<p>ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.</p><p>წყაროს ცნობით, მხარეებს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.</p><p>გამოცემის ინფორმაციით, ჯუღელი "ნაპოლის" პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრას რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა კინოპროდიუსერმა ეს არ მოისურვა, რადგან ქართველის მოთხოვნები მათთვის მიუღებელია.</p><p>"ჯუღელი ნეაპოლში აურელიო დე ლაურენტისთან ახალ კონტრაქტზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა. ხვიჩას წარმომადგენელი წელიწადში 5 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვდა, კლუბი კი მხოლოდ 3.5 მილიონის გადასახდელად იყო მზად. ჯუღელი საქართველოში დაბრუნდა", - წერს გამოცემა.</p><p>შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.</p><p><p><p><p><br></p>
მილოშ კრასიჩ
გაიხსენეთ მილოშ კრასიჩი.რუსეთის ჩემპინაიდან იუვეში გადავიდა,პირველ სეზონსი 10 ზე მეტი გოლი შეაგდო და მეორე წელს ჩაქრა.ცოლი,შაქარდედა და ჯუღელი ვერ მიიყვანს მაგ ბიჭს წარმატებამდე,თუმცა მეორე წელია უკვე,რაც ხვიჩაზე ვყბედობთ მთელი ქართველი ერი და ერთგვარად უკვე მისი წარმატებაა
მუხრანი
ადამიანი რომ თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაშზე უარს იტყვის მესამე ხარისხოვანიც არაა!
რრრ
როგორც მესამე ხარისხოვან ერს ისე გვიყურებენ.
დათას
მე არ ვამბობ, რომ ნაპოლი სწორად იქცევა ან კვარა არ ეკუთნის მომატება და უკეთესი კონტრაქტი... ანუ მაგაში გეთანხმები 100%-ით. მაგრამ ეგაა რეალობა. მე უბრალოდ ვამბობ, რომ მიმდინარე კონტრაქტზე, თუნდაც ცუდზე, მგონი მისი ხელმოწერაა და ამ ამბავს პროფესიონალურად უნდა მიუდგეს. ესეც რეალობაა, გინდ მოგვწონდეს გინდ არა. აქ ხალხი წერს, რომ ხვიჩამ ხელფასის ნაირად დაბალ დონეზე უნდა ითამაშოს და ვისაც უფრო მაღალი აქვს იმად დადოს შედეგიო, რაც აბსოლუტურად გაუმართებლად მეჩვენება და პირიქით, ვფიქრობ, რომ კიდევ მეტად უნდა დაიხარჯოს რათა სხვა, უკეთესმა გუნდებმა რეალურად მოინდომო მისი გადაბირება და არა მხოლოდ ჭორებით. წარმოიდგინე ახლა, რომ ხვიჩა გაიბუტა, დაიწყო პოზების მიღება... სხვა გუნდების დამკვირვებლებიც ხომ დაინახავენ და არავის უნდა მერწმუნე მასეთ პრობლემატურ მოთამაშეებთან მილიონების გადახდა თუ მართლა მესი არ ხარ.
ნაპოლეონ-ს
ხოდა დაირქვი სტალინი, ლენინი ან ბრეჟნევი, რაღა ნაპოლეონს ირჩევ სახელად? ძიუბაც მოგიხდებოდა.
Niko
ეს ყლე ჯუღელი დაღუპავს ამ ბავშვს !!!
გამგებელი
შენ დაგუგლული მოხვედიიი??
გულშემატკივარი
კვარამ უნდა დაამტკიცოს, რომ ისევ ის კვარაა და ღირსია ხელფასის მომატების. და თუ, დე ლაურენტისმა ისევ უარი თქვა ხელფასის მომატებაზე, კვარას ნაპოლიზე უკეთესი გუნდი წაიყვანს და კარგ ხელფასსაც არ დაამადლის. და დარჩება დე ლაურენტისი ხახამშრალი. მაგნაირებს ეგრე ემართებათ ხოლმე, ბარსას პრეზიდენტისა არ იყოს, მესი რომ ბარსადან გაუშვა.
იულონი
პირველივე ნორმალურ შეთავაზებაზე უნდა წამოვიდთ იქიდან, "ნაპოლი" მალე აყროლდება
ხათუნა
ჯობია დათანხმდნენ 3,5 მილიონს, მხოლოდ სატრანსფერო თანხა უნდა დაუწიოს დე ლაურენტისმა თავის ხუშტურებზე კი არა, როგორც შეფასდება მოცემული დროისათვის და არა მისი სურვილისამებრ
თემო
თუ გუნდში არ ითამაშა ნაკებში როგორღა ითამაშებს?ესეგი მხოლოდ ფულის გამო უნდა ითამაშოს?
არტ
ხუთწლიან კონტრაქტს რომ დებდნენ ნაპოლისთან, მაშინ უნდა ეფიქრათ. ისევე როგორც მიქაუტაძეს აიაქსთან. ასეთი ხანგრძლივი კონტრაქტი რისკის შემცველია ყოველთვის. იქნებ რა ხდება იმ გუნდში ამ ხუთო წლის მანძილზე? ხუთი წელი ლამის ნახევარი კარიერაა! ახლა კი ვინც ურჩევთ ნახევარი ძალით ითამაშოს, დაფიქრდით იმაზე, რომ კვარას ახლა აქვს ის პერიოდი, როდესაც ფეხბურთელის დახვეწა-განვითარება ხდება და ნახევარი ძალით თამაში განვითარებას ვერანაირად ვერ წაადგება. პირიქით, მაქსიმალურად უნდა გააგრძელოს პროგრესი, ახალი შტრიხები შემატოს თავის თამაშს,მაქსიმალურად გამოიჩინოს თავი რომ გრანდების თვალთახედვის არეში დარჩეს.
???
კიმის კონტრაქტში 20 თუ 30 მლნ ეწერა გამოსასყიდი და წავიდა კიდეც ბაიერნში, კვარას კონტრაქტში 2027 წლამდე 1.2 მლნ რომ უწერია ხელფასი, საერთოდ ამოღებულია გამოსასყიდი თანხა. ხოდა ჯუღელმა მიიღო დე ლაურენტისისგან ასეთი პოდლობისთვის რაღაც ატკატი სავარაუდოდ ან ძალიან დებილია - ასეთი კონტრაქტი როგორ უნდა გაჭამონ აგენტს. ხელფასი ამ შემთხვევაში მოტივაციის, სტატუსის და გუნდის დამოკიდებულების მაჩვენებელია ფეხბურთელისთვის და აქ ჩანს ყველაფერი.
ნაპოლეონ
ყველაფერი სწორეა. . . აბა რუსეთი გუნდათ? . . ეხლა ზენიტმა რომ წაიყვანოს ეჭვი გეპარებათ რომ სულ ცოტა 10 ლიმონს გადაუხდის?. . .ევროპელისთვის ხარ პაპუასი და მორჩა. . ჩაგიყვანს მთიულურს გატლინკავებს და რომ მორჩები ტლინკაობას მაშინ დაგამცირებს როგორც თავის დროზე კომუნისტების დროს შვრებოდნენ. . .ამერიკაში ჯინსები აჩუქეს . . . არავინ ხალხი არავინ არასდროს არსად არ მიგიღებთ. . . ნუ იმათ გასაგონად ვამბობ ვისაც შიგ ევროპაში თემას ფული არ მოაქ და გულწრფელად სჯერა. . .რას უხდიან მიქაუტაძეს,რას უხდიან კვერნაძეს საზონოვის ან თუნდაც დვალს და სხვა კიპროსელებს. . . ხვიჩამ ეხლავე რომ მოითხოვოს ტრანსფერზე დაყენება კოლჩესტერიც არ იყიდის. . . ქართველში არავინ გადაიხდის და ეს ბრწყინვალედ იცის სომხისა და ებრაელის ნაზავმა ლაურენტისმა. . .გაიგეთ ე.წ პროევროპელებო რომ მესამე სამყაროს ქვეყანას მივაჩნივართ და განსაკუთრებით იტალიაშიიიიი. . . რატომ?!. . . რავი რუსეთში ვერაფრით დავგუგლე ქართველი სხვისი ყაყიანი ნიფხვების მრეცხავად და თუ ვინმემ იცით მავანი მითხარით.აი ევროპაში კი ღირსეულ სამსახურში მყოფი ქართველი არ იგუგლება. . .დასკვნები თავად გამოიტანეთ. . .
დათი
ხვიჩამ უნდა განაგრძოს ვარჯიში თავის თავთან რასაც ცოტას მიაქცევს კოტრაქტან დაკავშირებულ პრობლემებს მით უკეთესი,ადრეთუ გვიან მაინც მოხდება კონტრაქტის გადახედვა მის სასარგებლოდ,ყველა გუნდი თავის სასარგებლოდ ვაჭრობს თუ გაუვათ ჯუღელი გამოცდილი სკაუტია არ დაუშვებს შეცდომას
Walter White
ოხ,რავა აღშფოთებული არის ქართველი გულშემატკივარი. ჯერ ერთი კონტრაქში რაც წერია,ისე მოითხოვს ლაურენტისი, არაფერი პირადული, მხოლოდ კონტრაქტის წაკითხვის საჭიროება. მოიმატებს თანხას თუ არა, ზუსტად მისი გადასაწყვეტია და არა ვინმე ჯუღელი. ადრე იყო საფიქრალი. და საერთოდ რა გიკვირთ,ან რატომ სთხოვთ ვიღაც იტალიელ ბიზნესმენს იმის შესრულებას რაზეც ხელი არ მოუწერია? გყავთ ქართველი ბიზნესმენი,კონტრაქტში ჩაგიწერათ- ყველა სოფელს 5 მილიონი და ყველა ოჯახს სოლარიუმი.შეგისრულათ? აბა თუ კაი ბიჭები ხართ,მოსთხოვეთ კონტრაქტის შესრულება.
დათა თუთაშხია
დე ლაურენტისს რომ ნამუსი ქონდეს, ამდენი ხნის განმავლობაში დაურეკავდა. ხვალ რა შეიცვლება? უფრო მაგარი გახდება ხვიჩა მის თვალში? იტალიაში საუკეთესო ის უკვე გახდა, არ არსებობს ამაზე მეტი ინდივიდუალური აღიარება სერია ა-ში. არც ქომაგის სიყვარული აინტერესებს დე ლაურენტისს და არც სხვა ობიექტურობა, მისთვის ფულია ამ ქვეყნის საზომი, ისევე როგორც ჯუღელისთვის და ამიტომ მეცოდება ხვიჩა ამათ ხელში. ერთი ფულს არ უხდის, რაც ობიექტურად ეკუთვნის, მეორე სხვადასხვა მიზეზების გამოგონებას დააწყებინებს (და არც თუ უსაფუძვლოდ). თვით დიეგოც კი გაგიჟებული წავიდა ნაპოლიდან, ამიტომ ახალი აქ არაფერი არ ხდება. რაც მალე დააღწევს ხვიჩა თავს ამ ჭაობს, მით ნაკლებად ჩაეფლობა მასში. არცერთი ნორმალური ევროპელი და არც კონკრეტულად იტალიელი ფეხბურთელი სამხრეთ იტალიაში არ მიდის ზუსტად იმ ყველაფრის გამო, რაც ეხლა იქ ხდება. არა და გახდა გუნდი ჩემპიონი, უზარმაზარი შემოსავალი ქონდათ ჩემპიონთა ლიგიდან. იმის ნაცვლად, რომ გაძლიერებულიყვნენ, კიმი გაუშვეს, დაცვა სერია ბეს გუნდის დონის გახდა ლამის და არც არცერთ სხვა რგოლში არ გაძლიერებულან, ტოპ ვარსკვლავებად გადაქცეული ფეხბურთელები იმ მიზერულ ხელფასებად უნდათ ათამაშონ, მათ სტატუსს რომ არანაირად არ შეეფერება, ინგლისში რომ სასაცილოდაც არ ყოფნით. არ უნდათ ამათ დიდი ფეხბურთი, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვლინდელ ქათამს. ამიტომაცაა, სულ მესამედ რომ მოიგო ამხელა ქალაქის გუნდმა ჩემპიონობა, ისიც ბედად თავზე მუქთად დაცემული ვარსკვლავის წყალობით.
zura222
კვარამ უნდა გააგრძელოს მთელი ძალით და მონდომებით ვარჯიში და თამაშში კი ისე უნდა ითამაშოს რა ხელფასსაც უხდიან--თავი არ შეიწუხოს სირბილით და თავი ნაკრებისთვის შეინახოს ! საყვედურს თუ ეტყციან ზუსტად ეს უნდა უპასუხოს--რა ხელფასსაც მაძლევთ იმის შესაფერისად ვტამაშობო და სკამზე დასვამენ ? ხომ ყავთ დიეგო დემე ორჯერ დიდ ხელფასს რომ აძლევენ და მაგან ირბინოს გოლები გაიტანოს და გაააკეთოს საგოლე პასები! და მაგასაც ვნახავთ რას მიაღწევენ მაგით-- მთელი ნეაპოლი აიმხედრდებათ ! და საქმე საქმეზე რომ მივიდეს სასამართლოში უნდა უჩივლოს კონტრაქტის გაუქმებაზე და ძალიან დიდი შანსი ექნება სასამართლოს მოგების !
გიორგი
არაფერიც არ ჩაუგდია - ის რომ გოლები ვერ გაიტანა მთელ გუნდს მოტივაცია აღარ ჰქონდა - პლუს პასებს კიდევ არიგებდა მაგრამ გუნდელები ვერ იყენებდნენ მის მიერ შექმნილ მომენტებს
rolo
"კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს" ახალი ტიპის ერთგული ქვეშემრთგომობა ჯობია მეამბოხეობას, მას ყველაფერი წინ აქვს... უკეთეს კონტრაქტზე მოტივაციაზე ფიქრი ჯობია მაღალი კონტრაქტის დაკარგვის შიშს...
ირაკლი
თითოეულმა თქვენგანმა წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა გასამრჯელო არ შეესაბამება, შესრულებულ სამუშაოს… მოტივაცია მაღლდება თუ მცირდება? - ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. წარმატებები ხვიჩას, ბიჭებს და სრულიად საქართველოს!
გოგა
ხვიჩამ სეზონის მეორე ნახევარი ჩაგდო და უცებ 5 მილიონის მოთხოვნა არ იყო გონივრული, თუ 3.5 მილიონს თავაზობდნენ და ეს მართალია უნდა აეღო ეს ფული და გაეგრძელებინა ძველებურად თამაში, სულ რამოდენიმე გოლი და ლამაზი საგოლე გადაცემები ჭირდება ეხლა ხვიჩას და აქეთ შეხვეწებიან კონტრაქტის გაგრძელებას, წარმატებები ხვიჩას, დარწმუნებული ვარ ათამაშდება ძველებურად და ყველას გაგვახარებს
მართალი&მტყუანი
რა ხდება ახლა მოკლედ ხვიჩა ნაპოლში რომ გადასულიყო სავარაუდოთ ბევრი იჩალიჩა ჯუღელმა. ახლა თუ ვერ მოასწრო ახალი კონტრაქტის გაფორმება ერთმა ღმერთმა იცის როგორი სეზონი ექნება ხვიჩას და რამდენად დავარდება ფასი.. ჯამრთელობას ვუსურვებ მაგრამ ტრავმა ცოტათი სერიოზული ვსიო დამთავრებულია კონტრაქტობია
Lasha
Jugelis predlajenia:Dddd
თენგო
ხვიჩა ქართველია ხვთისნიერი ბიჭია, ფულს არ დახარბდება. უნდა დაკმაყოფილდეს რამდენსაც პრეზიდენტი სთავაზობს და ორმაგი მონდომებით გააკეთოს თავისი საქმე, რაც ასე ძალიან უყვარს და კარგად გამოდის. ერთი ორად დაფასება ყველას თვალში და წარმატებები მეტი ექნება ყველა მიმართულებით. უჩვენე ხვიჩა რანი ვართ ქართველები
რატი
აჰა ეგეც რუსეთია ..
las
ჯუღელს გონია 37 მანეთად გადაფრინდება. 2 ყუთ კონიაკს ჩაიტანს და მორჩა გადაწყვეტილია, საქმე გაკეთდა :)
არა უშავს
ხვიჩა პროფესიონალურად უნა მიუდგეს. კი არ უნდა გაბრაზდეს და პრესაზე იმუშაოას, არამედ ქომაგებზე თავისი თავდაუზოგავი შრომით და თამშებშI ბოლომდე დაჯარჯვით.. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, რომ იჩქაროს. იმედია ბრაზიელელებივით არ დაიწყებს სახის წელვას და არარსებული ტრამვების მომიმეზებას. მაგ შემთხვევაში თვითო ლაურენტისი დაურეკავს ჯუღელს.
დავით 67
მისი დასმა კი არა თვითონ უნდა დაჯდეს სათადარიგოზე. საერთოდ უარი თქვას თამაშზე სანამ ეს პრობლემა არ გაწყდება.
G.LA
მსურველი კლუბი თუ გამოჩდება, ის კლუბი მოელაპარაკება ნაპოლის რომ შეისყიდოს. შეთავაზება თუ მისაღები იქნება ნაპოლისათვის გაუშვებენ სხვა კლუბში თუ არა კონტრაქტს ხვიჩა ვერ დაარღვევს. აქ უკვე დაახლოვებით იგივე სიტუაცია იქნება რაც რუნინში. რა თანხასაც მოინდომებს ნაპოლი იმ თანხას დაუსახელებს მსურველ კლუბს.
სოსო
დასვას,მერე!ვინ მეტს წააგებს?შენ რომ მაგარი ხელოსანი იყო და დამკვეთმა,შენზე მეტი ხელფასი,შენს ხელის მუშას მისცეს,სხვა ხელოსნებს კი,ხუთჯერ მეტი,შენ იმუშავებდი?თუნდაც თავმოყვარეობის გამო,უარს იტყოდი,სამუშაოზე.აგერ ფეხბურთელების ხელფასებია დადებული,ამავე საიტზე და ნახე,სხვებს რამდენს აძლევს.ხვიჩამ დემონსტრაციულად უნდა ითამაშოს ცუდად,ან უფრომსწორად,დემონსტრაციულად პასიური იყოს.დასვამენ სკამზე?მაინც არ უნდა შეეპუოს და გულშემატკივარს მართლაც თუ სურს მისი თამაშის ნახვა,კეთილი ინებოს და აიძულოს,დე ლავრენტისი,ხელფასის მომატებაზე.თანაც რაკი ასე არაკაცურად მოექცა,მანაც ოსიმენის ტოლი ხელფასი უნდა მოითხოვოს და უკან აღარ დაიხიოს.ხვიჩას,არავისი ვალი არა აქვს.პირიქით,მისი ვალი აქვთ!
მამუკა
ეტყობა ლაურენტისს ჯუღელის "პრედლოჟენია" არ მოეწონა, დროა კვარაცხელიების ოჯახმა მეტი გონიერება გამოიჩინოს და ნორმალური აგენტი აიყვანონ, ადრეც ვთქვი და კიდევ ვიძახი არ არის ჯუღელის აგენტობის დონე იმ ლეველზე რომ ევროპის წამყვან კლუბებთან მოლაპარაკებები აწარმოოს, ბადრის ეტყობა ერიდება ჯუღელისა, მაგრამ მეგობრულად უნდა აუხსნას, რომ სასწორზე შვილის მომავალია, წესით თვითონ ჯუღელიც უნდა ხვდებოდეს რომ მეტს ვერ ქაჩავს და თვითონვე შესთავაზოს აგენტის შეცვლა, ეს იქნება ყველაზე გონივრული გამოსავალი
Lobotka
გააკეტა ნაპოლიმ ოფიციალური განცხადება,რომ არავითარი მოლაპარაკება არ ყოფილა ახალ კონტრაკტზე და კიდე 4 წელი აქვს კონტრაქტით სათამაშოო.ტყუილს ამბობენ?შეიძლება,მაგრამ ამ განცხადებით ის მიანიშნეს რომ საქმეს მიხედეო! იჯექით ეხლა დილიდან საღამომდე ზოგიერთებმა და წერეთ და იკითხეთ ლაურენტისი ასეთია,ჯუღელი ისეთია,წადი მაგ ვუნდიდან და ასე შემდეგ... წადიო ისე წერთ ვითომ საბურთალოდან დიღომში უნდა წავიდეს რა.... მინიმუმ შარშანდელ ფორმაში იქნებ დაბრუნდეს და ხელფასსაც გაუზრდის და ნამდვილი მთხოვნელიც გამოჩნდება...
რობი
აი ვაი გულშემატკივრის სიყვარული ნამდვილად არ სჭირდება ხვიჩას! ჩვენ საქრთველოს 90 % ისედაც გვიყვარს ეს ბიჭი! დიახ ხვიჩას გაცილებით მეტი ეკუთვნის ვიდრე ახლა აქვს და სამართლიანადაც ითხოვს!
დავითი
ბოლოს და ბოლოს,გაგვაგებინეთ რა წერია კვარაცხელიას კონტრაქტში ისეთი,რომ 2027 წლამდე შანსი არა აქვს სხვა გუნდში გადასვლის და მილიონად უნდა ითამაშოს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა.საწყალი ქართველები,ოღონდ სადმე სამუშაო ნახონ და არც უყურებენ კონტრაქტში რას წერენ დე ლაურენტესის ნაირი ახვრები.
ვაჟა მასწ.
იტალიური პრესის ანალიზიდან გამოდის, რომ ხვიჩასთვის ხელფასის მომატებას არ აპირებს ლაურენტისი? ეს თუ სიმართლეა - ძალიან ცუდი შედეგები მოყვება: გახსოვთ სიტუაცია რუბინში? მაგრამ მგონია რომ, ტიფოზები ჩაერევიან, ხვიჩა ხომ რიგითი ნეაპოლელების "ახალი სიყვარულია" და მგონია, რომ ლაურენტისი გადაყვება ამ საქმეს თუ ყველაფერი რასაც იტალიური პრესა ახმოვანებს სიმართლეა. დაველოდოთ სანაკრებო ფანჯრის დამთავრებას!
სოსო
დე ლავრენტისმა დრო გაიყვანა და როცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა,ჯუღელი ფეხებზე დაიკიდა.პური,მეპურეს დააკვრევინეთო,ნათქვამია!ხვიჩას შეეძლო,კვალიფიციური აგენტი აეყვანა,მაგრამ ოჯახის მეგობარს,ვერ გადააბიჯა!დასავლეთში,უფრო მეტად,იტალიაში,კიდევ უფრო მეტად კი,მის სამხრეთში და კერძოდ ნეაპოლში კი,ბიზნესი და მეგობრობა,ერთმანეთს არ ეხება.ყოველ შემთხვევაში,სიცილიურ მაფიაზე გადაღებულ ფილმებში,ასე ამბობენ!ხვიჩას რა დარჩენია?ალბათ ის,რომ ბურთი,სხვა,მილიონიან ხელფასიანების დონეზე აგოროს და დე ლავრენტისს დაანახოს,რომ დაცინვას,არავის გაუტარებს.დე ლავრენტისს,მხოლოდ ფული აინტერესებს,ჰოდა ფულს რომ დაკარგავს,მაშინ იკადრებს ყურების გაპარტყუნებას.გუნდში სხვებიც ჰყავს,ასე გადაგდებული და ნაპოლი ფინანსურ ზარალში რომ გადავარდება,მაშინ უხადოს ამ ხალხს,ის მიზერული ხელფასი.შარშანდელი მოგება,დიდხანს არ გაჰყვება,წაგებაზე გადასული გუნდის ფეხბურთელების ხელფასების გადახდას.რაც შეეხება ჯუღელს,მან სრული არაკომპეტენტურობა აჩვენა,დე ლავრენტისთან მეტოქეობაში და დროა, ხვიჩამ სხვა მონახოს.ევროპა ხომ ყოფილი საბჭოთა კავშირი არ არის და საქმე,სულ სხვანაირად კეთდება,სადაც ჯუღელი,ალბათ სტაჟიორის კომპეტენციასაც ვერ სწვდება.
დათო
ძალიანაც კარგი. ფულზე ფიქრს და ვაჭრობას, არასდროს მოუტანია კარგი, სჯობს მოედანზე კონცენტრირდეს და შედეგები დადოს და არა მილიონები ითვალოს. დააფასეს პირველივე სეზონში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს იტალიაში და ამას გამართლება სჭირდება და არა კალკულატორით სირბილი. პ.ს. ზაფხულში ახალგაზრდულ ნაკრებში უარის თქმამაც დიდი ჩრდილი მიაყენა ქართველ გულშემატკივარს შორის მის სიყვარულს და ამ კუთხითაც სამუშაო აქვს რომ ის სიყვარული დაიბრუნოს გულანთებული გულშემატკივრის (და არა მხოლოდ ნეაპოლში სპეც რეისით საშოპინგოდ წასული ვითომ "სელებრითების" ვისთვისაც სერია ა და MLS ლიგა ერთი სალამურია).
ლაშა
"პერეგავორები" ვერ აწარმოა???
გაქნილი აფერისტია
იტალიელები ზოგადად გაბსაკუთრებით სამხრეთში მაგარი აფერისტები და გაქნილები არიან, მაგრამ ეს ისეთი ჩანს, მრავლის მნახველი ზესტაფონელი ჯუღელიც გააკვირვა ალბათ )))
გიუშა
მიხვდა ბოლო ბოლო ვინცაა ჯუღელი))) P.S.პროფესორებო ბოდიში თუ რამე შემეშალა გრამატიკულად)))
ბადრი
ერთ კომენტარში დავწერე და ვიმეორებ, შეეშვით ამ აურელიოს თორემ საერთოდ სათადარიგოზე დასვამს ხვიჩას. განმარტებებს აღარ დავამატებ.
Qomagi
მაგარი აგენტია ჯუღელი:))ისე 2027 რაარი 2040 წლამდე უკეთესი იქნებოდა კონტრაქტი:))
ჯონი
წავიდეს ხვიჩა ამ კრახაბორი აურიელისგან სადაც კარგ ფულს გადაუხდიან
მალხაზ ჯობავა
შეხედეთ ამ წუწურაქს.... და ამის შემდეგ რა გულით უნდა ითამაშოს ხვიჩამ, როცა ვიღაც სათადარიგო მოთამაშე დემეა თუ დომე 5.5 მილიონს იღებს.
კობა
არავის აბუჩად ასაგდები ფეხბურთელი ჩვენ არ გვყავს!!!...ასე რომ წამოდი ნაპოლიდან..."თავში ქვა უხლიათ და მუცელში სამართებელი"!!...
მწვრთნელი
ლავრენტა თავის პრინციპს არ ღალატობს! არ ვიცი 72 წლის და ასე დახარბებული ფულზე!? კაცმა დიდი საქმე გაგიკეთა, 33 წლის მერე ჩემპიონატი მოგაგებინა და კიდევ მასზე ეკონომია გააკეთო!? რა სულის ადამიანი უნდა იყო ასეთი! მერე იტყვიან ხვიჩა ვერ თამაშობს ისე როგორც შარშანო! ასეთი დამოკიდებულების მერე როგორ უნდა ითამაშო! ახალგაზრდა კაცს 22 წლის ასაკში ჭირდება ფული (მითუმეტეს ხვიჩა ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება საქართველოში და რაც მეტი ექნება უფრო მეტ ქველმოქმედებას განახორციელებს), თორემ 72 წლის, რომ გახდება რაღა ჩემ ფეხებად უნდა!
David
იცით რა მაინტერესებს ამ სიტუაციაში თუ ახალ კინტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ და ნაპოლიმ გააგრძელა დაბალი ხელფასის გადახდა, კვარაცხელიას რა ბერკეტები აქვს რომ კლუბი დატოვოს და საერთოდ რა ხდება ასეთ სიტუაციაში. იქნებ გამარკვიოთ, მადლობა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ