ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"ბორჯღალოსნები" | გუნდი პარიზშია, ვიწყებთ ავსტრალიით

"ბორჯღალოსნები" | გუნდი პარიზშია, ვიწყებთ ავსტრალიით

"ბორჯღალოსნები" ლა როშელიდან პარიზში ჩავიდა, სადაც 2023 წლის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, ჩვენი დროით 20 საათზე ავსტრალიის წინააღმდეგ „სტად დე ფრანსზე“ გამართავს.

სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის 23 მოთამაშე, რომლებიც „კენგურუების“ წინააღმდეგ იბრძოლებენ.

შერკინების პირველ ხაზში თავის 101-ე თამაშს ჩაატარებს კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ბურჯები კი ნიკა აბულაძე და გურამ პაპიძე იქნებიან. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. ტრავმის შემდეგ მესამე ხაზში, შერკინების შემკვრელად ბრუნდება ბექა გორგაძე. ხოლო ფლანკერები თორნიკე ჯალაღონია და ლუკა ივანიშვილი იქნებიან.

ღერძზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს დემე თაფლაძე შეუწყვილდება. ფრთებზე აკა ტაბუცაძე და მირიან მოდებაძე იდგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია.

პირველი ხაზის მარქაფაში თენგიზ ზამთარაძეს, გურამ გოგიჩაშვილს და ბექა გიგაშვილს ვიხილავთ. მეორე და მესამე ხაზში, შესაბამისად - ლაშა ჯაიანი და გიორგი ცუცქირიძე, ხოლო ხაზში გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე და გიორგი კვესელაძე შევლენ.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 8 მორკინალის კეპების ჯამი 327-ია და მათი ნახევარზე მეტი ორ მორაგბეზე მოდის (მამუკაშვილი, მიქაუტაძე). ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 291-ს შეადგენს. მათ შორის ყველაზე გამოცდილები შარიქაძე (96 კეპი) და ლობჟანიძე (78) არიან. 268 არის მარქაფაში მყოფი მოთამაშეების კეპების ჯამი (129 შერკინება, 139 ხაზი).

განაცხადში მყოფი ოთხი მოთამაშე – შალვა მამუკაშვილი, კოტე მიქაუტაძე, ვასილ ლობჟანიძე და მერაბ შარიქაძე მსოფლიო თასზე მესამედ თამაშობენ. მირიან მოდებაძე, ბექა გორგაძე, გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი, გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე და გიორგი კვესელაძე პლანეტის უდიდეს სარაგბო ფორუმზე მეორედ არიან წარმოდგენილი, დანარჩენი 12 კი დებიუტანტია.

საუკეთესო შემადგენლობით

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ ავსტრალიასთან მატჩისთვის მოცემული მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობა შეირჩა:

„ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ყველა მატჩში მოცემული მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობა გვეყოლება. მწვრთნელებმა ჩავთვალეთ, რომ ამ წუთისთვის ეს 23 მორაგბე საუკეთესოდაა მომზადებული. ვარჯიშობს, თუმცა რეაბილიტაცია სრულად არ დაუსრულებია ბექა საღინაძეს. პორტუგალიასთან მატჩის კვირაში ის მზად უნდა იყოს“.

„1-ელ სექტემბერს ერთობლივი. ხარისხიანი ვარჯიში გვქონდა ტონგასთან. ვფიქრობ, ის ორივე გუნდისთვის პროდუქტიული იყო. გაანალიზებული გვაქვს ავსტრალიის თამაში და ვიცით, რა უნდა დავუპირისპიროთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი თამაშის ჩვენებას და შესაძლებლობების გამოყენებას. ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, მეტოქეს ხელი უნდა შევუშალოთ“.

„მიმაჩნია, რომ გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და ეს შოტლანდიასთან თამაშმაც დაგვანახა, სადაც სუფთა სათამაშო დრო 38 წუთი იყო და ფიზიკურობის მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია. მეორე ტაიმში მიღებული ლელოები იმან განაპირობა, რომ ბურთის ფლობის და ტერიტორიის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა. ავსტრალიასთან დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

2023 წლის მსოფლიო თასი. I ტური. "გ" ჯგუფი

საფრანგეთი. პარიზი. "სტად დე ფრანსე"

9 სექტემბერი. 20:00 საქ. დრო

ავსტრალია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

rugby.ge

• დათო

თქვენ როდის გაწყობთ? დარ რა მიზეზით? თუ დაგვესიზმარა იტალია, უელსი ?

• "?-ს" - ს

ბოდიში მასწ! მეტი არარ ვიზამ!

• ?-ს

წაგეკითხა სტატია ბოლომდე და გაიგებდი.

• გეთანხმები

გეთანხმები! მგონი თავის შენახვის ტაქტიკას ავტრალია მიმარტავს აუცილებლად რადგან არ აქვთ გარანტირებული გამარჯვება არც უელსთან და არც ფიჯისთან და მგონი მანდ გვაქვს სერიოზული შანსი თუ მართლა ისეთი დასუსტებულია ავსტრალია, როგორც ამბობენ.

• ელიასი

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ ავსტრალიასთან ოფლის და, თუ საჭირო გახდა, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა იბრძოლოს. ამ დასკვნის წინაპირობები შემდეგია: ორკვირიანი დასვენება შემდეგ მატჩამდე, რა დროშიც მრავალი ჭრილობის მოშუშებაა შესაძლებელი; აცსტრალიას დღეს, როგორც ბოლო დროის სტატისტიკა გვკარნახობს, წინა წლებთან შედარებით სუსტი გუნდი ჰყავს. თამაშის უბრძოლველად დათმობის ანუ თავის შენახვის ტაქტიკა დამღუპველად აისახება მომავალზე. იბრძოლეთ და დაგიფასდებათ!!!

საღინაძე არ ჩანს და რახდება?

• beeq.777

მესამე ხაზში სამი რვა ნომერი გვყავს და ეს რაიმე ტაქტიკას წმსახურება თუ ტრავმიანიბას? საერთოდ ისიც არ ციცით ვინ გამოჯანმრთელდა და რახდება. ფედერაციას ორიანი. წარმატებები ბიჭებს და მოუთმენლად ველი შაბათ დღეს! ბრძოლაში ბედნიერნი!

• სოსო

შერკინებამ და დერეფანმა თუ კარგად ითამაშა,შანსი ყველასთან გვექნება.პირველ რიგში კარგ თამაშს და მერე უკვე გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს.ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს,მაგრამ ჩვენც კარგები ვართ და ჯგუფიდან გასვლა,ჩვენც ნამდვილად შეგვიძლია,თუ ეს ორი კომპონენტი საიმედო დონემდე ავწიეთ და დანარჩენ კომპონენტებში,ხარისხი შევინარჩუნეთ.

• ჩელენჯერი

მთავარ მწვრთნელს გამოსამშვიდობებელი თამაში როდის უწევს?

• გიორგი

ოთარ გიორგაძე რატომ არ წაიყვანა?

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება

რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?

We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?