საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატისთვის ჩაქვში ემზადება
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მთავარი მწვრთნელის ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით ახალი წლიდან ნაყოფიერად ემზადება მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატისთვის, რომელსაც საფრანგეთი უმასპინძლებს. ორი თვეა, ნაკრები ჩაქვში იმყოფება საწვრთნელ შეკრებაზე. აჭარის სპორტის მესვეურთა თანადგომით მათ ვარჯიშისა და აქტიური დასვენებისთვის ყველა პირობა აქვთ.

ამ დღეებში ჩაქვის სასულიერო სასწავლებლის სპორტულ დარბაზში ძალოსანთა საქართველოს ლიგის მე-3 ტურის პაექრობები გაიმართა. შეჯიბრებაში 102 ათლეტი მონაწილეობდა. ეს ასპარეზობა ჩემპიონატისგან იმით განსხვავდება, რომ მასში გამარჯვებულები და პრიზიორები არა წონითი კატეგორიების, არამედ სინკლერის ტაბულით ვლინდება: ორჭიდის ჯამი სპორტსმენის წონის კოეფიციენტზე მრავლდება. უნდა ითქვას, რომ ფავორიტებმა თავიანთი უპირატესობა ლიგაზეც დაამტკიცეს.

შესანიშნავად იასპარეზა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა გია მაჭავარიანმა (აჭარა, 105 კგ,), რომელმაც კარიერაში პირველად მოაგროვა ორჭიდში 406 კილოგრამი (183+223), თანაც აკრაში პირადი მიღწევა 6 კილოთი გააუმჯობესა. მეორე ადგილი ირაკლი თურმანიძემ (აჭარა, მძიმეწონა) დაიკავა. კონტინენტის წლევანდელი პირველობის ბრინჯაოს მედალოსნის (აკვრაში) შედეგია 405 კგ (185+220). საგულისხმოა, რომ ირაკლიმ დამატებით ცდაზე 190 კილოგრამი აიტაცა, მაგრამ საერთო ჩათვლაში ეს შედეგი არ შესულა.

მომდევნო ადგილებზე გავიდნენ: 3. დავით გოგია (ზუგდიდი, 105 კგ)-377 (170+207), 4. ალუდა მანაგაძე (ქუთაისი, 105)-373 (168+205), 5. ლაშა ტალახაძე (საჩხერე, მძიმე წონა)-395 (180+215), 6. გიორგი ლომთაძე (ქუთაისი, 69 კგ)-302 (137+165).

საგულისხმოა, რომ ცნობილი ათლეტის – კობა ტალახაძის ვაჟმა ლაშა ტალახაძემ, რომელსაც 18 წელი შემოდგომით უსრულდება და 140 კილოს იწონის, ატაცში საკუთარი მიღწევა 6, აკრაში კი 8 კილოთი გააუმჯობესა. ჭაბუკებში ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა ყველა წონა იოლად დაძლია, რაც მის პოტენციალზე მიუთითებს.

- საქართველოს ნაკრების ყველა წევრი შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია, - გვითხრა ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ, - ისინი კვირიდან კვირამდე აუმჯობესებენ პირად შედეგებს, რაც ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვანო გრიქუროვს აფიქრებინებს, რომ საფრანგეთის მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატზე ლონდონის 4 საგზურზეც შეიძლება ფიქრი. ქართველი ძალოსნები ჩაქვში კიდევ ორ თვეს დარჩებიან და იქვე განაგრძობენ წლის მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის მზადებას, რაშიც მათ აქტიურად ეხმარება აჭარის სპორტის სამინისტრო, რისთვისაც მადლობის მეტი რა გვეთქმის...

აქვე ლიგის მე-3 ეტაპზე გამოვლენილი 6 საუკეთესო მწვრთნელის ვინაობასაც გაგაცნობთ. ესენი არიან: 1. ავთანდილ გახოკიძე (აფხაზეთი, 1830,4 ქულა), 2. მალხაზ ლომთაძე (ქუთაისი, 1808,5), 3. ბეჟან ჭიჭინაძე (ზუგდიდი, 1796,7), 4. აბესალომ ბასილია (ჩაქვი, 1794,2), 5. ზურაბ ანთაური (თბილისი, 1729,1), 6. გია ცირეკიძე (ქუთაისი, 1535,4).

წლეულს 21-28 აგვისტოს პოლონეთის ქალაქი ჩეხანოვი 17-წლამდელ ძალოსანთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს. შეჯიბრებაზე ზურაბ ანთაურისა და ბეჟან ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით რამინ შამილიშვილი (აჭარა, 56), შოთა მიშველიძე (ქუთაისი, 62), ჯაბა ჩიბურდანიძე (აჭარა, 69), ბაჩანა ქუხილავა (ზუგდიდი, 69) და თემურ პერტაია (ზუგდიდი, 77) გაემგზავრებიან. ეს სპორტსმენები იანვრიდან დღემდე ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად ვარჯიშობენ, კარგ სპორტულ ფორმაში არიან და ძალოსნობის მესვეურები მათგან კონტინენტის პირველობაზე მაღალ შედეგებს ელიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე