"აუდის თასზე" "ბაიერნთან" მარცხის შემდეგ, მილანელთაგან ყველაზე მეტად ანტონიო კასანო გააკრიტიკეს
“მილანი” უკვე კარგა ხანია, რაც მოსამზადებელ ეტაპს გადის და რამდენიმე საკონტროლო შეხვედრის გამართვაც მოასწრო. მათგან ყველაზე გამოსარჩევი "აუდის თასზე" მიუნხენის “ბაიერნთათან” დაპირისპირება გახლდათ, რომელშიც ლომბარდიელებმა მარცხი იწვნიეს და კრიტიკის ქარცეცხლშიც გაეხვვნენ.

საყოველთაო მოსაზრებით, ბავარიელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე, განსაკუთრებით კი სისწრაფესა და მოძრაობაში.

ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად ანტონიო კასანო გააკრიტიკეს, აშკარად ჩააგდო შეხვედრა და ვერაფრით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს. 29 წლის შემტევის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ადრიანო გალიანი გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

“კასანო ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ პერიოდულად რეჟიმის დაცვა უჭირს. ამ ზაფხულს აშკარად მოიმატა წონაში და თუ უნდა, რომ სეზონის სტარტს კარგ ფორმაში შეხვდეს, რამდენიმე კილო აუცილებლად უნდა დაიკლოის. რაც შეეხება მისი შესაძლო გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს, სრული სისულელეა, რადგან ანტონიო გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა