ესპანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა:

"ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უთამაშებლობაზე ადრე ვილაპარაკე, მიზეზი ყველამ იცის. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და არავის გასჩენია აზრი, რომ რაიმე დააკლდათ. საქართველო ასახელეს, თუმცა შეიძლებოდა მეტისთვისაც მიეღწიათ.

მნიშვნელობა არ აქვს, სრულად სათამაშოდ ვარ თუ არა მზად, როდესაც მოედანზე ვარ, ნაკრებისთვის და კლუბისთვის მუდამ მაქსიმუმს ვაკეთებ. ბოლო დღეებში ბევრი ვიმუშავე და მგონია, 90 წუთი სათამაშოდ მზად ვარ. დანარჩენი მატჩისას გამოჩნდება.

"ოქროს ბურთის" ნომინანტებში მოხვედრა, რა თქმა უნდა, სასიხარულოა, ვინაიდან იმას ნიშნავს, რომ შრომა მიფასდება. ახლა მხოლოდ ესპანეთთან შეხვედრაზე ვფიქრობ.

ევროპის ჩემპიონატზე მე და სხვა ფეხბურთელები რომ ჩამოვსულიყავით, შეიძლებოდა ზოგიერთს თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცემოდა. მათ იდეალურად ითამაშეს. ისინი ერთად ორი წელია თამაშობენ და უკეთესი იქნებოდა, მეტი სათამაშო დრო მისცემოდათ. ვერ გეტყვით, შეუძლია თუ არა "ნაპოლის" ფეხბურთელს ნაკრებში წასვლაში შეუშალოს ხელი. მათ უნდა ჰკითხოთ. საქართველოსთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ და ასე იქნება მომავალშიც.

რაც შეეხება "ნაპოლის" განცხადებას - ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ, უფლება არ მაქვს, ასე არ იყოს. ბედნიერი ვარ იმით, სადაც და როგორც ვარ. კარვახალის წინააღმდეგ თამაში სასიხარულოა. ადრე ტელევიზორში ვუყურებდი, მასთან თამაში საპასუხისმგებლოა".

ჟორა გაბრიჭიძე
იქნებ ვინმემ ამიხსნას, ოლიმპიადის საგზურის მოპოვება უფრო დიდია თუ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის თავის გამოჩენა და ევროპის ჭ დივიზზიონში გადასვლა?
აი სიმართლეეეე
რაის ოქროს ბურთის ნომინანტი-ეს უბრალოთ სიმბოლური ჩამონათვალია ფეხბურთელების,რომელსაც ყოველწლიურად ადგენეს ამ ავტორიტეტული ნომინაციის შოუს ელემენტებით გასამძაფრებლად ფრას ფუტბოლი, თუ არა და რომელს გახსოვთ ვინ იყო ასეთ სიაში შარშან, იმის წინ და ა.შ . ისევე როგორც სერია-ა-ს საუკვეთესო ფეხბურთელობა სუფთა სიმბოლურია,რაზეც მაინც დიდი კამათი იყო იტალიაში. ამასთან ის ტიტული, ესპანეთთან მინდორზე არაფერში გამოადგება. ოქროს ბურთი და ვასკვლავი კი არა ბიჭს უკვე 25 თამაშია გოლი არ გაუტანია, თუ შემტევი შეიძლება გოლის არ გატანისთვის იყოს ვასკვლავი, მაშინ უალტერნატივოა.
სოსო
ეგ პირველ ნაკრებზეა.ახალგაზრდული ნაკრები კი იმისათვის გვინდა,რომ დააწინაუროს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები.გაუხსნას მათ გზა დიდი ფეხბურთისაკენ და ამით,პირველ ნაკრებს მისცეს უფრო უკეთესი შევსების მიღების საშუალება.ხვიჩა იყო თუ ფედერაცია,ეს სწორი საქციელი იყო.ნებისმიერი ქვეყანა აირჩევს,ასაკობრივმა ნაკრებმა,თუნდაც ორი ვარსკვლავი აღზარდოს,ვიდრე ჩემპიონი გახდეს და მისი წევრები, უკვალოდ დაიკარგნენ.საბჭოთა კავშირის ნაკრებს,მსოფლიოს ჩემპიონს უძახდნენ,ამხანაგურ თამაშებში და ეს იმიტომ,რომ მათ,ამხანაგურ მატჩებშიც გამარჯვებას ავალებდნენ და სრული ძალით იბრძოდნენ.მეტოქეები,ჩვეულებრივ,ტაქტიკურ,თუ შემადგენლობის ექსპერიმენტებს ატარებდნენ და რა თქმა უნდა,სსრკ ნაკრები,უფრო ხშირად აღწევდა წარმატებებს.სამაგიეროდ,ოფიციალურ შეჯიბრებებზე,ისინი,გაცილებით კარგად გამოდიოდნენ,ჩვენი ფეხბურთელები კი,რაც შეეძლოთ,იმასაც ვეღარ ამჟღავნებდნენ,მწვრთნელების მხრიდან წაგების შიშის და ზედმეტი დაზღვევის გამო.ასაკობრივი ნაკრებებიც წარმატებით გამოდიოდნენ ჩემპიონატებზე,მაგრამ იქიდან,იშვიათად თუ იზრდებოდა ვარსკვლავი,უბრალოდ მათი მომზადების ფორსირებას ახდენდნენ და ასაკის მატებასთან ერთად,ეს ბიჭები,თანდათან იკარგებოდნენ.
zviadi
ამ საუბარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხვიჩას ეროპაზე თამაში ფედერაციამ დაბლოკა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება?
ბაჯო-ს
მართლა??და ახალგაზრდული ჩემპიონატის რომელი ფეხბურთელი გაიყიდა კარგ კლუბში??სიმართლე იცით რა არის ჩვენს გარდა ამ ჩემპიონატისთვის არავის მიუქცევია დიდი ყურადღება,არც საფეხბურთო სკაუტებს.საერთოდ არ ვიცი ვინ მოიგო წინა ჩემპიონატი!!!
SOSO
ახალგაზრდულში არ ჩამოსვლა ასე, ვითომდა სხვა ფეხბურთელებზე ზრუნვით ვერ გაპრავდება-ნაკრები იმისთვის გვინდა და იმიტომ ასხამს ეს გაჭირვებული ქვეყანა ამდენ ფულს ფეხბურთის განვითარედაში რომ პირველ რიგში შედეგი დაიდოს და ქვეყნის ეროვნულმა თუ ახალგაზრდულმა ნაკრებებმა მსოფლიო ფორუმებზე იასპარეზოს და არა ცალკეულმა ფეხბუთელებმა საკუთარი კარიერა მოიწყოს უცხოეთში, ქართველ გულშემატკივარს რაა??, ან რომელმა გაჩარხა სუპერკონტრაქტი წიტაიშვილმა,დავითაშვილმა თუ გაგუამ?? ისე მომავალ წელს ოლიმპიადაზე მონაწილეობით უფრო მაგარი შანსი არ ექნებოდათ ამ და სხვა ფეხბურთელებს,თავის წარმოჩენისს?.კვარა კი ხარ, მაგრამ არა მგონია ქართველი გულშემატკივარი ისეა აზროვნებას მოკლებული ეს არგუმენტი დაიჯეროს და არც მგონია ხვიჩას აზრი იყოს, მისი გუნდში თუნდაც სიმბოლური ყოფნა შეიძლება გადამწყვეტიც ყოფილიყო ისრაელთან მატჩში.....ისე ნაპოლი-მაც როგორ დაუფასა ერთგულება და დასვენება როგორ წაადგა მის კარიერას ქე გამოჩნდა ამ სეზონის სტარტზე, ისევ ეროვნული უნდა გახლდეს კვარას მაშველი რგოლი და შეუგდოს ესპანეთს ერთი მაინც. ახალგაზრდულის ისტორია კი.... რაც იყო იყო, არ არის სასიამოვნო გასახსენებელი...დარწმუნებული ვარ არც მისთვის....
ბაჯო
ხვიჩამ დაადასტურა ის ეჭვები რომ ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიადის ლიცენზია ქართული ფეხბურთის მტრებს დინამოს გასაყიდი ფეხბურთელების გამოჩენას გადავაყოლეთ.
სვანსკი
მიდი ხვიჩა გადაუარე მაგათ
kvaxo
"მიდი ხვიჩა გაუყარე მაგათ 2 გოლი". კი, კი, ხუთი გოლი უკეთესია, ხუთი. ორი რაა!?
ნიკა
ჩვენს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება წარმატების შანსები გაანიავოს, ნებისმიერ სფეროს ეხება.
ზურაბ-ს
ხოჭოლავას მზეს გაფიცებ!!ვინც გასაკრიტიკებელია ის გააკრიტიკე!!ასი წელი კვარას პატრიოტობასთან ახლოსაც ვერ მივლენ!!!!!შეუშვით თავში
enzo
რა შეეშალა თუ ძმა ხარ? რომელი ვარსკვლავი თამაშობდა ინგლისის გერმანიის ან პორტუგალიის ახალგაზრდულში, რაღაც არც ბელინგემი ჩანდა არც მუსიალა და არც ლეაო
papai
ნუ ჩაიხვიეთ რა.. არც ბელინგემს უთამაშია ინგლისში და არც მუსიალას გერმანიის ახალგაზრდულში, მაგრამ კაციშვილს არ გახსენებია ეგ თავიანთ ქვეყნებში.. რანგით დაბალ ტურნირში არ თამაშობენ ტოპკლასის მოთამაშეები, წერტილი
Master
პატრიოტებს ვინც ხვიჩას აკრიტიკებენ 21 წლამდე ჩენპიონატზე რატომ არ ითამაშაო,იქნებ გადაეხედათ ოქროს ბურთის კანდიდატ 30 კაცისთვის,მათგან რომელმა ითამაშა ახალგაზრდულ ევროზე?აღმოაჩინეთ ვინმე????
Skeleton
რასაც აქამდე ვწერდი ზუსტად ის თქვა. გადაღლილი რომც არ ყოფილიყო, 18 წლის ასაკიდან ახალგაზრდულში აღარ თამაშობს და ვისთვის უნდა წაერთმია ადგილი? ამდენი ხნის შეთამაშებული ბიჭებიდან რომელიმე მის გავლენას და სახელს ძირითადიდან უნდა ამოეგდო? სერია ს ემვიპი მოდის და სკამზე გადახვალო რომლისთვის ეთქვათ აბა? ამ ბიჭებისთვის ჰაერივით საჭირო იყო ახალგაზრდული ჩემპიონატი, კვარას კი ამ დონეზე არაფერი ჰქონდა დასამტკიცებელი. სირცხვილია ამას რომ ახსნევინებენ და თავს ამართლებინებენ. ნაპოლიზე კიდე რაც თქვა, სრული სიმართლეა. არანაირი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ლაპარაკი არ ყოფილა და არც ხელფასის მომატება მოუთხოვია. თავს იდეალურად გრძნობს გუნდში და პრობლმაც არაფერია. თუ იმას ვთვლით პრობლემად, რომ 90 წუთი არ ათამაშეს ტრავმიდან ახალი დაბრუნებული, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რავიცი... იმედია ამ პრესკონფერენციით მაინც მოეღება ბოლო ამდენ ჭორებს და შეთქმულების თეორიებს.
Robert22
კაი რა ხვიჩაჯან 3 ჯერ ნაკლებ ზარპლატას იღებ კაკოე ტამ სჩასტიე. და იტალიაშკი პროსტა აფერისტი.ასე რომ მოითხოვე ეტი დენგი ტი ზასლუჟილ პარენ.
დავით 67
ვინც დისლაიქებს წერთ, მაინტერესებს, ხვალ არ გინდათ რომ ხვიჩამ მაგრად ითამაშოს და გოლიც გაიტანოს? უბრალოდ კი თუ არა? კი ლაიქი. არა დისლაიქი.
სიმართლე
ნაპოლის პრეზიდენტი რო ვიყო არც მე გავუდიდებდი კვარას ხელფას იციან მჭედლიძეს ამბავი და გაფუჭდა დაამტკიცოს კვარამ ამ წელში სტაბილურობა და მომავალ წელს ატვეჩაი ვარ დაუფასებს ბევრად მეტს ვიდრე ოსიმენს ყველაფერს თავის დროაქ უფალს ვთხოვე კვარა გახდეს ოქროს ბურთის მფლობელი და დამრწმუნებული ვარ გახდება პროსტა ფული და ყველაფერი დაივიწყეთ მთავარია კარიერა და ყველაფერი იქნება როცა ამხელა შანსი გაქ უნდა შეინარჩუნო სტაბილურობა მე მაგალითად კვარაცხელიას და კაკას მაგრად ვამსგავსებ ერთმანეთს...დაიმახსოვრეთ ეს კომენტარი ყველამ კარგად!!!!
ვაჟა მასწ.
იოსებ გეთანხმები, კვარას ეს აზრი დიდი ხნის წინ გამოვიცანი და გავაჟღერე ამ საიტზე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მან კოლეგიალობა გამოიჩინა სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ. ასეა ეს და ასეც უნდა ყოფილიყო - სხვანაირად "კვარა" "კვარა" აღარ იქნებოდა! შეუშვას თავში ყველა იმან, ვინც კვარას დღემდე აყვედრის ახალგაზრდულში უთამაშებლობას!
ზურაბ
რა ეგოისტი ყოფილა მუდრიკი, სად ეტენებოდა ყმაწვილკაცებში. ნეტა რამდენი დატოვა გულნატკენი და ატირებული უთამაშებლობის გამო. მე მეგონა ბოდიშს მოიხდიდი კვარადონა, შენ კი მუდრიკი ეგოისტად გამოიყვანე, არადა მან მარტომ გაქაჩა თავისი ქვეყნის ნაკრები, სადამდეც შეძლო
არისა
რაც არ უნდა ილაპარაკოს შავი ლაქა მაინც დარჩება u21
Ioseb
კაცმა ნამიოკა გააკეთა და გამგები გაიგებს ეხლა ვიცი რატომაც არ იტამაშა მიდი კვარა დაუხშე სალაპარაკო ღრუ ვისაც ეკუთვნის
რობი
კვარამ ყველაფერი სწორად გააკეთა! ახალგაზრდებს არ შეიშალა ხელი!
NAPOLI!
ხვიჩა, თუ ჩემი ძმა ხარ, ოღონდაც ესპანეთს გაუტანე და შენებური კლასი აჩვენე, რომ გარსიას და აურელიოს ტიფოზებმა სულ "მოკითხვები" უგზავნონ!! ჩათვალე მადრიდიდან მაგარ "სურპრიზს" მიიღებ!!
გულშემატკივარი
გენაცვალე ჩვენო საამაყოვ!!! წარმატებები ბიჭებო!!! უფალი გფარავდეთ❤️
ნიკა ს
ხოჭოლავას აპატიეთ??
გიორგი
არაფერი არ შეშლია კვარას. ლუზერი ვერ გაიგბს ამას.
გადასარევი გიორგი
მეგობარო ქართველი გულშემატმოვრების სახელით ნუ ისაუბრებ. არაფერი არ შეშლია, სწორად ქნა რაც ქნა. წარმატებები ხვიჩა
რატი
კაე ჩემო ძმაო, თქვენ ხშირად ისაუბრეთ, არ დაგავიწყდეთ..........))))))))))))))) წარმატებები ხვიჩას და ნაკრებს!
რა მაფიაა?
ეროვნულ ნაკრებში თავს თუ უარს იტყვის რაიმე მიზეზის გამო თამაშზე, მაშინ გააკრიტიკეთ... ის იყო ახალგაზრდული ნაკრები და არა ეროვნული... ახალგაზრდული საიდანაც ახალი სახეები უნდა გაიცნოს მსოფლიომ... კვარა ვის უნდა გაეცნო? მაგიტოა ზუსტადაც რო კვარას გარეშე ქნეს ბიჭებმა რაც ქნეს და დაინტერესდა მსოფლიო ქართველი ფეხბურთელებით
Las
მიდი ხვიჩა გაუყარე მაგათ 2 გოლი. 1 სეზონში ხო დიდი საქმე გაუკეთა ქარატულ ფეხბურთს. ამდენი ტრანსფერი და ყველა მაგის ხათრით. წლევანდელი შედეგი უფრო დიდი უნდა იყოს
ნიკა
ეჰ კვარა, კვარა შეგეშალა მაგი ამბავი, მაგრამ არაუშავს, ყველა უშვებს შეცდომებს და ქართველმა გულშემატკივარმა მემგონი უკვე გაპატია. მაგრამ უნდა იცოდე როცა ასეთ ნაბიჯს დგამ ამაზე მუდამ ისაუბრებენ, ახლაც და შენი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც. როგორ უნდა მოიქცე? ჩემი აზრით ეროვნული ნაკრების ყველა მატჩში ისე უნდა ითამაშო თითქოს ბოლო თამაშია.
dato
მართალი ხარ ხვიჩა, მაგარი ხარ! ჯუღელს და აქ უმრაბვლესობას მარტო სხვისი ფულის თვლა უყვარს. კაცი ამბობს კარგად ვგრძნობ თავსო და ჩვენ სხვა გუნდში გავუშვით ხელფას ითხოვსო და არ უმატებენო.მოუმატებენ აუცილებლად მალევე და თქვენ მიხედეთ საკუთარ ფინანსებს.
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი ზამთარში? - რას გეგმავენ პსჟ-ში შეტევის ხაზში
100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება