატკივრები, არ არსებობს რამე გულშემატკივართა გაერთიანება, რომლებიც ერთობლივად გავაგებინეთ კალათბურთის ფედერაციას, რომ არასწორი შერჩევა გინდა ასაკობრივ ნაკრებებში და მთავარ გუნდში, ღუპავს ქართულ კალათბურთს! რატომ ხმას არ იღებენ ის ადამიანები, ვისაც სიტყვა ეთქმის კალათბურთში! ვწეროთ აქ ის არის გასაშვები , ეს არის გამოსაშვები, არაფერი იცვლება ეს ფედერაცია ხალხის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხებით ფინანსდება ვიღაცას ხომ უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა!

• გულშემატკივარი

დასაშლელია ნაკრები. ახალი მწვრთნელი და ახალგაზრდული გუნდია გასაკეთებელი.

• ლევანი

ყოჩაღ ბიჭებო, რომ გვითხარით, მეტის თავი არ გვაქვს და რაღაზე ვიბრძოლოთო. ხელების ჩამოშვება და პარკეტზე ჩასვრა, სირცხვილი რომ არის, იქნებ ვინმემ აუხსნას ამათ. ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ.

• ეეე

ცოცხალი თუ იყო კაპუსტინი წაგვეყვანა მაქფადენზე მეტს ნაღდათ ჩააგდებდა.დდდ

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

ზუროსი და მაკფადენი მოსაცილებელია ნაკრებს . უკვე დრო მოვიდა. ავსტრალიასთან ჯობია არ გამოვიდნენ. ასეთი უსისხლო და უჯიგრო გუნდი არ მინახია. სუფთა გეგონება ქოცები თამაშობდნენ კალარბურთს.

• გგგ

დამარცხდა? ამას დამარცხება ჰქვია? კი არ დამარცხდა,გაფარჩაკდა.

• Lobotka

მე 4 მეოთხედია მაკფადენი არი აბსოლუტური ნოლი და კიდე შემოყავს მოედანზე. ეს ზუროსი ცოტა წაიდებილებს ყველაფერთან ერთად.სხვა რა დავარქვა არ ვიცი.

• rable

ზუროსი "ტყემალზე შეჯდა" მგონი მაკფადენს მთელი ტურნირი არაფერი გამოზდის და ჯიუტად ბევრს ათამაშებს, შენგელიას გარეშე რაც ვითამაშეთ უპირატესობა შეიქმნა თითწმის ყოველთვის.. როტაციას ვერ განსაზღვრავს სათანადოდ ზურო))) წარმატება

• ზურა

გამთამაშებელი არ გვყავს.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

ზუროსმა შემადგენლობა დაასახელა: ფრენკამპით, სანაძით, ბურჯანაძით და შერმადინით - შენგელიასა და ბითაძის გარეშე