რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართება
დღეს, 30 ივლისს საღამოს რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობასაც გავიგებთ.

უკვე გაუწყეთ რომ, ნაკრებები კალათებში ფიფას რეიტინგში დაკავებული ადგილების მიხედვით ნაწილდებიან. რაკი ივლისში ევროპულ გუნდებს არ უთამაშიათ, რეიტინგში მათი თანმიმდევრობა არ შეცვლილა და კალათების შემადგენლობაც, ფაქტობრივად, ერთი თვის წინ განისაზღვრა.

პირველი კალათი: ესპანეთი, ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, იტალია, პორტუგალია, ხორვატია, ნორვეგია, საბერძნეთი.

მეორე კალათი: საფრანგეთი, ჩერნოგორია, რუსეთი, შვედეთი, დანია, სლოვენია, თურქეთი, სერბეთი, სლოვაკეთი.

მესამე კალათი: შვეიცარია, ისრაელი, ირლანდია, ბელგია, ჩეხეთი, ბოსნია, ბელარუსი, უკრაინა, უნგრეთი.

მეოთხე კალათი: ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, ლიტვა, ალბანეთი, შოტლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ავსტრია, პოლონეთი.

მეხუთე კალათი: სომხეთი, ფინეთი, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, მოლდოვა, მაკედონია, აზერბაიჯანი, ფარერები.

მეექვსე კალათი: უელსი, ლიხტენშტაინი, ისლანდია, ყაზახეთი, ლუქსემურგი, მალტა, ანდორა, სან მარინო.

53 ევროპული ნაკრებიდან ბრაზილიაში მხოლოდ 13 გაემგზავრება. შეიქმნება 9 ჯგუფი, საიდანაც 8-ში 6-6 გუნდი იქნება, ერთში კი - 5. ჯგუფების გამარჯვებულები მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებენ, ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსანი თამაშგარეში დარჩება, დანარჩენი რვა კი ოთხ წყვილს შეადგენს და ბოლო ოთხ საგზურსაც ისინი გაითამაშებენ.

შეგახსენებთ, ჩვენს ეროვნულ გუნდს თემურ ქეცბაიას დანიშვნამდე გაცილებით უარესი რეიტინგი ჰქონდა. ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას საქართველოს ნაკრები მეხუთე კალათის ბინადარი იყო, ახლა კი ერთი კალათით ზემოთაა.

კალათების შემადგენლობას დაკვირვებით თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ უმძიმეს, ხელსაყრელ თუ საშუალო სიძლიერის ჯგუფში მოხვედრის დაახლოებით ერთნაირი შანსი გვაქვს და ვნახოთ, იქნება თუ არა იღბალი ჩვენს მხარეს.

ჩვენი ორი ამჟამინდელი მეტოქე, ხორვატია და საბერძნეთი, პირველკალათელია და იქ მოხვედრილ სხვა გუნდებს თუ გადავხედავთ, ზემოთ ნახსენები ორიდან რომელიმესთან კვლავ შეხვედრა ურიგო პერსპექტივა არ უნდა იყოს. ნორვეგიაც უთუოდ კარგი ვარიანტია, დანარჩენებზე კი რა გითხრათ...

ჩერნოგორიამ ბოლო დროს სერიოზული პროგრესი კი განიცადა, მაგრამ მეორე კალათიდან მაინც მათი შეხვედრა უნდა ვისურვოთ. ხელწამოსაკრავი გუნდები არც მესამე კალათში არიან და უკრაინა და შვეიცარია უხერხულ მეტოქეებად უნდა მივიჩნიოთ, უნგრეთი, ბელარუსი, ბოსნია და თუნდაც ბელგია კი, ნორმალური ვარიანტი უნდა იყოს.

მეოთხეკალათელებიდან, ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებთან ვერავინ მოხვდება, მეხუთე და მეექვსე კალათებში სასურველი მეტოქე ბევრია, მაგრამ უსიამოვნო ვარიანტებიც არსებობს კვიპროსისა და უელსის სახით.

გავიხსენოთ: ახლახან ფიფამ გამოაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები ერთ ჯგუფში არ მოხვდებიან, ისევე, როგორც აზერბაიჯანი და სომხეთი (თუმცა ეს ორი ისედაც ერთ კალათში აღმოჩნდა). ასე რომ, მეორე კალათიდან ჩვენი პოტენციური მეტოქე მხოლოდ რვა გუნდია.

ბოლოს კი "ლელოს" სუბიექტურ აზრს შემოგთავაზებთ და თითოეული კალათიდან ჩვენი აზრით ყველაზე სასურველ და არასასურველ მეტოქეებს დავასახელებთ.

საუკეთესო ვარიანტი: ნორვეგია, ჩერნოგორია, უნგრეთი, ფარერები, სან მარინო.

ყველაზე ცუდი ვარიანტი: ესპანეთი, საფრანგეთი, უკრაინა, კვიპროსი, უელსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Qartveli!
შემოგევლეთ ბიჭებოო !!! არავისი არ გვეშინია! შიშის დედაც მ...! ბიჭებო,მთელი ქართველი ერი თქვენს მხარეს დავდგებით და დავანახოთ ევროპა-მსოფლიო ჩემპიონებს ვინ არიან ქართველები ! და ბაყაყიჭამია ფრანგებს ვაჩამოთ გომბეშოები ! მიყვარხართ!!!!
levani
თავს იმით ვიმშვიდებ რომ ჩავი ინიესტას მაინც ვნახავ დინამოზე:D
levani
სასაცილოა რა მაინცდამაინ ყველაზე უარესი ჯგუფი შეგვხვდა
tirrannos
სავსებით ვეთანხმები ლაშას, არავინ ამბობს რო ყურები ჩამოვყაროთ მარა ამ ჯგუფიდან გასვლა მოსთხოვო არათუ ჩვენს ნაკრებს არამედ ნებისმიერ სხვას უაზრობაა... მესამე ადგილი აი რაც მგონია ჩვენი მაქსიმუმი რისთვისაც უნდა გავაკეთოთ ყველაფერიიიი!
lasha
მე არ ვიცი რომელ გუნდს ვაყალიბებთ 12 წელია!!! მე ლაპარაკი მაქვს ქეცბაიაზე და დღევანდელ ნაკრებზე, მიზანს რაც შეეხება რა თქმა უნდა გუნდმა უნდა იბრძოლოს, მაგრამ გასაგებად ვწერ " გინდა თუ არა ფინალურ ეტაპზე გადიო" ე. ი. სხვა გზა არა გაქვს და საფრანგეთსა და ესპანეთს თავ-ბედი უნდა აწყევლინოო, ამას რომ ჩვენს ნაკრებს მოვთხოვთ ან მართლა ფანტაზიორები უნდა ვიყოთ ან ფეხბურთის გაგებაში საერთოდ არ უნდა ვიყოთ.
dato
ეს მომავლის გუნდი რით ვერ ჩამოვაყალიბეთ 12 წელია ვაყალიბებთ!!!!სწორედაც რომ უნდა დაუსახოს მიზანი გასვლა ფინალურ ეტაბზე, მიზნის გარეშე ვერაფერსაც ვერ მივახწევთ.........
lasha
ყველაზე ცუდი ვარიანტი: ესპანეთი საფრანგეთი.......რა იყო " ლელო"-ა თუ ლელა კაკულია.))))))) ისე, ამათზე კარგ გუნდებს სად უნდა ეთამაშო? არა მგონია ქეცბაიას ვინმე ჭკუათმყოფელმა მიზნად დაუსახოს გინდა თუ არა ფინალურ ეტაპზე გადიო, ამიტომ მე ვფოქრობ, ნამდვილი და მომავლის გუნდის ჩამოსაყალიბებლად კარგი პერსპექტივა გვექნება.
დევიდ აირონს
ჩვენ ბოლო-I ჯგუფში მოვხვდით, აი მეტოქეებიც: ესპანეთი, საფრანგეთი, ბელორუსი და ფინეთი...ალბათ მეორე ადგილი ფანტასტიკის სფეროა...თუმცა ბურთი მრგვალია.
gia1981
როდის არი კენჭისყრა რომელ საათზე
Toko
ჩერნოგორია სლოვენიაზე და სლოვაკეთზე ძლიერია.. ვუჩინიჩი და იოვეტიჩი დაგავიწყდათ ?
დათო
ნორვეგია, ჩერნოგორია, ისრაელი(არაფერი გუნდი არ არის, უნგრეთი ამას 2 თავით მაღლა დგას), ფარერები, სან მარინო.
mircho
უნგრეთს კიდე ისევ ისრაელი შეგვხდეს. შემთხვევით მოგვიგეს.
mircho
ჩერნოგორიას - სლოვენია ან სლოვაკეთი არ ჯობია?
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის