ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

AS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს

AS: ესპანელთა პრობლემა მარტო კვარაცხელია როდია - სანიოლი დე ლა ფუენტეს სიურპრიზს უმზადებს

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ მატჩს წერილი AS-მა მიუძღვნა.

კვარაცხელია ესპანეთისთვის კბილის ტკივილია

"ნეაპოლელი დე ლა ფუენტეს აღელვებს. საბა საზონოვი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილიც მხედველობის არეში უნდა იყვნენ.

კვარაცხელიას აჩრდილი ესპანეთს ჩამოაწვა. "ნაპოლის" შესანიშნავი მარცხენაფლანგელი, საქართველოს ნაკრების ლიდერი ევროპირველობაზე კვალიფიცირებისათვის იბრძვის. მისი სისწრაფე და დრიბლინგები დე ლა ფუენტეს აღელვებს, რომელმაც მისი შეჩერება ორი გამოცდილი მარჯვენა მცველით, კარვახალითა და ასპილიკუეტათი გადაწყვიტა. თუმცა არის სიურპრიზი: ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეიძლება ის მარჯვენა ფრთაზე დააყენოს, სადაც ბალდე და გაია არიან - ორი ზედმეტად შემტევი მცველი, რომლებსაც ქართველის განეიტრალება მოუწევთ.

პრობლემა არ გაღრმავდებოდა, ერთადერთი საზრუნავი "კვარასთან" (ასე მოიხსენიებენ ნეაპოლში) გამკლავება რომ იყოს. საქართველო შესარჩევ ჯგუფში მეტად საჩუქარი არავისთვის არაა. მათ რიგებში ევროპის საუკეთესო ლიგების ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებმაც თავიანთი ლიდერის დონეს ვერ მიაღწიეს, მაგრამ პარასკევს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე (უფრო ცნობილი "დინამო არენის" სახელწოდებითაა), სადაც 59 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია, შეუძლიათ ესპანეთს სერიოზული პრობლემები შეუქმნან.

საქართველოს ეროვნულ გუნდში, ზემოთ ნახსენები "კვარას" გარდა, ასევე თამაშობენ: "ტორინოს" მცველი საბა საზონოვი, ნახევარმცველები გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) და ზურიკო დავითაშვილი (ბორდო) და "აიაქსის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. აგრეთვე, "ლევანტეს" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და თბილისის "დინამოს" მცველი სანდრო კალანდაძე. ამას გარდა, ჰყავთ "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამ სეზონში "რეალის" რადარზე იმყოფებოდა. ერთი სიტყვით, ეს კარგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, კარგი გუნდია".

• დათო

სიურპრიზ 1:7 ))))))

• Irakli

მთავარი გამოგრჩა, მადლობა მართლმადიდებლობისთვის), ეს ნაცადი ფრაზაა))

• სვანსკი

მარტო ფეხბურთში არა ცხოვრებაში თუ არ გექნება გამარჯვებულის ფსიქოლოგია ვერასოდეს გაიმარჯვებ

• გიორგი

სანიოლის სურპრიზი არ გაიშვას.

• გიორგი

შენი მესმის ძმაო, ციდან ვარსკვლავებს არასდროს წყვეტდი. ახლაც თავის რჩენა გიჭირს, სიგარეტს სხვას სთხოვ და რესტორანშიც სხვის ხარჯზე ქეიფობ. ეს კვარა ნერვებს გიშლის, იმოტომ რომ ნიჭიერია, იმიტომ რომ თავდაუზოგავად შრომის უნარი აქვს. იმიტომაც, რომ თავმდაბალია და ხალხს უყვარს. ჰოდა, კვარას თუ დაამცირებ, შენ რაღაცნაირად უკეთ იგრძნობ თავს. სინამდვილეში ეს ილუზიაა. საქმეს მიხედე, საქმეს.

• გიორგი

ვაჟა, ძმაო, ქართველი კაცის წარმატება უნდა გიხაროდეს, კვარას ვგულისხმობ. ბოღმა ისეთი ოხერი რამეა აუცილებლად დაგაჩმორებს.

• გიორგი

100% ისე, ეს ბოღმიანები მეცოდება კიდეც.

• სოსო

ჯერჯერობით ვერავინ გაგიბედა,დისლაიქის დასმა და დღეს,ესეც კარგია!იმედია, ბიჭები შესძლებენ ჩვენი ჩუმი იმედის გამართლებას!დიახ,მეტოქე ჩვენზე ძლიერია და ფავორიტები არიან,მაგრამ ჩვენც არაფერი გვაქვს დასაკარგი და ესპანეთი,ერთხელ უკვე გვყავს,დამარცხებული.ვითამაშებთ,როგორც შეგვიძლია და ჩვენს საცდელს ვეცდებით.ესპანელებს,ყოველ მიზეზ გარეშე გამარჯვება სჭირდებათ და ეს მათში დაძაბულობას გამოიწვევს.რაც მეტ ხანს ვერ გაგვიტანენ,მით უფრო ანერვიულდებიან და დღევანდელი შემადგენლობა,ის ძველი,ყველაფრის გამმარჯვებელი შემადგენლობა აღარ არის,რომ ნერვიულობამ მათ თამაშს,უარყოფითი კვალი არ დააჩნიოს.ხვიჩას და ჟორჟიკას კი,ბევრი არ დასჭირდებათ,მათი შეცდომების გამოსაყენებლად.ასე რომ პატარა, იღბალი გვჭირდება და დიდი გაძლება.მთავარია,ძალიან უკან არ ჩავჯდეთ და კონტრთამაში შევქმნათ!მაშინ, დაცვაც გაუძლებს ზეწოლას და წინაც შევქმნით,შანსებს.

• აბო

რა სიურპრიხს უმხადებს, 3 თავდამსხმელით უნდა ეთამაშოს?

• პატივისცემით

ცრემლი მომადგა, შენ გაიხარე. პ.ს. ოღონდ, სამწუხაროდ ყოველი თამაშის წინ მიდის ვითომ ოპტიმისტური ტრაბახი. ხოლო დინამომ რო თასი მოიგო, იქ მთელი საქართველო ჩუმი იმედით ელოდა. შენ თუ პატარა იყავი, მე ვიყავი 25 წლის. სამი თვით ადრე ნიძლავი დავდე თასს აიღებენო და მოვიგეთ, თან მთვრალი ვიყავი და ცხონებულ კოტე მახარაძეს (გვერდზე მაგიდაზე ქეიფობდნენ) ვუთხარი, ფინალს თუ არ გადმოცემ პირდაპირ ეთერში, ვერ შევრიგდებით თქო. მაგრამ, ვიცი ჯერ კიდევ 1972 წლიდან დაწყებული, თუ თამმაშის წინ ვტრაბახობთ, აუცილებლად ვაგებთ. თუ თავშეკავებული იმედით ველოდებით, შედეგიც იქნება.

• საქართველო უპირველესად

მადლობა ხვიჩა ქვეყნის ასეთი პოპულარიზაციისთვის!!!!შურიანი და ბოღმიანი ადამიანები ამას მაინც ვერ დაინახავენ და ვერ დააფასებენ!!!

• ელგუჯა

ფეხბურთის "პროფესორების" გასაგონად, მაგარი ბიჭები ვართო? თურმე ნუ იტყვი და ესპანეთის ნაკრები საქართველოზე ძლიერი ყოფილა, ახალი ამბავი, რა ვქნათ ახლა ჩამოვყაროთ ყურები და არ ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს? კლავიატურის ლომებო, თუ ასე დარწმუნებული ხართ შეავსეთ ტოტალიზატორის ბილეთი და მშვიდად დაელოდეთ შედეგს, ჯერ რა კაცობაა წინდაწინ ძახილი წავაგებთ, გადაგვივლიან,... გულშემატკივრები ასე არ იქცევიან. თქვენ ხართ ჩასაფრებული ბოღმა ხალხი, მერე რომ იტრაბახოთ აი ხომ ვამბობდითო... რომ მოვიგოთ და ხვიჩამაც გაიტანოს? საინტერესოა გაგიხარდებათ თუ გეწყინებათ. კომუნისტების ეპოქაში ნატვრა მქონდა საქართველოს ნაკრები მენახა, დინამომ რომ თასი აიღო პატარა ბიჭი მთელი ღამე ვტიროდი სიხარულისგან და ვერ დავიძინე. 33 წელია ვგულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს ვისაც არ უნდა ეთამაშოს, რა დონის ტურნირი არ იქნება, თუნდაც ამხანაგური, იმის მიუხედავად ვინაა ხელისუფლებაში და რა ორიენტაცია აქვს ქვეყანას. თითქმის ყველა თამაში ზეპირად მახსოვს, ვიგებდით თუ ვაგებდით ბოლომდე ვგულშემატკივრობდი. პოლიტიკური აზრიც გამაჩნია მაგრამ არასოდეს ამირევია სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში. ვინც საქართველოს სახელით გამოდის საკუთარ ოჯახის წევრად ვთვლი, რადგან საქართველოა ჩემთვის უმთავრესი. გთხოვთ ან გაამხნევეთ ბიჭები ან ნურაფერს დაწერთ, რადგან დარწმუნებული ვარ ბევრი მათგანი კითხულობს კომენტარებს და გულს ნუ ვატკენთ. უკაცრავად.

• bib

რამდენჯერ უნდა დაწეროთ ერთი და იგივე სტატია მეტი ფანტაზია არ გაქვთ?

• beqa

მაგრად გვტროლავენ. რაც გადავრჩით ნრვეგიასთან ესპანეთი გადაგვირბენს

• ფეხბურთი

კარგი მწვრთნელის პირობებში, სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ამ კონტიგენტით ესპანეთთან ქულების აღებაზე ფიქრი და არა მოყვარული ვილი სანიოლის პირობებში. წარმატებები საქართველოს ნაკრებს

• ბუჯანგა

ესპანეთს რა პრობლემა უნდა ჰქონდეს...ყველა ხაზში დაბალანსებული გუნდია..და სარეზერვო სკამი აქვს ერთ გუნდს გააკეთებს ევროპული დონის...ჩვენ ვიფიქროთ ჩვენს პრობლემებზე...ყველაზე ტლანქი..უმოძრაო დაცვის შუა ხაზი რომ გვავქს ...გველესაინიასთვის ერთი ტაიმი მაინც მიეცა შანსი..რომელიც ძაან მოტივირებულია...ძაან კარგი შედეგები დადო ამ ბიჭმა..შუა ხაზშია ფეხბურთელები რომლებიც არასდროს გამოირჩეოდნენ ჩაშლით...ეს ნიშანვს იმას რომ...შუა ხაზი ისევ ჩავარდება...და ისევ მატარებელს ჩავაყენებთ კარებში...აბურჯანიას შორეული პასების იმედი ნამდვილად არ მაქვს...რომ შეტევაში გაიყვანოს კვარა და მიქაუტაძე..კიტე ნამდვილად რ=არაა ის მოთამაშე რომელიც ესპანეთის შუა ხაზის წნეხს გაუძლებს...გოჩოს და აზაროვს იმდენი სამუშაო ექნებათ რომ გაუჭირდებათ შეტევაში თამაში...ფაქტიუარდ დაცვის მატარებლიდან მოგცვიწევს თამაში...რამდენად გამოუვათ ეგ კვარას და ჟორჟიკას,,ხვალინდელი დგე და მომზადების ხარისხი აჩვენებს...წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს..ფრეც მშვენეირი შანსი იქნება..მთვარია სათამაშO დისციპლინა დაცვაში თამაში ბოლომდე შეინარჩუნონ..არ აიჭრან და თამაში არ აიგდონ...ასეთ თამაშებში ჩნდება გუნდური ხასიათი და მიზანსწრაფვა..რომელიც ძალიან გვაკლია ყველა გუნდურუ სახეობებში..რაგბის გარდა..

• გიორგი

ჩვენ რატომ უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენი დაწერილი ხო არ არის, ესპანელებისაა! რო წერ რასაც წერ ზედ ჭკვაც ხო უნდა დაატანო, თუ AS-ს მიმართავ?)))

• გიორგი

ამას ესპანური გამოცემა წერს, ქართული ხო არა. ოქროს ბურთზე ფრანგულმა გამოცემამ დაასახელა ჩვენი ბიჭი, ჩვენმა ხო არა, არადა ნახეთ, სიტყვების რა მღვრიე ნიაღვარი დაიძრა ეგრევე. რავა ყველაფერზე კუჭი ეშლებათ თუკი ქართველზე ვინმემ რამე კარგი თქვა!)))

• ვაჟა

კი, პრესინგი და ლოცვა თუ გვიშველის

• დდდ

ფრთხილად ესპანელებო... მერე არ თქვათ, ჩვენ კბილის ტკივილი გვეგონა და არ ველოდით, თუ თავის, გულის და ერთი ადგილის ტკივილიც მოჰყვებოდაო...

• ილუზიები

ნეტავი ქართველ გულშემატკივარს რეალობის შეგრძნება მისცემოდეს. რატომღაც ესპანეთის დამარცხებას რომ ითხოვენ და მთელი სერიოზულობით ბჭობენ, როგორ უნდა ვეთამაშოთ ესპანეთს )) 2 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გვყავს სულ, აქედან 1 მეკარეა. გვყავს კიდევ რამდენიმე კარგი ამ ეტაპზე საშუალო ფეხბურთელი: მიქაუტაძე, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი. გვყავს რამდენიმე ნიჭიერი მაგრამ ჯერ გამოუცდელი ფეხბურთელი: გაგნიძე, საზონოვი. აქვე ბებერი კაშიაც ვახსენოთ. ისიც კარგია, ჯერ სხვებს ჯობია. პლუს ენერგიული მაგრან უკლასო საბა ლობჟანიძე. ეს არის სულ ჩვენი აქტივი. ამით გინდათ ესპანეთს მოუგოთ? ან ნორვეგიას? )) ჩაკვეტაძე სამძუხაროდ ვეღარაფერს ცვლის მოედანზე. დავითაშვილსაც აღარ აქვს პროგრესი და პასს არ თამაშობს. სხვა არ ვიცი ვინ გამომრჩა ვისაც შეიძლება ფეხბურთელი უწოდო. ნეტავი ერთა ლიგიდან გავიდეთ, მე იმის მეიმედება. იქნებ იქ მოხდეს სასწაული

• Levani

ჩვენმა გაზეთებმაც შეიძლება დაწერონ მსგავსი სტატიები მეტოქეებზე. მაგალითად- მსოფლიო სპორტი: ესპანეთს აქვს იმის პოტენციალი თბილისიდან ერთი ქულა წაიღოს. სარბიელი:ნორვეგიაში ადვილ გასეირნებას არ უნდა ველოდოთ,ეს ის ნორვეგია არ არის,მათ ჰყავთ ჰალანდი,ოდეგორი და ზოგიერთი ნორმალური ფეხბურთელი რომლებსაც სანიოლის გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. გოლი.ჯე :ციკლის დასაწყისში გაჩუქებულმა ქულებმა ახლა შეიძლება ჯგუფიდან გასვლა სათუო გახადოს,დროა ბიჭებმა კონცენტრაცია მოახდინონ და დარჩენილი ყველა თამაში გოლგაუშვებლად მოიგონ

• ვაჟა

იქნებ ეხლა გულზე ხელის ბრაგუნი აბა უნდა მოვიგოთ და ბოლოს უი...2:0 წააგებენ. მერე დაიწყება ბუზღუნი სანიოლმა ეს რატომ არ შემოიყვანა, ის რატომ არ გამოიძახა. ხალხნო, ვინც გინდა გამოიძახეთ. ესპანეთს ვერ გაუძლებენ ესენი. კვარაცხელისა კლასის იმათ 10 ფეხბურთელი მაინც ყავთ.

• SOSO

აბა რაა!!! როცა ფიფას რეიტინგით 78-ე გუნდს ეთამაშები, რომელსაც შემადგენლობაში ჰყავს: ჩემპიონშიპის მე-18 ადგილზე მყოფი უიტფორდის სათადარიგო შემტევი-ჩაკვე 0 გოლი, საფრანგეთის მე-2 დივიზიონის მე-12 ადგილძე მყოფი შემტევი- დავითაშვილი 0 გოლი, სეგუნდა დივიზიონის მე-7 ადგილძე მყოფი ლევანტეს ნახევარმცველი-ქოჩორა 0გოლი, ტორინოს მცველი-საზონოვი,რომელსაც არც ერთი წუთი არ აქვს ნათამაშები სერია-აში და რაც მთავარია ნაპოლის ე.წ. სუპერ შემტევი, ოქროს ბურთის 30-ე ნომონანტი კვარა- 0 გოლი ბოლო ნახევარ წელში პრობლემა კი არა შიშისგან რატომ არ ცახცახებენ მე ეგ მიკვირს....სინამდვილეში კი ერთი მამარდაა, რომელიც ტონუსშია და თავს არ შეირცხვენს, ახლახან მიქაუტაძემ კლუბი შეიცვალა გინდა არ გინდა ამოვარდნილია რაღაცნაირად ფორმიდან, ყოველ შემთხვევაში ასე მომეჩვენა ბოლოს, აიაქსის რიგებში თამაშისას. კვარა კი იცით რა დღეშიც ყავთ ნაპოლის ხემძღვანელობას და საკუთარ გარემოცვას- საშველი არ დაადგა მისი ხელფასის და კონტრაქტის საკითხის მოგვარებას, რასაც დაერთო მისი არასასურველი სპორტული ფორმა, თამაშის ხარისხის ვარდნა და შედეგიანობის განულება, უფრო მეტიც ნაკრების გადამჭყვეტი თამაშების წინ ნაპოლის მეპატრონეებმა შეგნებულად, არაკორექტურად უარყვეს ყოველგვარი მოლაპარაკება მისი ხელფასის და კონტრაქტის თაობაზე, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს კვარას ფსიქო-მორალურ განწყობას...გამოსავალი ერთია უნდა დახუროს ეს ორი თამაში და მერე ვნახავთ, როგორ აჭიკჭიკდება ნეაპოლელი მაფოოზა კინორეჟისორი...

• 7777

მოდით ჯერ მოვუგოთ ესპანეთს და მერე ვიმსჯელოთ ვინ ვისი თავისტკივილია. 16 წლის ბავშვი ჩამოიყვანეს ვითომ სხვა არა ყავთ? ბარსელონას სკოლის დონის სკოლები რომ გვექნება მერე მართლა ვიქნებით წელში გამართულები. ჯერ ბევრი გვიკლია მასე რო ვწეროთ. ნეტა ტოლ სწორად ვეთამაშოთ და მართლა შევუქმნათ პრობლემები და მოვიგოთ მაგას რა აჯობებს.

• ტირიონ ლანისტერი

ყველა ვხდებით,რომ შანსი არ გვაქვს ესპანეთის დამარცხების,თუმცა ვიღაც ფიქრობს "ფეხბურთია ძმოა",ხოდა იყოს ფეხბურთი,ჰა ბურთი და ჰა მოედანი,ადექით და მოუგეთ. რა არის ჩემი პესიმიზმის მიზეზი ამასაც გეტყვით,უცნაური საკადრო გადაწყვეტილებები და ძველი ახალი მანკიერებები ნაკრების,პრივილეგირებულთა პარადი და უმიზნობა. ისევ არ არის განაცხადში ლოჩოშვილი,არც გველესიანი იქნა გამოძახებული და ამ დროს,არაბეთიდან კვერკველია ისევ ნაკრებშია. ასევე,ახალგაზრდულს დაუთმეს კვერნაძე და ესეც პარადოქსია,იყო დრო ტოპ 5 ჩემპიონატს ვნატრობდით,ახლა გვყავს და არ ვასაქმებთ ეროვნულ ნაკრებში. ბიჭმა მიაღწია პროგრესს,გადავიდა იტალიაში და იღებს 20 წუთს,ხოდა მას მხარდაჭერა სჭირდება და დაფასება პროგრესის.მერედა,ჩამოვა ნაკრებში,ხვიჩას გაესაუბრებოდა,რჩევასაც მიიღებდა და სულ რო არ ითამაშოს,გუნდის ატმოსფეროს მიეჩვეოდა,თუმცა მავანთა გადაწყვეტილებით ის დაუთმეს ახალგაზრდულ ნაკრებს,რომლის შედეგები იდეაში არავითარი მნიშვნელით არ არის რეალურად. იყო დრო,როცა ზივზივაძეს არ იძახებდა ვაისი,ხარაიშვილიც არ გამოიძახა ფორმის პიკში და ამას დაბალი დონის ლიგებით ხსნიდნენ.თუმცა,რა დამსახურებით ხვდებოდა ნაკრებში ვატო არველაძე,ვისაც გვარის გარდა არაფერი უვარგოდა. თავიდანვე ვიცი,რომ ბევრს არ მოეწონება ჩემი კომენტარი და ბევრ ანლაიქსაც დააგროვებს,მაგრამ სიმართლე სინათლეო ნათქვამია. ჩვენში ამბობენ,ურემი რო გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო,ხოდა კარგი გზა და ურემი რო გვყავდეს,კიდევ გადაბრუნდება? ანუ დასაწყისში უნდა ამოძირკვო პრობლემა და მერე აღარ დაგჭირდება იმის თქვა,არიქა ურემი სანამ არ გადაბრუნდა ვერაფერი გავიგეთო. მეტი არ იქნას,კაშია საზანოვის ან კვერკველიას დუომ გააჩერეს ჰალანდი ან მარტომ ხვიჩამ დაიხვიოს ესპანეთი.ესპანეთს ჯერ ბურთი უნდა წაართვა და სანამ ამას იზავენ,გამოგვივსებენ კარებს. დანი ოლმოს ვუყურე გერმანიის სუპერთასზე ბავარიასთან,ცოფიანი ძაღლივით არის და უმეგრეს ფორმაში,სხვებს აღარც ვახსენებ. ტრადიციულად,შესარჩევში უიმედოდ და უშანსოდ ვართ,ხოდა რისი ბრალია ახლა? ადრე,დაბალი დონის გუნდები იყო პრობლემა,ეხლა გვყავს და შედეგი იგივეა. ერთა ლიგა გვგონია გამოსავალი,თუმცა არ არის. ევროპა ან მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიადა არ არის,სადაც მხოლოდ მონაწიელობა არის მთავარი,რაღაცა უნდა იყო და არა ტურისტი. ნორმალური კომბინაციის გათამაშება არ იციან და არ აკეთებენ,მოიპოვე ბურთი და ხვიჩას პასი ტაქტიკა სადამდე უნდა გაგრძელდეს? დაკვაკლდება ხვიჩა და მერე? რა და არაფერი

• ნუკრი

თუ პრესინგით ჩვენს საჯარიმოს,ან უფრო უარესი კარებს არ მიგვაჭყლიტეს,იქნებ რამე გამოვიდეს. არც ამოსვლა ვიით პრესინგიდან და არც მიწოლა.ხვალ დადგებიან შტერი ბავშვებივით თავის ნახევარზე და დაიწყებენ პირდაღებულები იმათი ნაგორავები ბურთის დევნას.

• las

მოკლედ ეს 2 თამაში იქნებ ამათი საბოლოო ტესტი. ახერხებს თუ არა ნაკრები პროგრესს. ზოგადად როდესაც მიზანს ვერ აღწევ, ბრძოლა კი არ უნდა შეწყვიტო არამედ მიზნისკენ ბრძოლის გზა. დაველოდოთ. ორივეს წაგების შემდგომ ვინმე უნდა დაფიქრდეს რომ ნაკრებში ძირეული ცვლილებაა საჭირო, განახლება, ახალი სისხლი და ახალი მიდგომა

• ჰაჰა

ფუი. რაც თავი მახსოვს, სულ ესე გვაქებენ თამაშის წინ. სამაგიეროდ, თამაშის მერე გვეკაიფებიან. ბებიათქვენებს ეკაიფეთ.

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..