ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტური არაერთი ლამაზი გოლით გაიხსნა. მეორე სათამაშო დღეს ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩია - დღეს, 8 სექტემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" ესპანეთს უმასპინძლებს.

შეხვედრის შესახებ ჩვენს გვერდზეც არაერთ ინფორმაციას გაეცანით, ვიცით სტატისტიკაც და დღევანდელობაც. არ იცვლება მთავარი - ოპტიმიზმი, რომ ასეთი ძლიერი მეტოქის დამარცხებით გახარება შეგვიძლია!.. ამ დროს არ ვფიქრობთ იმაზე, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იქნებ ამ შესაძლო სამმა ქულამაც ბევრი ვერაფერი შეგვძინოს.

ვილი სანიოლი ახლა საკადრო პრობლემებზე ვერაფერს იტყვის, რადგან ეს საკითხი არ გვიდგას. მთავარია, სწორი ტაქტიკა და ისეთი ფეხბურთელები შეირჩეს, რომლებიც ამ გამოწვევისთვის როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ბოლომდე მზად იქნებიან. თავის მხრივ, საფიქრალი აქვს "ფურია როხას" თავკაცსაც, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ რაღაც განსხვავებულია მოსაფიქრებელი. 2 წლის წინ "კვარა" ამ მასშტაბებზე არ ყოფილა, მან კარგად გამოიყენა ის ფაქტორი, რომ მხოლოდ ამჟამად "ტოტენჰემში" მოთამაშე პოროს იმედად ტოვებდნენ და მეტოქის სუსტი წერტილით ისარგებლა. მაშინ ესპანელებს ასპილიკუეტაც აკლდათ და კარვახალიც, ახლა ისინი იქნებიან და "ნაპოლის" ვარსკვლავის შეჩერებას მხოლოდ ერთი მეურვე არ ეცდება.

გვახსოვს მაშინდელი თბილისური გოლი დღევანდელ მოწინააღმდეგესთან, კაკაბაძე-კიტეიშვილი-კვარაცხელიას კომბინაცია ძალიან გააზრებული იყო. ახლაც ეს გვჭირდება, სხვანაირად გიორგი მიქაუტაძისთვის გატანის შანსების მიცემა გაგვიჭირდება. ესპანელები ბურთს შესანიშნავად ფლობენ, აქ არიან როდრი და გავი, თუმცა უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ბევრი ბურთი ჩავჭრათ და სწრაფ იერიშებზე თავად გადავიდეთ.

ბოლო 4 მატჩში ამდენივე გოლი - ეს ალვარო მორატას მაჩვენებელია. დანი ოლმო - უკანასკნელ 6 შეხვედრაში 7 გოლი, მათ შორის, ჰეთ-თრიკი "ბაიერნთან". ჩვენს ცენტრალურ მცველებს მათ შესაჩერებლად დიდი ჯაფა დაადგებათ, თუმცა ზედმეტი სიფრთხილით არაფერი გამოვა.

მოედანზე არაერთი დიდი ფეხბურთელი იქნება, ჩვენ კი პირველად შეგვიძლია საკითხი ასე დავაყენოთ: მათ შორის საუკეთესო ქართველი ხომ არაა? ხვიჩა კვარაცხელია. ასეა თუ ისე, ფეხბურთი გუნდური თამაშია და მხოლოდ ინდივიდებზე დაყრდნობა არ ხდება. გუნდურობა მთავარი ძალა იქნება!..

შეხვედრას გერმანელი ზიბერტი განსჯის. ის ფეხბურთელებს იშვიათად აფრთხილებს, თერთმეტმეტრიანების დანიშვნა კი არ უძნელდება.

მესი-ს
კი,ნამეტანი ღირსეულად წავაგეთ!ნორვეგიაში კიდევ უფრო ღირსეულად წავაგებთ!
დათო
არ უთხრეს ჩვენებს, ისე სწორი გათვლა იყო
xuta
ვაი, თქვენს პატრონს!
ნუგზარი
სტადიონზეც მივდივარ და მოსაგებადაც ვითამაშებთ, მაგრამ გადაჭარბებული იმედებიც არ გვინდა. გადახედეთ იმათ დავდასხმას და ჩვენს დაცვა - ნახევარდაცვას ვინ სად თამაშობს.
ვახო...
უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
მესი
აბა რა, ვინაა ესპანეთის ნაკრები ჩვენთან შედარებით. ნახე როგორ ღირსეულად წავაგებთ. ფაქტიურად გამარჯვებას ჯობია ღირსეული წაგება.
ქ. გ.
დღეს იწყება ქართული ფეხბურთის ისტორიის ახალი ეტაპი.
David
საღამოს პირველი თამაშია და საკმაოდ დიდი აუდიტორია ეყოლება ამ მატჩს, ასე რომ თუ თავს გამოიჩენენ ბიჭები და ღმერთნა ქნას მოიგებენ კიდევ ბევრი ტრანსფერი მოინიშნება ევროპულ კლუბებში. მაღალი კონცენტრაცია გვჭირდება და სრულიად შესაძლებელია მოგება. წარმატებები
tngh
მაქსიმალური სიფრთხილე, დაკვირვება და ყურადღება მოედნის ყველა მონაკვეთზე... ყოველ წამს!!!
G.LA
ეს რა კომენტარებს ვკითხულობა,რას ნიშნავს სპორტალ.ჯე-მ აკრედიტაცია ვერ გაიარა? მთლად გადაირივნენ ვინც ამ საქმეს კურირებს? საგიჟეთია სუფთა. ჩემი მხარდაჭერა სპორტალ. ჯე-ს. ესპანეთზე რა ვთქვა? გრანდი რომ არის ყველამ ვიცით და რაც ჩევნ გვინდა ეგეც ყველამ ვიცით. ვნახოთ რა გამოვა. ძნელი თამაში იქნება ძალიან. უნდა ვიყოჩაღოთ. მოიგონეთ იაპონია-ესპანეთი 2-1 მსოფლიოზე, მათ თუ შეძლეს ჩვენც დავიჯეროთ რომ შეგვიძლია. იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს. წარმატება ბიჭბს.
საპოჟნიკი
ბოლო-ბოლო ჩამოუვიდათ ბუცები თუ ფეხშიშველი აპირებენ თამაშს?
KQ
წარმატებები ბიჭებს და სრულიად საქართველოს!!! ვფიქრობ, თუ თავისუფლად ითამაშებენ, ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე, არა მარტო მაგრად ითამაშებენ, იფრენენ კიდეც და ფორტუნაც არ დაგვაღალატებს!!! პ.ს. ვიხსენებ ქუთაისის ტორპედოს ლეგენდარული მწვრთნელის უშანგი სალდაძის სიტყვებს, თავის ფეხბურთელების მიმართ ყოველი თამაშის წინ, არადა იმ თაობის ბიჭებმა ისტორია დაწერეს: "მიაწექით ბიჭებო, რითი ხართ მაგათზე ნაკლები"!!!
ვაჟა
აუ რა დღეშია ხალხი აზზე ხართ?
რრრ
ოხ ეს მცირე ერის კომპლექსი რააა
მწვრთნელი
თუ ფლანგებიდან სწრაფად გადავალთ შეტევაზე რაღაც გამაოვა გამჭოლი გადაცემებით მიქაუტაძისკენ! ცენტრში ამათ ვერ დავჯაბნით! ხორვატია მოდრიჩითაც ვერაფერს გახდა ცენტრში და ჩვენ კიდევ მოდრიჩი არა გვყავს! სამაგიეროდ გვყავს სწრაფი ფლანგელები: კვარაცხელია, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი და კრეატიული მიქაუტაძე თავდასხმაში! კიტეიშვილის და აბურჯანიას ზუსტი პასები, თუ გამოუვათ შეტევაზე მყოფი ესპანეთი (მათ მოგება უნდათ) შეიძლება არა ერთხელ დავიჭიროთ!
ბექა
ძალიან ვნერვიულობ დღევანდელ თამაშზე. რომ არ ჩამოუვიდა ხელთათმანი და ბუცები ფეხბურთელებს, როგორც თქვეს ჩვენი აეროპორტის გამოო. და მახსნდება 1 თვის უკანდელი შემთხვევა ყაზახური გუნდი რომ ჩამოფრინდა რომ არ ვრთავდით ნებართვას დაფრენას, და რომ ჩამოფრინდნენ გადაგვიარეს ფეხბურთში. და ასე არ მოხდეს ესპანეთანაც :(((
Gio9
ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს და უნდა გავიმარჯვოთ ეს ნამდვილად რეალური და შესაძლებელია აბა თქვენ იცით ბიჭებო ჩვენ თქვენს გვერდით ვართ წარმატებები!!!
ქომაგი
შევეშვათ ბიჭებზე ამხელა ტვირთის აკიდებას და წნეხს. ესპანეთი არის მსოფლოის დონის გრანდი და თამაშის მერე გამოჩნდება ვინაა ვასკვლავი და ასე შემდეგ.იმ 16 წლის ბავშვს უფრთხილდნენ ისე როგორც დანარჩენებს. უნდა ითამაშონ სულით და გულით ესაა მტავარ. წარმატებები
dima
warmatebebi bichebo
სააკაძე
1-1
alexandre
ჩემი მხარდაჭერა საიტს! წარმატება საქართველოს ნაკრებს! ოღონდ მოვიგოთ და ყველას ყველაფერს ვაპატიებთ!
ჯუანშერი
ჩემი მხარდაჭერა და სრული სოლიდარობა sportall.ge-ს!!! სამარცხვინო ამბავი მოხდა რომ აკრედიტაცია ვერ მიიღეთ :((
SOSO
მეც რა თქმა უნდა კვარას იმედი მაქვ,იქნებ რაღაც გამოღლიტოს ამ თამაშიდან საკუთარი კარიერის, ასე ვთქვათ გადატვირთვისთვის,თორემ იმ გოლითაც რომელიც მაშინ ესპანეთს გაუტანა [გაატანინეს]შედეგობრივად ნაკრებს არაფერში დახმარებია-მაინც წავაგედ. ისე იმ დროსაც და ეხლაც კვარას მშრალი სერია ჰქონდა და კრიტიკა არ აკლდა, მაშინ გაიტანა და მათ გაჩუმებისკენ მოუწოდა,იქნებ დღესაც გაისროლოს....ღმერთმა ქნას...ამასთან როცა ესპანეთის ნაკრებს ეთამაშები მთავარ ვასკვლავებაზე პრეტენზია ცოტა ბაქი-ბუქს ხომ არ გავს, თვითონვე წერთ ესპანელთა შემტევებზე-ოლმო ბოლო 6 თამაში-7 გოლი, მორატა 4 თამაში-4 გოლი, ნაპოლის "ვასკვლავს" კი რაა-ბოლო 25 შეხვედრა -00 გოლი....რომ მოვიცადოთ საღამოს 10-მდე არაააააა....
las
ვნახოთ მთლად უიმედოდ მგონი არ ვართ :) კვარას დონის მოთამაშე არ ყავთ მაგათ. მამრადაზე უკეთესი მეკარეც არ ყავთ. კაცმა რომ თქვას არც მიქაუტაძეზე ბევრით უკეთესი თავდამსხმელიც ყავთ. მეიმედება გოჩოლეიშვილის კრეატიულობის. ვნახოთ იქნებ ჩაკვემაც გაიფაფხუროს ღაღაც :)
გივი
ჩემი მხარდაჭერა და ღრმა პატივისცემა sportall.ge-ს . მადლობა ყველაფრისთვის რასაც თქვენ აკეთებთ სპორტის პოპულარიზაციისთვის!
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ბარსელონას" გავი და დე იონგი უბრუნდებიან - ფლიკმა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
"ბარსელონა" "ვალენსიას" 6:1 ამარცხებდა, კატალონიელთა მწვრთნელს მოედანზე გავის შემოყვანა უნდოდა, მაგრამ შემდეგ მომხდარმა გუნდის დამრიგებელი აღაფრთოვანა და ფეხბურთელს ჩაეხუტა... [VIDEO]
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
პსჟ ვიტინიას შემცვლელად "ბარსელონას" ვარსკვლავს განიხილავს
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს ნაკრებთან მატჩში ტრავმირებულმა გავიმ ვარჯიში დაიწყო
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"ამ შემთხვევაში პსჟ-ში გადასვლაზე იფიქრებს" - გავი შესაძლოა, ზაფხულში კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა